თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 13:10
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3565,
კომენტარები: 33
გიგზმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.
გიგზი მწვრთნელობისთვის ემზადება...
გიგზმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.
რაიან გიგზმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავის მომავალ, სამწვრთნელო კარიერაში. ამ კვირას მან მიიღო მწვრთნელის ლიცენზია "უეფა"-სგან. 39 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ თუ ის რომელიმე კლუბს გაწვრთნის მისი მაგალითი იქნება სერ ალექს ფერგიუსონი.

"ძირითადად მისი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული: გამარჯვების წყურვილი, მოთხოვნა და ბევრი შრომა" - განაცხადა რაიანმა FA-ს პროფესიონალი მწვრთნელების კლუბის ჟურნალთან, The Boot Room-თან საუბარში. "ის ძალიან ხშირად არის დაკავებული თავისი საქმით, თუმცა ყოველთვის ესმის, რომ საჭიროა განვითარება."
"ის ყველას აკონტროლებს. როცა ის მოვიდა მას ჰყავდა 4-5 დამხმარე, ეხლა კი მხოლოდ პირველ გუნდში 10-12 სპეციალისტი მუშაობს. ის ხედავს საქმის საერთო ვითარებას და ეს მოსწონს."
"შეუძლებელია უკეთესი მასწავლებელი და ადამიანი ინატრო, რომლისგანაც მაგალითს აიღებ. ვფიქრობ შემთხვევით არ ხდება ის, რომ ბევრი ფეხბურთელი რომელიც სერ ალექსთან მუშაობდა შემდეგ მწვრთნელი გახდა. თუ თქვენ გინდათ თქვენს საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, უბრალოდ საჭიროა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშოთ."
"მე მინდა ჩემი თავი მწვრთნელის და მენეჯერის საქმეში გამოვცადო. თავიდან ვაპირებ მწვრთნელად ვიმუშავო შემდეგ კი ვნახავ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა მანამდე უნდა დავრწმუნდე, რომ კვალიფიკაციის ყველა საფეხური გავიარე, ასევე მე გავაგრძელებ თამაშს. ასე რომ, როდესაც მე დავასრულებ ფეხბურთელის კარიერას, მთლიანად მზად ვიქნები სამწვრთნელო საქმიანობისთვის."


წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
33 კომენტარი
№31
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 23:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
VaRdo,
მაურინიოს და გვარდიოლას მირჩევნია მართლა მოიესი, მაგრამ სად გიგზი
ან პოლი რო იდგებიან შარვალ კოსტუმში სათადარიგო სკამთან:)))


ხო მაგრამ ყველაფერს დრო უნდა. ეგრევე იუნაიტედს არავინ ჩააბარებს არც გიგზს არც სქოულზ და ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ მაიდნამაც მანჩესტერის ფეხბურთელი მოვიდეს : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№32
ავტორი: Keane
18 იანვარი 2013 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
გუარდიოლა არა ცენზურა
0
№33
ავტორი: ლადო
19 იანვარი 2013 11:27
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან კარგიაა)) ეტყობა წასვლისას ფერგი ორ სიურპრიზს გვიმზადებს ერთს კარგს და ერთს ცუდს.........ცუდი რო იტყვის წავედიო და კარგი, გიგზი მოვიდაოო biggrin2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top