თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2017, 10:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3726,
კომენტარები: 41
მოურინიო: "როგორც იქნა, "არსენალის" ფანებიც ამღერდნენ"
მოურინიოს შესანიშნავი პასუხი "არსენალთან" დამარცხების შემდეგ.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "არსენალთან" თავის პირველ მარცხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სულაც არ სიამოვნებს ასეთი დიდი კლუბის უტიტულობის პერიოდი.

მოურინიოსა და არსენ ვენგერის დუელი 13 შემთხვევიდან პირველად დასრულდა ფრანგის გამარჯვებით, როცა "მეთოფეებმა" "იუნაიტედი" საკუთარ კედლებში 2-0 დაამარცხეს.

"არსენალის" ფანები ბედნიერები არიან, ამიტომ მეც მიხარია. პირველი შემთხვევაა, როცა "ჰაიბერის" ან "ემირეიტსს" ვტოვებ და ისინი ბედნიერები არიან. "ჰაიბერის" რომ ვტოვებდი, ტიროდნენ, "ემირეიტსს" ვტოვებდი და მაინც ტიროდნენ, ქუჩაში თავდახრილები დადიოდნენ.

დღეს კი მღერიან. გულახდილად ვამბობ, მათთვის კარგია, ეს დიდი კლუბია. მსიამოვნებდა თუ არა ის ფაქტი, რომ "არსენალი" ტიტულს ვერ იგებს? არა, არ მსიამოვნებს.

დღეს მოგება ვცადე, მაგრამ წავაგეთ. და ჩემი აზრით, არსენ ვენგერი პატარა მწვრთნელი არ არის, დიდი მწვრთნელია, ამიტომ ამდენი მატჩის მოგების შედეგი არანორმალურია. ნორმალური მოგება, წაგება და ფრეა. ეს არის ნორმალური, მაგრამ სულ არ მაღელვებს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
41 კომენტარი
№31
ავტორი: shotkin
8 მაი 2017 20:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Alex Saar
და მერე ეს კადრები მე მოვიყვანე? ხაზგასმით ვთქვი რომ მოურინიოს მოთხოვნილია ყველა და მაგას არავისგან არ უნდა ესწავლებოდეს რომ გუნდის შენება დაცვიდან იწყება და არა თავდასხმიდან)) მოკლედ ვიტყვი რომ მოურინიოს გააგდებენ მომავალ სეზონში და თავიდან გვექნება დასაწყები ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე

რა მაწუხებს ძმა და ასეთი მდგომარეობა მანჩესტერის...

თუძმახარ წაიკითხე კარგად რადავწერე ეს კადრები მოუმ მოიყვანა მარა რამდენი? 4 აი მარტო 4 და რაგინდა როთქვა რო 5-6 კაცით ლიგა ვინმეს მოუგია სადმე? უაზრობებს ნუ წერ აი წელს რმოიყვანს და სასტავს მთლაინად სეავსებს თავის გემოზე მერე დაეწერე ეგ რო მე მოვიყავნე ეს კამანდაო? ჯერკიდე ვან გაალის ბირთვია აქ და უხარისხო იგროკები არიან და გაწმინდავს და მერე განიხილე მაგ კუთხით. შენ აშკარად არ ხარ ამ გუნდის ფანი ისედაც გეტყობა და სულ სხვა კუთხით აზროვნებ ძაან არაადეკვატურად))
0
№32
ავტორი: giorgi_mg
8 მაი 2017 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
Alex Saar
მეგობრებო ნუ დაგავიწყდებათ რომ პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდ ფულს ჩვენ ვხარჯავდით და რეკორდებსაც ჩვენ ვხსნიდით მაგ მხრივ, იმ დროისთვის 20-30 მილიონი ეხლანდელ რომ შევადაროთ ალბათ 50-70ია ან მეტიც, პოგბას საკითხი უფრო მომავალზე გათვლილია ჩემი აზრით და ცუდადაც არ თამაშობს თუ გავითვალისწინებთ სად დგას და რამდენი არ გაუმართლა.
ესაა ჩემი კომენტარი დიდძალ თანხებზე და პოგბაზე, სხვადანარჩენზე მასტერქარდმა იზურნოს))

