"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "არსენალთან" თავის პირველ მარცხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სულაც არ სიამოვნებს ასეთი დიდი კლუბის უტიტულობის პერიოდი.
მოურინიოსა და არსენ ვენგერის დუელი 13 შემთხვევიდან პირველად დასრულდა ფრანგის გამარჯვებით, როცა "მეთოფეებმა" "იუნაიტედი" საკუთარ კედლებში 2-0 დაამარცხეს. "არსენალის" ფანები ბედნიერები არიან, ამიტომ მეც მიხარია. პირველი შემთხვევაა, როცა "ჰაიბერის" ან "ემირეიტსს" ვტოვებ და ისინი ბედნიერები არიან. "ჰაიბერის" რომ ვტოვებდი, ტიროდნენ, "ემირეიტსს" ვტოვებდი და მაინც ტიროდნენ, ქუჩაში თავდახრილები დადიოდნენ.
დღეს კი მღერიან. გულახდილად ვამბობ, მათთვის კარგია, ეს დიდი კლუბია. მსიამოვნებდა თუ არა ის ფაქტი, რომ "არსენალი" ტიტულს ვერ იგებს? არა, არ მსიამოვნებს.
დღეს მოგება ვცადე, მაგრამ წავაგეთ. და ჩემი აზრით, არსენ ვენგერი პატარა მწვრთნელი არ არის, დიდი მწვრთნელია, ამიტომ ამდენი მატჩის მოგების შედეგი არანორმალურია. ნორმალური მოგება, წაგება და ფრეა. ეს არის ნორმალური, მაგრამ სულ არ მაღელვებს", - განაცხადა მოურინიომ.