თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 13:10
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3565,
კომენტარები: 33
გიგზმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.
გიგზი მწვრთნელობისთვის ემზადება...
გიგზმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.
რაიან გიგზმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავის მომავალ, სამწვრთნელო კარიერაში. ამ კვირას მან მიიღო მწვრთნელის ლიცენზია "უეფა"-სგან. 39 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ თუ ის რომელიმე კლუბს გაწვრთნის მისი მაგალითი იქნება სერ ალექს ფერგიუსონი.

"ძირითადად მისი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული: გამარჯვების წყურვილი, მოთხოვნა და ბევრი შრომა" - განაცხადა რაიანმა FA-ს პროფესიონალი მწვრთნელების კლუბის ჟურნალთან, The Boot Room-თან საუბარში. "ის ძალიან ხშირად არის დაკავებული თავისი საქმით, თუმცა ყოველთვის ესმის, რომ საჭიროა განვითარება."
"ის ყველას აკონტროლებს. როცა ის მოვიდა მას ჰყავდა 4-5 დამხმარე, ეხლა კი მხოლოდ პირველ გუნდში 10-12 სპეციალისტი მუშაობს. ის ხედავს საქმის საერთო ვითარებას და ეს მოსწონს."
"შეუძლებელია უკეთესი მასწავლებელი და ადამიანი ინატრო, რომლისგანაც მაგალითს აიღებ. ვფიქრობ შემთხვევით არ ხდება ის, რომ ბევრი ფეხბურთელი რომელიც სერ ალექსთან მუშაობდა შემდეგ მწვრთნელი გახდა. თუ თქვენ გინდათ თქვენს საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, უბრალოდ საჭიროა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშოთ."
"მე მინდა ჩემი თავი მწვრთნელის და მენეჯერის საქმეში გამოვცადო. თავიდან ვაპირებ მწვრთნელად ვიმუშავო შემდეგ კი ვნახავ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა მანამდე უნდა დავრწმუნდე, რომ კვალიფიკაციის ყველა საფეხური გავიარე, ასევე მე გავაგრძელებ თამაშს. ასე რომ, როდესაც მე დავასრულებ ფეხბურთელის კარიერას, მთლიანად მზად ვიქნები სამწვრთნელო საქმიანობისთვის."


წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
33 კომენტარი
№11
ავტორი: always ReD
18 იანვარი 2013 13:58
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ჯერ არ წავა ეს likeaboss მარა მერე კაი იქნება თუ მანჩესტერის მწვრთნელად ვიხილავ
0
№12
ავტორი: Shako Jones
18 იანვარი 2013 14:06
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
1 წელიც გიგზ <3
0
№13
ავტორი: Dato de gea quantana
18 იანვარი 2013 14:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
derpthumb gun2 derphappycry მიდი ძმა ოღონდ ჯერ თამაში და 2 3 წლის მერე MU ს მწვრთნელობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№14
ავტორი: love united
18 იანვარი 2013 14:17
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვა გიგზი რა კაცია...კარიერას რომ დაასრულებს სამწვრთნელო შტაბში გაიჩითება ჯერ და მერე ვინ იცის რა მოხდება... love
0
№15
ავტორი: Red Hooligan
18 იანვარი 2013 14:49
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
არამგონია ეს მოვიდეს ფერგის მერე. მარა მგონი რომელიმე კარგ გუნდს ჩიაბარებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№16
ავტორი: gilmour
18 იანვარი 2013 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვინმე ჩვენი მინდა რა მეც მწვრთნელად, არ მინდა ეს ათასზე გადამხტარი მაურინიო და მსგავსი წოწიალა სასტავი. ტრადიციები უპირველეს ყოვლისა:)
0
№17
ავტორი: R. Van Persie
18 იანვარი 2013 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ვაუუ გიგზ რა მაგარია სასტავ მე ეხლა დავრეგისტრირდი თქვენ საიტზე კარგი საიტია ! 20 როდის მოვა ტოტენჰემსაც შევუგდო ^_^
0
№18
ავტორი: buka oboladze
18 იანვარი 2013 15:14
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მე ეს,კანტონა ან კინი მინდა მანჩესტერის მწვრთნელად რა სქოუზიც შეიძლება.
0
№19
ავტორი: UTD-Rule
18 იანვარი 2013 15:14
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
1 წელი უეჭველი დარჩება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№20
ავტორი: Jubo
18 იანვარი 2013 15:14
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
წავა სოლსკიაერის ნაირად რომელიმე დაბალ ლიგაში მიიღებს გამოცდილებას და დაბრუნდება მერე პრემიერ ლიგაში. ოდესმე იქნებ იუნაიტედის გაწვრთნას love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top