თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2021, 14:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1994,
კომენტარები: 41
სოლსკიაერის წინასამატჩო პრესკონფერენცია
უახლესი ცნობები ნორვეგიელი მენეჯერისგან.
სოლსკიაერის წინასამატჩო პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის ჩგუფური ეტაპის მეორე ტურში, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი, ესპანურ "ვილიარეალს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ "იუნაიტედის" თავკაცის წინასამატჩო პრესკონფერენციას.

"მაგუაიერისა და შოუს ტრავმების შესახებ"

ლიუკი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, შემიძლია ვივარაუდო რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. რაც შეეხება ჰარის, ვერ ითამაშებს, მისი ტრავმა არცთუ ისე კარგად გამოიყურება. გამოჯამრთელებას შესაძლოა რამოდენიმე კვირა დასჭირდეს. შევხედოთ თუ რამდენად სწრაფად შეძლებს რეაბილიტირებას. სურდა, რომ "ვილიარეალის" წინააღმდეგ ეთამაშა, საბოლოოდ ბოლო თამაშის გამოტოვება მოუწია. მოგვიწევს რამოდენიმე ცვლილება განვახორციელოთ.

"მაკტომინეისა და ფრედის შესახებ"

როდესაც ისინი ერთად თამაშობენ, ხშირია შემთხვევა, რომ გუნდი კარგ შედეგებს აფიქსირებს. ვფიქრობ, რომ პროდუქტიულები არიან. მათი ენერგია და სურვილი აღსანიშნავია, ორივე ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოედანზე რაც შეუძლიათ. გულშემატკივრებს ყოველთვის აქვთ საკუთარი აზრი, ადვილია იკამათო იმაზე თუ ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა.

მოლოდინები "ვილიარეალისგან"

ჩვენ გვაქვს მოლოდინები იქიდან გამომდინარე თუ როგორ ჩაატარეს მათ ბოლო სეზონი. მათ წინააღმდეგ ხუთჯერ ვითამაშეთ, ყველა თამაში ფრედ დასრულდა. კარგად ორგანიზებულები არიან, ტექნიკურად ძლიერები. მატ ასევე შეუძლიათ ითამაშონ დაცვაში. ძნელია მათზე პრესინგის გამოყენება, მაგრამ ფინალში ჩვენ ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ. სახიფათო მომენტების შექმნაც არ არის ადვილი მათ კარებთან, ამ მხრივ ჩვენი გეგმა უნდა იყოს საუკეთესო. ფინალში თამაში თანაბარი იყო.

"მნიშვნელოვანი თამაში"

ეს ჯგუფური ეტაპია, წინ ექვსი მატჩია, საჭიროა ავიღოთ 10 - ან, 12 - ქულა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. თუ პირველი ან მეორე შეხვედრის შემდეგ შენ გაქვს 0 - ან 1 - ქულა, საჭიროა დარჩენილი ოთხი შეხვედრა აუცილებლად მოიგო. ეს გადამწყვეტი თამაში არ არის თუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

"მაგუაიერის გარეშე ტაქტიკური სქემა შეიცვლება?"

ჩვენ ყოველთვის თვალს ვადევნებთ მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ გვიწევს ამ ყველაფერთან ადაპტირება. თუმცა ძირითადად საკუთარ სქემებს ვაკონტროლებთ. რაც უფრო მეტი დანაკარგია გუნდში მით მეტია ტაქტიკური ცვლილებების საჭიროება. მე მყავს: ერიკი, რაფა, ვიქტორი. ალექსი და დიოგო ასი პროცენტით მზად არიან. ვიმედოვნებ, რომ ლიუკიც შეძლებს თამაშს.

"ნევილის კომენტარი"

მე ის არ წამიკითხია. რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი თამაშის ნიშაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ ის იყოს რამოდენიმე სახის. "ასტონ ვილას" გატეხვა შევძელით, მაგრამ ალბათ ძალიან სწრაფად ვუტევდით, გარის ეს ესმის. თუ შენ ჩვეულზე ნელა შეუტევ მოწინააღმდეგ დაცვაში ჩადგომას მოასწრებს. ვიცით, რომ "ვილიარეალს" თავდაცვა შეუძლია. სწრაფი შეტევები გვჭირდება, გარიმ იცის რომ ეს კლუბის დეენემშია.

