თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2019, 13:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2832,
კომენტარები: 33
ოლე: "არა მგონია, 3-4 კვირა ეყოს მის გამოჯანმრთელებას"
ოლე გუნარმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
ოლე:
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარნლის" დაუპირისპირდა. "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ 15 მატჩის შემდეგ პირველად მოახერხეს კარის მშრალად შენახვა, ოლე გუნარის გუნდმა მეტოქე 0-2 დაამარცხა და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

"იუნაიტედის" თავკაცმა მატჩის შემდგომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელზე, ბრენდონ უილიამსზე ისაუბრა: "მას აქვს ყველაფერი, რაც "იუნაიტედის" ბავშვს უნდა ჰქონდეს და ამიტომაც თამაშობს. არასდროს შემშინებია ნებისმიერი ტიპის მატჩში მისი გამოყენების".

ნორვეგიელმა ფრედის თამაში შეაფასა, რომელმაც ბოლო დროს თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა: "რამდენიმე თვის წინ ხალხი ალბათ იტყოდა, რომ "ბარნლისთან" გასვლა ფრედის შესაფერისი მატჩი არ არის, მაგრამ მან ძალიან მოუმატა".


სოლსკიაერმა მაკტომინეის ტრავმაზე ისაუბრა. შოტლანდიელმა ფეხბურთელმა "ნიუკასლთან" მატჩში დაზიანება მიიღო და "ოლდ ტრაფორდის" დატოვება ყავარჯნებით მოუწია.

"არა მგონია, 3-4 კვირა ეყოს მის გამოჯანმრთელებას, უფრო მეტი იქნება საჭირო. თუმცა, ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ თუ სხვებს სამი კვირა სჭირდებათ ტრავმის მოსაშუშებლად, მას ორიც ჰყოფნის" - განაცხადა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები
33 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
29 დეკემბერი 2019 23:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ჰალანდის ამბავი უნდა მეწყინოსთქო არ მგონია,რადგანაც მიმაჩნია რომ 9ზე პრობლემა არ გვიდგას და რატომ?ღმერთმა ნუ ქნას და დაიმტვრეს მარსიალი მაგ პოზიციაზე ჭკუა რო ქონდეს ოლეს რეშს კი არა გრინვუდს უნდა აყენებდეს.ცენტრის პრობლემაა მოსაგვარებელო რაც ორივე წინ და უკან რგოლს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.ის რომ წინ ვერ ვართ კარგები ეგეც ცენტრის ბრალია და უკანაც რომ ამდენი გაგვდის ეგეც.ხოდა ცენტრს მიხედე ხვდელიძე ცენტრს.
არ მჯერა ოლესი და რა ვქნა,თორე ზაფხულშივე უნდა გადაედგა ნაბიჯები ამის მოსაგვარებლად
0
№12
ავტორი: T0nn1111
29 დეკემბერი 2019 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
აგერ ძმაო კომენტარებს გადავხედე და ყველა სწორ ანალიზს აკეთებს ყველა ერთ აზრზე ვართ რო ცენტრი და ნახევარდაცვა გასაძლიერებელია, ჩვენ ვხვდებით და ოლე დავიჯერო ვერ ხვდებაა თუ რატო პასიურობს ?
0
№13
ავტორი: GEORGE22
29 დეკემბერი 2019 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ცენტრი აუცილებლაად იქნება ან ზამთარში ან ზაფხულში,უბრალოდ ცოტაა ძნელია ცენტრში პოგბა მატიჩის დონე გყავდეს,პლიუს ახალგაზრდა სკოტი-პერეირა,რომელსაც შანსი უნდა მისცე და პლიუს ფრედი და აკადემიელი გარნერი,ალბათ ამიტომ შეიკავა ოლემ თავი ცენტრალური ნახ მცველის ყიდვისგან რომ,აქედან ოთხი კაცისთვის თავის გამოჩენის შანსი მიეცა,რაც ფრედზე და სკოტზე კარგად აისახა,პერეირა კიდევ ათზე უფრო კარგია,თუმცა ბევრი აქვს სამუშაო,როგორც პერეირას ისე ფრედს,ნუ ძალიან გარისკა ოლეგამ,თუმცა თუ მას დრო მისცეს დიდი შემადგენლობის გადასახალისებლად და წელს არ მოსთხოვეს რაიმეს მოგება და რამე ისეთი შედეგი,შეიძლება სწორი ნაბიჯიც იყოს.
ისე სიამოვნებით ვიხილავდი საულ ნიგესს მანჩესტერის რვა ნომრად,ძალიან მოუხდებოდა ამ გუნდს.
0
№14
ავტორი: PaLoMo
30 დეკემბერი 2019 01:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
აიტი ჟესუსს ყიდის და ეცადონ ყიდვას იქნებ გადმოვიდეს ჩვენთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: makaveli
30 დეკემბერი 2019 03:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: PaLoMo
აიტი ჟესუსს ყიდის და ეცადონ ყიდვას იქნებ გადმოვიდეს ჩვენთან.

