თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2016, 20:48
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 5879,
კომენტარები: 47
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ უეინ რუნი და მან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.


პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები.


ჩვენი კოდია: 637087-179882

რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://fantasy.premierleague.com/
ფენტეზის ლიგა
47 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
31 ივლისი 2016 20:55
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
წინა სეზონზე ვთამაშობდი შემოუერთდები ჩვენს ლიგას აუცილებლად და პრიზები იქნება?
0
№2
ავტორი: GeorgeBest
31 ივლისი 2016 21:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: tedore
წინა სეზონზე ვთამაშობდი შემოუერთდები ჩვენს ლიგას აუცილებლად და პრიზები იქნება?

ვეცდები იყოს. თუ იქნება ვფიქრობ ბევრად უკეთესი პრიზების გაცემას შევძლებთ, ვნახოთ
0
№3
ავტორი: nikala2000
31 ივლისი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
დავამატეე
0
№4
ავტორი: Gelodiii
31 ივლისი 2016 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Gamarjoba.me axali var da imedia gavugebt ertmanets.. Rac sheexeba fentezi ligas mec minda monawileobis migeba
0
№5
ავტორი: DaTo_O
31 ივლისი 2016 21:26
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
როგორ ვითამაშო აზრზე არ ვარ და რომ ამიხსნათ შეიძლება ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№6
ავტორი: WayneRooney
31 ივლისი 2016 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
როგორ დავრეგისტრირდე? ვერ ვხვდები
0
№7
ავტორი: nikala2000
31 ივლისი 2016 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: - DAVID
როგორ ვითამაშო აზრზე არ ვარ და რომ ამიხსნათ შეიძლება ?

karoche registrirdebi da shen eqauntshi ro shexval iqneba fantasy league mand shexval da iyidi 15 kacs gadzlevs 100 m $ rs da rodaiwyeba premier league imis mixedvit tu rogor itamasheben sheni nayidi fexburtelebi dagewereba qulebi
0
№8
ავტორი: LASHQARA
31 ივლისი 2016 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ვიყიდე ფეხბურთელები და სად უნდა დავაჭირო რო დაიმახსოვროს???
0
№9
ავტორი: nikala2000
31 ივლისი 2016 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: LASHQARA
ვიყიდე ფეხბურთელები და სად უნდა დავაჭირო რო დაიმახსოვროს???

ქვევით ეწერება სეივ
0
№10
ავტორი: LASHQARA
1 აგვისტო 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
SQUED SELECTION ში შევედი ავირჩიე ფეხბურთელები ფული ზუსტად დავხარჯე ..მაგრამ save არ წერია არსად enter squed აწერია ქვევით მაგრამ არ ეჭირება..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top