თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2018, 21:08
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3919,
კომენტარები: 34
მხითარიანი გუნდელებს დაემშვიდობა
უდიდესი ალბათობით მხითარიანმა კარინგტონი საბოლოოდ დატოვა.
მხითარიანი გუნდელებს დაემშვიდობა
''dailymail'' იუწყება, რომ მხითარიანი ''იუნაიტედის'' ფეხბურთელებს და სტაფს დაემშვიდობა. მათი ინფორმაციით მან ''კარინგტონი'' საბოლოოდ დატოვა. სომეხი ფეხბურთელი მას შემდეგ გადავა ''არსენალში'', როდესაც მისი აგენტი მინო რაიოლა მოლაპარაკებებს დაასრულებს.

''იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, მანჩესტერის დროით 12:45-ზე, გააკეთა განცხადება, რომ ახალი არაფერი იყო. მან თქვა, რომ მხითარიანი ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა მოგვიანებით იგი განაცხადში არ შეიყვანა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მხითარიანმა კარინგტონი დატოვა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვა ფეხბურთელები იქ იყვნენ.

''ეს იყო ძალიან სევდიანი''-განაცხადა ''dailymail''-ის ინფორმატორმა. ''მხითარიანი ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ''იუნაიტედში. ჩვენ ვიცით, რომ იგი ამ გარიგებით არ არის ბედნიერი. მას არ სურდა წასვლა, ხვდება, რომ ''არსენალში'' გადასვლით მეტ სათამაშო დროს მიიღებს, თუმცა ერჩივნა გუნდის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კლუბის მაგივრად თავად მიეღო.

მხითარიანი რომელიც 26 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა დორტმუნდის ''ბორუსიადან'', მხოლოდ 18 თვე დაჰყო ''მანჩესტერ იუნაიტედში''. ახლა მოსალოდნელია, მისი ლონდონში გამგზავრება, რათა შეხვდეს თავის აგენტს მინო რაიოლას და საბოლოოდ დაასრულოს ტრანსფერი.

წყარო:http://www.dailymail.co.uk
ახალი ამბები
34 კომენტარი
№31
ავტორი: kantona-7
20 იანვარი 2018 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
gaixaree zma
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№32
ავტორი: ana maniu
20 იანვარი 2018 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
xo mshvidobaa xalxo ragac zn pasiurobaa dges siaxleebi chorebi sixaruli siyvaruli da yvelaperi kai gvaklia dges
0
№33
ავტორი: Dato kutaisi
20 იანვარი 2018 22:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3200
მხითარიანის მთავარ პლიუსად ვთვლი მის შრომისმოყვარეობას ტიპმა თავისი შრომით ძალიან ბევრს მიაღწია.შეიძლება ისიც ითქვას, რომ არასწორად მოვექეცით მაგრამ ჩემი აზრით არასწორად არ მოვქცევივართ.აქ გაფუჭდებოდა იქ კიდე შანსი ექნება განვითარდეს.
რო მოვიდა ჩვენთან მოუმ მოქოქა თორე თავიდან რაც იყო გემახსოვრებათ.მაგრამ ახლა რამდენი ათამაშა ძალიან აჭრილი იყო საერთოდ ბურთს ვერ იმაგრებდა და ორთაბრძოლებში ძალიან სუსტი იყო არაზუსტი პასები ბლომად ქონდა და არ არის მანჩესტერი ის გუნდი და თან მოუც ის მწვრთნელი რომ ასე გადაბმულად მოგცეს შანსები და შენ ანიავო ეს ყველაფერი.დაცვაში გუნდს ვერ ეხმარებოდა.აი მარსიალიც ეგრე იყო მაგრამ აიძულა მოუმ რო ამ ასპექტშიც დახვეწილიყო თუ თამაში უნდოდა და რასაც შვება კი ხედავთ.მე გერმანიიდან ჩვენთან გადმოსულების არ მწამს ვერ ამართლებენ მოლოდინებს.სანჩესი სხვა კალიბრის იგროკია და ამათი შედარება ზოგადად უაზრობა იქნება ისედაც საფეხბურთო კუთხითაც.ასე რომ მადლობა დამსახურებისთვის და წარმატებები კარიერაში
0
№34
ავტორი: Svanchester
21 იანვარი 2018 00:06
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
მადლობას გიხდით სომეხ ყველაფრისთვის.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top