თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 21:44
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 4221,
კომენტარები: 59
ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ
დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა სტატია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, სინამდვილეში კი წარმოადგენენ იმ ინდივიდების ჯგუფს, რომლებიც "წითლებს" მხოლოდ გამარჯვების დროს უდგანან გვერდში, მარცხისას კი კრიტიკისა და ლანძღვის ქარ-ცეცხლში ატარაბენ მას.
ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ
ფანატიკოსობა ზოგადი მცნებაა, რომელიც ვრცელდება სამყაროში არსებულ და არარსებულ მოვლენებსა თუ გარკვეული ნიშნის მატარებელ დაჯგუფებებზე. იყო ფანატიკოსი, იგივე ფანი, ნიშნავს, რომ უერთგულო იმ იდეოლოგიას რომლის მიმართაც ამჟღავნებ ფანატიკურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში (და იმედი მაქვს არამხოლოდ ჩვენსაში) ფანატიზმის გაგება ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ვერ უღრმავდება იმ აზრს, რასაც ეს სიტყვა შეიცავს და ემსახურება. მრავალი ადამიანი იჩემებს სხვა და სხვა მუსიკალური ჯგუფების, ინდივიდუალური მომღერლების, მსახიობების, პოლიტიკური პარტიებისა და სპორტული კლუბების ფანობას, თუმცა საკითხავია - არიან კი ისინი ნამდვილი ფანები?!

რა საკვირველია არ მსურს ვისაუბრო ფანობაზე ზოგადი განხრით, რადგან დღეს ჩემი საფეხბურთო მსოფლმხედველობის თანამოაზრეებს მინდა დავუხატო ის პრობლემები, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ქართულ ფანკლუბში იჩენს თავს და ყველა ჩვენგანს თვალში ეკალივით ერჭობა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს წამყვანი კლუბია, რომელსაც გააჩნია უდიდესი ისტორია, როგორც საფეხბურთო განხრით, ასევე გულშემატკივრების მხრივ. "იუნაიტედს" შექმნის დღიდანვე გამოუჩნდა გულშემატკივრების მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მათ პირობითად "Red Army" დაირქვეს და კლუბის აღორძინებასთან ერთად მათი საგულშემატკივრო კულტურაც საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა. ამ ადამიანებმა დაიწყეს სიმღერების, შეძახილების, ბანერებისა და პლაკატების შექმნა, რომელიც "ეშმაკუნების" ფეხბურთელებს მატებდა მონდომებასა და შემართებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები არამხოლოდ ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს, არამედ იცავდნენ მათ ღირსებას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის ფანების წინაშე. ღირსების დაცვა, ამ შემთხვევაში მუშტი-კრივით წყდებოდა, რადგან ეს იყო საუკეთესო საშუალება პასუხი გაეცათ ოპონენტების მხრიდან წამოსულ აგრესიასა და შეურაცმყოფელ შეძახილებზე.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველაფერი რაც წინა აბზაცში ვთქვი აუცილებელი ფაქტორია საკუთარი გუნდის გასამხნევებლად და მათი მორალური შემართების ასამაღლებლად, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ სიმღერებით, პლაკატებითა და ბანერებით ვერ შეძლებს ვერც ერთი გუნდის გულშემატკივარი საყვარელი კლუბის ფეხბურთელების გამხნევებას, ერთი აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების გარეშე.

როგორც იქნა, მოვახერხე ჩემ სტატიაში კვანძის შეკვრა და ახლა მინდა ნელ-ნელა მივუახლოვდე იმ პრობლემას, რომელსაც სამწუხაროდ ყოველდღე ვაწყდები "იუნაიტედის" ფანკლუბის გვერდებსა და სოციალურ ქსელებში.ამისათვის მოვიშველიებ შოტლანდიელი სპეციალისტის და "მანჩესტერის" ლეგენდარული მწვრთნელის სიტყვებს, რომელიც განკუთვნილია "იუნაიტედის" ფანებისათვის : "მე ვარ განცვიფრებული და გაოგნებული იმ საქციელის გამო, რომელიც ჩვენმა ფანებმა საკუთარ კედლებში ჩაიდინეს ბოლო მატჩში. ისინი გისტვენდნენ ჩვენ და შეურაცყოფას აყენებდნენ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ მაქსიმუმს დებენ მოედანზე, რათა გაახარონ გულშემატკივრების გულები, შემდეგ კი ტოვებდნენ ტრიბუნებს მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე. ამიტომ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ გამარჯვებასა და მუდმივად ზენიტში ყოფნას მოითხოვს ჩვენგან - თუ არ ძალგიძთ საყვარელი კლუბის გამხნევება და დაფასება მაშინ, როდესაც ის მარცხდება, შეეშვით მოედანზე სიარულს და "იუნაიტედის" ფანობის დაჩემებას."

