თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 21:44
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 4220,
კომენტარები: 59
ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ
დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა სტატია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, სინამდვილეში კი წარმოადგენენ იმ ინდივიდების ჯგუფს, რომლებიც "წითლებს" მხოლოდ გამარჯვების დროს უდგანან გვერდში, მარცხისას კი კრიტიკისა და ლანძღვის ქარ-ცეცხლში ატარაბენ მას.
ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ
ფანატიკოსობა ზოგადი მცნებაა, რომელიც ვრცელდება სამყაროში არსებულ და არარსებულ მოვლენებსა თუ გარკვეული ნიშნის მატარებელ დაჯგუფებებზე. იყო ფანატიკოსი, იგივე ფანი, ნიშნავს, რომ უერთგულო იმ იდეოლოგიას რომლის მიმართაც ამჟღავნებ ფანატიკურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში (და იმედი მაქვს არამხოლოდ ჩვენსაში) ფანატიზმის გაგება ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ვერ უღრმავდება იმ აზრს, რასაც ეს სიტყვა შეიცავს და ემსახურება. მრავალი ადამიანი იჩემებს სხვა და სხვა მუსიკალური ჯგუფების, ინდივიდუალური მომღერლების, მსახიობების, პოლიტიკური პარტიებისა და სპორტული კლუბების ფანობას, თუმცა საკითხავია - არიან კი ისინი ნამდვილი ფანები?!

რა საკვირველია არ მსურს ვისაუბრო ფანობაზე ზოგადი განხრით, რადგან დღეს ჩემი საფეხბურთო მსოფლმხედველობის თანამოაზრეებს მინდა დავუხატო ის პრობლემები, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ქართულ ფანკლუბში იჩენს თავს და ყველა ჩვენგანს თვალში ეკალივით ერჭობა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს წამყვანი კლუბია, რომელსაც გააჩნია უდიდესი ისტორია, როგორც საფეხბურთო განხრით, ასევე გულშემატკივრების მხრივ. "იუნაიტედს" შექმნის დღიდანვე გამოუჩნდა გულშემატკივრების მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მათ პირობითად "Red Army" დაირქვეს და კლუბის აღორძინებასთან ერთად მათი საგულშემატკივრო კულტურაც საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა. ამ ადამიანებმა დაიწყეს სიმღერების, შეძახილების, ბანერებისა და პლაკატების შექმნა, რომელიც "ეშმაკუნების" ფეხბურთელებს მატებდა მონდომებასა და შემართებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები არამხოლოდ ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს, არამედ იცავდნენ მათ ღირსებას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის ფანების წინაშე. ღირსების დაცვა, ამ შემთხვევაში მუშტი-კრივით წყდებოდა, რადგან ეს იყო საუკეთესო საშუალება პასუხი გაეცათ ოპონენტების მხრიდან წამოსულ აგრესიასა და შეურაცმყოფელ შეძახილებზე.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველაფერი რაც წინა აბზაცში ვთქვი აუცილებელი ფაქტორია საკუთარი გუნდის გასამხნევებლად და მათი მორალური შემართების ასამაღლებლად, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ სიმღერებით, პლაკატებითა და ბანერებით ვერ შეძლებს ვერც ერთი გუნდის გულშემატკივარი საყვარელი კლუბის ფეხბურთელების გამხნევებას, ერთი აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების გარეშე.

როგორც იქნა, მოვახერხე ჩემ სტატიაში კვანძის შეკვრა და ახლა მინდა ნელ-ნელა მივუახლოვდე იმ პრობლემას, რომელსაც სამწუხაროდ ყოველდღე ვაწყდები "იუნაიტედის" ფანკლუბის გვერდებსა და სოციალურ ქსელებში.ამისათვის მოვიშველიებ შოტლანდიელი სპეციალისტის და "მანჩესტერის" ლეგენდარული მწვრთნელის სიტყვებს, რომელიც განკუთვნილია "იუნაიტედის" ფანებისათვის : "მე ვარ განცვიფრებული და გაოგნებული იმ საქციელის გამო, რომელიც ჩვენმა ფანებმა საკუთარ კედლებში ჩაიდინეს ბოლო მატჩში. ისინი გისტვენდნენ ჩვენ და შეურაცყოფას აყენებდნენ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ მაქსიმუმს დებენ მოედანზე, რათა გაახარონ გულშემატკივრების გულები, შემდეგ კი ტოვებდნენ ტრიბუნებს მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე. ამიტომ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ გამარჯვებასა და მუდმივად ზენიტში ყოფნას მოითხოვს ჩვენგან - თუ არ ძალგიძთ საყვარელი კლუბის გამხნევება და დაფასება მაშინ, როდესაც ის მარცხდება, შეეშვით მოედანზე სიარულს და "იუნაიტედის" ფანობის დაჩემებას."

