თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 16:25
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2334,
კომენტარები: 47
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში?
გუშინ, ციურიხში გამართული კენჭისყრა, ალბათ დიდ ეჭვს ბადებს თითოეულ ჩვენგანში. ნამდვილად არის პრემიერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ლიგა?
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში?
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში? FIFA-მ გუშინ მსოფლიოს თერთმეტეული გამოაცხადა... უცნაურია, მაგრამ მასში ვერცერთი პრემიერ ლიგის ვარსკვლავი ვერ მოხვდა.
გუნდი შედგენილი იყო ბარსელონას და რეალ მადრიდის ფეხბურთელებით მათ დამატებული ატლეტიკო მადრიდის ფორვარდი რადამელ ფალკაო.
ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო უკვე მეექვსეჯერ მოხვდნენ წლის გუნდში, ეს რეკორდია. ხოლო მათ მოყვება ხავი, კასილასი და ტერი, რომლებმა 5-5- ჯერ მოახერხეს საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა.
პრემიერ ლიგა ითვლება საუკეთესო შიდა ჩემპიონატად მსოფლიოში და იქ არაერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორისაა ჯონ ტერი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 5-ჯერ დასახელდა საუკეთესოთა შორის, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა წლის გუნდში.
ამას დამატებული ჩემპიონთა ლიგა ხომ ინგლისურმა გუნდმა მოიგო, თუმცა FIFA-მ ეს არაფრად ჩათვალა. გავიხსენოთ რობინ ვან პერსიც, რომელმაც 2012 წელს 36 გოლი გაიტანა არსენალის და მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით. ასევე ის იყო ესპანეთის საუკეთესო 11 ფეხბურთელის რჩეული. რა თქმა უნდა აღსანიშნავია დიდიერ დროგბა, რომელმაც 2012 წელს ჩელსი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანა. სწორედ კოტ-დიუვარელმა გაიტანა ერთადერთი გოლი ბარსელონას კარში სტემფორდ ბრიჯზე, ბოლო წუთებზე გაათანაბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნთან და ლომის წვლილი მიუძღვის 2012 წელს ჩელსის ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფში. თუმცა ესეც ვერაფერი ფაქტორი აღმოჩნდა FIFA-სთვის.

მას შემდეგ რაც FIFA-მ მსოფლიოს თერთმეტეულში მხოლოდ ლა ლიგის ფეხბურთელები მოხვდნენ. ჩნდება კითხვა, შეუძლიათ თუ არა პრემიერ ლიგის საუკეთესოებს მათი დამარცხება.

ეს იქნება თამაში რომელიც საბოლოოდ ბოლოს მოუღებს ყველანაირ დებატებს. ორ ტურიანი დაპირისპირება: პრემიერ ლიგის საუკეთესოები, ლა ლიგის ვარსკვლავების წინააღმდეგ. ჩავთვალოთ, რომ ესპანეთის საუკეთესოები ცნობილია, გუშინ ციურიხში, საუკეთესო თერთმეტეული ბარსელონას, რეალის და ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. ადგილი კი არ დარჩათ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებისთვის, როგორიცაა: ვინსენტ კომპანი, იაია ტურე, სერხიო აგუერო, რობინ ვან პერსი, უიენ რუნი, ფრენკ ლამპარდი, დავიდ სილვა, სტივენ ჟერარდი და ა.შ.
ძალიან საინტერესო იქნება ორ მატჩიანი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის, როგორც მაგალითად დევისის თასზე, გუნდებს შეეძლებათ თავად აირჩიონ სტადიონი, სადაც უმასპინძლებენ ერთმანეთს. მაშინ კი ნამდვილად საინტერესო იქნება შეძლებს, თუ არა ლიონელ მესი საოცრებების გაკეთებას წვიმიან და ქარიან ბრიტანიაზე. პრემიერ ლიგის საუკეთესო XI მოახერხებს ოლდ ტრაფორდის ან უემბლის გავსებას, რომლებიც უმასპინძლებენ მსოფლიოს საუკეთესო მატჩს ისტორიაში.

შეძლებს ესპანეთსი საუკეთესო XI პრემიერ ლიგის XI-ს დამარცხებას? ალბათ ამ კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა, როცა ეს თამაში მართლა შედგება...

ეხლა კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ ეს მატჩი მართლა შედგება, რომელმა ფეხბურთელებმა უნდა დაიცვან მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეულის ღირსება.

