თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 23:12
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3387,
კომენტარები: 42
რონალდო მზადაა "იუნაიტედში" დასაბრუნებლად ხელფასი გაინახევროს!
"იუნაიტედმა" რონალდოს კონტრაქტი გაუმზადა, "რეალი" წარდგენილ პირობებზე თანახმაა, "მანჩესტერში" პორტუგალიელი 215 ათას ფუნტს მიიღებს - კრიშტიანოს ტრანსფერზე ბრიტანულ პრესაში საუბარი არ წყდება.
რონალდო მზადაა
კრიშტიანო რონალდო მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დასაბრუნებლად ხელფასი გაინახევროს.
მეგა-მდიდარი „პსჟ’ რონალდოში 130 მილიონი ფუნტი იხდის, მაგრამ პორტუგალიელმა მრჩეველებს განუცხადა, რომ მას „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება სურს და ამის გასაკეთებლად ხელფასის განახევრებაზეც თანახმაა.
ფერგიუსონი კრიშტიანოს ამ სეზონში რამდენიმეჯერ შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, შთაბეჭდილებები პრესასთან არ დამალა.
“რონალდო უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. ის ჯერ 28 წლისაა და უკვე კარიერის პიკს მიაღწია. იმ ფიზიკური ვარჯიშის წყალობით, რომელსაც იგი ეწევა, არცერთ თამაშს არ ტოვებს და ტრავმებსაც არ იღებს. ამის გათვალისწინებით მისგან ველი, რომ 32-33 წლის ასაკშიც კარიერის პიკში იქნება.“
ფერგიუსონს სჯერა, რომ რონალდოს „ოლდ ტრაფორდზე“ გულშემატკივრები შესაბამის ატმოსფეროს შეუქმნიან.
“ჩვენი ყველა ყოფილი ფეხბურთელი, რომლებსაც დამსახურება აქვთ კლუბის წინაშე, გულშემატკივრებმა კარგად მიიღეს. ეს ყოველთვის ასე ხდება და მატჩის დასაწყისში, რონალდოს შემთხვევაშიც იგივე მოხდება.“ - განაცხადა სერ ალექსმა.

გთავაზობთ The Sun-ის სტატიის დარჩენილ ნაწილს უცვლელად.

SunSport ფლობს ინფორმაციას, რომ „იუნაიტედმა“ პორტუგალიელის წარმომადგენლებს კონტრაქტი უკვე გაუმზადა. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „რეალი“ თანახმაა „იუნაიტედის“ წარდგენილ პირობებზე გამომდინარე იქიდან, რომ რონალდო მათთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და სამეფო კლუბს მისი გაყიდვა უწევს.
მიმდინარე კონტრაქტის გათვალისწინებით, მას „რეალთან“ 2 წლიანი ხელშეკრულება დარჩა და ზაფხულის შემდეგ, მისი ფასი ნელ-ნელა დაკლებას დაიწყებს.
“წითლები“ რონალდოს კვირაში 215 ათას ფუნტს გადაუხდიან, ამას დამატებული გარკვეული ბონუსები წარმატების მიღწევის შემთხვევაში.
პრემიერ ლიგის ლიდერები ასევე მზად არიან ესპანურ კლუბს 60 მილიონი ფუნტი გადაუხადონ და საჭიროების შემთხვევაში, ლუის ნანი დაუთმონ.
“იუნაიტედის“ სპონსორი „ნაიკი“, ასევე ემხრობა ამ ტრანსფერს.


წყარო: TheSun.co.uk
ახალი ამბები
42 კომენტარი
№41
ავტორი: Wayne SHerma
4 მარტი 2013 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
კაი იქნება თუ დაგვიბრუნდები request
0
№42
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 18:03
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
აუუ ეს დავიბრუნოოდ რაა და მეტიი არაფერიი მინდაა love წინ რონი პერსი და რუნი, ამათ უკან კაგავა ვაიიმეე რაა შეეტეევაა გვეყოლებააა დაცვა საერტოდ არ დაგვჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top