თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 16:25
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2224,
კომენტარები: 47
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში?
გუშინ, ციურიხში გამართული კენჭისყრა, ალბათ დიდ ეჭვს ბადებს თითოეულ ჩვენგანში. ნამდვილად არის პრემიერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ლიგა?
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში?
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში? FIFA-მ გუშინ მსოფლიოს თერთმეტეული გამოაცხადა... უცნაურია, მაგრამ მასში ვერცერთი პრემიერ ლიგის ვარსკვლავი ვერ მოხვდა.
გუნდი შედგენილი იყო ბარსელონას და რეალ მადრიდის ფეხბურთელებით მათ დამატებული ატლეტიკო მადრიდის ფორვარდი რადამელ ფალკაო.
ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო უკვე მეექვსეჯერ მოხვდნენ წლის გუნდში, ეს რეკორდია. ხოლო მათ მოყვება ხავი, კასილასი და ტერი, რომლებმა 5-5- ჯერ მოახერხეს საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა.
პრემიერ ლიგა ითვლება საუკეთესო შიდა ჩემპიონატად მსოფლიოში და იქ არაერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორისაა ჯონ ტერი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 5-ჯერ დასახელდა საუკეთესოთა შორის, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა წლის გუნდში.
ამას დამატებული ჩემპიონთა ლიგა ხომ ინგლისურმა გუნდმა მოიგო, თუმცა FIFA-მ ეს არაფრად ჩათვალა. გავიხსენოთ რობინ ვან პერსიც, რომელმაც 2012 წელს 36 გოლი გაიტანა არსენალის და მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით. ასევე ის იყო ესპანეთის საუკეთესო 11 ფეხბურთელის რჩეული. რა თქმა უნდა აღსანიშნავია დიდიერ დროგბა, რომელმაც 2012 წელს ჩელსი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანა. სწორედ კოტ-დიუვარელმა გაიტანა ერთადერთი გოლი ბარსელონას კარში სტემფორდ ბრიჯზე, ბოლო წუთებზე გაათანაბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნთან და ლომის წვლილი მიუძღვის 2012 წელს ჩელსის ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფში. თუმცა ესეც ვერაფერი ფაქტორი აღმოჩნდა FIFA-სთვის.

მას შემდეგ რაც FIFA-მ მსოფლიოს თერთმეტეულში მხოლოდ ლა ლიგის ფეხბურთელები მოხვდნენ. ჩნდება კითხვა, შეუძლიათ თუ არა პრემიერ ლიგის საუკეთესოებს მათი დამარცხება.

ეს იქნება თამაში რომელიც საბოლოოდ ბოლოს მოუღებს ყველანაირ დებატებს. ორ ტურიანი დაპირისპირება: პრემიერ ლიგის საუკეთესოები, ლა ლიგის ვარსკვლავების წინააღმდეგ. ჩავთვალოთ, რომ ესპანეთის საუკეთესოები ცნობილია, გუშინ ციურიხში, საუკეთესო თერთმეტეული ბარსელონას, რეალის და ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. ადგილი კი არ დარჩათ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებისთვის, როგორიცაა: ვინსენტ კომპანი, იაია ტურე, სერხიო აგუერო, რობინ ვან პერსი, უიენ რუნი, ფრენკ ლამპარდი, დავიდ სილვა, სტივენ ჟერარდი და ა.შ.
ძალიან საინტერესო იქნება ორ მატჩიანი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის, როგორც მაგალითად დევისის თასზე, გუნდებს შეეძლებათ თავად აირჩიონ სტადიონი, სადაც უმასპინძლებენ ერთმანეთს. მაშინ კი ნამდვილად საინტერესო იქნება შეძლებს, თუ არა ლიონელ მესი საოცრებების გაკეთებას წვიმიან და ქარიან ბრიტანიაზე. პრემიერ ლიგის საუკეთესო XI მოახერხებს ოლდ ტრაფორდის ან უემბლის გავსებას, რომლებიც უმასპინძლებენ მსოფლიოს საუკეთესო მატჩს ისტორიაში.