წყარო: dailymail.co.uk
სხვა
47 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2013 16:27
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ჰარტი
რაფაელი-ვიდიჩი-ტერი-ევრა
სილვა-სქოუზი-ტურე-ბეილი
რუნი-პერსი

შიძლება კიდე ერთი ორი ცვლილება და მწვრთნელად ფერგი
0
№2
ავტორი: Beckham 7
8 იანვარი 2013 16:33
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
-------------------------------ჰარტი ----------------------

ივანოვიჩი -------- ვიდა -------------- ტერი ---------- ევრა

--------------- სტივენა --------------------- იაია ტურე ----------------

სილვა-----------------რუნი ------------- ბეილი

----------------ვან პერსი------------------

ფერგი მწვრთვნელი,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: SAF
8 იანვარი 2013 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის რომ ესპანეთის ნაკრებმა მოიგო ევროპა თორემ ისე ნებისმიერ ვარიანტში ჩეხს მისცემდნენ საუკეთესო მეკარეს და ჩელსის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს სხვადასხვა პოზიციაზე... ეპლ პირველია...

ევროპა რომ არ ყოფილიყო და არ მოეგო ესბანეთს ხაბი ალონს პიკე და რამოსი არ იქნებოდნენ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ საკლუბო დონეზე ჩაისვარესნ .. ისე დროგბას ადგილი ვერ მონახეს მაგ სირებმა?

ან მარსელოს რა უნდა? ლამი მაინც დაეწერათ ტიპმა მარტომ გამოაგდო რეალი ლიგიდან..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2013 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
არა რა მაგრად გამიტყდა ესეთი უსამართლობაც არ შეიძლება კაი რონალდომ ვერ მოიგო კაი კიდევ ვიმეორებ სად მიდიო რომ მიდიოდი 2010 ან 2011 ხო მოიგებდი ისევ მანჩეს რიგებში :) 100% თან :) მეორე სიმბოლური ნაკრები ნუ რავი რა ფირლო დროგბა ჩეხი რომ უნდა ყოფილიყვნენ ეს უდაო მაგრამ რა ვქნათ ესაა სამართალი რა პროსტო მაგრად გამიტყდა და ერთი სული მაქ წელს ყველაპერი გავხით :) რუნიც აზე მოვიდეს და მოვიგოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია და ვან პერსი ან რუნი მოხვდენ ამ სამეულში და სიმბოლურში :)

რუნის სათანადოდ არ გვიფასებენ და ეს მაგრად მაბრაზებს :)

და კიდევ ლამი დამავიწყდა :)
0
№5
ავტორი: Royt
8 იანვარი 2013 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
-------------------------------ჩეხი ----------------------

გლენ ჯონსონი -------- ვიდიჩი -------------- დავიდ ლუისი ---------- ეშლი

--------------- ჟერარდი --------------------- ლამპარდი----------------

სილვა-------------------რუნი ------------------- ბეილი

----------------------ვან პერსი------------------

ფერგი მწვრთვნელი,
0
№6
ავტორი: always ReD
8 იანვარი 2013 16:47
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
მართალია რა დროგმა მაინც უნდა ყოფილიყო
0
№7
ავტორი: R.V.P.
8 იანვარი 2013 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
აუუ რა დებილობაა რაა
0
№8
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2013 16:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
R.V.P.,
რა არი დებილობა? :D
0
№9
ავტორი: reddevil
8 იანვარი 2013 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
და 2 გუნდით განისაზღვრება ჩემპიონატის სიძლიერე და სანახაობა? ლა ლიგაზე გულისამრევი ჩემპიონატი არ არსებობს ინგლისის ჩემპიონლიგა უფრო სანახაობრივია ვიდრე მიცვალებულების ჩემპიონატი ბარსას და რეალი მეტი რო არ იციან ....პრემიერ ლიგა სულ ჯობდა ნებისმიერ ჩემპიონატს და სანამ ფეხბურთი არსებობს მანამ აჯობებს...ბუნდეს ლიგა მილიონჯერ ჯობია ლა ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№10
ავტორი: gilmour
8 იანვარი 2013 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ლა ლიგა არის ორი გუნდის ჩემპიონატი, სადაც პირველ წრეში უკვე ყველანაირი ინტრიგა მოკვდა. პრემიერლიგა ყველაზე დაძაბულია და საინტერესო იმიტომ რო 3-4 გუნდი იბრძვის მოგებისთვის თითქმის ყოველ წელს, ინგლისში ისეთი დონის გუნდი როგორიც ტოტენჰემია საშუალო დონის გუნდად ითვლება ისეთი კონკურენცია.
არასდროს არ შევადარებ პრემიერლიგას ლა ლიგას,
ბარსა+რეალი+ფალკაო=ლა ლიგას wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top