თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2019, 13:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3027,
კომენტარები: 33
ოლე: "არა მგონია, 3-4 კვირა ეყოს მის გამოჯანმრთელებას"
ოლე გუნარმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
ოლე:
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარნლის" დაუპირისპირდა. "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ 15 მატჩის შემდეგ პირველად მოახერხეს კარის მშრალად შენახვა, ოლე გუნარის გუნდმა მეტოქე 0-2 დაამარცხა და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

"იუნაიტედის" თავკაცმა მატჩის შემდგომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელზე, ბრენდონ უილიამსზე ისაუბრა: "მას აქვს ყველაფერი, რაც "იუნაიტედის" ბავშვს უნდა ჰქონდეს და ამიტომაც თამაშობს. არასდროს შემშინებია ნებისმიერი ტიპის მატჩში მისი გამოყენების".

ნორვეგიელმა ფრედის თამაში შეაფასა, რომელმაც ბოლო დროს თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა: "რამდენიმე თვის წინ ხალხი ალბათ იტყოდა, რომ "ბარნლისთან" გასვლა ფრედის შესაფერისი მატჩი არ არის, მაგრამ მან ძალიან მოუმატა".


სოლსკიაერმა მაკტომინეის ტრავმაზე ისაუბრა. შოტლანდიელმა ფეხბურთელმა "ნიუკასლთან" მატჩში დაზიანება მიიღო და "ოლდ ტრაფორდის" დატოვება ყავარჯნებით მოუწია.

"არა მგონია, 3-4 კვირა ეყოს მის გამოჯანმრთელებას, უფრო მეტი იქნება საჭირო. თუმცა, ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ თუ სხვებს სამი კვირა სჭირდებათ ტრავმის მოსაშუშებლად, მას ორიც ჰყოფნის" - განაცხადა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები
33 კომენტარი
№31
ავტორი: 100%Red
31 დეკემბერი 2019 22:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
როხო გაგვიშვია პსჟ-ში
ერიქსენზე იწერება რაღაცეები
ხვალ ვიგებთ
პს გილოცავტ დამდეეეგს wink wink wink
შემოვყარე კაი ინფოები :D
0
№32
ავტორი: giorgi_mg
31 დეკემბერი 2019 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დამდეგს გილოცავთ წითელო ეშმაკებო!
0
№33
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2020 01:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4083
ციტატა: Malboro463
ციტატა: PaLoMo
ისე მე მაგრად მაინტერესებს 4-4-2 როგორ ითამაშებენ წინ მარსიალი და რეში ან გრინვუდი ამ 3დან

ვეღარ ამართლებს ეგ ტაქტიკა თანაც არ გვყავს შესაფერისი ფეხბურთელები.
არც ძლიერი ექვსიანი გვყავს და არც ფლანგები. რეში SS ზე თუ ითამაშებს მარცხნივ ვინ დადგება?

ჩონგს და ჯეიმსს დავაყენებდი მე,მაგრამ ვინმიშვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top