თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2016, 12:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4881,
კომენტარები: 49
ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მწვრთნელია
პორტუგალიელი სპეციალისტი "იუნაიტედს" გაწვრთნის.
ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო
მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" ყოფილი პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ოფიციალურად "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "წითელ ეშმაკებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ვადაც 2020 წელს იწურება.

53 წლის ჟოზე ათწლეულების მანძილზე მაღალი დონის ევროპულ კლუბებს წვრთნიდა, მოიგო ლიგის თასი და გახდა ადგილობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული ოთხ ქვეყანაში (პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში). ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის ორგზის პრიზიორი- 2004 წელს "პორტოსთან", ხოლო 2010 წელს მილანის "ინტერთან".

მოურინიოს დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა გააკეთა: "ჟოზე დღესდღეობით უბრალოდ საუკეთესო მენეჯერია. მან უამრავი ტიტული მოიგო და ამისთვის მთელ ევროპაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი შთააგონა. ის პრემიერ ლიგას ძალიან კარგად იცნობს და ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მას მანჩესტერში მივესალმო. ჟოზეს წარმატების გამოცდილება კლუბისთვის იდეალური იქნება."


თავის მხრივ "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი პორტუგალიელმაც გააკეთა:

"გახდე "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ეს უბრალოდ ფეხბურთში ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის კლუბი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ეს არის ისეთი მისტიკა და რომანტიკის ნაზავი, რომლის სხვა კლუბთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია.

"ოლდ ტრაფორდთან" ყოველთვის ვგრძნობდი სიახლოვეს. მან ჩემს ბევრ შესანიშნავ მოგონებას უმასპინძლა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი "იუნაიტედის" გულშემატკივართა გულმხურვალე ქომაგობას მოუთმენლად ველი,"
-აცხადებს მოურინიო.
ახალი ამბები
49 კომენტარი
№11
ავტორი: Iunaitedi
27 მაი 2016 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
აბა ვნახოთ რასიზავს.
0
№12
ავტორი: hemi
27 მაი 2016 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აუ ამას რა ჯობია ძლივს გვეღირსა ფერგის მერე ნორმალური ადამიანი, წარმატებები მოუს აბა შენ იცი ბევრი ტიტული გვინდა და არ უნდა დაგვაღალატო, ბიჭებს გილოცავთ
0
№13
ავტორი: nika_nikusha
27 მაი 2016 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მგონი გვეშველაააააა manunited
0
№14
ავტორი: ikeoni
27 მაი 2016 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ჟოზეეეეე ჟოზეეეეეეე manunited manunited manunited
0
№15
ავტორი: vitali60
27 მაი 2016 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
გილოცავთ მეგობრებო. აწი აზრი აქვს თამაშების ყურებას და აზარტულ ნერვიულობას. აწი არ მეშინია გვარდიოლასი,კლოპის, კონტესი და ვენგერის. წინ დიდი გამარჯვებებისაკენ
0
№16
ავტორი: WeAreUnited
27 მაი 2016 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
მეგობრებო ერთადერთი ის ვიცი რო ეს **** ხუიგაალივით ბლოკნოტით ხელში არ იჯდება და ტვინს მოუ****ვს მოხოდავს ფეხბურთელებს მსაჯებს და 83 წუთზე არ გააკეთებს არაფრის მომცემ ზამენებს რა მარტო ეს მიხარია და დანარჩენს კიდევ ვნახავთ ;)
0
№17
ავტორი: giorgiginturi
27 მაი 2016 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
შენ შემოგევლეეეე, ჟოზეე/ wink გილოცავ და ყველას გილოცავთ ღმერთმა ქნას დაგვიბრუნოს ძველი დრო და ტიტულები. წარმატებები ჟოზე მოურინიოს!
0
№18
ავტორი: cxvara
27 მაი 2016 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
შენი ქარიზმა შენი გიჯობა შენი არანორმალურობა და შენი სტიმული აკლდა გუნდს და დიდი იმედი მაქვს რომ დიდ წარმატებას მოუტან გუნდს, და კიდევ პერეირა მაგრად მევასება და 10 იანზე მატა გააგდე გუნდიდა მაგის შენელებული შეტევები რომ არ ვიხილო და პერეირა გამოიყენე 10იანზე :D <3
0
№19
ავტორი: zura999
27 მაი 2016 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
გილოცავთ რატომგაც მჯერა რომ მაურინიოს ერა დაიცყება და დიდხანს დარჩება უკვე მოიარა მსოპლიოს ტოპ კლუბები და გენიალური მწვრთნელი მსოპლიოს საუკეთესო გუნდში დარჩება დიდხანს))))
0
№20
ავტორი: AkkRed
27 მაი 2016 13:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წავა ეხლა ავტობუსები და რამე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top