თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2019, 13:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2841,
კომენტარები: 33
ოლე: "არა მგონია, 3-4 კვირა ეყოს მის გამოჯანმრთელებას"
ოლე გუნარმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
ოლე:
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარნლის" დაუპირისპირდა. "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ 15 მატჩის შემდეგ პირველად მოახერხეს კარის მშრალად შენახვა, ოლე გუნარის გუნდმა მეტოქე 0-2 დაამარცხა და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

"იუნაიტედის" თავკაცმა მატჩის შემდგომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელზე, ბრენდონ უილიამსზე ისაუბრა: "მას აქვს ყველაფერი, რაც "იუნაიტედის" ბავშვს უნდა ჰქონდეს და ამიტომაც თამაშობს. არასდროს შემშინებია ნებისმიერი ტიპის მატჩში მისი გამოყენების".

ნორვეგიელმა ფრედის თამაში შეაფასა, რომელმაც ბოლო დროს თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა: "რამდენიმე თვის წინ ხალხი ალბათ იტყოდა, რომ "ბარნლისთან" გასვლა ფრედის შესაფერისი მატჩი არ არის, მაგრამ მან ძალიან მოუმატა".


სოლსკიაერმა მაკტომინეის ტრავმაზე ისაუბრა. შოტლანდიელმა ფეხბურთელმა "ნიუკასლთან" მატჩში დაზიანება მიიღო და "ოლდ ტრაფორდის" დატოვება ყავარჯნებით მოუწია.

"არა მგონია, 3-4 კვირა ეყოს მის გამოჯანმრთელებას, უფრო მეტი იქნება საჭირო. თუმცა, ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ თუ სხვებს სამი კვირა სჭირდებათ ტრავმის მოსაშუშებლად, მას ორიც ჰყოფნის" - განაცხადა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები
33 კომენტარი
№21
ავტორი: sergi070
30 დეკემბერი 2019 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ციტატა: bziki
Dato kutaisi
ცუდი ფორვარდი ნაღდათ არ დადგება მარსიალი საბოლოო ჯამში ააქ კლასი, მაგრამ ბევრად მეტს უნდა იღებდეს თავის თავზე თამაში ისე სრულდება კარში ერთი დარტყმა აქ ხოლმე.
აი გრინვუდს ძალიან ბევრი აქ გასავლელი,მაქსიმუმი მაგის გამოყენება 15-20 წუთი შეილება,პრინციპში იდეალურ დროს აძლევს ოლე მაგაზე მეტი დრო უბრალოდ შეცდომა იქნება არაა უფრო მეტისთვის მზად მარტივად ეტყობა.
გვინდა ფორვარდი აუცილებლად ზამთარშივე.
ნახევარმცველიც რო გვინდა ეგეც მარტივი ამბავია 10 დღეში 4 თამაში გვიწევს კიდე რო არავინ დაიმტვრეს მაგაზე ილოცონ ოლემ და ფელანმა

