თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2021, 14:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 41
სოლსკიაერის წინასამატჩო პრესკონფერენცია
უახლესი ცნობები ნორვეგიელი მენეჯერისგან.
სოლსკიაერის წინასამატჩო პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის ჩგუფური ეტაპის მეორე ტურში, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი, ესპანურ "ვილიარეალს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ "იუნაიტედის" თავკაცის წინასამატჩო პრესკონფერენციას.

"მაგუაიერისა და შოუს ტრავმების შესახებ"

ლიუკი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, შემიძლია ვივარაუდო რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. რაც შეეხება ჰარის, ვერ ითამაშებს, მისი ტრავმა არცთუ ისე კარგად გამოიყურება. გამოჯამრთელებას შესაძლოა რამოდენიმე კვირა დასჭირდეს. შევხედოთ თუ რამდენად სწრაფად შეძლებს რეაბილიტირებას. სურდა, რომ "ვილიარეალის" წინააღმდეგ ეთამაშა, საბოლოოდ ბოლო თამაშის გამოტოვება მოუწია. მოგვიწევს რამოდენიმე ცვლილება განვახორციელოთ.

"მაკტომინეისა და ფრედის შესახებ"

როდესაც ისინი ერთად თამაშობენ, ხშირია შემთხვევა, რომ გუნდი კარგ შედეგებს აფიქსირებს. ვფიქრობ, რომ პროდუქტიულები არიან. მათი ენერგია და სურვილი აღსანიშნავია, ორივე ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოედანზე რაც შეუძლიათ. გულშემატკივრებს ყოველთვის აქვთ საკუთარი აზრი, ადვილია იკამათო იმაზე თუ ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა.

მოლოდინები "ვილიარეალისგან"

ჩვენ გვაქვს მოლოდინები იქიდან გამომდინარე თუ როგორ ჩაატარეს მათ ბოლო სეზონი. მათ წინააღმდეგ ხუთჯერ ვითამაშეთ, ყველა თამაში ფრედ დასრულდა. კარგად ორგანიზებულები არიან, ტექნიკურად ძლიერები. მატ ასევე შეუძლიათ ითამაშონ დაცვაში. ძნელია მათზე პრესინგის გამოყენება, მაგრამ ფინალში ჩვენ ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ. სახიფათო მომენტების შექმნაც არ არის ადვილი მათ კარებთან, ამ მხრივ ჩვენი გეგმა უნდა იყოს საუკეთესო. ფინალში თამაში თანაბარი იყო.

"მნიშვნელოვანი თამაში"

ეს ჯგუფური ეტაპია, წინ ექვსი მატჩია, საჭიროა ავიღოთ 10 - ან, 12 - ქულა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. თუ პირველი ან მეორე შეხვედრის შემდეგ შენ გაქვს 0 - ან 1 - ქულა, საჭიროა დარჩენილი ოთხი შეხვედრა აუცილებლად მოიგო. ეს გადამწყვეტი თამაში არ არის თუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

"მაგუაიერის გარეშე ტაქტიკური სქემა შეიცვლება?"

ჩვენ ყოველთვის თვალს ვადევნებთ მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ გვიწევს ამ ყველაფერთან ადაპტირება. თუმცა ძირითადად საკუთარ სქემებს ვაკონტროლებთ. რაც უფრო მეტი დანაკარგია გუნდში მით მეტია ტაქტიკური ცვლილებების საჭიროება. მე მყავს: ერიკი, რაფა, ვიქტორი. ალექსი და დიოგო ასი პროცენტით მზად არიან. ვიმედოვნებ, რომ ლიუკიც შეძლებს თამაშს.

"ნევილის კომენტარი"

მე ის არ წამიკითხია. რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი თამაშის ნიშაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ ის იყოს რამოდენიმე სახის. "ასტონ ვილას" გატეხვა შევძელით, მაგრამ ალბათ ძალიან სწრაფად ვუტევდით, გარის ეს ესმის. თუ შენ ჩვეულზე ნელა შეუტევ მოწინააღმდეგ დაცვაში ჩადგომას მოასწრებს. ვიცით, რომ "ვილიარეალს" თავდაცვა შეუძლია. სწრაფი შეტევები გვჭირდება, გარიმ იცის რომ ეს კლუბის დეენემშია.

