თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2016, 12:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4881,
კომენტარები: 49
ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მწვრთნელია
პორტუგალიელი სპეციალისტი "იუნაიტედს" გაწვრთნის.
ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო
მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" ყოფილი პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ოფიციალურად "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "წითელ ეშმაკებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ვადაც 2020 წელს იწურება.

53 წლის ჟოზე ათწლეულების მანძილზე მაღალი დონის ევროპულ კლუბებს წვრთნიდა, მოიგო ლიგის თასი და გახდა ადგილობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული ოთხ ქვეყანაში (პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში). ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის ორგზის პრიზიორი- 2004 წელს "პორტოსთან", ხოლო 2010 წელს მილანის "ინტერთან".

მოურინიოს დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა გააკეთა: "ჟოზე დღესდღეობით უბრალოდ საუკეთესო მენეჯერია. მან უამრავი ტიტული მოიგო და ამისთვის მთელ ევროპაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი შთააგონა. ის პრემიერ ლიგას ძალიან კარგად იცნობს და ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მას მანჩესტერში მივესალმო. ჟოზეს წარმატების გამოცდილება კლუბისთვის იდეალური იქნება."


თავის მხრივ "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი პორტუგალიელმაც გააკეთა:

"გახდე "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ეს უბრალოდ ფეხბურთში ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის კლუბი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ეს არის ისეთი მისტიკა და რომანტიკის ნაზავი, რომლის სხვა კლუბთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია.

"ოლდ ტრაფორდთან" ყოველთვის ვგრძნობდი სიახლოვეს. მან ჩემს ბევრ შესანიშნავ მოგონებას უმასპინძლა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი "იუნაიტედის" გულშემატკივართა გულმხურვალე ქომაგობას მოუთმენლად ველი,"
-აცხადებს მოურინიო.
ახალი ამბები
49 კომენტარი
№31
ავტორი: dybbuk
27 მაი 2016 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ალილუია
0
№32
ავტორი: Jorj
27 მაი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ისეთი ცეცხლი უტრიალებს თვალებში კაი დღე არ ელის ეპლს გუნდებს :დდდ
0
№33
ავტორი: LASHQARA
27 მაი 2016 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ხო ნუ ეს უკვე ფორმალობა იყოო ყველამ ვიცოდით რომ გადმოდიოდა.. გილოცავთ ყველაა ნამდვილ გულშემატკივარს love am
0
№34
ავტორი: leluk
27 მაი 2016 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
გილოცავთ ყველას, ძლივს ეგირსა წესიერი მწვრთნელი <3 ველოდები ახალ სეზონს ახალი შემართებით. ყველაზე ძალიან ტრანსპერები მაინტერესებსსსსსს
0
№35
ავტორი: Special One
27 მაი 2016 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
Didi imedia mourinio
0
№36
ავტორი: gela-manchesteri
27 მაი 2016 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
იესსსს გილოცავთ
0
№37
ავტორი: vanovano
27 მაი 2016 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მოუთმენლად ველი ჟოზეს იუნაიტედ შემდეგ სეზონში
დ ა ე ლ ე გ ე ნ დ ა გ ა ც ო ც ხ ლ დ ე ს
0
№38
ავტორი: VaRdo
27 მაი 2016 18:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვახ რახანდ ვიღაც გუნდს დამუხტავს და ხანდახან დაუღრიალებს რაღა მომლავს აწი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№39
ავტორი: Duncan Edwards
27 მაი 2016 18:20
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 30
Dream Job love bully
0
№40
ავტორი: max_skyline
27 მაი 2016 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
საღოლ მომეწონა ჟოზეს მოსვლა.ისე დააკვირდით აბა ეპლ ში რა სასტავი გაიჩითა, მანჩესტერში ჟოზე, სიტიში გუარდიოლა,ლივერპულში კლოპი,ჩელსიში კონტე,და რა თქმა უნდა არსენალში შეუცვლელი ვენგერი,მემგონი მსოფლიოს საუკეთესო წვრთნელები ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიჩითნენ,ძაან საინტერესო სეზონი იქნება ძალიან საინტერესო,უდიდესი მენეჯერების და წვრთნელების ჯახი,დედა შვილს ხელში არ აიყვანს,იმენა მოუთმენლად ველი ამ ძალიან საინტერესო სეზონს.აი რატო უნდა უყუროს მსოფლიომ პრემოელ ლიგას,უდიდესი წვრთნელების უდიდესი თამაშები და ერთმანეთთან პაექრობა.რას იტყვით ხომ იქნება საინტერესო?? გილოცავთ ჟოზეს მოსვლას მართლა გვეღირსა რაც ბაბუ წავიდა უდიდესი მენეჯერი

ხო ერთი კიდე ძალიან პერსპექტიული და ძალიან მაგარი წვრთნელი გამომრჩა ტოტენჰემში პოჩეტინო ეგეც ძაან მაგარია.მე ვაბშე ეგ მინდოდა მანჩესტერში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top