თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2704,
კომენტარები: 40
"როისი გიგზის შემცვლელად მიმაჩნია"
ინტერვიუ ლადო ღონღაძესთან.
მოგეხსენებათ, საკლუბო სეზონო დასრულდა და redarmy.ge ცდილობს სიახლეებით გაგანებივროთ. ამიტომაც საიტის ადმინისტრატორთან შეთანხმებისა და მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის წევრებს ინტერვიუ ჩამოვართვათ.

ინტერვიუს ყოველკვირეული ხასიათი ექნება და იგი ყოველი კვირის სამშაბათ დღეს გამოქვეყნდება. ჩვენი პირველი რესპონდენტი ლადო ღონღაძე იქნება. იგი redarmy.ge-ს moderator-ი გახლავთ და სიახლეების რაოდენობით იგი საუკეთესოა. მაშ ასე, გთავაზობთ მცირე ინტერვიუს.

რატომ მაინცდამაინც "მანჩესტერ იუნაიტედი"?

მომეწონა გუნდის შემტევი სტილი და ფეხბურთელებიც.

რას ნიშნავს თქვენთვის - იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი?

იყო "იუნაიტედის" ქომაგი - ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. როდესაც გუნდი იგებს, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს, ხოლო როცა აგებს, მით უფრო დიდი სიყვარული მიჩნდება ამ კლუბის მიმართ.

ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რა თქმა უნდა უეინ რუნია. მიყვარს ასეთი ტიპის ფეხბურთელები, ის ძალიან ბევრს აკეთებს მოედანზე. იგი ნამდვილი ლიდერია.

დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომელსაც სიამოვნებით იხილავდით "მანჩესტერ იუნაიტედში"

მარკო როისი - იგი გიგზის შემცვლელად მიმაჩნია. ტონი კროოსი - კარგად ანაწილებს პასევს და ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ლუკ შოუ - შესანიშნავი მარცხენა მცველია.

ვის გულშემატკივრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

ინგლისის ნაკრებს, რადგან ყველაზე მეტი მანჩესტერელია.

გადავწყვიტეთ ცოტათი ლადოს წარსულსაც შევხებოდით და მას ვთხოვედ, რომ რაიმე საინტერესო ფაქტი გაეხსენებინა თავისი ცხოვრებიდან, მაგრამ უარით გამოგვისტუმრა. თუმცა მაინც გაგვცა გარკვეულ პასუხი გარკვეულ კითხვებზე.

ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება.

ალბათ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. "იუნაიტედი" ამ დროს ყველაზე ძლიერი იყო და ეს დაამტკიცა კიდეც.

როდის განიცადეთ "იუნაიტედთან" დაკავშირებული ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ როცა გავიგე, შოკში ჩავვარდი.

წაგიგიათ ტოტალიზატორში "იუნაიტედის" გამო?

მოკლედ გეტყვი, ტოტალიზატორს არ ვთამაშობ.

ასევე დავინტერესდით მისი პირადი ცხოვრებით და მასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ:

აგროვებთ "იუნაიტედის" აქსესუარებს?

დიახ, ვაგროვებ, ვცდილობ ყველაფერი ვიყიდო, რასაც ვაწყდები (იცინის)

თქვენ თვქვით, რომ ტოტალიზატორს არ თამაშობთ. რითი ერთობით თავისუფალ დროს?

ვერთობი, როგორც ყველა ახალგაზრდა - ვკითხულობ და ბურთს ვთამაშობ.

ქალი - ქერა თუ შავგვრემანი?

ქალი? აზრი არ აქვს ფერს, მთავარია მომეწონოს.

თქვენი საყვარელი მომღერლის კონცერტის ბილეთი "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე დასასწრები ბილეთი რომ გქონდეთ, რომელზე წახვიდოდით?

ეგ არც უნდა გეკითხა. საყვარელი მომღერლის კონცერტზე (იცინის). არა რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე წავალ - ეს ხომ ჩემი ოცნებაა?

