თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 21:44
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 4220,
კომენტარები: 59
ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ
დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა სტატია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, სინამდვილეში კი წარმოადგენენ იმ ინდივიდების ჯგუფს, რომლებიც "წითლებს" მხოლოდ გამარჯვების დროს უდგანან გვერდში, მარცხისას კი კრიტიკისა და ლანძღვის ქარ-ცეცხლში ატარაბენ მას.
ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ
ფანატიკოსობა ზოგადი მცნებაა, რომელიც ვრცელდება სამყაროში არსებულ და არარსებულ მოვლენებსა თუ გარკვეული ნიშნის მატარებელ დაჯგუფებებზე. იყო ფანატიკოსი, იგივე ფანი, ნიშნავს, რომ უერთგულო იმ იდეოლოგიას რომლის მიმართაც ამჟღავნებ ფანატიკურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში (და იმედი მაქვს არამხოლოდ ჩვენსაში) ფანატიზმის გაგება ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ვერ უღრმავდება იმ აზრს, რასაც ეს სიტყვა შეიცავს და ემსახურება. მრავალი ადამიანი იჩემებს სხვა და სხვა მუსიკალური ჯგუფების, ინდივიდუალური მომღერლების, მსახიობების, პოლიტიკური პარტიებისა და სპორტული კლუბების ფანობას, თუმცა საკითხავია - არიან კი ისინი ნამდვილი ფანები?!

რა საკვირველია არ მსურს ვისაუბრო ფანობაზე ზოგადი განხრით, რადგან დღეს ჩემი საფეხბურთო მსოფლმხედველობის თანამოაზრეებს მინდა დავუხატო ის პრობლემები, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ქართულ ფანკლუბში იჩენს თავს და ყველა ჩვენგანს თვალში ეკალივით ერჭობა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს წამყვანი კლუბია, რომელსაც გააჩნია უდიდესი ისტორია, როგორც საფეხბურთო განხრით, ასევე გულშემატკივრების მხრივ. "იუნაიტედს" შექმნის დღიდანვე გამოუჩნდა გულშემატკივრების მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მათ პირობითად "Red Army" დაირქვეს და კლუბის აღორძინებასთან ერთად მათი საგულშემატკივრო კულტურაც საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა. ამ ადამიანებმა დაიწყეს სიმღერების, შეძახილების, ბანერებისა და პლაკატების შექმნა, რომელიც "ეშმაკუნების" ფეხბურთელებს მატებდა მონდომებასა და შემართებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები არამხოლოდ ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს, არამედ იცავდნენ მათ ღირსებას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის ფანების წინაშე. ღირსების დაცვა, ამ შემთხვევაში მუშტი-კრივით წყდებოდა, რადგან ეს იყო საუკეთესო საშუალება პასუხი გაეცათ ოპონენტების მხრიდან წამოსულ აგრესიასა და შეურაცმყოფელ შეძახილებზე.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველაფერი რაც წინა აბზაცში ვთქვი აუცილებელი ფაქტორია საკუთარი გუნდის გასამხნევებლად და მათი მორალური შემართების ასამაღლებლად, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ სიმღერებით, პლაკატებითა და ბანერებით ვერ შეძლებს ვერც ერთი გუნდის გულშემატკივარი საყვარელი კლუბის ფეხბურთელების გამხნევებას, ერთი აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების გარეშე.

როგორც იქნა, მოვახერხე ჩემ სტატიაში კვანძის შეკვრა და ახლა მინდა ნელ-ნელა მივუახლოვდე იმ პრობლემას, რომელსაც სამწუხაროდ ყოველდღე ვაწყდები "იუნაიტედის" ფანკლუბის გვერდებსა და სოციალურ ქსელებში.ამისათვის მოვიშველიებ შოტლანდიელი სპეციალისტის და "მანჩესტერის" ლეგენდარული მწვრთნელის სიტყვებს, რომელიც განკუთვნილია "იუნაიტედის" ფანებისათვის : "მე ვარ განცვიფრებული და გაოგნებული იმ საქციელის გამო, რომელიც ჩვენმა ფანებმა საკუთარ კედლებში ჩაიდინეს ბოლო მატჩში. ისინი გისტვენდნენ ჩვენ და შეურაცყოფას აყენებდნენ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ მაქსიმუმს დებენ მოედანზე, რათა გაახარონ გულშემატკივრების გულები, შემდეგ კი ტოვებდნენ ტრიბუნებს მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე. ამიტომ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ გამარჯვებასა და მუდმივად ზენიტში ყოფნას მოითხოვს ჩვენგან - თუ არ ძალგიძთ საყვარელი კლუბის გამხნევება და დაფასება მაშინ, როდესაც ის მარცხდება, შეეშვით მოედანზე სიარულს და "იუნაიტედის" ფანობის დაჩემებას."