"ამჯამინდელი ფორმა"

ყოველთვის ორიენტირებული ვარ მომდევნო შეხვედრაში გამარჯვების მიღწევაზე. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა შემადგენლობის მშენებლობისათვის. ამჟამად ორიენტაცია ამ მატჩში გამარჯვების მიღწევისაკენ არის აღებული. ხუთშაბათიდან ყურადღება კვლავ პრემიერ ლიგას დაუბრუნდება. გვსურს ვიყოთ ლიდერები პრემიერ ლიგაში, ძალიან ახლოს ვართ პირველ ადგილთან. ასეთი შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით შევძლებთ მივაღწიოთ სტაბილურობას.

"არის თუ არა რონალდუ გამარჯვების გასაღები?"

რა თქმა უნდა, როდესაც კრიშტიანუ ძირითად შემადგენლობაშია, შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ ერთი გოლი გარანტირებულია. ასეთია მისი სტატისტიკა - ის ყოველთვის გაიტანს. მან გაიტანა 13, 14 თუ 15 - გოლი "ვილიარეალის" კარში, ესეიგი მას მოსწონს მათ წინააღმდეგ თამაში. მათ იცის მათი ძლიერი მცველები ალბიოლი და ტორესი.

"ნევილმა თქვა, რომ ტიტული აუცილებელია"

ის ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს. ზეწოლა - ეს პრივილეგიაა. ასეთ გარემოში სამუშაოდ ყოველთვის მზად უნდა იყო. უნდა ითქვას, რომ მხარდაჭერას ვგრძნობ და პროგრესი აშკარაა. თამაშში წარმატებებმა და კარგმა ტრანსფერებმა მოლოდინების დონე გაზარდა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო, ნევილმა ეს იცის. ვიმედოვნებ აპრილსა და მაისში ტიტულისთვის ვიბრძოლებთ". - განაცხადა დასასრულს ნორვეგიელმა.

წყარო: sports.ru
პრესკონფერენცია
41 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2021 14:51
  • სიახლეები: 2851
  • კომენტარები: 3904
ნუ თარგმნისას და კითხვისას აშკარა იყო ერთი რამ, რომ ამ მატჩს გულიანად გამარჯვებისტთის არ უდგება იმიტომ რომ მთელი ორიენტირება ამ მომეტნისტვის პრემიერ ლიგის თამაშისკენ აქვს მიმართული, ციტატა რომ ამოვიღო: "ეს გადამწყვეტი ტამაში არ არის, ტუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა". თუ რონალდუმ არ იყოჩღა ალბათ ოლე ერთი ქულითაც კმაყოფილი იქნება, რისკავს იმიტომ რომ 10 ან 12 ქულის აღებას ორი ტურის შემდეგ შეძლებს თუ არა ესეც არავინ იცის. ვიმედოვნებ რომ კარგ შეხვედრას და 3 ქულას დავდებთ. ფრედი და სკოტი ძირითადში იქნებიან დიდი ალბათობით.
0
№2
ავტორი: Irakli_Kandelaki
29 სექტემბერი 2021 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ისე კიდე ჯგუფში რომ ჩამვრჩეთ.
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 სექტემბერი 2021 14:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
დიდ წნეხია ოლე დიდი, სხვა გზა არაა უკვე. ტიტულების გარეშე ამ გუნდში მუშაობა მაინც წარუმატებლად ითვლება, რაც არ უნდა წინასთან შედარებით მაღალ საფეხბურზე აიყვანო, მაინც ტიტულია მთავარი, მითუმეტეს მაშინ, როცა უკვე 3 წელია მანჩესტერის მწვრთნელი გქვია და ნაკლებად მნიშვნელოვანი ტიტულიც კი არ მოგიგია. ამიტო კარგ იქნება თუ ამ მშიშარა და ფრთილ მიდგომას შეცვლის და იანგ ბოისს და ასეთ გუნდებს დაცვაში არ ჩაუდგება. თუნდაც 10 კაცით. კარგი იქნება, თუ ფრედს და მაკტომინეის ერთად არ ათამაშებს და უსაზღვროდ დიდ შეტევით რესუსრსს ამით არ შეამცირებს, კარგი იქნება თუ დაცვაში მდგომ გუნდებთანაც ისწავლიან თამაშს და სულ არაკრეატიულობის და წაგება-ფრის განცდა არ გვექნება გულშემატკივრებს. აი ამიტო მოდის ამდენი საფუძვლიანი კრიტიკა ოლეზე და ამას თვითონაც უნდა ხვდებოდეს. იმასაც უნდა ხვდებოდეს წესით რო ასეთი მიდგომით დიდი ტიტული ვერ მოვა, დიდი კი არა კარაბაოსაც ვერ ვიგებთ.