აი 10 იანზე რომ მოიყვანონ ვინმე გამოცდილი, ამ ეტაპზე ერიქსენიც გამოდგება,,, ძალიან ბევრ პრობლემას გადაჭრიდა. ძალიან ბევრი ნიუანსია რასაც ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ, მაგალითად: რაშფორდი რომ დატვირთულია გასაგებია მაგრამ განა ასე დატვირთული არაა მანე, კეინი, სალაჰი? ასეა ძმაო უნდა გაქაჩოს, თავს ზემოთ უნდა ახტეს. აბა კონტრაქტზე რომ მიდგა საქმე და მაქსიმუმი სანამ არ მიიღო მანამდე არ ოაწერა ხელი? მანეზე მეტი ხელფასი რომ გაქვს მანეზე მეტიც მოგეთხოვება, ახლა კონკრეტულად იმაზე თუ რატომაა ასე გადაღლილი: იმიტომ რომ თამაშების 95% ისე მიდის ბოლომდე დაძაბულობაა, ვერ კლავენ თამაშებს, ვერ იტანენ გასატან ბურთებს. 60 წუთში რომ 1:0 იგებ და 4-5 საგოლე მომენტს ვერ იყენებ მიტომ გიწევს მერე 90 წუთი ცხენივით სირბილი, გარდა ფიზიკურისა, მორალურად და ფსიქოლოგიურად იღლები და ეგაა მთავარი პრობლემა, მერე ვეღარც ოლე ცვლის თავის დროზე და ვერ ასვენებს, მგონია რომ კარგი 10 იანი ამ პრობლემას მთლიანად თუ არა სანახევროდ მაინც გადაჭრის, ცენტრი და თავდასხმა რომ შეაკავშიროს, საგოლე პასი გააკეთოს, და თამაშის რითმი აკონტროლოს
0
№22
ავტორი: Karanadze
30 დეკემბერი 2019 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Konkurencia yvela poziciaze aris sachiro. Magram isetic ara ro axalgazrdebi chakla. Exlandel fexburtshi kargi fexburtelis yidvisas unda shepirde aucileblad dziritads ise aravin modis da roca dziritadi aq garantirebuli kidia kidec. Akademia mitoa kargi rom uyvart gundid a ar garbian zamenidan sxva klubebshi. Naxevar dacvas rac sheexeba 10 nomeri ari dzalian sachiro pirveli shenadzeni unda iyos. Sanchos rom idzaxit me ratomgac sul ar minda eg ragac cimcima varskvlavi.
0
№23
ავტორი: Jashi96
30 დეკემბერი 2019 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ეხლა ვუყურებ კომენტარებს და მაგრადვკაიფობ იმაზე რო ზოგმა როგორ არიცის ფეხბურთი ვინც იძახის პირდაპირ რო ოლე უნდა წავიდეს :) )))))))))))))))))
0
№24
ავტორი: BARAATTT
30 დეკემბერი 2019 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
რატოო არ ვიცით ფეხბურთი ძმაააა ერთი წლის მანძილზე რაიმე კომბინირებული შეტევა ნახე შენ ? თუნდაც ფარჩაკ გუნდებთააან ???? ყველანიი რო პროფესორობთ რატო გჯერათ ამ ****იიის მაგარი მწვრთნელობის განაგებინეთ რაააააა .. თუ იმით ამართლებთ რო ბანძი იგროკები გვყავს ჩართე ლეიფციგის თამაშს უყურეეე მაგაზე მაგარი გუნდი თუ აღარ გვყავს და არ ვიცი მე ძმაოოო და მწვრთვნელი რა შუაშიაოო მოდიი რა ყველამ ჩვენ ჩვენი აზრი ვიქონიოთ და სხვას ნუ ვაყენებთ შეურაცხყოფას ვიდაც გჯერათ ოლესი გჯეროდეთ ამას სულ რო 9 მესი მისცე ტიპმა არ იცის როგორ ითამაშოს პირველ ნომრად და რისი იმედი გაქვთ ვაფშე
0
№25
ავტორი: PaLoMo
30 დეკემბერი 2019 23:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: makaveli
ციტატა: PaLoMo
აიტი ჟესუსს ყიდის და ეცადონ ყიდვას იქნებ გადმოვიდეს ჩვენთან.

მე და შენ რაც ვაკვირდები სუ ერთ აზრზე ვართ ხოლმე და არ თქვა ეხლა მარსიალს მირჩევნიაო :D

ერთი ზუსტად მაგაში ვერ დაგეთანხმები რო ჟესუსი გვჭირდება ეხლა

მირჩევნია არა,მე ვერნერი მირჩევნიანყველას,მაგრამ ვის მოყავს?უბრალოდ ახალგაზრდაა და მაგარი ფორვარდია ძმაო.

