თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2018, 21:08
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3919,
კომენტარები: 34
მხითარიანი გუნდელებს დაემშვიდობა
უდიდესი ალბათობით მხითარიანმა კარინგტონი საბოლოოდ დატოვა.
მხითარიანი გუნდელებს დაემშვიდობა
''dailymail'' იუწყება, რომ მხითარიანი ''იუნაიტედის'' ფეხბურთელებს და სტაფს დაემშვიდობა. მათი ინფორმაციით მან ''კარინგტონი'' საბოლოოდ დატოვა. სომეხი ფეხბურთელი მას შემდეგ გადავა ''არსენალში'', როდესაც მისი აგენტი მინო რაიოლა მოლაპარაკებებს დაასრულებს.

''იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, მანჩესტერის დროით 12:45-ზე, გააკეთა განცხადება, რომ ახალი არაფერი იყო. მან თქვა, რომ მხითარიანი ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა მოგვიანებით იგი განაცხადში არ შეიყვანა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მხითარიანმა კარინგტონი დატოვა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვა ფეხბურთელები იქ იყვნენ.

''ეს იყო ძალიან სევდიანი''-განაცხადა ''dailymail''-ის ინფორმატორმა. ''მხითარიანი ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ''იუნაიტედში. ჩვენ ვიცით, რომ იგი ამ გარიგებით არ არის ბედნიერი. მას არ სურდა წასვლა, ხვდება, რომ ''არსენალში'' გადასვლით მეტ სათამაშო დროს მიიღებს, თუმცა ერჩივნა გუნდის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კლუბის მაგივრად თავად მიეღო.

მხითარიანი რომელიც 26 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა დორტმუნდის ''ბორუსიადან'', მხოლოდ 18 თვე დაჰყო ''მანჩესტერ იუნაიტედში''. ახლა მოსალოდნელია, მისი ლონდონში გამგზავრება, რათა შეხვდეს თავის აგენტს მინო რაიოლას და საბოლოოდ დაასრულოს ტრანსფერი.

წყარო:http://www.dailymail.co.uk
ახალი ამბები
34 კომენტარი
№21
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2018 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Warmatebebiii mikis magram arsenalshi Ra warmateba unda qondes dzmao:)))))
0
№22
ავტორი: ManchesterU
20 იანვარი 2018 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
Arsenaaaa naxet ra magrad atamashebs amas
0
№23
ავტორი: JuanMata
20 იანვარი 2018 03:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
უნდა წასულიყო, აქ დიდად შანსი არც ექნებოდა და არსენალის თამაშს ძაან მაგრად მოერგება, იქ ბევრად უკეთესი გახდება.
0
№24
ავტორი: kobinio
20 იანვარი 2018 04:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Cagebyli matchebi gaixsenet sadac daseirnobda da advilad gadaitant mis casvlas
0
№25
ავტორი: sandroo
20 იანვარი 2018 10:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: Alexis7
მოიცა ფულს არ უმატებენ ისე ცვლიან ვითომ? რაღაც არამგონია.. ერთი 25 მილიონი მაინც კიდევ დასამატებელია.. მხითარიანში გაცვლა პირდაპირ რაღაც უხერხულობას ქმნის ამხელა დონის იგროკისთვის :D

ზამთარში სულ უფასოდ წამოვიდოდა და არსენალს ეს გარიგება აწყობს
0
№26
ავტორი: Lalana
20 იანვარი 2018 11:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ამ სეზონში მაიკლ ქერიქი ასრულებს კარიერას და როგორც ჟოზემ თქვა მუშაობას სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.
0
№27
ავტორი: Manstark_United
20 იანვარი 2018 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მხითარიანი არის კარგი მოთამაშე.მაგრამ არა მანჩესტერ იუნაიტედის დონის.დღეს ჟოზე მოურინიო ქმნის გუნდს,რომელიც უნდა იყოს დაცვაში კარგი და შეტევაში უშეცდომო (მოგვწონს ეს თუ არა,ჟოზეს ტაქტიკა სწორედ ესაა). მხითარიანმა შეიძლება გააკეთოს ასისტი ძალიან კარგ მომენტში,მაგრამ ბევრ სხვა მომენტში გააფუჭებს 100% მომენტს.ვერ შეინარჩუნებს წონასწორობას და წაიქცევა.
იქედან გამომდინარე,რომ წინა სეზონში ევროპა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.ასე გაცვლაში და ხურდაში გაშვება არ მინდოდა.მაგრამ,მოცემულ სიტუაციაში,როცა გუნდში შეტევითი პოტენციალი ეცემა და გვჭირდება მუშა/სტაბილური ფეხბურთელი ისეთი როგორიც სანჩესია,ვამართლებ მოურინიოს გადაწყვეტილებას და ჩემი აზრით,ეს საუკეთესო ვარიანტია ამ ფანჯარაზე,რაც შეიძლებოდა ჟოზეს გაეკეთებინა.
0
№28
ავტორი: Buk777
20 იანვარი 2018 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Barlistan gvaqvs kaibrebaanshibasagebi nabozvrebia egeni orit oribgvetamashes saxlshi
0
№29
ავტორი: kantona-7
20 იანვარი 2018 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
siaxleebi araferia?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№30
ავტორი: JuanMata
20 იანვარი 2018 14:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
ამ სეზონში მაიკლ ქერიქი ასრულებს კარიერას და როგორც ჟოზემ თქვა მუშაობას სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.


ეგ კარგი ამბავია (სამწვრთნელო შტაბში რომ იქნება), რატომღაც კერიკის უფრო მჯერა, ვიდრე გიგზის. უკეთესი მწვრთნელი იქნება.

ციტატა: kantona-7
siaxleebi araferia?


ზოგი წერს დღეს უკვე მანჩესტერში იქნება სანჩესი და სამედიცინო შემოწმებას გაივლისო, ზოგი წერს რომ უკვე იქაა.

მოკლედ მოვა სანჩესი, დღეს ან უფრო ხვალ ოფიციალურად გამოაცხადებენ, სანჩესს ჩვენთან და მხითოს ლონდონში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top