თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2704,
კომენტარები: 40
"როისი გიგზის შემცვლელად მიმაჩნია"
ინტერვიუ ლადო ღონღაძესთან.
მოგეხსენებათ, საკლუბო სეზონო დასრულდა და redarmy.ge ცდილობს სიახლეებით გაგანებივროთ. ამიტომაც საიტის ადმინისტრატორთან შეთანხმებისა და მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის წევრებს ინტერვიუ ჩამოვართვათ.

ინტერვიუს ყოველკვირეული ხასიათი ექნება და იგი ყოველი კვირის სამშაბათ დღეს გამოქვეყნდება. ჩვენი პირველი რესპონდენტი ლადო ღონღაძე იქნება. იგი redarmy.ge-ს moderator-ი გახლავთ და სიახლეების რაოდენობით იგი საუკეთესოა. მაშ ასე, გთავაზობთ მცირე ინტერვიუს.

რატომ მაინცდამაინც "მანჩესტერ იუნაიტედი"?

მომეწონა გუნდის შემტევი სტილი და ფეხბურთელებიც.

რას ნიშნავს თქვენთვის - იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი?

იყო "იუნაიტედის" ქომაგი - ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. როდესაც გუნდი იგებს, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს, ხოლო როცა აგებს, მით უფრო დიდი სიყვარული მიჩნდება ამ კლუბის მიმართ.

ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რა თქმა უნდა უეინ რუნია. მიყვარს ასეთი ტიპის ფეხბურთელები, ის ძალიან ბევრს აკეთებს მოედანზე. იგი ნამდვილი ლიდერია.

დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომელსაც სიამოვნებით იხილავდით "მანჩესტერ იუნაიტედში"

მარკო როისი - იგი გიგზის შემცვლელად მიმაჩნია. ტონი კროოსი - კარგად ანაწილებს პასევს და ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ლუკ შოუ - შესანიშნავი მარცხენა მცველია.

ვის გულშემატკივრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

ინგლისის ნაკრებს, რადგან ყველაზე მეტი მანჩესტერელია.

გადავწყვიტეთ ცოტათი ლადოს წარსულსაც შევხებოდით და მას ვთხოვედ, რომ რაიმე საინტერესო ფაქტი გაეხსენებინა თავისი ცხოვრებიდან, მაგრამ უარით გამოგვისტუმრა. თუმცა მაინც გაგვცა გარკვეულ პასუხი გარკვეულ კითხვებზე.

ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება.

ალბათ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. "იუნაიტედი" ამ დროს ყველაზე ძლიერი იყო და ეს დაამტკიცა კიდეც.

როდის განიცადეთ "იუნაიტედთან" დაკავშირებული ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ როცა გავიგე, შოკში ჩავვარდი.

წაგიგიათ ტოტალიზატორში "იუნაიტედის" გამო?

მოკლედ გეტყვი, ტოტალიზატორს არ ვთამაშობ.

ასევე დავინტერესდით მისი პირადი ცხოვრებით და მასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ:

აგროვებთ "იუნაიტედის" აქსესუარებს?

დიახ, ვაგროვებ, ვცდილობ ყველაფერი ვიყიდო, რასაც ვაწყდები (იცინის)

თქვენ თვქვით, რომ ტოტალიზატორს არ თამაშობთ. რითი ერთობით თავისუფალ დროს?

ვერთობი, როგორც ყველა ახალგაზრდა - ვკითხულობ და ბურთს ვთამაშობ.

ქალი - ქერა თუ შავგვრემანი?

ქალი? აზრი არ აქვს ფერს, მთავარია მომეწონოს.

თქვენი საყვარელი მომღერლის კონცერტის ბილეთი "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე დასასწრები ბილეთი რომ გქონდეთ, რომელზე წახვიდოდით?

ეგ არც უნდა გეკითხა. საყვარელი მომღერლის კონცერტზე (იცინის). არა რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე წავალ - ეს ხომ ჩემი ოცნებაა?

ლადოს საიტთან დაკავშირებითაც ვკითხეთ. მას დიდი წვლილი შეაქვს მის მუშაობაში და მისი აზრი საინტერესოა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ დღეში უამრავ სიახლეს წერთ. როგორ ახერხებთ ამას?

არ ვიცი. დიდს ვეღარაფერს ვაკეთებ დროის უქონლობის გამო. მაგრამ ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის "იდეალური" საიტის წინ წაწევაში.

რას ფიქრობთ redarmy.ge-ზე? რამდენად ემსახურება იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" პოპულარიზაციას?

redarmy.ge "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო საიტია საქართველოს მასშტაბით. ვთვლით, რომ პირველები ვართ და ამისთვის დიდი მადლობა პირველ რიგში გიორგი ქონიაშვილს. საიტი ასევე მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

უსურვეთ რამე redarmy.ge-ს.

redarmy.ge-ს ვუსურვებ კიდევ უფრო წინსვლას, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება. სხვა ამ საიტს არაფერი აკლია.

რას ელით მომავალი წლისგან?

მომავალი სეზონისგან ველოდები ტიტულებს, როგორც "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი. ასევე სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს.

იხილეთ ლადო ღონღაძის ფოტო აქ

პ.ს. მომდევნო რესპონდენტი შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ
სიახლეები, ინტერვიუები
40 კომენტარი
№21
ავტორი: Lomsa099
20 მაი 2014 19:58
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
იმედია მეც მომეცემა შანსი :დ გავაქტიურდები თორე ისე არამარჩევთ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№22
ავტორი: Best 7
20 მაი 2014 20:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kaia eseti siaxleebi to daidos kidev bevri xani
0
№23
ავტორი: Goginashvili777
20 მაი 2014 21:02
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჩემი ინტერვიუ არ გინდათ ?? იუზერი ვარ თუმცა ძალიან ხშირი სტუმარი (რაღასტუმარი) ამ საიტის...
ნუ კაროჩე აქ ვარრა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№24
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 21:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Lomsa099,
ლომსა, სჰენ ფაბლიშერ-ის წოდება გაქვს და უეჭველად მოგიწევს ერთ დღეს, მაგრამ როდის არ ვიცი.
Chicharito103,
აი ჩიჩა შენ კი რამდენადაც იაქტირუებ იმდენად კარგი რა. ანუ ასეა გადაწყვეტილი, რომელი იუზერიც იაქტიურებს უფრო მეტს თვის ბოლოს მისი ინტერვიუ დაიდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№25
ავტორი: love united
20 მაი 2014 21:19
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საინტერესო ინტერვიუა :დ ყოჩაღ ავტორსაც და მოპასუხესაც :დ
0
№26
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 21:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
love united,
გაიხარე გიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№27
ავტორი: ელენე
20 მაი 2014 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
კარგი წამოწყებაა, წარმატებები!

სტატიას რაც შეეხება, საინტერესოა. ასე გააგრძელეთ.
0
№28
ავტორი: red devil
20 მაი 2014 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ საინტერესოა იმედია ერთი და იგივე კითხვები არ იქნება. წარმატებას ვუსურვებ თქვენ წამოწყებას
0
№29
ავტორი: Luka Gelashvili
20 მაი 2014 21:37
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მშვენიერი წამოწყებაა derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№30
ავტორი: VaRdo
20 მაი 2014 21:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვადაგასულოო love ahahaha კაი ბიჭი ხარ .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top