თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 23:12
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3387,
კომენტარები: 42
რონალდო მზადაა "იუნაიტედში" დასაბრუნებლად ხელფასი გაინახევროს!
"იუნაიტედმა" რონალდოს კონტრაქტი გაუმზადა, "რეალი" წარდგენილ პირობებზე თანახმაა, "მანჩესტერში" პორტუგალიელი 215 ათას ფუნტს მიიღებს - კრიშტიანოს ტრანსფერზე ბრიტანულ პრესაში საუბარი არ წყდება.
რონალდო მზადაა
კრიშტიანო რონალდო მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დასაბრუნებლად ხელფასი გაინახევროს.
მეგა-მდიდარი „პსჟ’ რონალდოში 130 მილიონი ფუნტი იხდის, მაგრამ პორტუგალიელმა მრჩეველებს განუცხადა, რომ მას „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება სურს და ამის გასაკეთებლად ხელფასის განახევრებაზეც თანახმაა.
ფერგიუსონი კრიშტიანოს ამ სეზონში რამდენიმეჯერ შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, შთაბეჭდილებები პრესასთან არ დამალა.
“რონალდო უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. ის ჯერ 28 წლისაა და უკვე კარიერის პიკს მიაღწია. იმ ფიზიკური ვარჯიშის წყალობით, რომელსაც იგი ეწევა, არცერთ თამაშს არ ტოვებს და ტრავმებსაც არ იღებს. ამის გათვალისწინებით მისგან ველი, რომ 32-33 წლის ასაკშიც კარიერის პიკში იქნება.“
ფერგიუსონს სჯერა, რომ რონალდოს „ოლდ ტრაფორდზე“ გულშემატკივრები შესაბამის ატმოსფეროს შეუქმნიან.
“ჩვენი ყველა ყოფილი ფეხბურთელი, რომლებსაც დამსახურება აქვთ კლუბის წინაშე, გულშემატკივრებმა კარგად მიიღეს. ეს ყოველთვის ასე ხდება და მატჩის დასაწყისში, რონალდოს შემთხვევაშიც იგივე მოხდება.“ - განაცხადა სერ ალექსმა.

გთავაზობთ The Sun-ის სტატიის დარჩენილ ნაწილს უცვლელად.

SunSport ფლობს ინფორმაციას, რომ „იუნაიტედმა“ პორტუგალიელის წარმომადგენლებს კონტრაქტი უკვე გაუმზადა. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „რეალი“ თანახმაა „იუნაიტედის“ წარდგენილ პირობებზე გამომდინარე იქიდან, რომ რონალდო მათთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და სამეფო კლუბს მისი გაყიდვა უწევს.
მიმდინარე კონტრაქტის გათვალისწინებით, მას „რეალთან“ 2 წლიანი ხელშეკრულება დარჩა და ზაფხულის შემდეგ, მისი ფასი ნელ-ნელა დაკლებას დაიწყებს.
“წითლები“ რონალდოს კვირაში 215 ათას ფუნტს გადაუხდიან, ამას დამატებული გარკვეული ბონუსები წარმატების მიღწევის შემთხვევაში.
პრემიერ ლიგის ლიდერები ასევე მზად არიან ესპანურ კლუბს 60 მილიონი ფუნტი გადაუხადონ და საჭიროების შემთხვევაში, ლუის ნანი დაუთმონ.
“იუნაიტედის“ სპონსორი „ნაიკი“, ასევე ემხრობა ამ ტრანსფერს.


წყარო: TheSun.co.uk
ახალი ამბები
42 კომენტარი
№21
ავტორი: UTD-Rule
3 მარტი 2013 18:03
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გადმო გადმო გადმო რა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№22
ავტორი: Amanda Seyfried
3 მარტი 2013 18:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მოდი მოდი
0
№23
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2013 18:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეიძლება ისევ ვნახო რონალდუ წითელ მაისურით ოლდ ტრაფორდზე? love რა მაგარია love დაბრუნდი შეჩემა რა love
0
№24
ავტორი: VaRdo
3 მარტი 2013 18:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: AvTeX
ითამაშა ამა უკვე რაც სათამაშო იყო იუნაიტედში.ეს რო დაბრუნდეს ისევ ერთი კაცის გუნდი გახდება მანჩესტერი და არაა მაგალითად ჩემთვის სასიამოვნო რო მარტო ამის თამაშს უყურებ სტადიონზე.


რაღაც გეშლება ძმა. როდის გინახია იუნაიტედი ერთი ფეხბურთელის გუნდი? იქნებ განიმარტო? არასოდეს ესაა ჩემი პასუხი. არასოდეს ყოფილა ეს გუნდი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული და ეს რონალდო, რომ წავიდა მაშინაც კარგად გამოჩნდა. თუ ეგეთი მაგარი არის რონალდო და მანჩესტერი მის ხარჯზე იგებდა ლიგასაც და პრემიერ ლიგასაც ხომ ვერ მეტყვი რეალში რატომ ვერ იგებს ლიგას? რატომ ვერ იგებს პრიმერას უკვე მეორედ? რატომ ვერ ხდება საუკეთესო? ასე, რომ არ ხარ მართალი. უბრალოდ მთელი დატვირთვა მაგ ფეხბურთელზე მიდიოდა და ეს არცაა გასაკვირი ვინაიდან გუნდში როდესაც რონალდო გყავს სხვანაირად არც შეიძლება. ტყუილად კი არაა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№25
ავტორი: gogi
3 მარტი 2013 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
gadmoodi shch :D
0
№26
ავტორი: vAkkkeN
3 მარტი 2013 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ვითომ დაბრუნდება???
0
№27
ავტორი: Wazzza10
3 მარტი 2013 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
( MCU...FaN ),
ძაან მაგარი ვიდეოა მაგრად მომეწონა და იმედა მართლა დაგვიბრუნდება
0
№28
ავტორი: GGMU20
3 მარტი 2013 18:55
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
დამბურძგლა დედას გეფიცები :დ
გადმო შეეეეეეეეჩ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№29
ავტორი: vAkkkeN
3 მარტი 2013 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
http://s006.radikal.ru/i213/1303/f5/ba579e863f38.jpg
0
№30
ავტორი: ( MCU...FaN )
3 მარტი 2013 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
Wazzza10,
ხო იმედია მეც ეგ მინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top