ლადოს საიტთან დაკავშირებითაც ვკითხეთ. მას დიდი წვლილი შეაქვს მის მუშაობაში და მისი აზრი საინტერესოა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ დღეში უამრავ სიახლეს წერთ. როგორ ახერხებთ ამას?

არ ვიცი. დიდს ვეღარაფერს ვაკეთებ დროის უქონლობის გამო. მაგრამ ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის "იდეალური" საიტის წინ წაწევაში.

რას ფიქრობთ redarmy.ge-ზე? რამდენად ემსახურება იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" პოპულარიზაციას?

redarmy.ge "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო საიტია საქართველოს მასშტაბით. ვთვლით, რომ პირველები ვართ და ამისთვის დიდი მადლობა პირველ რიგში გიორგი ქონიაშვილს. საიტი ასევე მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

უსურვეთ რამე redarmy.ge-ს.

redarmy.ge-ს ვუსურვებ კიდევ უფრო წინსვლას, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება. სხვა ამ საიტს არაფერი აკლია.

რას ელით მომავალი წლისგან?

მომავალი სეზონისგან ველოდები ტიტულებს, როგორც "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი. ასევე სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს.

იხილეთ ლადო ღონღაძის ფოტო აქ

პ.ს. მომდევნო რესპონდენტი შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ
სიახლეები, ინტერვიუები
40 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2014 18:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მადლობა ლადოს 800–მდე სიახლე რომ აქვს wink ეს პირველი იყო მომავალ კვირაში უკეთესი იქნება, ყველა აქტიურ მომხმარებელს ჩამოართმევს ინტერვიუს
0
№12
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 19:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Middlesbro,
მაგის მიზეზს შემდეგში ავხსნი თუ რატომ იქნება ;)

გიორგი,
გარდა user-ებისა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: ლადო
20 მაი 2014 19:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გიორგი,
biggrin2 მალე 800 ავცდები, გამოცდებს რომ მოვრჩები
0
№14
ავტორი: Lomsa099
20 მაი 2014 19:05
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
მშვენიერი წამოწყებაა მომეწონა :დ პროსტა ვერგავიგე სათაურზე რაც აწერია ეგკითხვა გამოგრჩათ მგონი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№15
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 19:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Lomsa099,
უიი უი ეგ როგორ დამემართა კაცო. მადლობა რომ მითხარი. ჩავამატე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Manchester_M
20 მაი 2014 19:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
ბრავო ძან მაგარი წამოწყებაა იმედია კიდევ დიდი ხანი გააგრძელებ ამგვარი სიახლეების დადებას საინტერესოა ძან !!!!

ციტატა: RojoDiablo
გიორგი,
გარდა user-ებისა.


აუ ცუდია მაგრად მინდოდა მეჭორავა ცოტა :D
0
№17
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2014 19:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იუზერებსაც ჩამოვართმევთ აქტიურებს რატომაც არა
0
№18
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 19:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
თუ საიტის ადმინისტრაცია მაგის უფლებას მოგვცემს...რაც გიორგიმ უკვე მოგვცა მაშინ შეიძლება ეგეც.

მოდი ასე ვქნათ. ადმინისტრაციასთან ერთად დავაკვირდებით და ვინც უფრო იაქტიურებს თვის ბოლომდე, სწორედ მის ინტერვიუს გავავრცელებთ თვის ბოლოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№19
ავტორი: RedGirl
20 მაი 2014 19:23
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ როგორ მომეწონა ^_^ საღოლ მართლა კარგი იდეაა <3 ცოტა გავხალისდებით სანამ მუნდიალი დაიწყება :დ <3 შემდეგში უფრო უკეთესი იქნება დარწმუნებული ვარ ^_^

ერთი სული მაქს ჩემი ჯერი როდის მოვა ;დ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№20
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2014 19:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მარიამი,
:D გაიხარე მარიამ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top