მე მესმის იმ ბიჭების და მითუმეტეს ცოტა ასაკიანების რომლებიც ძალიან გაღიზიანებულები ვართ ამ შედეგებით, რადგან ბევრ კარგ დროს მოვესწარით, და თუ იმას დავუმატებთ რომ ზოგადად იუნაიტედის ფანები განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევით (ჩემი გამოცდილებით) ჩვენი გუნდის მიმართ, ხანდახან არაობიექტურობაც შეიძლება შემოგვეპაროს, უნდა გაატაროთ და არ უნდა გამოეკიდოთ ყველაფერზე ერთმანეთს, (არავის ჭკუას არ ვარიგებ) მეც დამიწერია გაღიზიანებულზე მკვახე რაღაცეები, ეგ არაფერი ხვალ-ზეგ დალაგდება და დაბრუნდება მანუ მათ შორის ჩვენი ნერვებიც)) კარგი მწვრთნელია კარგი ფსიქოლოგია, იასნა ყველას აქვს თავისი სტილი, ზაიობები და არც მოუა გამონაკლისი, (ყველა ფერგი ვერ იქნება) შევეგუებით მთავარია დაიდოს შედეგი. ნათქვამია უ კაჟდავა აბრამა ესტ სვაია პრაგრამა, ხოდა ამის გამო ნუ დაიწუნებთ მოუს, შევაფასოთ და შევაჯამოთ სეზონის ბოლოს
0
№33
ავტორი: Lalana
8 მაი 2017 21:12
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ან გუნდს რომელსაც საერთოდ დავიწყებული ჰქონდა კარში დარტყმა და ვან გაალის რაღაც საზიზღრობებს ისმენდნენ მთელი ორი წელი კიდევ კარგად თამაშობენ დღეს.ან და ახლა რომ გვყავდეს ნანი,პერსი,ჩიჩარიტო,რაფაელი და ევრა უფრო სხვა დონეზე ვიქნებოდით,მაგრამ ეს ყველა თავის დროზე უხსენებელმა მოიშორა.მოურინიო არ მოქცეულა სულელურად და თავიდანვე არ გაყარა ხალხი,დააკვირდა ვის რისი თავი ჰქონდა,ვინ გამოადგებოდა და შემდეგ გადაახალისებდა შემადგენლობას.ამიტომ დაველოდოთ ზაფხულს,ტრანსფერებს და შემდეგ ვნახოთ როგორ გამოვალთ მომავალ სეზონში და არ დაგავიწყდეთ ისიც რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ასეთი დონის მწვრთნელები არასოდეს ყოფილან ერთად ამდენი,ამიტომ არც ისიც ვიცით ფერგიუსონი ამ შემადგენლობით ამ ვითარებაში მერამდენე ადგილას დაიკავებდა.
0
№34
ავტორი: Alex Saar
8 მაი 2017 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
იგივე კონტე ან თუმდაც ალეგრი უკეთეს შედეგს დადებდნენ დარწმუნებულო ვარ. პოჩეტინოც კაი ვარიანტია. სანამ დრო იყო კონტე უნდა მოგვეყვანა, სხვა თუ არაფერი ხოდე მოიყვანდა გუნდს.
0
№35
ავტორი: Dato kutaisi
8 მაი 2017 22:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
წავიკითხე ყველა კომენტარი და მივხვდი ერთ რამეს.ყველას გული შეგვტკივა ჩვენს გუნდზე მაგრამ ცივი გონებით ყველა არ აკეთებს შეფასებას.ჩვენ მოუ რო მოვიდა პირდაპირ ვთქვი ეს წელი ყველაფრის გარეშე ჩაივლისთქო მარა შევცდი ტიტული დადო და შეიძლება მეორეც დაიდოს.ეს გარდამავალი ეპოქაა.ეს ის პროცესია რომელიც მოიესის დროს უნდა გაგვევლო აი ასე როგორც ახლა გავდივართ და ეს წლები არ დაიკარგებოდა.მოიესი თავად ფერგის შეცდომაც იყო რო მოვიდა.მერე თუნდაც ვან გაალი რა რო მოვიდა ფერგის გავლენა მანდაც იყო კულუარებში.მაგრამ რა შედეგი მოიტანა კი ვნახეთ.მტკივნეულია ეს პროცესი ჩვენთვის მაგრამ უტიტულოდ არ ვართ და გუნდს ზეფხულის მერე დაეტყობა ხელი.შეაფასეთ გაისად და არა წელს
0
№36
ავტორი: dybbuk
8 მაი 2017 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: Alex Saar
იგივე კონტე ან თუმდაც ალეგრი უკეთეს შედეგს დადებდნენ დარწმუნებულო ვარ. პოჩეტინოც კაი ვარიანტია. სანამ დრო იყო კონტე უნდა მოგვეყვანა, სხვა თუ არაფერი ხოდე მოიყვანდა გუნდს.