ჩემ მიერ ხსენებული ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, სწორედ ისაა რაზეც ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა მოცემულ ციტატაში. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როდესაც რაიმე არ გამოგდით და ამის გამო თქვენი საყვარელი ადამიანები გკიცხავენ და უწმაწური სიტყვებით გამკობენ. დამეთანხმებით ეს ძალიან დამთრგუნველი და არასასიამოვნოა, რადგან ამ დროს გრძნობ იმედგაცრუებას, უნდობლობას და დამცირებას. ასე არიან ფეხბურთელებიც და მთელი პერსონალი, რომელიც საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურება. რა საკვირველია, რთულია, როდესაც გამარჯვებას შეჩვეული გულშემატკივარი მწარე მარცხს იწვნევს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს არც ერთ ჩვენგანს იმის უფლებას, რომ საყვრელი კლუბის ღირსების დამცველს აუარებელი უწმაწური სიტყვა დავაყაროთ თავზე. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდი სიხარული უჩუქნია თითოეულ მათგანს ჩვენთვის, უნდა გავიხსენოთ მათ მიერ გაწეული ამაგი გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის, მათი თავდადება და მონდომება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩამოვიყალიბოთ პირწმინდა ფანისა და გულშემატკივრის კულტურა და ეტიკეტი.

ქართველებს სამწუხაროდ გვიჭირს ამ კულტურასთან ზიარება, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც შვებას გინებასა და ლანძღვასი პოულობს. საუბედუროდ, ბევრ ჩვენგანს არ შესწევს ძალა ღირსეულად შეხვდეს მარცხს და გინების ნაცვლად, ჯანსაღი კრიტიკის საშუალებით შეაფასოს წაგების მიზეზი. ცხადზე უცხადესია, რომ "იუანიტედის" ქართველი ფანები ძალიან დიდი დოზით ჩამორჩებიან იმ გულშემატკივრების სიას, რომლებიც მზად არიან "წითელ ეშმაკუნებს" უერთგულონ სიცოცხლის ბოლომდე და გვერდში დაუდგნენ ნებისმირი კრიზისულ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის მოიძებნება უამრავი ისეთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად მიატოვებს "იუნაიტედის" გულშემატკივრობას, თუ ეს კლუბი მოულოდნელად აღმოჩნდება მეორე ლიგაში, რაც ძალზედ სამწუხაროა. ასევე მჯერა, რომ ბევრია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის გამო ქომაგობს "იუნაიტედს" და ეს პრობლემა ძალიან კარგად გამოჩნდა კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაშიც.

მხოლოდ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. რეალობა უფრო მწარეა. ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია შეყვანილი, რაც ყველა ასაკის ადამიანს საშუალებას აძლევს იაქტუროს ინტერნეტ სამყაროში. ერთის მხრივ ეს კარგიცაა, მაგრამ მეორე მხრივ ცუდი. ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ ამ სამყაროში ადამიანების დიდი ნაწილი იკვეთება, რომელიც არაადეკვატურია საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისას. საუბარი მაქვს არასაკმარის ცოდნასთან, რომელიც "იუნაიტედის" ფანებში ბევრჯერ შემიმჩნევია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი კომენტარს, რომელიც დაწერილი იყო "წითლების" ფანის მიერ. ეს ადამიანი შეურაცყოფას აყენებდა რაიან გიგზს, რომელსაც, მისი აზრით, არ ეკუთვნოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის ტარება. ასევე მინახავს კომენტარები, რომლებშიც დევიდ ბექჰემი მოხსენიებული იყო მოღალატედ, ხოლო ოლე გუნარ სოლსკაიერი გავარდნად... მინახავს სერ ალექს ფერგიუსონის შეურაცმყოფელი კომენტარებიც, სადაც ავტორი ამბობდა, რომ ფერგიუსონი საკმაოდ ბებერი იყო "იუნაიტედის" გასაწვრთნელად და ის აღარ იმსახურებდა ამ პოსტს...

