თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2016, 12:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4881,
კომენტარები: 49
ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მწვრთნელია
პორტუგალიელი სპეციალისტი "იუნაიტედს" გაწვრთნის.
ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო
მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" ყოფილი პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ოფიციალურად "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "წითელ ეშმაკებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ვადაც 2020 წელს იწურება.

53 წლის ჟოზე ათწლეულების მანძილზე მაღალი დონის ევროპულ კლუბებს წვრთნიდა, მოიგო ლიგის თასი და გახდა ადგილობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული ოთხ ქვეყანაში (პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში). ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის ორგზის პრიზიორი- 2004 წელს "პორტოსთან", ხოლო 2010 წელს მილანის "ინტერთან".

მოურინიოს დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა გააკეთა: "ჟოზე დღესდღეობით უბრალოდ საუკეთესო მენეჯერია. მან უამრავი ტიტული მოიგო და ამისთვის მთელ ევროპაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი შთააგონა. ის პრემიერ ლიგას ძალიან კარგად იცნობს და ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მას მანჩესტერში მივესალმო. ჟოზეს წარმატების გამოცდილება კლუბისთვის იდეალური იქნება."


თავის მხრივ "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი პორტუგალიელმაც გააკეთა:

"გახდე "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ეს უბრალოდ ფეხბურთში ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის კლუბი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ეს არის ისეთი მისტიკა და რომანტიკის ნაზავი, რომლის სხვა კლუბთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია.

"ოლდ ტრაფორდთან" ყოველთვის ვგრძნობდი სიახლოვეს. მან ჩემს ბევრ შესანიშნავ მოგონებას უმასპინძლა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი "იუნაიტედის" გულშემატკივართა გულმხურვალე ქომაგობას მოუთმენლად ველი,"
-აცხადებს მოურინიო.
ახალი ამბები
49 კომენტარი
№41
ავტორი: Rooney
27 მაი 2016 20:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
როგორრც იქნაა : ))
0
№42
ავტორი: VAXUSHTI
27 მაი 2016 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
gilocavt yvelas da ketili iyos chemi posti am saitze))
0
№43
ავტორი: stepno
27 მაი 2016 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გახარებული ვარ ძალიანნნ love love gun2
0
№44
ავტორი: snatch77
28 მაი 2016 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
მაინც არ მჯერა wink wink
0
№45
ავტორი: misha1910
28 მაი 2016 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
matas isev aaxvevinebs albat
0
№46
ავტორი: jokero89
28 მაი 2016 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგია
0
№47
ავტორი: Memphis_Depay
28 მაი 2016 00:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
-----------------Ibra--------------------
-Depay--Martial-Rooney--Griezmann-
-------------Schneiderlin----------------
-Shaw-----------------------Darmian---
---------Manolas--Smalling-------------
---------------De Gea--------------------
გრიზმანი,იბრა და მანოლასი რო ვიყიდოთ უკვე საკაიფო კამანდა დადგება რომელსაც შეეძლება პრემიერ ლიგა მოიგოს...შნეიდერლინის ნაცვლად მატიჩიც შეიძლება და დეპაის ნაცვლად მარსიალიც ... და ვინმე გამთამაშებლის ყიდვა...
0
№48
ავტორი: UNregister
28 მაი 2016 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
gveshvela
0
№49
12 ივნისი 2016 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
გილოცაავთ მოუუუუუუუ
წარმატებები ლუის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top