რატო ხარ ეგრე დარწმუნებული რო ამ სასტავით იგივე კონტე უკეთესს შედეგს დადებდა? მართლა ვერ ვხვდები, რითი ჯობია მოუს ეგ კარიკატურა კაცი, ემოციით? არასრულყოფილი არგუმენტია, ალეგრი მართლაც მაგარი ტრენერია, მაგრამ ვიმეორებ, ისეთ ფსიქოლოგიურ სტრესში მყოფ გუნდს როგორშიაც მანიუ იყო ვერავიზე იტყვი რო ეგრევე მოხოდავდა, ძალიან ცუდი სასტავი რო გვყავს მაგაში ხო მეთანხმები? ჩელსის ყველა ზონაში უმაღლესი დონის შემსრულებლები ყავს, მარტო აზარი, კანტე, კოშტა, ლუიზი საკმარისია საზომად, 1 პოზიცია სადაც მანიუს დღეს ვერავინ შეედრება ეს მეკარეა(ბუფონზე უკომანტაროდ), ტოტენჰემსაც უკეთესი გუნდი ყავს, სიტისაც, კლოპი 2 წელია ლივერშია და ასე თუ ისე რაღაც ჩარჩოებში მოაქცია გუნდი. მოურინიო რო მსოფლიო დონის ტრენერია მაგაში ეჭვი გეპარება? მართლა მაინტერსებს, პირადი ანტიპატია ვერ დააკნინებს მის მიღწევებს და საფეხბურთო განათლებას. კიდევ ერთხელ ვიძახი, მოვიდეს ზაფხული და თუ სწორი სატრასნფერო პოლიტიკა ვერ გაატარა მერე გავაკრიტიკოთ და ვისაუბროთ კიბატონო, მეორე სეზონში უკვე მართლა მოეთხოვება, წელს სიმართლე გითხრა მაინც ოპტიმიზმით ვიყავი განწყობილი და 4ს ველოდი(ჩემპიონობას არანაირად რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს), მეგონა დეპაი მოიხოდებადა, უკეთესს მარსიალს ველოდი, შოუს განვითარებას, მაგრამ არ მოხდა ესე და ამაში მოურინიო არაფერ შუაშია, შანსი ყველას ქონდა და კი დავინახეთ ვინ როგორ გამოიყენა
0
№37
ავტორი: tupaca
8 მაი 2017 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: Alex Saar
იგივე კონტე ან თუმდაც ალეგრი უკეთეს შედეგს დადებდნენ დარწმუნებულო ვარ. პოჩეტინოც კაი ვარიანტია. სანამ დრო იყო კონტე უნდა მოგვეყვანა, სხვა თუ არაფერი ხოდე მოიყვანდა გუნდს.