რა თქმა უნდა, ამ ადამიანების აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, იმისთვის რომ იმოქმედონ ადეკვატურად და გამოხატონ ჯანსაღი აზრი. მე უბრალოდ მინდა მივმართო ყველა "იუანიტედის" ფანს - ნუ იქნებით დაუნდობლები საკუთარი კლუბის მიმართ. გამოხატეთ უკმაყოფილება ჯანსაღი კრიტიკით და არა გინებით, ლანძღვითა და გუნდის მიგდებით. იყავით თქვენი კლუბის ერთგულები და თუ ერთხელ მაინც იტყვით, რომ თქვენ ხართ ფანები, იყავით ბოლომდე... ჩამოიყალიბეთ ნამდვილი ფანის კულტურა და იყავით ამაყები ნებისმიერ დროს ! გჯეროდეთ "იუნაიტედის" !!

ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ




სტატიის ავტორი : დიმა სანაია
10/01/2013
სტატიები
59 კომენტარი
№31
ავტორი: ViDa
11 იანვარი 2013 16:13
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
დიმა, შენ გენაცვალე ძმაო. ამაზე უკეთესად ვერაფერს იტყვი. სულ ჟრუანტელმა დამიარა ტანში როდესაც დავამტავრე კითხვა. მთელი გრძნობებით აღსავსე სტატიაა რასაც დიდად ვაფასებ. გვიმრავლოს შენაირი გულშემატკივარი.

რაც შეეხება თვითონ თემას, ძალიან მწყდება გული რომ ისეთ გუნდს, როგორიც მანჩესტერია ჰყავს ეგეთი გულშემატკივრები (არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ). არც ვიცი რა დავამატო, უბრალოდ ერთს ვიტყვი, იმ ხალხის გასაგონად ვინც ისე ფიქრობს, თითქოს ფერგიუსონი აღარ არის გუნდის შესაფერისი და ასე შემდეგ. წაიკითხეთ სტატია, გაიაზრეთ და უბრალოთ დატოვეთ საიტი. ხელთავიდან გადაიკითხეთ ისტორია, იმიტომ რომ ფაქტია თქვენ კარგად არ გაქვთ შესისხლორცებული გუნდი და მისი ისტორია. ამის შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდებით შემოდით და უქომაგეთ ჩვენს საყვარელ გუნდს! სანო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა love უდაოდ საუკეთესო სტატიაა, რაც წამიკითხავს ამ თემასთან დაკავშირებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№32
ავტორი: DE GEA
11 იანვარი 2013 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
საღოლ, ავტორ! გუნდი თუ გიყვარს, მარტო გამარჯვების დროს კი არა, წაგების დროსაც უნდა გიყვარდეს, სწორედ მაშინ უნდა გუნდს თანადგომა. მე MANU-ს ფანი სწორედ მისი მარცხის შემდეგ გავხდი (მილანი 3:0 მანჩესტერი, 2007 წ. ), მანამდე მილანს და მანჩეს ორივეს ვგულშემატკივრობდი. ამ მატჩის შემდეგ მილანი შემძულდა და დავრჩი მხოლოდ "წითლების" მხარეს და ასე დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე. manutd
0
№33
ავტორი: SAF
11 იანვარი 2013 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მეორე კომენტარზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ კაცს რომ შვაინას იუზერბარი აქვს და გერმანიას ბალეშიკობს მანჩესტერის ფანობა მაგრად უნდა უჭირდეს და უჭირს კიდეც..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№34
ავტორი: TatyMufc
11 იანვარი 2013 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ავტორ ძალიან მაგარი სტატიაა :–)))
თვის სტატიად მე ამას ავირჩევდი!!
რონალდოს გადასვლის შემდეგ რამდენი აღარ არის იუნაიტედის "ფანი",ბევრსაც ვიცნობ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Always a RED!
№35
ავტორი: nato-1989
11 იანვარი 2013 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
swori logikaa
0
№36
ავტორი: VaRdo
11 იანვარი 2013 17:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალადეც ბრააატ :* :* მიხარია რომ გიცნობ ახლოსა და ვიცი რომ მართლა ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხარ. გეთანხმები 100% ყველაფერში. არ შეიძლება გუნდი მარტო გამარჯვების დროს გვიყვარდეს და ამ საიზტეც მქონია კამათი არაერთ თემაზე წაგების შემდეგ. ტრანსფერი გვინდა დაიწყებენ ხოლმე.