მე და შენ რაც ვაკვირდები სუ ერთ აზრზე ვართ ხოლმე და არ თქვა ეხლა მარსიალს მირჩევნიაო :D

ერთი ზუსტად მაგაში ვერ დაგეთანხმები რო ჟესუსი გვჭირდება ეხლა
0
№16
ავტორი: sergi070
30 დეკემბერი 2019 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
სკოტის ტრავმა მეწყინა, მალე გამოჯანმრთელდეს.... გამოუცდელობით მოუვიდა ეგ, ეგრევე ყვითელი მიიღო, მაგრამ ისევ აგრესიულად გააგრძელა და გაგდება არ ასცდებოდა ალბათ რომ არ შეეცვალათ, გამოცდილების ამბავია, ახლა სისხლი უყივის, ლიდერობას ცდილობს და ამიტომაც მოინდომა ზედმეტი, სამწუხაროდ ტრავმით დამთავრდა.... გამოცდილ გუნდებში არიან ისეთი ფეხბურთელები (პროვოკატორები) გამოუცდელ ბიჭებზე რომ ნადირობენ და თამაშის დროს ათას პროვოკაციებს უწყობენ რომ წამოიკიდონ და გააგდებინონ, აი ეს ცივსისხლიანობა უნდა გამოუმუშავდეს სკოტის, თორემ თავისი ჟილკით შეიძლება ბევრჯერ დააღალატოს გუნდი... დროთა განმავლობაში მოვა ეს გამოცდილებაც

რაც შეეხება აქ დაწერილ ბევრ კომენტარებს: ეს უნდა ეყიდა, ამის ყიდვა აუცილებელია, ეს როგორ არ იყიდეს, ფინანსურად ასეთი შესაძლებლობა აქვს გუნდს, ასეთი მიდგომა რომ არასწორია როგორც იქნა მიხვდნენ. აგერ ჰალანდის მაგალითზე ჩანს რომ, აწი ფულს უაზროდ აღარ გადაყრიან, რა ჩემი ფეხები ითამაშა ასეთი რომ ეგრევე 6-8 მილიონი წლიური ხელფასი დაირტყა ბიჭმა? 19 წლის ღლაპმა..... არ გამოდის ასე საქმე, ჯერ უნდა დაამტკიცოს ძლიერ ლიგაში რისი ტ-რაკი აქვს, იმდენი გინახავს ერთი სეზონი იფრენია და მერე 3 სეზონი სკამზე მჯდარა... იმის თქმა მინდა რომ ოლე სწორად მოიქცა ფეხები რომ არ ფშიკა გინდა თუ არა მიყიდეთო, არის გუნდში რამდენიმე კარგი ახალგაზრდა რომელსაც ძალიან სწრაფი პროგრესი შეუძლია (გრინვუდი ჰყავდეს და დრო არ მისცეს დანაშაულია, 18 წლისაა ჯერ და ჰალანდზე პერსპექტიული).... მოკლედ ეს სეზონი არის ასეთი პრინციპით: თეთრი და შავი აბანოში რომ გამოჩნდება... აკადემია და ძირითადი უნდა გასუფთავდეს, ბალასტი მოცილდეს, აცდიან ვის რისი შნო აქვს და ამ ზაფხულს იაქტიურებენ, მგონია ვინმე თუ არ დაიტრავმა და რომელიმე პოზიციაზე კრიზისი არ შეიქმნა არც არავის იყიდიან ამ ზამთარს...
0
№17
ავტორი: bziki
30 დეკემბერი 2019 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
sergi070
დაიტრამვა უკვე და კრიზისიცაა.
რეშს ოდნავ დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევდა გადაღლილობას.
მარსიალის გარდა ფორვარდი არაა გუნდში,სეზონის სტარტზე რეში და გრინვუდი განიხილებოდნენ მარსიალის ალტერნატივად მაგრამ გამოჩნდა უკვე რო მაგ ალტერნატივით თამაშები ისე დამთავრდა კარში ვერ დავარტყით,რო ვთქვა მარსიალი ბრდღვნის და თამაშში 6-7 ჯერ გადის დასარტყმელ პოზიციაზე ეგრეც არაა:) მარსიალის დონის ფორვარდები იუვეში განაცხადში ვერ ხვდებიან არათუ სკამზე:)კარგი აქ გვიყვარს მარსიალი და გვინდა ძირითადის ფორვარდათ განიხილებოდეს მარა მაგის გამო არავინ მოიყვანონ მაგარი ცირკია,რას ვურებით მარსიალს მერე ეგ მაგარია რას ვუშრებით და გაათბობს სკამს თუ ის მოყვანილი უკეთესი აღმოჩნდება.
0
№18
ავტორი: Dato kutaisi
30 დეკემბერი 2019 12:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: bziki
sergi070
დაიტრამვა უკვე და კრიზისიცაა.
რეშს ოდნავ დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევდა გადაღლილობას.
მარსიალის გარდა ფორვარდი არაა გუნდში,სეზონის სტარტზე რეში და გრინვუდი განიხილებოდნენ მარსიალის ალტერნატივად მაგრამ გამოჩნდა უკვე რო მაგ ალტერნატივით თამაშები ისე დამთავრდა კარში ვერ დავარტყით,რო ვთქვა მარსიალი ბრდღვნის და თამაშში 6-7 ჯერ გადის დასარტყმელ პოზიციაზე ეგრეც არაა:) მარსიალის დონის ფორვარდები იუვეში განაცხადში ვერ ხვდებიან არათუ სკამზე:)კარგი აქ გვიყვარს მარსიალი და გვინდა ძირითადის ფორვარდათ განიხილებოდეს მარა მაგის გამო არავინ მოიყვანონ მაგარი ცირკია,რას ვურებით მარსიალს მერე ეგ მაგარია რას ვუშრებით და გაათბობს სკამს თუ ის მოყვანილი უკეთესი აღმოჩნდება.