ჩემ მიერ ხსენებული ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, სწორედ ისაა რაზეც ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა მოცემულ ციტატაში. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როდესაც რაიმე არ გამოგდით და ამის გამო თქვენი საყვარელი ადამიანები გკიცხავენ და უწმაწური სიტყვებით გამკობენ. დამეთანხმებით ეს ძალიან დამთრგუნველი და არასასიამოვნოა, რადგან ამ დროს გრძნობ იმედგაცრუებას, უნდობლობას და დამცირებას. ასე არიან ფეხბურთელებიც და მთელი პერსონალი, რომელიც საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურება. რა საკვირველია, რთულია, როდესაც გამარჯვებას შეჩვეული გულშემატკივარი მწარე მარცხს იწვნევს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს არც ერთ ჩვენგანს იმის უფლებას, რომ საყვრელი კლუბის ღირსების დამცველს აუარებელი უწმაწური სიტყვა დავაყაროთ თავზე. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდი სიხარული უჩუქნია თითოეულ მათგანს ჩვენთვის, უნდა გავიხსენოთ მათ მიერ გაწეული ამაგი გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის, მათი თავდადება და მონდომება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩამოვიყალიბოთ პირწმინდა ფანისა და გულშემატკივრის კულტურა და ეტიკეტი.

ქართველებს სამწუხაროდ გვიჭირს ამ კულტურასთან ზიარება, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც შვებას გინებასა და ლანძღვასი პოულობს. საუბედუროდ, ბევრ ჩვენგანს არ შესწევს ძალა ღირსეულად შეხვდეს მარცხს და გინების ნაცვლად, ჯანსაღი კრიტიკის საშუალებით შეაფასოს წაგების მიზეზი. ცხადზე უცხადესია, რომ "იუანიტედის" ქართველი ფანები ძალიან დიდი დოზით ჩამორჩებიან იმ გულშემატკივრების სიას, რომლებიც მზად არიან "წითელ ეშმაკუნებს" უერთგულონ სიცოცხლის ბოლომდე და გვერდში დაუდგნენ ნებისმირი კრიზისულ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის მოიძებნება უამრავი ისეთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად მიატოვებს "იუნაიტედის" გულშემატკივრობას, თუ ეს კლუბი მოულოდნელად აღმოჩნდება მეორე ლიგაში, რაც ძალზედ სამწუხაროა. ასევე მჯერა, რომ ბევრია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის გამო ქომაგობს "იუნაიტედს" და ეს პრობლემა ძალიან კარგად გამოჩნდა კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაშიც.

მხოლოდ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. რეალობა უფრო მწარეა. ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია შეყვანილი, რაც ყველა ასაკის ადამიანს საშუალებას აძლევს იაქტუროს ინტერნეტ სამყაროში. ერთის მხრივ ეს კარგიცაა, მაგრამ მეორე მხრივ ცუდი. ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ ამ სამყაროში ადამიანების დიდი ნაწილი იკვეთება, რომელიც არაადეკვატურია საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისას. საუბარი მაქვს არასაკმარის ცოდნასთან, რომელიც "იუნაიტედის" ფანებში ბევრჯერ შემიმჩნევია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი კომენტარს, რომელიც დაწერილი იყო "წითლების" ფანის მიერ. ეს ადამიანი შეურაცყოფას აყენებდა რაიან გიგზს, რომელსაც, მისი აზრით, არ ეკუთვნოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის ტარება. ასევე მინახავს კომენტარები, რომლებშიც დევიდ ბექჰემი მოხსენიებული იყო მოღალატედ, ხოლო ოლე გუნარ სოლსკაიერი გავარდნად... მინახავს სერ ალექს ფერგიუსონის შეურაცმყოფელი კომენტარებიც, სადაც ავტორი ამბობდა, რომ ფერგიუსონი საკმაოდ ბებერი იყო "იუნაიტედის" გასაწვრთნელად და ის აღარ იმსახურებდა ამ პოსტს...

რა თქმა უნდა, ამ ადამიანების აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, იმისთვის რომ იმოქმედონ ადეკვატურად და გამოხატონ ჯანსაღი აზრი. მე უბრალოდ მინდა მივმართო ყველა "იუანიტედის" ფანს - ნუ იქნებით დაუნდობლები საკუთარი კლუბის მიმართ. გამოხატეთ უკმაყოფილება ჯანსაღი კრიტიკით და არა გინებით, ლანძღვითა და გუნდის მიგდებით. იყავით თქვენი კლუბის ერთგულები და თუ ერთხელ მაინც იტყვით, რომ თქვენ ხართ ფანები, იყავით ბოლომდე... ჩამოიყალიბეთ ნამდვილი ფანის კულტურა და იყავით ამაყები ნებისმიერ დროს ! გჯეროდეთ "იუნაიტედის" !!

ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ




სტატიის ავტორი : დიმა სანაია
10/01/2013
სტატიები
59 კომენტარი
№1
ავტორი: TrueRed
11 იანვარი 2013 01:40
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ ავტორ ! ყველაფერში გეთანხმები ! ასი პროცეტით მართალი ხარ
0
№2
ავტორი: R.v.Persie
11 იანვარი 2013 02:07
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
საღოოლ დიმა ეგრეა რა ზუსტად.... მგონი ყველაფერი ამომწურავია და ამაზე არაფრის დამატება არ შეიძლებაა. როგორმე ყველამ უნდა შეიგნოს ეს და ვისაც არ შეუძლია საერთოდ დაანებოს თავი. მუდმივი არაა არაფერი და როცა გუნდი ამდენს აკეთებს უნდა დაუფასო და არ ლანძღო... ეს ალბათ ყველაზე ცუდი სენია ფანებში და იმედია მეორე საიტისგან განსხვავებით ჩვენთან არ მოიძებნებიან ასეთები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№3
ავტორი: always ReD
11 იანვარი 2013 02:10
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ ავტორ... ეგ არაფერი იმ კონკურენტ საიტზე სულ ეგეთები ჩIთავენ... იქ ადმინისტრატორის პონტში ვარ და ბევრი მინახავს ეგეთი მათ შორის ერთი 9 წლის ბავშვი იყო რა... ის რეებს წერდა და რა უტრიალებდა ტავში ღმერთმა უწყის... კიდევ კარგი ეგეთებისთვის ბანი არსებობს...
P.S. მაგრამ ეს საიტი ჩემთვის მაინც პორველია megustamucho
0
№4
ავტორი: buka oboladze
11 იანვარი 2013 02:38
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ, მართალი ხარ
0
№5
ავტორი: red devil
11 იანვარი 2013 03:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor 100% getanxmebi.
0
№6
ავტორი: ლადო
11 იანვარი 2013 09:27
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ავტორ, სწორი ლოგიკისთვის, ბრავო.... ფანებს რაც შეეხება მეც ბევრჯერ ეავაწყდი ისეთ ფაქტებს, რომელიც სტატიაშია და რა მეთქმის უბრალოდ არ ვიცი...რამოდენიმე დღის წინ რეალის ფანკლუბის საიტზე ვიყავი შესული რონის გოლების რაოდენობა მაინტერესებდა და რეებს წერდნენ დავქლიავდი.....რეალმა ერთი თამაში ჩააგდო და ფანობას თავი დაანებეს ...ისიც მომეწონა რონიზე, რომ თქვი, ეგეთი ფანები ბევრი მყავს ნანახი, "ვითომ იუნაიტედის" ფანები, რომ იყვნენ და ახლა რეალის ფანობას, რომ იმტკიცებენ....ძალიან დიდი ხანი არაა რაც "მანჩეს" ფანი ვარ, მაგრამ რუნნი, რომ გადმოვიდა პირველად ისე უბრალოდ უყურე თამაშს და მარტო რუნი დამევასა, მაგრამ ნელ ნელა ამ კლუბისადმი სიყვარული გამიჩნდა..... ფეხბურთის ყურება, რომ დავიწყე პირველად ამ კლუბის თამაშს ვუყურე... პირველი ფორმაც რუნის მქონდაა სულ მემგონი რვა წლის ვიყავიი... სხვას ვერაფერს ვიტყვი "იუნაიტედის" წაგებებისც გამიზიზარებია და მოგებებიც და არასდროს არ მომსვლია იმის სურვილი, რომ სხვა კლუბის ფანი გავმხდარიყავი რადგან "მანჩესტერ იუნაიტედ" ფორევერ
0
№7
ავტორი: MANCHESTERA_1995
11 იანვარი 2013 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
sagoooooool avtoooorrr!!!!!!!!!!!!!
0
№8
ავტორი: UTD-Rule
11 იანვარი 2013 10:52
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ დიმა good2 აი აბსოლიტური სიმართლე წერია ამ სტატიაში !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 11:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ დიმა!..ძაან მაგარია...აი ყველაფერს ავიტან იუნაიტედის ფანისგან ვისაც არ უნდა შეაგინოს, მაგრამ ფერგიუსონს როცა აგინებს ვსო ის უკვე ავტომატურად აღარ არის მანჩესტერის ფანი...ძაან ბევრია მასეთი და რონალდოს გადასვლა მაგ მხრივ კარგი იყო ძალით ფანები გადაყვნენ და დარჩა უმეტესად შედარებით ნამდვილი ფანები...მაგრამ ეხლაც ბევრია მასეთი...საბედნიეროდ ჩვენთან არ არიან იმ დოზით ძალი ფანები, როგორიც მაგალითად რეალს და ბარსელონას ყავს...ძალიან ბევრია მაგათი გულშემატკივარი ფეხბურთის მცოდნე მაგრამ ნახევარი მაგდენი თუ არა,35% არის ძალით ფანი...რომ შეეკითხები ვისი ფანი ხარო, რომ გეტყვის ბარსასიო და რომ ეტყი ფეხბურთელები ჩამომითვალეო რომ გეტყვის ფეხბურთელებს არ ვუყურებო აი მაგაზე მაგრა ვიშლები ნერვებზე... wink
0
№10
ავტორი: Zizou
11 იანვარი 2013 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ასი პროცენტით გეთანხმები ავტორ...

როცა გუნდს გასაჭირი აქვს მაშინ გამოჩნდება ვინაა ნამდვილი ფანი.
გუნდს გასაჭირში უნდა დაუდგე პირველრიგში მაგრამ არ შედის ეს ჩვენ თავებში და ჰა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top