თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2020, 11:32
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 68
დევიდ ბექემი: "მხარს ვუჭერ სოლსკიაერს"
ლეგენდამ "იუნაიტედზე" ისაუბრა
დევიდ ბექემი:
"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მხარს უჭერს ოლე გუნარ სოლსკიაერს და ასევე აღნიშნავს, რომ კლუბში ცვლილებები მოსალოდნელია და ამას თავისი შედეგი ექნება.

ვფიქრობ, ოლე კარგ საქმეს აკეთებს, - თქვა ბექსმა "Sky Sports– თან" ინტერვიუში. - ის კლუბში მოვიდა, ის პროგრესირებს და აფასებს თავის ფეხბურთელებს - ეს არის ის, რაც მან ბოსისგან (სერ ალექსისგან) ისწავლა. ფერგი არასდროს არავის აძლევდა უფლებას მისი ფეხბურთელები გაეკტირიკებინათ და ზუსტად ეს ხდება ახლაც.

ის ჯერ კიდევ სწავლობს, მაგრამ ის იცავს თავის ფეხბურთელებს და იცავს "მანჩესტერ იუნაიტედს”. მის უკან გულშემატკივართა არმია დგას, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია, ის მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა აქ და კლუბისთვის ბევრი რამ გაკეთა.

მე ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე გვაქვს ისეთი უზარმაზარ კლუბთან როგორიცაა "იუნაიტედი" და ის წარმოუდგენელი წარმატება,რომლესაც მათ მიაღწიეს, ცხადი ხდება, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა პერიოდი, როდესაც სხვა კლუბები მიაღწევდნენ გარკვეულ წარმატებებს. "ლივერპულის" და "სიტის" მიღწეულ მცირე წარმატებებზე უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ.

გასაგებია, რომ გარდამავალი პერიოდი უნდა დადმდგარიყო, განსაკუთრებით სერ ალექსის წასვლის შემდეგ. მას ასევე გაყვნენ დევიდ გილი, გიგსი, სქოულზი, ნევილი და აშკარა იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც კლუბი არ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორც ადრე.

ძნელია ახლა "იუნაიტედის" ყურება? საერთოდ არა! იმის გამო, რომ მე კლუბის ერთგული გულშემატკივარი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მაინც მომწონს მისი მატჩების ყურება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი კლუბი და არცერთ სხვა კლუბს არა აქვს ასეთი გამარჯვების მენტალიტეტი და ტრადიციები - დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისლემა.

http://www.manutd.ru/
სიახლეები
68 კომენტარი
№61
ავტორი: Lalana
28 თებერვალი 2020 01:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The red devi11
ხო მარჯვენა ფირვარდია ვინგერი არა. ნუ იდეაში 18 წლისაა ასწავლიან ამ უკან ჩამოსვლას და ბურთის ატანას. იასნა თბრამე ქნა მარჯვნიდან გააკეთა. არაა ეგ ფორვარდი ტიპიური

სტატისტიკაშიც ისახება რომ მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობისას ბევრად პროდუქტიულია.მთავარია კიდევ და კიდევ უფრო განვითარდეს,მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც გვინდა ვინმე მარჯვენა ფლანგზე,გრინვუდი კი შეეცვლება ხოლმე.
0
№62
ავტორი: Malboro463
28 თებერვალი 2020 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: The red devi11
კაი ძმა არ გვინდა ეს ვიზდუხ ოფში ლაპარაკი. არც კიდევ დაძაბულობა. შენს კომენტარებს სულ ვკითხულობ და არცერთი არასოდეს არ მომწონებია. პირადი შეხედულობის გამო მაგრამ არც ვიფიქრებ შეურაწყოფას ფეხბურთის გამო

არც ვძაბავ და სპორტის გარდა სხვა თემებზე აქ არც ვსაუბრობ
მოკლედ და კონკრეტულად ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ვინმეს თუ არ მოწონს ეგ არცა გასაკვირი მეც არ მომწონს ბევრის კომენტარი და შეფასებები.
ციტატა: The red devi11

მართალი ხარ მარცხნივ თუ გამოვიყენწბთ. თუ 9 იანი მოიყვანეს კარგი ეგ აღარ გვინდა. მარჯვენა ვინგერი სულ პრობლემაა ამ გუნდში. ვერ დააყენეს საშველი კაი ცაციას. და მარკვნივ გრინვუდი გაიზრდება იმედია და ჩაიბარებს დიდხანს. ვინგერი არაა მაგრამ ამ ტაქტიკაში ჯდება

გრინვუდს მარჯვნიდან უფრო გამოსდის თამაში ვიდრე ცენტრში თავით და ხაზზე თამაში მაგან არ იცის ფორვარდათ რა საქმე აქ
0
№63
ავტორი: Dato kutaisi
28 თებერვალი 2020 01:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ოხ რა კლიენტი ყავს რაიოლას ლინგარდის სახით,მაგათი დედასაც ერთი
0
№64
ავტორი: Malboro463
28 თებერვალი 2020 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
აკვირდებით ჯეიმსი ყველა თამაშზე შესაცვლელი რომა ?
0
№65
ავტორი: Malboro463
28 თებერვალი 2020 01:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: The red devi11
ფირვარდია 9 იანი იყო აკადწმიაში. ამან დააყენა მარჯვნივ

მარსიალი და ეგ ერთი სტილის ფორვარდია ფლანგიდან უტევენ ვეჩნად ისე არ გამოსდით თამაში
0
№66
ავტორი: Malboro463
28 თებერვალი 2020 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: The red devi11
მაგრად მოუკლო

მაგრამ ვოტფორდთან მომეწონა

მთლიანად გუნდს აქვს მომატებულიდა მისი შესაძლებლობები არ აღმოჩნდა საკმარისი
რეშმაც და მარსიალმაც რომ ათამაშდეს მაგის თამაში ლინგარდივით გამოჩნდება
მაქსიმუმს აჩვენებს ეგ ფეხბურთელი მეტს ვერ ქაჩავს მაგის ფანტაზია. თავ აუწეველი ვინც აწვდის იმას გრანდში საქმე არ აქვს
0
№67
ავტორი: Lalana
28 თებერვალი 2020 01:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
ოხ რა კლიენტი ყავს რაიოლას ლინგარდის სახით,მაგათი დედასაც ერთი

იმედია გაგვისაღებს კარგ ფასში :დ
0
№68
ავტორი: ikeoni
28 თებერვალი 2020 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
საღოლ ბიჭებს ბრუნო ოქრო ხარ:))❤️
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top