თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2021, 14:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 41
სოლსკიაერის წინასამატჩო პრესკონფერენცია
უახლესი ცნობები ნორვეგიელი მენეჯერისგან.
სოლსკიაერის წინასამატჩო პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის ჩგუფური ეტაპის მეორე ტურში, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი, ესპანურ "ვილიარეალს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ "იუნაიტედის" თავკაცის წინასამატჩო პრესკონფერენციას.

"მაგუაიერისა და შოუს ტრავმების შესახებ"

ლიუკი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, შემიძლია ვივარაუდო რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. რაც შეეხება ჰარის, ვერ ითამაშებს, მისი ტრავმა არცთუ ისე კარგად გამოიყურება. გამოჯამრთელებას შესაძლოა რამოდენიმე კვირა დასჭირდეს. შევხედოთ თუ რამდენად სწრაფად შეძლებს რეაბილიტირებას. სურდა, რომ "ვილიარეალის" წინააღმდეგ ეთამაშა, საბოლოოდ ბოლო თამაშის გამოტოვება მოუწია. მოგვიწევს რამოდენიმე ცვლილება განვახორციელოთ.

"მაკტომინეისა და ფრედის შესახებ"

როდესაც ისინი ერთად თამაშობენ, ხშირია შემთხვევა, რომ გუნდი კარგ შედეგებს აფიქსირებს. ვფიქრობ, რომ პროდუქტიულები არიან. მათი ენერგია და სურვილი აღსანიშნავია, ორივე ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოედანზე რაც შეუძლიათ. გულშემატკივრებს ყოველთვის აქვთ საკუთარი აზრი, ადვილია იკამათო იმაზე თუ ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა.

მოლოდინები "ვილიარეალისგან"

ჩვენ გვაქვს მოლოდინები იქიდან გამომდინარე თუ როგორ ჩაატარეს მათ ბოლო სეზონი. მათ წინააღმდეგ ხუთჯერ ვითამაშეთ, ყველა თამაში ფრედ დასრულდა. კარგად ორგანიზებულები არიან, ტექნიკურად ძლიერები. მატ ასევე შეუძლიათ ითამაშონ დაცვაში. ძნელია მათზე პრესინგის გამოყენება, მაგრამ ფინალში ჩვენ ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ. სახიფათო მომენტების შექმნაც არ არის ადვილი მათ კარებთან, ამ მხრივ ჩვენი გეგმა უნდა იყოს საუკეთესო. ფინალში თამაში თანაბარი იყო.

"მნიშვნელოვანი თამაში"

ეს ჯგუფური ეტაპია, წინ ექვსი მატჩია, საჭიროა ავიღოთ 10 - ან, 12 - ქულა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. თუ პირველი ან მეორე შეხვედრის შემდეგ შენ გაქვს 0 - ან 1 - ქულა, საჭიროა დარჩენილი ოთხი შეხვედრა აუცილებლად მოიგო. ეს გადამწყვეტი თამაში არ არის თუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

"მაგუაიერის გარეშე ტაქტიკური სქემა შეიცვლება?"

ჩვენ ყოველთვის თვალს ვადევნებთ მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ გვიწევს ამ ყველაფერთან ადაპტირება. თუმცა ძირითადად საკუთარ სქემებს ვაკონტროლებთ. რაც უფრო მეტი დანაკარგია გუნდში მით მეტია ტაქტიკური ცვლილებების საჭიროება. მე მყავს: ერიკი, რაფა, ვიქტორი. ალექსი და დიოგო ასი პროცენტით მზად არიან. ვიმედოვნებ, რომ ლიუკიც შეძლებს თამაშს.

"ნევილის კომენტარი"

მე ის არ წამიკითხია. რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი თამაშის ნიშაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ ის იყოს რამოდენიმე სახის. "ასტონ ვილას" გატეხვა შევძელით, მაგრამ ალბათ ძალიან სწრაფად ვუტევდით, გარის ეს ესმის. თუ შენ ჩვეულზე ნელა შეუტევ მოწინააღმდეგ დაცვაში ჩადგომას მოასწრებს. ვიცით, რომ "ვილიარეალს" თავდაცვა შეუძლია. სწრაფი შეტევები გვჭირდება, გარიმ იცის რომ ეს კლუბის დეენემშია.

"ამჯამინდელი ფორმა"

ყოველთვის ორიენტირებული ვარ მომდევნო შეხვედრაში გამარჯვების მიღწევაზე. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა შემადგენლობის მშენებლობისათვის. ამჟამად ორიენტაცია ამ მატჩში გამარჯვების მიღწევისაკენ არის აღებული. ხუთშაბათიდან ყურადღება კვლავ პრემიერ ლიგას დაუბრუნდება. გვსურს ვიყოთ ლიდერები პრემიერ ლიგაში, ძალიან ახლოს ვართ პირველ ადგილთან. ასეთი შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით შევძლებთ მივაღწიოთ სტაბილურობას.

"არის თუ არა რონალდუ გამარჯვების გასაღები?"

რა თქმა უნდა, როდესაც კრიშტიანუ ძირითად შემადგენლობაშია, შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ ერთი გოლი გარანტირებულია. ასეთია მისი სტატისტიკა - ის ყოველთვის გაიტანს. მან გაიტანა 13, 14 თუ 15 - გოლი "ვილიარეალის" კარში, ესეიგი მას მოსწონს მათ წინააღმდეგ თამაში. მათ იცის მათი ძლიერი მცველები ალბიოლი და ტორესი.