თუ ასე გაგრძელდა, და ტიტულის გარეშე დავრჩით სეზონის ბოლოს და კიდე იმით ვინყგეშებთ თავს რო ოთხეულში შევედით და ა.შ. მაშინ ბევრი კითხვა დაგროვდება და უკვე აღარ ვიცი ოლეს მანჩესტერულ კარიერას აზრი ექნება თუ არა. მანამდე კიდე მინდა რო გამოასწოროს სიტუაცია და ვგულშემატკივრობ მთელი გულით.
3
№4
ავტორი: ikeoni
29 სექტემბერი 2021 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ციტატა: Svani
ნუ თარგმნისას და კითხვისას აშკარა იყო ერთი რამ, რომ ამ მატჩს გულიანად გამარჯვებისტთის არ უდგება იმიტომ რომ მთელი ორიენტირება ამ მომეტნისტვის პრემიერ ლიგის თამაშისკენ აქვს მიმართული, ციტატა რომ ამოვიღო: "ეს გადამწყვეტი ტამაში არ არის, ტუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა". თუ რონალდუმ არ იყოჩღა ალბათ ოლე ერთი ქულითაც კმაყოფილი იქნება, რისკავს იმიტომ რომ 10 ან 12 ქულის აღებას ორი ტურის შემდეგ შეძლებს თუ არა ესეც არავინ იცის. ვიმედოვნებ რომ კარგ შეხვედრას და 3 ქულას დავდებთ. ფრედი და სკოტი ძირითადში იქნებიან დიდი ალბათობით.

ხოო ზუსტად და რატო ფიქრობს ესე ვერ გავიგე :((((
0
№5
ავტორი: Rooni
29 სექტემბერი 2021 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
რაღაც ოლე ძაან ატრაკებს ამ ბოლოდროს და ხოარმოვიდა წასვლის დრო მარა ვინღა უნდ ამოვიდეს სხვა
0
№6
ავტორი: united samudamod
29 სექტემბერი 2021 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად

სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად
0
№7
ავტორი: makaveli
29 სექტემბერი 2021 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Svani
ნუ თარგმნისას და კითხვისას აშკარა იყო ერთი რამ, რომ ამ მატჩს გულიანად გამარჯვებისტთის არ უდგება იმიტომ რომ მთელი ორიენტირება ამ მომეტნისტვის პრემიერ ლიგის თამაშისკენ აქვს მიმართული, ციტატა რომ ამოვიღო: "ეს გადამწყვეტი ტამაში არ არის, ტუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა". თუ რონალდუმ არ იყოჩღა ალბათ ოლე ერთი ქულითაც კმაყოფილი იქნება, რისკავს იმიტომ რომ 10 ან 12 ქულის აღებას ორი ტურის შემდეგ შეძლებს თუ არა ესეც არავინ იცის. ვიმედოვნებ რომ კარგ შეხვედრას და 3 ქულას დავდებთ. ფრედი და სკოტი ძირითადში იქნებიან დიდი ალბათობით.

რავი მე ძაან მარტივად ვფიქრობ რო ფეხბურთელებიდან უნდა ფსოქოლოგიური წნეხი მოხსნას და ისე ითამაშონ, უბრალოდ ამ ბოლო პერიოდში დიდი კრიტიკა შეხვდათ და რო არ შეიბოჭონ ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურად ზუსტად მაგიტო ლაპარაკიბს იმას რასაც ამბობს, და მსგავსი ბევრი მწვრთნელისგან მომისმენია, კლოპისგანაც ანჩელოტისგანაც და მოკლედ ჩვეულებრივი მომენტია და არ ნიშნავს იმას რო ფრეზე სათამაშოდ გაყავს გუნდი
0
№8
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2021 16:07
  • სიახლეები: 2851
  • კომენტარები: 3904
ციტატა: makaveli

მეც ეს მინდა, იმედია 3 ქულას დავდებთ.