შეძლებს ესპანეთსი საუკეთესო XI პრემიერ ლიგის XI-ს დამარცხებას? ალბათ ამ კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა, როცა ეს თამაში მართლა შედგება...

ეხლა კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ ეს მატჩი მართლა შედგება, რომელმა ფეხბურთელებმა უნდა დაიცვან მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეულის ღირსება.

წყარო: dailymail.co.uk
სხვა
47 კომენტარი
№31
ავტორი: VaRdo
8 იანვარი 2013 18:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Tsuki
სქოულზს ისეთი მიზანი აქვს მასეთი მიზანი არც ვან პერსის არაააქვს და არც რუნის :)


შენ იცი სიტყვა დაბერდა რას ნიშნავს? : )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№32
ავტორი: gilmour
8 იანვარი 2013 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
დღეს ტურეზე მაგარი თავის პოზიციაზე არავინ არაა და ნუ აიგნორებთ. სქოულზი ყველაზე მაგრა მიყვარს მარა სილვა ტურე და ჯერარდი საუკთესო ცენტრი მგონია.
0
№33
ავტორი: love united
8 იანვარი 2013 18:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
gilmour
ტურე მართლა მაგარია ჩემ სასტავშიც ვწერ აგრამ არ იწერება კომენტარი ბოლომდე...
0
№34
ავტორი: Zizou
8 იანვარი 2013 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ლა ლიგა მიაფარჩაკებს ეპლ-ს :))) ჯერ ბევრად უკთესი შემადგენლობა ყავთ მერე კიდე იქ თითქმის ყველა ესპანელია და უფრო შეთამაშებულები არიან :)
0
№35
ავტორი: VaRdo
8 იანვარი 2013 18:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
დღეს ტურეზე მაგარი თავის პოზიციაზე არავინ არაა და ნუ აიგნორებთ. სქოულზი ყველაზე მაგრა მიყვარს მარა სილვა ტურე და ჯერარდი საუკთესო ცენტრი მგონია.


100% ხარ : )) მაგრამ როგორც ბარსამანაიზე და ბევრ საიტზე არიან მიკერძოებული ფანები ისე აქაც არიან და ამას ვერ შევცვლით ან კიდე სხვა გუნდის თამაშებს არ უყურებენ და მარტო იუნაიტედის თამაშით მსჯელობენ : )) ეს რეალობაა. სქოულზი მანჩესტერში აღარაა სასტავში კლევერლი სჯობია უკვე უფრო ამწვავებს და უფრო მრავალფეროვანს ხდის თამაშს. აღარ შეუძლია ამ კაცს 90 წუთი წინ და უკან ირბინოს და შეტევებს სიმწვავე მსიცეს. გამოცდილებით ბევრს აკეთებს მაგრამ მარტო ეგ არაფერს შველის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№36
ავტორი: gilmour
8 იანვარი 2013 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
VaRdo,
არაუშავს იყვნენ მიკერძოებულები:)) გუნდი რო უყვართ მერე სადღაა ობიექტურობა:))
იგივეა ფერდინანდზეც, რაღა დროს მაგის საუკეთესოობაა.
0
№37
ავტორი: love united
8 იანვარი 2013 19:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ისე ცენტრალურ მცელებში კომპანის რატო არავინ ახსენებს?..მშვენიერ ფორმაშია!..
0
№38
ავტორი: Tsuki
8 იანვარი 2013 20:28
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
Vodafone,
Amanda Seyfried,
არ ჯობია არცერთს, მარა ორივეზე მაგარი გამოვა ჯერ ხომ 24 წლისაა :)
0
№39
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2013 20:33
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Tsuki,
ხოდა სამი წლის მერე კი არ გვინდა ეს კამანდა, ეხლა ვინცაა საუკეთესო იმას ვარჩევთ.
0
№40
ავტორი: Tsuki
8 იანვარი 2013 20:51
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
Vodafone,
რავიცი მარა აგუერო მაგრა მევასება :)

VaRdo,

დაბერდა მაგრამ ნიჭი მაინც შერჩა :) <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top