მოკლედ ამ ზამთარში ერიკსენი იქნება ყველაზე კარგი ტრანსფერი თუ მოხერხდა თან ასე იააფად.მამენტ 30მილიონსაც გასცენდა მასში კაცი,მაგრამ დაველოდოთ.

ისე მე მაგრად მაინტერესებს 4-4-2 როგორ ითამაშებენ წინ მარსიალი და რეში ან გრინვუდი ამ 3დან რომელიმე 2 რო დააყენოს და ფლანგებზე ჯეიმსი და თუნდაც ლინგარდი ან ჩონგი.ვფიქრობ გაამართლებს,მაგრამ აბა ვინ მიჯერებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№26
ავტორი: Malboro463
31 დეკემბერი 2019 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: PaLoMo
ისე მე მაგრად მაინტერესებს 4-4-2 როგორ ითამაშებენ წინ მარსიალი და რეში ან გრინვუდი ამ 3დან

ვეღარ ამართლებს ეგ ტაქტიკა თანაც არ გვყავს შესაფერისი ფეხბურთელები.
არც ძლიერი ექვსიანი გვყავს და არც ფლანგები. რეში SS ზე თუ ითამაშებს მარცხნივ ვინ დადგება?
0
№27
ავტორი: JuanMata
31 დეკემბერი 2019 11:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მაკტომინეის 8 კვირა გაუცდებაო დაწერეს.
ეს კიდევ ერთი ბიძგი უნდა იყოს იმის, რომ ცენტრში ხალხი დავიმატოთ.
გასაგებია, რომ ახლა პოგბა და მატიჩი მწყობრში არიან და ნაკლებად პრობლემური იქნება სკოტის ტრავმა, მაგრამ 10-იანის პრობლემა მაინც მოუგვარებელია.

ჰალანდს რაც შეეხება, 20 მილიონად არ იყო ცუდი ვარიანტი, მაგრამ მამამისს ცალკე ფული უნდოდა, რაიოლას ცალკე, პლიუს 8 მილიონი ხელფასი და რაიოლას კიდევ პოგბას ტრანსფერის ჩართვა უნდოდა მოლაპარაკებებში. მოკლედ რაიოლას ფეხბურთელების ყოლა გუნდში ცალკე თავის ტკივილია.
ჟოზეს მეორე სეზონის სიტუაციას მაგონებს ახლანდელი მდგომარეობა, როცა რეში და მარსიალი ხოდზე მოვიდნენ და კარგად თამაშობდნენ, მერე მოვიდა სანჩესი და ყველაფერი აირია.

მე მივცემდი შანსს ამ სეზონში ჩვენს თავდამსხმელებს და კარგ ნახევარმცველს მოვიყვანდი, რომელიც უფრო მეტად დაეხმარება გოლების გატანაში.
0
№28
ავტორი: bero123
31 დეკემბერი 2019 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
https://goal.ge/news/136213-raiola-pogbas-momavlis-shesaxeb-saboloo-gadawyvetile
ba-ukve-migebulia.html
0
№29
ავტორი: 100%Red
31 დეკემბერი 2019 16:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ხვალ გავაჩუქონ ბიჭებმა 3 ქულა საახალწლოდ wink
აუ არსენალი მინდა რო მოვჭიმოთ
თან ალეწილი სასტავი ყავთ იმგენს ჩვენთან შედარებით, ჩვენ მარტო სკოტი გამოგაკლდება
0
№30
ავტორი: Dato kutaisi
31 დეკემბერი 2019 16:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: bero123
https://goal.ge/news/136213-raiola-pogbas-momavlis-shesaxeb-saboloo-gadawyvetile

ba-ukve-migebulia.html

რაო ნეტა რაიოლა განდილამ ვერ ვუიდი ჩამოწვა საქონელიო?:))მეტი ეკუთვნის მაგ ფურთხით გაკეთებულ ტიპს.პოგბა კიდე რაც უფრო მალე გამოიხედავს თვალებში უკეთესი მისი კარიერისთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top