გეთანხმები,მაგრამ მარსიალი რომ დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გადის ეგ ცენტრის ბრალი რომაა ამაშიც შევთანხმდეთ.არც ფლანგები ვარგა რადგანაც ჯეიმსის გაქცევა მარტო,თუ არ ჩააწოდა კარგად არაფრის მომტანი რო არაა ეგეც ფაქტია.რეშია და თუ ოდნავ მცველი ჩამოიტოვა ტყვარჩელიდან ურტყამს ნაცვლად იმისა რომ პასი გააკეთოს.ფლანგის მცველებია და ბისაკა წინ ნულია,შოუ ნაღდად არაა ის დონე რომელიც ფლანგის შეტევას აძლიერებს.აი ვილიამსი თავისი ახალგაზრდული თავხედობით ახერხებს და ამწვავებს.მაგრამ პარადოქსია ისიც რომ ტანმაღალი ცენტრი არ გყავდეს და მთელი თამაში აწვდიდე მაღალ ბურთს.დაბალი პრასტრელი ამათ არ იციან და მაღალზე კიდე პრემიერ ლიგაში ისეთი აყუდებული მცველებია ძნელია მარსიალმა მოიგოს თავი.მოკლედ მაშინ როცა ოლეს სტილს თამაშობ მაღალი ცენტრი წესით არ გჭირდება მაგრამ ტვინგახსნილი ფლანგები და მოაზროვნე 10ანი გჭირდება.ამ ათიანზეა და ლინგარდი და პერეირა დაიტოვა და კონტრაქტები განუახლა.ეს უვიცობაა და მეტი არაფერი.
მე მგონია რომ ოლე თავად არაა ჯერ ჩამოყალიბებული რა უნდა რომ მიიღოს და უბრალოდ საკუთარ ნაბჟუტურებს ვერ ახტება და ფულის ხარჯვასაც მიტომ ერიდება.ვერ რისკავს გაიწიოს კაი ფეხბურთელებზე რომ მერე წნეხი თვითონ არ დააწვეს
0
№19
ავტორი: bziki
30 დეკემბერი 2019 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Dato kutaisi
ცუდი ფორვარდი ნაღდათ არ დადგება მარსიალი საბოლოო ჯამში ააქ კლასი, მაგრამ ბევრად მეტს უნდა იღებდეს თავის თავზე თამაში ისე სრულდება კარში ერთი დარტყმა აქ ხოლმე.
აი გრინვუდს ძალიან ბევრი აქ გასავლელი,მაქსიმუმი მაგის გამოყენება 15-20 წუთი შეილება,პრინციპში იდეალურ დროს აძლევს ოლე მაგაზე მეტი დრო უბრალოდ შეცდომა იქნება არაა უფრო მეტისთვის მზად მარტივად ეტყობა.
გვინდა ფორვარდი აუცილებლად ზამთარშივე.
ნახევარმცველიც რო გვინდა ეგეც მარტივი ამბავია 10 დღეში 4 თამაში გვიწევს კიდე რო არავინ დაიმტვრეს მაგაზე ილოცონ ოლემ და ფელანმა
0
№20
ავტორი: platon
30 დეკემბერი 2019 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
არსენალი ჩვენთან გამოიბამს ფრთებს ხო ვიცი ისეთი იღბლიანები ვართ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top