თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2015, 13:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2391,
კომენტარები: 32
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ასოციაციის თასი)
აირჩიე შენი შემადგენლობა
ორშაბათს "იუნაიტედს" სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება, იმის გათვალისწინებით რომ ლუი ვან გაალს პირველივე წელს ტიტულის მოგება ძალიან სურს ძნელად სავარაუდოა ასეთ მეტოქესთან გუნდი გადაახალისოს, თუმცა რაღაც ცვლილებებს მაინც ველი. ჰოლანდიელი სპეციალისტი არაორდინალური გადაწყვეტილებებითაა ცნობილი და გული მიგრძნობს სწორედ "მეთოფეებთან" მატჩში დამტკიცდება ეს, არ გამიკვირდება თუ გუნდი ისევ 3 მცველით ითამაშებს, თუმცა უმჯობესია ჩემი გრძნობები გრძნობებადვე დარჩეს.

დაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო ორ შეხვედრაში დაცვის ცენტრში სმოლინგი-ევანსის წყვილი მოქმედებდა და უნდა ვაღიაროთ არცთუ ცუდად, მაგრამ FA-ს გადაწყვეტილების შემდეგ კრისი მეგობრის გარეშე დარჩა და სავარაუდოდ ახალ დუეტს მარკოს როხოსთან ერთად შექმნის. მარჯვენა მცველის პოზიცია უკვე რამდენიმე თამაშია ეკვადორელ, დაუღლელ, ანტონიო ვალენსიას აქვს დაჯავშნილი, თუმცა მოპირდაპირე ფლანგზე სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულადაა: კანდიდატი მაიკლ კეირიკის დაბრუნების შემდეგ ორია - დეილი ბლინდი და ლუკ შოუ, თუმცა ინგლისელს ბოლო ხანებში მცირე ტრავმა აწუხებს და მისი ხილვა უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

ნახევარდაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


გუნდს ერთგული და სანდო ჯარისკაცი, მაიკლ კერიკი დაუბრუნდა, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მაიკლმა ტრავმის შემდეგ უკვე გათელა მწვანე საფარი "ნიუკასლთან" მატჩში, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ინგლისელი სათამაშოდ მზადაა. მას ანდერ ერერა შეუწყვილდება, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და მოედნის ორივე ნახევარზე დიდ სამუშაოს ასრულებს. ორეულის წინ მარუან ფელაინიმ უნდა იმოქმედოს, თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომელიც ხუან მატას გულისხმობს ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ სათამაშო სტილს აირჩევს "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი - სწრაფს და კომბინაციურს თუ ძალისმიერს, ჩაწოდებებზე ორიენტირებულს. ამასთან არის კიდევ ერთი ფაქტორი: ბელგიელი ძალიან კარგად ეხმარება დაცვას, სტანდარტების დროს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟირუ, კოშელნი, მერტესაკერი და სანჩესი მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობენ ფელაინის გამწესება ორმაგად გამართლებულია. ფლანგებსაც მივადექით. მარცხენა გარემარბად უდავოდ ეშლი იანგი ითამაშებს, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეა გუნდში. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს უპირატესობას ისევ დი მარიას მივანიჭებ, თუნდაც ისეთ ცუდ ფორმაში, როგორშიც ახლა არგენტინელია. მას აქვს კლასი, გამოცდილება, არის ცივსისხლიანი რაც ჩემი აზრით გუნდს აუცილებლად გამოადგება.

თავდასხმა


აირჩიე შენი შემადგენლობა


როგორც უკვე ვნახეთ, გუნდი ერთი ფორვარდით უკეთ თამაშობს, ხოლო უეინი ახლად დაბადებულს გავს შეტევაში დაბრუნების შემდეგ. კაპიტანი ისევ წინა ხაზზე უნდა დარჩეს და "არსენალთან" შესანიშნავი სერია განაგრძოს.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, დი მარია, ფელაინი, იანგი, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
32 კომენტარი
№31
ავტორი: Jorbe-Jorbe
9 მარტი 2015 19:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
შოუს ტრამვა აქვს ? ? ?
0
№32
ავტორი: I L C
9 მარტი 2015 20:26
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top