თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 16:25
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 47
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში?
გუშინ, ციურიხში გამართული კენჭისყრა, ალბათ დიდ ეჭვს ბადებს თითოეულ ჩვენგანში. ნამდვილად არის პრემიერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ლიგა?
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში?
საუკეთესო ლიგა მსოფლიოში? FIFA-მ გუშინ მსოფლიოს თერთმეტეული გამოაცხადა... უცნაურია, მაგრამ მასში ვერცერთი პრემიერ ლიგის ვარსკვლავი ვერ მოხვდა.
გუნდი შედგენილი იყო ბარსელონას და რეალ მადრიდის ფეხბურთელებით მათ დამატებული ატლეტიკო მადრიდის ფორვარდი რადამელ ფალკაო.
ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო უკვე მეექვსეჯერ მოხვდნენ წლის გუნდში, ეს რეკორდია. ხოლო მათ მოყვება ხავი, კასილასი და ტერი, რომლებმა 5-5- ჯერ მოახერხეს საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა.
პრემიერ ლიგა ითვლება საუკეთესო შიდა ჩემპიონატად მსოფლიოში და იქ არაერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორისაა ჯონ ტერი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 5-ჯერ დასახელდა საუკეთესოთა შორის, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა წლის გუნდში.
ამას დამატებული ჩემპიონთა ლიგა ხომ ინგლისურმა გუნდმა მოიგო, თუმცა FIFA-მ ეს არაფრად ჩათვალა. გავიხსენოთ რობინ ვან პერსიც, რომელმაც 2012 წელს 36 გოლი გაიტანა არსენალის და მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით. ასევე ის იყო ესპანეთის საუკეთესო 11 ფეხბურთელის რჩეული. რა თქმა უნდა აღსანიშნავია დიდიერ დროგბა, რომელმაც 2012 წელს ჩელსი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანა. სწორედ კოტ-დიუვარელმა გაიტანა ერთადერთი გოლი ბარსელონას კარში სტემფორდ ბრიჯზე, ბოლო წუთებზე გაათანაბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნთან და ლომის წვლილი მიუძღვის 2012 წელს ჩელსის ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფში. თუმცა ესეც ვერაფერი ფაქტორი აღმოჩნდა FIFA-სთვის.

მას შემდეგ რაც FIFA-მ მსოფლიოს თერთმეტეულში მხოლოდ ლა ლიგის ფეხბურთელები მოხვდნენ. ჩნდება კითხვა, შეუძლიათ თუ არა პრემიერ ლიგის საუკეთესოებს მათი დამარცხება.

ეს იქნება თამაში რომელიც საბოლოოდ ბოლოს მოუღებს ყველანაირ დებატებს. ორ ტურიანი დაპირისპირება: პრემიერ ლიგის საუკეთესოები, ლა ლიგის ვარსკვლავების წინააღმდეგ. ჩავთვალოთ, რომ ესპანეთის საუკეთესოები ცნობილია, გუშინ ციურიხში, საუკეთესო თერთმეტეული ბარსელონას, რეალის და ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. ადგილი კი არ დარჩათ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებისთვის, როგორიცაა: ვინსენტ კომპანი, იაია ტურე, სერხიო აგუერო, რობინ ვან პერსი, უიენ რუნი, ფრენკ ლამპარდი, დავიდ სილვა, სტივენ ჟერარდი და ა.შ.
ძალიან საინტერესო იქნება ორ მატჩიანი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის, როგორც მაგალითად დევისის თასზე, გუნდებს შეეძლებათ თავად აირჩიონ სტადიონი, სადაც უმასპინძლებენ ერთმანეთს. მაშინ კი ნამდვილად საინტერესო იქნება შეძლებს, თუ არა ლიონელ მესი საოცრებების გაკეთებას წვიმიან და ქარიან ბრიტანიაზე. პრემიერ ლიგის საუკეთესო XI მოახერხებს ოლდ ტრაფორდის ან უემბლის გავსებას, რომლებიც უმასპინძლებენ მსოფლიოს საუკეთესო მატჩს ისტორიაში.

შეძლებს ესპანეთსი საუკეთესო XI პრემიერ ლიგის XI-ს დამარცხებას? ალბათ ამ კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა, როცა ეს თამაში მართლა შედგება...

ეხლა კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ ეს მატჩი მართლა შედგება, რომელმა ფეხბურთელებმა უნდა დაიცვან მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეულის ღირსება.

წყარო: dailymail.co.uk
სხვა
47 კომენტარი
№21
ავტორი: Shako Jones
8 იანვარი 2013 17:56
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
--------------------ჩეხი,------------------------
-რაფაელი,--ვიდიჩი--,კომპანი,-კოუ
0
№22
ავტორი: TrueRed
8 იანვარი 2013 18:04
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ჩეხი
რაფაელი-კომპანი-ვიდიჩი-ევრა
ვალენსია-ქლევერლი-იაია ტურე-ბეილი
რუნი-ვან პერსი
0
№23
ავტორი: Tsuki
8 იანვარი 2013 18:10
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ჩეხი
რაფაელი-ტერი-ვიდიჩი-დავიდ სილვა
ლამპარდი-შქოულზი-ბეილი
ვან პერსი-აგუერო-რუნი

ამ სირ სასტავს თუ არ მოუგონ ამეებმა :)
0
№24
ავტორი: VaRdo
8 იანვარი 2013 18:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რაღა დროს სქოულზია კარგით რა : )) ვაფასებ სქოულზს ლეგენდაა ბაზარი არაა, მაგრამ პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდში სქოულზის ადგილი აღარაა და ნუ ხართ მიკერძოებულები გთხოვთ :))

ნეტა შედგეს ეგ თამაში როგორ მინდა და გააპონ პრემიერ ლიგის გუნდმა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№25
ავტორი: Amanda Seyfried
8 იანვარი 2013 18:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ჰარტი
ივანოვიჩი ვიდ ა ტერი ევრა

სტივი კერიკი
სილვა ბეილი

რუნი პერსი
0
№26
ავტორი: razma21
8 იანვარი 2013 18:17
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საშინელებებს აკეთებს უკვე ეს ფიფა რა... სად აქვთ თვალები არვიცი.. ნუ თუ მოხდება ესეთი რამ ეს შემადგენლობა გაუწევს ღირსეულ კონკურენციას:

ჰარტი
რაფაელი, ვიდიჩი, ტერი, ევრა
ჯერარდი, ტურე, ლამპარდი
სილვა, რუნი,
ვან პერსი
0
№27
ავტორი: Tsuki
8 იანვარი 2013 18:19
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
VaRdo,

სქოულზს ისეთი მიზანი აქვს მასეთი მიზანი არც ვან პერსის არაააქვს და არც რუნის :)

და რომ წერთ დავდასხმაში რუნის და ვან პერსის... აგუერო მაგარი თავდასხმა არ არის ??? :)
0
№28
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2013 18:25
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Tsuki,
და რომ წერთ დავდასხმაში რუნის და ვან პერსის... აგუერო მაგარი თავდასხმა არ არის ??? :)


და რომელს ჯობია აქედან აგუერო. ინგლისის ორი საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს
0
№29
ავტორი: Amanda Seyfried
8 იანვარი 2013 18:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
Tsuk


პერსის ჯობია თუ რუნის ? მითხარი აბა
0
№30
ავტორი: love united
8 იანვარი 2013 18:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეე ვერ დავწერე კომენტარი ნახევარი იშლება რა უბედურებაა?..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top