"ამჯამინდელი ფორმა"

ყოველთვის ორიენტირებული ვარ მომდევნო შეხვედრაში გამარჯვების მიღწევაზე. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა შემადგენლობის მშენებლობისათვის. ამჟამად ორიენტაცია ამ მატჩში გამარჯვების მიღწევისაკენ არის აღებული. ხუთშაბათიდან ყურადღება კვლავ პრემიერ ლიგას დაუბრუნდება. გვსურს ვიყოთ ლიდერები პრემიერ ლიგაში, ძალიან ახლოს ვართ პირველ ადგილთან. ასეთი შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით შევძლებთ მივაღწიოთ სტაბილურობას.

"არის თუ არა რონალდუ გამარჯვების გასაღები?"

რა თქმა უნდა, როდესაც კრიშტიანუ ძირითად შემადგენლობაშია, შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ ერთი გოლი გარანტირებულია. ასეთია მისი სტატისტიკა - ის ყოველთვის გაიტანს. მან გაიტანა 13, 14 თუ 15 - გოლი "ვილიარეალის" კარში, ესეიგი მას მოსწონს მათ წინააღმდეგ თამაში. მათ იცის მათი ძლიერი მცველები ალბიოლი და ტორესი.

"ნევილმა თქვა, რომ ტიტული აუცილებელია"

ის ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს. ზეწოლა - ეს პრივილეგიაა. ასეთ გარემოში სამუშაოდ ყოველთვის მზად უნდა იყო. უნდა ითქვას, რომ მხარდაჭერას ვგრძნობ და პროგრესი აშკარაა. თამაშში წარმატებებმა და კარგმა ტრანსფერებმა მოლოდინების დონე გაზარდა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო, ნევილმა ეს იცის. ვიმედოვნებ აპრილსა და მაისში ტიტულისთვის ვიბრძოლებთ". - განაცხადა დასასრულს ნორვეგიელმა.



წყარო: sports.ru
პრესკონფერენცია
41 კომენტარი
№11
ავტორი: Buk777
29 სექტემბერი 2021 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Midi sulsher daiwye dgeidan zedizet ati tamashi moige da daamtkice sheni sigije shen minimum txutmeti weli unda iyo aq rogorc mwvrtneli

Imitom.saubrobs egre rom wnexis q esh ar gavidnen fexburtelebi da eseni tavisuflat tu itamasheben da mo domeben naluboi gunds gadauvlian
0
№12
ავტორი: LASHQARA
29 სექტემბერი 2021 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ახლოვდება ვილიარეალთან რევანშის დროოო, მიდით ჩემო უძლეველო ლომებო, დღეს ჩვენი საღამოა love am
0
№13
ავტორი: united samudamod
29 სექტემბერი 2021 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
აუ ვუნმემ ლინკი ჩამიგდეთ ზმურად სად უყურო
0
№14
ავტორი: Gatika Gatikashvili
29 სექტემბერი 2021 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
აუ დიეგო დალო რასგვერჩი გაიღვიძე უკვე მე 5 დაგვირტყეს მაგის ფლანგიდან რაჭირს ამბიჭს
0
№15
ავტორი: sergi070
29 სექტემბერი 2021 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
აბა დალოს შემხედვარე ვის მოგენატრათ ტუანზებე? :)))
0
№16
ავტორი: NikShali
29 სექტემბერი 2021 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 143
ესენი რას შვებიან ააუუიი გადაგვიარა ვირიარეალმა რამე უნდა შეიცვალოს
0
№17
ავტორი: Raphaël Varane
29 სექტემბერი 2021 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 114
დალო სასწრაფოდ გამოსაცვლელია. აიკლეს მაგის ფლანგი. ჩვენ ვერაფერს ვქმნით
0
№18
ავტორი: united samudamod
29 სექტემბერი 2021 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ლინკი არავის გაქვთ სად უყურებტ?
0
№19
ავტორი: Cantona92
29 სექტემბერი 2021 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
1996 წლიდან მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ. რა თქმა უნდა სერ ალექსის შედეგს ვერავინ ვერ გაიმეორებს, მაგრამ საჭიროა წინ სვლა, ტიტულების მოგება. სოლსკიაერს პატივს ვცემ, მაგრამ მას სათანადო სამწვრთნელო ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, ამიტომ სხვა სპეციალისტი უნდა დაინიშნოს. მე პირადად ანტონიო კონტეს კანდიდატურას ვემხრობი. ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ცოდოები არიან უტიტულოდ, აუცილებელია ტიტულების მოგება, ძალიან მინდა რონალდომ კიდევ ერთხელ მოიგოს პრემიერლიგა.
0
№20
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2021 23:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: united samudamod
ლინკი არავის გაქვთ სად უყურებტ?

https://gooool365.org/online/106088-manchester-junajted-viljarreal-29-sentjabrja
-prjamaja-transljacija.html
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top