ამ საიტზე ეს პრობლემა არ იქნება ბევრი ხალხიაი სეთი ვინც ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს და საბოლოდ იქნებ საიტი სადაც მსგავსი სისულელეები არ დაიწერება და ყველას ენდომება აქ თავის აზრის დაფიქსირება. ნელა_ნელა წინ მივიწევთ და დიდი იმედი მაქვს მალე 2_ჯერ და 3_ჯერ მეტნი ვიქნებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№37
ავტორი: GeorgeBest
11 იანვარი 2013 18:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ გამარჯვებასა და მუდმივად ზენიტში ყოფნას მოითხოვს ჩვენგან - თუ არ ძალგიძთ საყვარელი კლუბის გამხნევება და დაფასება მაშინ, როდესაც ის მარცხდება, შეეშვით მოედანზე სიარულს და "იუნაიტედის" ფანობის დაჩემებას


მეც იგივეს გეტყოდით, დღეს ფეხბურთის გულშემატკივრობა მოდაშია, არაა აუცილებელი თავს იტყუებდეს ხალხი, რომ ვითომ ფეხბურთი ესმის და იგი საუკეთესო ფანია, იმ კლუბის, რომელიც მან აირჩია. თუ გიყვარს შენი საყვარელი კლუბი მასთან ერთად უნდა გიხაროდეს გამარჯვება და ასევე მასთან ერთად უნდა განიცდიდე მარცხს! ერთად ვუქომაგოთ საკუთარ გუნდს, ერთად გავიზიაროთ ის სიხარული რასაც ის მისი გამარჯვების შედეგად გვანიჭებს, ერთად გავაკრიტიკოთ, თუ ის გასაკრიტიკებელია, მაგრამ კრიტიკა ლანძღვა ნუ გგონიათ, მინდა ეს ყველამ გაიგოს საიტზე და დაიმახსოვროს. მართლია ჩვენს საიტზე ასეთი კატეგორია ნაკლებად მოიძებნება, მაგრამ არიან გამორჩეულებიც.

რა თქმა უნდა ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ასეთი შემთხვევების გამოვლინების შემთხვევაში კომენტარის ავტორს ჩამოერთმევა უფლება წეროს კომენტარები 1 თვის მანძილზე!

რაც შეეხება სტატია, დიმა, საუკეთესო ხარ good2

სურათები ამოვიღე სტატიიდან, ჯობდა ჩვენს საიტზე გადაგეღო მსგავსები, სხვა საიტებმა თავს თვითონ მიხედონ, ჩვენს საიტზე მაგათი კომენტარების მოყვანა ცოტა უადგილოა
0
№38
ავტორი: I_K_A
11 იანვარი 2013 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
ყოჩაღ ავტორ love ძალიან ბევრმა ამოიცნო თავისი თავი სტატიაში ვიცი და კაი ქინება თუ გამოსწორდებიან ))

99 წლიდან პირველი ენდი კოულის 9 ნომრიანი მაისური მქონდა და მას მერე, ჩემი გუნდის ერთგული ვარ და ვიქნები კიდეც, მიყვარხართ წითლებო love
0
№39
ავტორი: giochinio
11 იანვარი 2013 19:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ბრავო სტატიის ავტორს...ბრწყინვალედ გამართული სტატიაა აზრობრივათაც და გრამატიკულადაც...ყველაფერში გეთანხმები და მართლაც თუ გუნდის ფანი ხარ მასზე უწმაწური არ უნდა წამოგცდეს არამედ უნდა გააკრიტიკო ჯანსაღად...
0
№40
ავტორი: Beckham 7
11 იანვარი 2013 20:14
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ყველაფერი ზუსტი გიწერიათ საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top