კაი რა თუ ჩემი ძამიკო ხარ დავიწყოთ კონტეთი
ჩაიბარა იუვე იტალიაში ყველაზე დიდი რესურსის მქონე გუნდი და ჩაჯმულ სერია აში გაბატონდა კონკურენტების ჩასვრილ მდგომარეობაში ყოფნის გამო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩატოვა გალათალსარაიმ თუ ზუსტად მახსოვს და მეოთხედფინალამდე ვერ მივიდა ვერასდროს იტალიის ნაკრებში რაც ქნა მაგასაც დადებითათ შევაფასებ მაგრამ ტიტული ნული შემდეგ ჩელსი რომელსაც მარტო ეპლი ქონდა სათამაშო აწყობილი გუნდი მოტივაციის ნაკლებობით (წინა წელს ვგულისხმობ) დაამატა 2 კაცი პრემიერლიგის საუკეთესო საყრდენი კანტე და კაცი აღმოჩენა ალონსო და მოქოქილი გუნდით იგებს პრემიერლიგას რაც მართლაც კარგი შედეგია მაგრამ საოცრება ნამდვილად არ არის ეხლა ალეგრის რაც შეეხება უდავოდ ნიჭიერი მწვრთნელია მაგრამ 1 წელში არადროს დაუდია შედეგი მილანსაც დაატყო თავის ხელი და იუვეც უფრო ძლიერი გახადა მაგრამ პრემიერლიგაში აზრზე მოსასვლელად მინიმუმ სამი წელი დაჭირდებოდა მითუმეტეს ამ დათრგუნულ მანჩესტერში რომლიც მოიესმა დაშალა და ვანგაალმა დააჩლუნგა უკანპასა გუნდი გახადა წინ პასზე ხალხს უყვიროდა რას აკეთებთო და შენ გინდა რომ ეს გუნდი წელსვე ჩემპიონი გაეხადა მოუს რომელიც განსაკუთრებული კია მაგრამ ღმერთი არაა რაც შეეხება პოჩეტინოს ორი სიტყვით უბრალოდ მომწონს :))
0
№38
ავტორი: Mixito
8 მაი 2017 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Alexs saar dzmurad ra ginda moudan ra ginda ro gaaketos babu babuoo ro agichemebia mokvda is droo roca manu igebs mashin sad xar ver vxedav shen komentarebs ver vxedav mashin sad xarr wagebulze ro shemodixar aqq moum ro dzalit waago es tamashi ver xvdebi pogba ***aoo aba vinunda moeyvana mitxari pogbas adgilze nebismieri naxevarmcveli chaisvrida
0
№39
ავტორი: Dato kutaisi
9 მაი 2017 00:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
პოგბას გარეშე რაცაა ნახევარდაცვა შენ თუ ვერ დაინახე ძმობილო არ ვიცი რა ვთქვა.აქ ერთერთმა სწორი ანალიზი გააკეთა კონტესა და ალეგრიზე.ერთადერთი ტრენერი რომელიც სტილისტიკურად მოერგებოდა მანჩეს ეს პოჩეტინოა მაგრამ ძალიან დიდი მაგრამ არის აქ.ყველა ტრენერი არ არის დაბადებული გრანდებში სამუშაოდ.მენტალურად არ ყოფნით რაღაც.მოიესი ცუდი ტრენერი იყო?ვან გაალი ცუდი იყო?მაგრამ მანჩესტერი სხვა დონეა მინდორზე და მინდორს მიღმა.აი ამას ვერ უძლებს ყველა ტრენერი და აქ მარჩიელობა ეს უკეთესი იქნებოდა ის იქნებოდა სისულელეა.კლოპი უნდოდათ აქ ბევრს მახსოვს მაგრამ რაა კლოპის შედეგი?ასეთი იქნება გაისადაც და მერეც.თან გაიხსენეთ სეზონის მეორე ნახევარში ჩაიბარა კლოპმა და დროც საკმაოდ ჰქონდა და მაინც ვერ ქნა.მოუ არც ნათესავი არაა ჩემი მაგრამ ამ კაცის ნამუშევარი ნეგატიურად შეფასდეს არაა სწორი მეტი არაფერი.მენტალურად მოუ მანჩესტერის დონეა დანარჩენის რა მოგახსენოთ.სასტავი არ გვყავს მანჩეს დონის მწვრთნელი კი
0
№40
ავტორი: JuanMata
9 მაი 2017 13:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Alex Saar
სად ფერგი და სად მოურინიო?)) მე მეუბნებოდნენ ფერგის ეპოქიდან ვერ გამოხვედიო და კამანდა მოურინიოს პორტოში და ინტერში მიღწევებიდან ვერ გამოვიდა. კაცურად მითხარი მოგწონს ეს მანჩესტერი? ხოდა ვეკითხები ყველას, ვინც უსაფუძვლო პოზიტივითაა სავსე და ფეხბურთი ესმით. რატომ მოხდა რომ გუნდმა რომელმაც პოგბა გაყიდა უკეთესი შედეგი დადო? მე იმას კი არ ვაკრიტიკებ რომ პოგბა მოიყვანეს, მიუხედავად იმისა რომ პოგბა არ მევასება ფერგიდან გამომდინარე, არამედ გუნდის საფეხბურთო პოლიტიკას. ადგნენ ჩაყარეს ფული და შედეგი არანაირი არ არის, როცა მინიმუმ ოთხეული უნდა იყოს. დამინერეთ ჩემთვის და ბევრი სტაჯიანი გულშემატკივარისთვის მანჩესტერის ეს მდგომარეობა შეურაცყოფაა, თორე წარუმატებლობაზე კი არ ვარ დაგეშილი! აქაო და ევროპა ლიგას მოვიგებთ და გავალთ ჩემპიონთა ლიგაზეო და ეს დადებითად როგორ აღვიქვა მანჩესტერის გულშემატკივარმა?! თქვენი თქვენ იცით, მაგრამ ჩემი ეს ე.წ კრიტიკა მეგობრებო არ არის უსაფუძვლო, რადგან მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ და არა სიტების და პსჯების, რომლებიც ასევე უამრავ ფულს ყრიან და სამარცხვინო შედეგი აქვთ!!! გამეცით რომელიმემ ობიექტური პასუხი იმ კითხვაზე, როგორ მოხდა რომ პოგბას გაყიდვის მერე ივენტუსმა უკეთესი შესეგი დადო? ჩემი პასუხი სწორი მიდგომა და სწორი პროექტი თუ როგორ უნდა განავითაროს ხელმძღვანელობამ კლუბი და არა უაზროდ გადაყრილი ფული იმ ფეხბურთელებში რომელიც არც მე ტალურად არ შეეფერება იუნაიტედს და არც მის სქემაში არ ჯდება, ამას დამატებული მწვრთნელი რომელსაც თავისი თავი ღმერთის შვილი ჰგონია! გთხოვთ, უაზრო არგუმენტები არ გვინდა: დრო სჭირდება შესათამაშებლად და ეგეთები...


