თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 23:12
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3387,
კომენტარები: 42
რონალდო მზადაა "იუნაიტედში" დასაბრუნებლად ხელფასი გაინახევროს!
"იუნაიტედმა" რონალდოს კონტრაქტი გაუმზადა, "რეალი" წარდგენილ პირობებზე თანახმაა, "მანჩესტერში" პორტუგალიელი 215 ათას ფუნტს მიიღებს - კრიშტიანოს ტრანსფერზე ბრიტანულ პრესაში საუბარი არ წყდება.
რონალდო მზადაა
კრიშტიანო რონალდო მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დასაბრუნებლად ხელფასი გაინახევროს.
მეგა-მდიდარი „პსჟ’ რონალდოში 130 მილიონი ფუნტი იხდის, მაგრამ პორტუგალიელმა მრჩეველებს განუცხადა, რომ მას „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება სურს და ამის გასაკეთებლად ხელფასის განახევრებაზეც თანახმაა.
ფერგიუსონი კრიშტიანოს ამ სეზონში რამდენიმეჯერ შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, შთაბეჭდილებები პრესასთან არ დამალა.
“რონალდო უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. ის ჯერ 28 წლისაა და უკვე კარიერის პიკს მიაღწია. იმ ფიზიკური ვარჯიშის წყალობით, რომელსაც იგი ეწევა, არცერთ თამაშს არ ტოვებს და ტრავმებსაც არ იღებს. ამის გათვალისწინებით მისგან ველი, რომ 32-33 წლის ასაკშიც კარიერის პიკში იქნება.“
ფერგიუსონს სჯერა, რომ რონალდოს „ოლდ ტრაფორდზე“ გულშემატკივრები შესაბამის ატმოსფეროს შეუქმნიან.
“ჩვენი ყველა ყოფილი ფეხბურთელი, რომლებსაც დამსახურება აქვთ კლუბის წინაშე, გულშემატკივრებმა კარგად მიიღეს. ეს ყოველთვის ასე ხდება და მატჩის დასაწყისში, რონალდოს შემთხვევაშიც იგივე მოხდება.“ - განაცხადა სერ ალექსმა.

გთავაზობთ The Sun-ის სტატიის დარჩენილ ნაწილს უცვლელად.

SunSport ფლობს ინფორმაციას, რომ „იუნაიტედმა“ პორტუგალიელის წარმომადგენლებს კონტრაქტი უკვე გაუმზადა. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „რეალი“ თანახმაა „იუნაიტედის“ წარდგენილ პირობებზე გამომდინარე იქიდან, რომ რონალდო მათთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და სამეფო კლუბს მისი გაყიდვა უწევს.
მიმდინარე კონტრაქტის გათვალისწინებით, მას „რეალთან“ 2 წლიანი ხელშეკრულება დარჩა და ზაფხულის შემდეგ, მისი ფასი ნელ-ნელა დაკლებას დაიწყებს.
“წითლები“ რონალდოს კვირაში 215 ათას ფუნტს გადაუხდიან, ამას დამატებული გარკვეული ბონუსები წარმატების მიღწევის შემთხვევაში.
პრემიერ ლიგის ლიდერები ასევე მზად არიან ესპანურ კლუბს 60 მილიონი ფუნტი გადაუხადონ და საჭიროების შემთხვევაში, ლუის ნანი დაუთმონ.
“იუნაიტედის“ სპონსორი „ნაიკი“, ასევე ემხრობა ამ ტრანსფერს.


წყარო: TheSun.co.uk
ახალი ამბები
42 კომენტარი
№31
ავტორი: ლადო
3 მარტი 2013 20:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ ნეტა დაბრუნდეს რაა, მე რაღაც კარგი წინათგრძნობა მაქვს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით
0
№32
ავტორი: Ví Ví
3 მარტი 2013 20:21
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ეს მოვიდეს და გადავუვლით ყვეალს და ყველაფერს ეხლა ხო ვუვლით და ეს რომ გვეყოლება ხო ვაფშე რას ვიზამთ კაცმა არ იცის
0
№33
ავტორი: creep
3 მარტი 2013 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
რანაირი შეხედულებაც არ უნდა გქონდეს, მოღალატდ მიიჩნევდე თუ გმირად ამ კაცს სისულელეა საკუტარ კლუბში ხილვა არ გინდოდეს, ყველა კლუბს მოერგება და ყველას ერთი ორად გააძლიერებს.
0
№34
ავტორი: VaRdo
3 მარტი 2013 20:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: creep
რანაირი შეხედულებაც არ უნდა გქონდეს, მოღალატდ მიიჩნევდე თუ გმირად ამ კაცს სისულელეა საკუტარ კლუბში ხილვა არ გინდოდეს, ყველა კლუბს მოერგება და ყველას ერთი ორად გააძლიერებს.


მართალი ხარ ძმა :* გადმოვიდეს და სუ მკიდია ვის უნდა და ვის არა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№35
ავტორი: RVP (20)
3 მარტი 2013 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
რონი love მალე დაგვიბრუნი რა feel
0
№36
ავტორი: Red Hooligan
3 მარტი 2013 21:56
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
AvTeX,
2007/2008. 2008/2009 წლის მანჩეს ერთ თამაშს მაინც გაქ ნაყურები ? თუ არა გეტყვი, რომ რონი ბერბა და რუნი საოცრებებს ახდენდენ. პასებს თამაშობდნენ და არასდროს არ იყო მანჩესტერი მაგ დროს 1 კაცის გუნდი. ერთი კაცის გუნდი როდის იყო იცი ? კანტონას დროს ნამდვილად ერთი კაცის გუნდი იყო მანჩე თვითონ ფერგიმ თქვა )) დააკვირდი მატჩებს და ნახავ, რომ რუნიც ისეთივე გამოკვეთილი ფიგურა იყო როგორც რონი მანჩესთვის იმ დროს. უბრალოდ რონალდო უფრო ეფექტური იყო ბევრს ფინტაობდა და იმიტომაც მიიქცია რეალის ყურადღება, რომ თითქმის ყველა ფინტი გამოდიოდა )) რონალდოს ერთადერთი მიზანი რეალში წასვლისას მესისთან დაპირისპირება და გამარჯვება იყო. ეხა ნელ-ნელა ხვდება, რომ დროა დაბრუნდეს და იმედია ზაფხულში ჩვენთან იქნება )) დამიჯერეთ, ეს რო დარჩენილიყო მესის ახლა 4 ოქროს ბურთი არ ექნებოდა, რაშიც 80% დარწმუნებული ვარ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№37
ავტორი: BERDI
3 მარტი 2013 23:01
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მგონი კარგი იქნება. თუ გადმოვა მალე შეიძლება დანაშაულიც გამოისყიდოს მანჩესტერის და გულშემატკივრის წინაშე smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№38
ავტორი: gilmour
4 მარტი 2013 02:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რაღაც მართლა რეალური ხდება მგონი ეს ტრანსფერი და ამაზე მაგარა არაფერი გამიხარდება!
0
№39
ავტორი: red devil
4 მარტი 2013 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Tu gadmova kai iqneba magram magis didi imedi ar maq.
0
№40
ავტორი: Liparteliani
4 მარტი 2013 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ბეილი და ფალკაო დახატავდა წითლებს ))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top