ციტატა: united samudamod
სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად

სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად

gooooool. org მაგ საიტზე არის ლინკები მეგობარო.
0
№9
ავტორი: united samudamod
29 სექტემბერი 2021 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
[quote=Svani][quote=makaveli][quote=Svani]ნუ თარგმნისას და კითხვისას აშკარა იყო ერთი რამ, რომ ამ მატჩს გულიანად გამარჯვებისტთის არ უდგება იმიტომ რომ მთელი ორიენტირება ამ მომეტნისტვის პრემიერ ლიგის თამაშისკენ აქვს მიმართული, ციტატა რომ ამოვიღო: "ეს გადამწყვეტი ტამაში არ არის, ტუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა". თუ რონალდუმ არ იყოჩღა ალბათ ოლე ერთი ქულითაც კმაყოფილი იქნება, რისკავს იმიტომ რომ 10 ან 12 ქულის აღებას ორი ტურის შემდეგ შეძლებს თუ არა ესეც არავინ იცის. ვიმედოვნებ რომ კარგ შეხვედრას და 3 ქულას დავდებთ. ფრედი და სკოტი ძირითადში იქნებიან დიდი ალბათობით.[/quote]
რავი მე ძაან მარტივად ვფიქრობ რო ფეხბურთელებიდან უნდა ფსოქოლოგიური წნეხი მოხსნას და ისე ითამაშონ, უბრალოდ ამ ბოლო პერიოდში დიდი კრიტიკა შეხვდათ და რო არ შეიბოჭონ ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურად ზუსტად მაგიტო ლაპარაკიბს იმას რასაც ამბობს, და მსგავსი ბევრი მწვრთნელისგან მომისმენია, კლოპისგანაც ანჩელოტისგანაც და მოკლედ ჩვეულებრივი მომენტია და არ ნიშნავს იმას რო ფრეზე სათამაშოდ გაყავს გუნდი[/quote]
მეც ეს მინდა, იმედია 3 ქულას დავდებთ.

[quote=united samudamod]სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად

სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად[/quote]
gooooool. org მაგ საიტზე არის ლინკები მეგობარო.[/გაიხარე ძმის გულო მადლობა imedia tyvilad ar gadavcvale samsaxurshi smena da imedia revanSi iqneba
0
№10
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2021 21:15
  • სიახლეები: 2851
  • კომენტარები: 3904
[quote=united samudamod][quote=Svani][quote=makaveli][quote=Svani]ნუ თარგმნისას და კითხვისას აშკარა იყო ერთი რამ, რომ ამ მატჩს გულიანად გამარჯვებისტთის არ უდგება იმიტომ რომ მთელი ორიენტირება ამ მომეტნისტვის პრემიერ ლიგის თამაშისკენ აქვს მიმართული, ციტატა რომ ამოვიღო: "ეს გადამწყვეტი ტამაში არ არის, ტუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრაა". თუ რონალდუმ არ იყოჩღა ალბათ ოლე ერთი ქულითაც კმაყოფილი იქნება, რისკავს იმიტომ რომ 10 ან 12 ქულის აღებას ორი ტურის შემდეგ შეძლებს თუ არა ესეც არავინ იცის. ვიმედოვნებ რომ კარგ შეხვედრას და 3 ქულას დავდებთ. ფრედი და სკოტი ძირითადში იქნებიან დიდი ალბათობით.[/quote]
რავი მე ძაან მარტივად ვფიქრობ რო ფეხბურთელებიდან უნდა ფსოქოლოგიური წნეხი მოხსნას და ისე ითამაშონ, უბრალოდ ამ ბოლო პერიოდში დიდი კრიტიკა შეხვდათ და რო არ შეიბოჭონ ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურად ზუსტად მაგიტო ლაპარაკიბს იმას რასაც ამბობს, და მსგავსი ბევრი მწვრთნელისგან მომისმენია, კლოპისგანაც ანჩელოტისგანაც და მოკლედ ჩვეულებრივი მომენტია და არ ნიშნავს იმას რო ფრეზე სათამაშოდ გაყავს გუნდი[/quote]
მეც ეს მინდა, იმედია 3 ქულას დავდებთ.

[quote=united samudamod]სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად

სილქი ჩელსი ივეს აჩვენებს და თამაშჰამდე რამოდენიმე წუტიტ ადრე ლინკი მიჯიგრედ ვინმემ ძმურად[/quote]
gooooool. org მაგ საიტზე არის ლინკები მეგობარო.[/გაიხარე ძმის გულო მადლობა imedia tyvilad ar gadavcvale samsaxurshi smena da imedia revanSi iqneba[/quote]
imedia dzmao gaixare
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top