თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2018, 21:08
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3919,
კომენტარები: 34
მხითარიანი გუნდელებს დაემშვიდობა
უდიდესი ალბათობით მხითარიანმა კარინგტონი საბოლოოდ დატოვა.
მხითარიანი გუნდელებს დაემშვიდობა
''dailymail'' იუწყება, რომ მხითარიანი ''იუნაიტედის'' ფეხბურთელებს და სტაფს დაემშვიდობა. მათი ინფორმაციით მან ''კარინგტონი'' საბოლოოდ დატოვა. სომეხი ფეხბურთელი მას შემდეგ გადავა ''არსენალში'', როდესაც მისი აგენტი მინო რაიოლა მოლაპარაკებებს დაასრულებს.

''იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, მანჩესტერის დროით 12:45-ზე, გააკეთა განცხადება, რომ ახალი არაფერი იყო. მან თქვა, რომ მხითარიანი ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა მოგვიანებით იგი განაცხადში არ შეიყვანა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მხითარიანმა კარინგტონი დატოვა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვა ფეხბურთელები იქ იყვნენ.

''ეს იყო ძალიან სევდიანი''-განაცხადა ''dailymail''-ის ინფორმატორმა. ''მხითარიანი ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ''იუნაიტედში. ჩვენ ვიცით, რომ იგი ამ გარიგებით არ არის ბედნიერი. მას არ სურდა წასვლა, ხვდება, რომ ''არსენალში'' გადასვლით მეტ სათამაშო დროს მიიღებს, თუმცა ერჩივნა გუნდის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კლუბის მაგივრად თავად მიეღო.

მხითარიანი რომელიც 26 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა დორტმუნდის ''ბორუსიადან'', მხოლოდ 18 თვე დაჰყო ''მანჩესტერ იუნაიტედში''. ახლა მოსალოდნელია, მისი ლონდონში გამგზავრება, რათა შეხვდეს თავის აგენტს მინო რაიოლას და საბოლოოდ დაასრულოს ტრანსფერი.

წყარო:http://www.dailymail.co.uk
ახალი ამბები
34 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
19 იანვარი 2018 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
გენრიკას ლომის წილი უდევს ევროპალიგის მოგებაში და რათქმაუნდა მეცოდება მიკი ცუდათაც მოვექეცით მაგრამ გულზე ხელი რო დავიდო თვალდახუჭული გავცვლიდი სანჩესში :)) წარმატებები არსენალში ანუ მეოთხე ადგილი ;)
0
№12
ავტორი: gache1991
19 იანვარი 2018 21:59
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ოოოოოფიიიციიალურად >>> სანჩესი არა მარა ვანპერსი ფეინოორდის ფეხბურთელია:)))
0
№13
ავტორი: PaLoMo
19 იანვარი 2018 22:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ragac moxda magat shorsi tore ase ar moisrodnen.cudi igroki araa mara uketesia sanchesi ase,rom gamartlebuli qmedeba

da imedia male morcheba es chorebi.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: giorgisamnidze99
19 იანვარი 2018 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წარმატებები მიკი შენ იცი კი მაღალი კლასის ფეხბურთელი ხარ მარა სანჩესი ბევრად კლასნია შენზე ... ცოტა ისეთი სახე აქ რო არ შეგეცოდოს სხვანაირად არ გამოვა ეტყობა სახეზე დარჩენა სურდა მაგრამ არ გამოუვიდა აქ დარჩენა უბრალოთ იმ ფაქტორმა იქონია გავლენა რო დროის უქონლობა ექნობოდა მოედანზე ეს კი მის შესაძლებლობებს დაადუმებდა ეგრე ჯობს მიკ წარმატებები ბრატიშკა არსენალში მეტოფეებში შენ იცი აბა მეოთხე ადგილი აუწიე არსენალს და მესამეზე ათამაშე :D D :D
0
№15
ავტორი: dybbuk
19 იანვარი 2018 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
მხითარიანის კლასს ალბათ არავინ აკნინებს, მაგრამ სანჩესის მოსვლით 1 პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გროვდებოდა, თან საშინელ ფორმაშია, პახოდუ მოურინიოსთანაც რაღაც დაეძაბა და საერთოდ განაცხადს მიღმა რჩებოდა, ასე რომ მისთვისაც უკეთესია ესეთი გაცვლა და მანიუსთვისაც, მიკი სათამაშო დროს მიიღებს და მაგრად მჯერა რო იფრენს არსენალში(ყოველ შემთხვევაში მინდა რო მაგრად აყომარდეს), ევროპა ლიგის მოგება და დღეს რო ლიგაზეა გუნდი ისე მეტწილად მხითოს დამსახურებაა, მადლობა და წარმატებები, მაგრამ რაც სიმართლე სიმართლეა სანჩესი ბევრად სხვა დონეა და რაც კლუბისთვის უკეთესია იმის მომხრე ვარ მე ყოველთვის პირადად, ცალკე ფეხბურთელების დაფასება კიდე არასდროს ეშლებოდა ამ გუნდის გულშემატკივარს...
0
№16
ავტორი: deqstera
19 იანვარი 2018 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
აქამდეც ვამბობდი და ეხლაც ვიტყვი, სანჩესის სანაცვლოდ ულაპარაკოდ დავთმობდი მაგრამ უკეთესი იქნებოდა ესეც დარჩენილიყო....


------------დე ხეა--------------
ვალენსია-ბაიი-ჯონსი-შოუ
-------მატიჩი-პოგბა--------
სანჩესი-მხითო-მარსიალი(ან რეშფორდი)
----------ლუკაკუ--------------

მატა მომწონს მაგრამ შედარებით სუსტ გუნდებთან, ძლიერებთან უკან ვერ მუშაობს
0
№17
ავტორი: Alexis7
19 იანვარი 2018 22:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
მოიცა ფულს არ უმატებენ ისე ცვლიან ვითომ? რაღაც არამგონია.. ერთი 25 მილიონი მაინც კიდევ დასამატებელია.. მხითარიანში გაცვლა პირდაპირ რაღაც უხერხულობას ქმნის ამხელა დონის იგროკისთვის :D
0
№18
ავტორი: Lingard14
19 იანვარი 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ზდაროვა სასტავ ახალი ვარ სანჩესზე რა ისმის ახალი?
0
№19
ავტორი: gache1991
19 იანვარი 2018 23:15
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Alexis7
მოიცა ფულს არ უმატებენ ისე ცვლიან ვითომ? რაღაც არამგონია.. ერთი 25 მილიონი მაინც კიდევ დასამატებელია.. მხითარიანში გაცვლა პირდაპირ რაღაც უხერხულობას ქმნის ამხელა დონის იგროკისთვის :D

არ უმატებთ იმიტო მხითარიანისგან განსხვავებით რომელსაც 2.5 წელი კიდე აქ კონტრაქტი ჩვენთან სანჩესი 6 თვეში უკვე თავისუფალი აგენტია და ფასი შესაბამისად დაბალი აქ.
0
№20
ავტორი: Phil Jones
19 იანვარი 2018 23:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე სასწაულია, შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი თუ მხითარიანში გაიცვლებოდა ახლანდელი ფასების შემხედვარე ვინ იფიქრებდა, ეს უდაოდ საუკეთესო ტრანსფერი იქნება ფინანსური კუთხით. თითქმის უფასოდ გადმოდის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top