"ფერგიუსონის ჩანაფიქრმა, აუჩქარებლად გამოეყვანა "მანჩესტერი" რთული მდგომარეობიდან, რომელშიც იგი გუნდიდან რონ ატკინსონის წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.
თავიდან ყველას ფიქრი მიმართული გახლდათ იმისკენ, რომ ფერგიუსონმა თავისი წარმატება შოტლანდიაში დატოვა და მუშაობის სამი წლის შემდგე, მიუხედავად იმისა, რომ 1988 წელს "იუნაიტედმა" სეზონი მეორე ადგილზე დაამთავრა "ლივერპულის" შემდეგ, ყველა ტრიბუნიდან მოისმენდით შეძახილებს, "ფერგი წადი!". "

აგერ ამავე საიტზე წერია ფერგის ისტორია და მისი პირველი წლები, 86-90-ში უყურებდი თამაშებს?
90 წელს გუნდიდან აგდებდნენ ფერგიუსონს და იმიტომ დატოვეს რომ ლიგის თასი მოიგო.
საქმე იმაშია, რომ ჩვენს ყველას გვახსოვს უკვე აწყობილი და დალაგებული და ჩემპიონობისთვის მებრძოლი მანჩესტერი. გგონიათ რომ რამე ამდაგვარი დატოვა ლუიმ?

მოურინიო შეიძლება ცუდი მწვრთნელია, და ფერგისთან ახლოსაც ვერ მივიდეს, მაგრამ ერთი სეზონის მერე შეადარო ფერგიუსონის 27 წლის სეზონი მანჩესტერში ძაან უსამართლოა,
86-ში მოვიდა ფერგი და 7 წელი დაჭირდა ინგლისის ჩემპიონი რომ გამხდარიყო.

მაშინ ეს საიტი რომ არსებულიყო, დარწმუნებული ვარ დედის გინებით აიკლებდით ფერგიუსონსაც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top