თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2704,
კომენტარები: 40
"როისი გიგზის შემცვლელად მიმაჩნია"
ინტერვიუ ლადო ღონღაძესთან.
მოგეხსენებათ, საკლუბო სეზონო დასრულდა და redarmy.ge ცდილობს სიახლეებით გაგანებივროთ. ამიტომაც საიტის ადმინისტრატორთან შეთანხმებისა და მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის წევრებს ინტერვიუ ჩამოვართვათ.

ინტერვიუს ყოველკვირეული ხასიათი ექნება და იგი ყოველი კვირის სამშაბათ დღეს გამოქვეყნდება. ჩვენი პირველი რესპონდენტი ლადო ღონღაძე იქნება. იგი redarmy.ge-ს moderator-ი გახლავთ და სიახლეების რაოდენობით იგი საუკეთესოა. მაშ ასე, გთავაზობთ მცირე ინტერვიუს.

რატომ მაინცდამაინც "მანჩესტერ იუნაიტედი"?

მომეწონა გუნდის შემტევი სტილი და ფეხბურთელებიც.

რას ნიშნავს თქვენთვის - იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი?

იყო "იუნაიტედის" ქომაგი - ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. როდესაც გუნდი იგებს, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს, ხოლო როცა აგებს, მით უფრო დიდი სიყვარული მიჩნდება ამ კლუბის მიმართ.

ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რა თქმა უნდა უეინ რუნია. მიყვარს ასეთი ტიპის ფეხბურთელები, ის ძალიან ბევრს აკეთებს მოედანზე. იგი ნამდვილი ლიდერია.

დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომელსაც სიამოვნებით იხილავდით "მანჩესტერ იუნაიტედში"

მარკო როისი - იგი გიგზის შემცვლელად მიმაჩნია. ტონი კროოსი - კარგად ანაწილებს პასევს და ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ლუკ შოუ - შესანიშნავი მარცხენა მცველია.

ვის გულშემატკივრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

ინგლისის ნაკრებს, რადგან ყველაზე მეტი მანჩესტერელია.

გადავწყვიტეთ ცოტათი ლადოს წარსულსაც შევხებოდით და მას ვთხოვედ, რომ რაიმე საინტერესო ფაქტი გაეხსენებინა თავისი ცხოვრებიდან, მაგრამ უარით გამოგვისტუმრა. თუმცა მაინც გაგვცა გარკვეულ პასუხი გარკვეულ კითხვებზე.

ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება.

ალბათ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. "იუნაიტედი" ამ დროს ყველაზე ძლიერი იყო და ეს დაამტკიცა კიდეც.

როდის განიცადეთ "იუნაიტედთან" დაკავშირებული ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ როცა გავიგე, შოკში ჩავვარდი.

წაგიგიათ ტოტალიზატორში "იუნაიტედის" გამო?

მოკლედ გეტყვი, ტოტალიზატორს არ ვთამაშობ.

ასევე დავინტერესდით მისი პირადი ცხოვრებით და მასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ:

აგროვებთ "იუნაიტედის" აქსესუარებს?

დიახ, ვაგროვებ, ვცდილობ ყველაფერი ვიყიდო, რასაც ვაწყდები (იცინის)

თქვენ თვქვით, რომ ტოტალიზატორს არ თამაშობთ. რითი ერთობით თავისუფალ დროს?

ვერთობი, როგორც ყველა ახალგაზრდა - ვკითხულობ და ბურთს ვთამაშობ.

ქალი - ქერა თუ შავგვრემანი?

ქალი? აზრი არ აქვს ფერს, მთავარია მომეწონოს.

თქვენი საყვარელი მომღერლის კონცერტის ბილეთი "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე დასასწრები ბილეთი რომ გქონდეთ, რომელზე წახვიდოდით?

ეგ არც უნდა გეკითხა. საყვარელი მომღერლის კონცერტზე (იცინის). არა რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე წავალ - ეს ხომ ჩემი ოცნებაა?

ლადოს საიტთან დაკავშირებითაც ვკითხეთ. მას დიდი წვლილი შეაქვს მის მუშაობაში და მისი აზრი საინტერესოა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ დღეში უამრავ სიახლეს წერთ. როგორ ახერხებთ ამას?

არ ვიცი. დიდს ვეღარაფერს ვაკეთებ დროის უქონლობის გამო. მაგრამ ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის "იდეალური" საიტის წინ წაწევაში.

რას ფიქრობთ redarmy.ge-ზე? რამდენად ემსახურება იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" პოპულარიზაციას?

redarmy.ge "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო საიტია საქართველოს მასშტაბით. ვთვლით, რომ პირველები ვართ და ამისთვის დიდი მადლობა პირველ რიგში გიორგი ქონიაშვილს. საიტი ასევე მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

უსურვეთ რამე redarmy.ge-ს.

redarmy.ge-ს ვუსურვებ კიდევ უფრო წინსვლას, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება. სხვა ამ საიტს არაფერი აკლია.

რას ელით მომავალი წლისგან?

მომავალი სეზონისგან ველოდები ტიტულებს, როგორც "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი. ასევე სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს.

იხილეთ ლადო ღონღაძის ფოტო აქ

პ.ს. მომდევნო რესპონდენტი შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ
სიახლეები, ინტერვიუები
40 კომენტარი
№31
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 21:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
red devil,
აი როგორ იქნება იცი? გვექნება ტრადიციული კითხვებიმ, რომელსაც ყველას ვკითხავტ, მაგრამ რა თქმა უნდა დანარჩენი კითხვები იქნება განსხვავებული როგორც პირადულში, ისევე ფანტაზიის სფეროდან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№32
ავტორი: VaRdo
20 მაი 2014 21:51
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
RojoDiablo,

მე არ გამოგრჩე likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№33
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 21:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა შენც იქნები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№34
ავტორი: DimaSanaia
20 მაი 2014 21:56
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ლადო ძაან მაგარი პასუხებია <3 მევასება ეს კაცი :დ

ჩემ ინტერვიუს სავარაუდოდ ვიდეოდ ჩავწერ. :დ იმედია გამომივა ^_^ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№35
ავტორი: VaRdo
20 მაი 2014 22:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
DimaSanaia,

„შენ თუ არ გისიმინეთ ეხლა. მოდი ჩემიც ჩაწერე სკაიპით :D

RojoDiablo,

okkk smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№36
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 22:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
DimaSanaia,
:D შენ ინტერვიუ მომეცი და თუ გინდა ფურცელზე დაწერილი იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№37
ავტორი: DimaSanaia
20 მაი 2014 22:22
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
RojoDiablo,
როცა გესურვება, მასინ ჩამომართვი ინტერვიუ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№38
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 22:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
DimaSanaia,
გაიხარე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№39
ავტორი: kOsTiA
20 მაი 2014 22:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
RojoDiablo,
wink wink
0
№40
ავტორი: red devil
21 მაი 2014 08:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
RojoDiablo,
კაი იქნება წარმატებები. ალბათ მეც მომიწევს ოდესღაც :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top