"ნევილმა თქვა, რომ ტიტული აუცილებელია"

ის ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს. ზეწოლა - ეს პრივილეგიაა. ასეთ გარემოში სამუშაოდ ყოველთვის მზად უნდა იყო. უნდა ითქვას, რომ მხარდაჭერას ვგრძნობ და პროგრესი აშკარაა. თამაშში წარმატებებმა და კარგმა ტრანსფერებმა მოლოდინების დონე გაზარდა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო, ნევილმა ეს იცის. ვიმედოვნებ აპრილსა და მაისში ტიტულისთვის ვიბრძოლებთ". - განაცხადა დასასრულს ნორვეგიელმა.



წყარო: sports.ru
პრესკონფერენცია
41 კომენტარი
№31
ავტორი: LASHQARA
29 სექტემბერი 2021 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
დე ხეას რომ ვერ დააფასებ სერ ალექსის წასვლის მერე იმ სეზონების და ამ სეივების გამო, რაც მაგან გუნდს კარი შეუნახა მშრალად არ ვიცი ძმაო, სირცხვილი ჩამოგვრეცხა რამდენჯერ, კრიშტი გაუკეთე პასი, იმ ახალგაზრდას ორივე ფეხით რომ მაგრად ურტყავს იქნება და გააქ გოლი დედა ****am
0
№32
ავტორი: levionok
29 სექტემბერი 2021 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: united samudamod
ლინკი არავის გაქვთ სად უყურებტ?

აჭარასპორტ2 ზე ვუყურებ მე livesport.ru ზეც არის
0
№33
ავტორი: Roberto
29 სექტემბერი 2021 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
ბოლო ბოლო საკმარისია უკვე რა,სირცხვილია ამის დედას ცენზურა,გადამრევენ ესენი,ვის გამო უნდა იხეთქო გოლი,ბიჭო მე არვიცი რამე და ვერ ვერკვევი თუ რა ხდება უკვე აღარ ვიცი,იქნებ თქვენ იცოდეთ და გამარკვიოთ რამეში,ეს თამაში და ეს ტაიმი მაინც როგორ უნდა გააპრავო,რას უნდა დააბრალო,როგორ უნდა გაამართლო,მერამდენე თამაშია უკვე,ერთი და ორი რო იყოს კიდევ ჯანდაბას,ვის არ მოსვლია,მაგრამ ეს არის სრული მარაზმი,იდიოტიზმი,ამას ქვია დომხალი,რისი იმედი უნდა გქონდეს აზრზე არ ვარ,ან ყველაფერი მაგრად მიდის და მე არ ვარ ფეხბურთის აზრზე,როგორ მომბეზრდა უკვე ეს ერთი და იგივე
0
№34
ავტორი: levionok
29 სექტემბერი 2021 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: united samudamod
აუ ვუნმემ ლინკი ჩამიგდეთ ზმურად სად უყურო

ვილიარეალის თამაშის ყირება თუ გინდა უყურე ძმაოჯან და მანჩესტერი აქ არ თამაშობს(((
0
№35
ავტორი: irakli87
29 სექტემბერი 2021 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
მოიესის მანჩესტერი დაბრუნდა! აშკარაა რო ოლესთვუს დროის მიცემა წცენზურა ნაყვაა! ყველა მწვრთნელი ვინც გრანდში მივიდა ნაწილობრივ ან ტიტული დადეს ან მინიმუმ სათამაშო ხარისხი მაღალი ქონდათ. აქ კი ვერავინ ვერ შეცვალა ვერც ხარისხი ვერც ტიტული გარდა მოუს 1 უეფას თათის. ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი უაზროს არა შესაფერი ფეხბურთელებიც გვყავს პლიუს ცუდი მწვრთნელი. რატო უნდა გეიმედებოდეთ ფრედი დალო ვან ბისაკა მატა მატიჩი ლინგარდი რავიი.... აზრი არააქვს მაკტომინი თუნდაც. არარი უნაიტედის დონე და სატიტულო შემადგენლობა. ხომ ხედავთ რო არ იცვლება არაფერი წლებია. კონტემ პირველივე წელს მოიგო პრემიერ ლიგა.
0
№36
ავტორი: Vaskaa
29 სექტემბერი 2021 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
გაგირჭეს პაკიპუკა სულშერო. მალე წადი მალეეეე
0
№37
ავტორი: Shreki30
29 სექტემბერი 2021 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
მეჩვენება თუ ბრუნო გასაყვანია?
0
№38
ავტორი: Svanchester
30 სექტემბერი 2021 00:03
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
რა გასროლაააა, ყუმბარააააა მანჩესტერულიიი შიგ მორენოშიიიიიიი
0
№39
ავტორი: sancho6666
30 სექტემბერი 2021 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 198
აიი აიიი აიიი რასაააც ვამბობდიიი რონალდოოოო ვისი იმედიც მქონდააა თხარააა ეგრევეეე

სულშეერ მეზიზღები ორგანულად შენს ოჯახს .... იმედია ხვალვე წახვალ

ანუუ მაგრაად გვინდოდა ესქულებიი ჰაერივიიით და ბრავო ამკაააცს ბრაავოოო მართლა ესიყო ის რაც გვინდოდა რავი ეხა გავალთ ამჯგუფიდან უმწრთვნრლოდაც დდდდ


ეხა ხვალვე ნაცენზურა სულშეერ და მერე.ორივე ტიტულზე გავიწევთ
0
№40
ავტორი: sandroo
30 სექტემბერი 2021 00:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
კი მოვიგეთ მარა რაიყო ეს ამათ შიგ ხო არ აქვთ სუ ბოლო წუთებზე ვერ გავიტანთ !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top