ჩემ მიერ ხსენებული ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, სწორედ ისაა რაზეც ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა მოცემულ ციტატაში. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როდესაც რაიმე არ გამოგდით და ამის გამო თქვენი საყვარელი ადამიანები გკიცხავენ და უწმაწური სიტყვებით გამკობენ. დამეთანხმებით ეს ძალიან დამთრგუნველი და არასასიამოვნოა, რადგან ამ დროს გრძნობ იმედგაცრუებას, უნდობლობას და დამცირებას. ასე არიან ფეხბურთელებიც და მთელი პერსონალი, რომელიც საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურება. რა საკვირველია, რთულია, როდესაც გამარჯვებას შეჩვეული გულშემატკივარი მწარე მარცხს იწვნევს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს არც ერთ ჩვენგანს იმის უფლებას, რომ საყვრელი კლუბის ღირსების დამცველს აუარებელი უწმაწური სიტყვა დავაყაროთ თავზე. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდი სიხარული უჩუქნია თითოეულ მათგანს ჩვენთვის, უნდა გავიხსენოთ მათ მიერ გაწეული ამაგი გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის, მათი თავდადება და მონდომება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩამოვიყალიბოთ პირწმინდა ფანისა და გულშემატკივრის კულტურა და ეტიკეტი.

ქართველებს სამწუხაროდ გვიჭირს ამ კულტურასთან ზიარება, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც შვებას გინებასა და ლანძღვასი პოულობს. საუბედუროდ, ბევრ ჩვენგანს არ შესწევს ძალა ღირსეულად შეხვდეს მარცხს და გინების ნაცვლად, ჯანსაღი კრიტიკის საშუალებით შეაფასოს წაგების მიზეზი. ცხადზე უცხადესია, რომ "იუანიტედის" ქართველი ფანები ძალიან დიდი დოზით ჩამორჩებიან იმ გულშემატკივრების სიას, რომლებიც მზად არიან "წითელ ეშმაკუნებს" უერთგულონ სიცოცხლის ბოლომდე და გვერდში დაუდგნენ ნებისმირი კრიზისულ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის მოიძებნება უამრავი ისეთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად მიატოვებს "იუნაიტედის" გულშემატკივრობას, თუ ეს კლუბი მოულოდნელად აღმოჩნდება მეორე ლიგაში, რაც ძალზედ სამწუხაროა. ასევე მჯერა, რომ ბევრია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის გამო ქომაგობს "იუნაიტედს" და ეს პრობლემა ძალიან კარგად გამოჩნდა კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაშიც.

მხოლოდ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. რეალობა უფრო მწარეა. ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია შეყვანილი, რაც ყველა ასაკის ადამიანს საშუალებას აძლევს იაქტუროს ინტერნეტ სამყაროში. ერთის მხრივ ეს კარგიცაა, მაგრამ მეორე მხრივ ცუდი. ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ ამ სამყაროში ადამიანების დიდი ნაწილი იკვეთება, რომელიც არაადეკვატურია საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისას. საუბარი მაქვს არასაკმარის ცოდნასთან, რომელიც "იუნაიტედის" ფანებში ბევრჯერ შემიმჩნევია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი კომენტარს, რომელიც დაწერილი იყო "წითლების" ფანის მიერ. ეს ადამიანი შეურაცყოფას აყენებდა რაიან გიგზს, რომელსაც, მისი აზრით, არ ეკუთვნოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის ტარება. ასევე მინახავს კომენტარები, რომლებშიც დევიდ ბექჰემი მოხსენიებული იყო მოღალატედ, ხოლო ოლე გუნარ სოლსკაიერი გავარდნად... მინახავს სერ ალექს ფერგიუსონის შეურაცმყოფელი კომენტარებიც, სადაც ავტორი ამბობდა, რომ ფერგიუსონი საკმაოდ ბებერი იყო "იუნაიტედის" გასაწვრთნელად და ის აღარ იმსახურებდა ამ პოსტს...

რა თქმა უნდა, ამ ადამიანების აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, იმისთვის რომ იმოქმედონ ადეკვატურად და გამოხატონ ჯანსაღი აზრი. მე უბრალოდ მინდა მივმართო ყველა "იუანიტედის" ფანს - ნუ იქნებით დაუნდობლები საკუთარი კლუბის მიმართ. გამოხატეთ უკმაყოფილება ჯანსაღი კრიტიკით და არა გინებით, ლანძღვითა და გუნდის მიგდებით. იყავით თქვენი კლუბის ერთგულები და თუ ერთხელ მაინც იტყვით, რომ თქვენ ხართ ფანები, იყავით ბოლომდე... ჩამოიყალიბეთ ნამდვილი ფანის კულტურა და იყავით ამაყები ნებისმიერ დროს ! გჯეროდეთ "იუნაიტედის" !!

ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ




სტატიის ავტორი : დიმა სანაია
10/01/2013
სტატიები
59 კომენტარი
№21
ავტორი: gigapersie
11 იანვარი 2013 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
საღოლ ავტორ დამაჟრიალა იმენა ბრავო love
0
№22
ავტორი: Temo
11 იანვარი 2013 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ძალიან ცუდი მუსიკა ადევს ვიდეოს და შესაბამისად ვიდეოც არ შემდგარია...
0
№23
ავტორი: Wayne Rooney
11 იანვარი 2013 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
კარგი სტატიაა ზუსტად ასახავს ზოგადად ჩვენს ფანობას smile
0
№24
ავტორი: razma21
11 იანვარი 2013 14:30
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
დიმა საღოლ ჩემი სათქმელიც თქვი ამ სტატიაში რა... უნდა ვიცოდეთ ყველაფრის დაფასება რაც "იუნაიტედთან" არის კავშირში!
0
№25
ავტორი: creep
11 იანვარი 2013 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ცოტა რთული საკიტხია მე თუ მკიტხავ, მივხვდი რისი თქმაც გინდა ამ სტატიით მაგრამ რავიცი.... ზოგადა ინგლისელები ძალიან ფეთქებადი ხასითის ხალხია, რადგანაც ინგლისი ითვლება ფეხბურთის სამშობლოდ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას მათზე, აქედან გამომდინარე ცოტა რთულია მათთვის ემოციის მოთოკვა. სტადიონზე მისულები, რომლებიც ძალიან დიდ ეიფორიაში არიან თავს ვერარ უწევენ კონტროლს და ყველას აგინებენ ეს იქნება საკუთარი ფეღბურთელი თუ მოწინააღმდეგე. ხოლო ქართელებს რაც შეეხება, აქ უარესადაა საქმე, არ ვიცით ქომაგობა, იმიტომ რომ არ გვაქვს ქვეყანაში მაგის ფუფუნება და თუ საკუტარი ქვეყნის გუნდს არ უქმაგებ და მის სიყვარულს არ ჩაინერგავ სხვა გუნდისას ვერ ისწავლი.......ეს ერთი ფაქტორი, ახლა მეორე, ზოგადად როცა ისტორიიტ გაქვს დაწყებული და რედ არმის დაარსებაზე გაქვს სიტყვა გადაკრული, მაშინ ფეხბურთში სხვა ვიტარება იყო, ახლა რადიკალურად შეიცვალა, არ მაქვს კონკრეტულად მუ-ზე საუბარი მაგრამ ბევრი გრანდი ვიცით რომ თამაშებს ყიდის, ბევრი ვარსკვლავი ვიცით რომ გუნდში მხოლოდ ფულის გამოა, შესაბამისად მათ ფეხებზეკიდიათ გულშემატკივარი, თავის მხრიდან გულშემატკივარსაც ფეხებზე კიდია, მე თუ მკიტხავ ეს კიდევ მეორე პრობლემაა, თვითონ სტადიონიდანაც არარ მოდის იმხელა სითბო და იმხელა პატივისცემა რაც ადრე იყო..... შესაბამისად მე თუ ჩემი გუნდი არ მცემს ოატივს როგორც მის რიგით გულშემატკივარს ბოდისში და მეც ფეხებზე მკიდია.

აუ რამდენი დამიწერია რა არის ეს wink
0
№26
ავტორი: don_vini
11 იანვარი 2013 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ძალაინ მაგარი სტატიააა...საღოლ... manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№27
ავტორი: Amanda Seyfried
11 იანვარი 2013 15:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
gilmour

გეთანხმები ძმა,ბარსას ეს რამოდენიმე წელი ზენიტის წელი ქონდა და ამიტომ ბევრი ვითომ ფანი მაგათ ფანობას იჩემებს,საკმარისია ორი სეზონი ზედიზედ ჩააგდონ მაგათი ფანობა განახევრდება,დარწმუნებული ვარ ეგრე იქნება.
0
№28
ავტორი: m-an-united
11 იანვარი 2013 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
getanxmebi yvelafershi!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№29
ავტორი: Shako Jones
11 იანვარი 2013 15:43
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საღოლ დიმა ძალიან მაგარი სტატიაა იმედია მიხვდნენ კრიტიკოსი ფანები და აღარ ისროლონ სიტყვები ტყუილად !!!

მე ვგიჟდები მანჩესტერზე და ფერგიუსონზე არასდროს მითქვამს რამე უზრდელურად და არასდროს გამიკრიტიკებია და არც ვიზამ არასდროს !!!

მე დავიბადე მანჩესტერის ფანი 5 წლიდან ფეხბურთზე შეყვარებული ! სხვა გუნდისკენ არც გამიხედია და დღესაც ამ გუნდისთვის ვგიჟდები !
0
№30
ავტორი: Achi.G.Best
11 იანვარი 2013 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
დაგაფიქრებს კაცს :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top