"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მხარს უჭერს ოლე გუნარ სოლსკიაერს და ასევე აღნიშნავს, რომ კლუბში ცვლილებები მოსალოდნელია და ამას თავისი შედეგი ექნება.
ვფიქრობ, ოლე კარგ საქმეს აკეთებს, - თქვა ბექსმა "Sky Sports– თან" ინტერვიუში. - ის კლუბში მოვიდა, ის პროგრესირებს და აფასებს თავის ფეხბურთელებს - ეს არის ის, რაც მან ბოსისგან (სერ ალექსისგან) ისწავლა. ფერგი არასდროს არავის აძლევდა უფლებას მისი ფეხბურთელები გაეკტირიკებინათ და ზუსტად ეს ხდება ახლაც.
ის ჯერ კიდევ სწავლობს, მაგრამ ის იცავს თავის ფეხბურთელებს და იცავს "მანჩესტერ იუნაიტედს”. მის უკან გულშემატკივართა არმია დგას, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია, ის მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა აქ და კლუბისთვის ბევრი რამ გაკეთა.
მე ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე გვაქვს ისეთი უზარმაზარ კლუბთან როგორიცაა "იუნაიტედი" და ის წარმოუდგენელი წარმატება,რომლესაც მათ მიაღწიეს, ცხადი ხდება, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა პერიოდი, როდესაც სხვა კლუბები მიაღწევდნენ გარკვეულ წარმატებებს. "ლივერპულის" და "სიტის" მიღწეულ მცირე წარმატებებზე უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ.
გასაგებია, რომ გარდამავალი პერიოდი უნდა დადმდგარიყო, განსაკუთრებით სერ ალექსის წასვლის შემდეგ. მას ასევე გაყვნენ დევიდ გილი, გიგსი, სქოულზი, ნევილი და აშკარა იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც კლუბი არ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორც ადრე.
ძნელია ახლა "იუნაიტედის" ყურება? საერთოდ არა! იმის გამო, რომ მე კლუბის ერთგული გულშემატკივარი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მაინც მომწონს მისი მატჩების ყურება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი კლუბი და არცერთ სხვა კლუბს არა აქვს ასეთი გამარჯვების მენტალიტეტი და ტრადიციები - დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისლემა.