თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2015, 13:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2391,
კომენტარები: 32
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ასოციაციის თასი)
აირჩიე შენი შემადგენლობა
ორშაბათს "იუნაიტედს" სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება, იმის გათვალისწინებით რომ ლუი ვან გაალს პირველივე წელს ტიტულის მოგება ძალიან სურს ძნელად სავარაუდოა ასეთ მეტოქესთან გუნდი გადაახალისოს, თუმცა რაღაც ცვლილებებს მაინც ველი. ჰოლანდიელი სპეციალისტი არაორდინალური გადაწყვეტილებებითაა ცნობილი და გული მიგრძნობს სწორედ "მეთოფეებთან" მატჩში დამტკიცდება ეს, არ გამიკვირდება თუ გუნდი ისევ 3 მცველით ითამაშებს, თუმცა უმჯობესია ჩემი გრძნობები გრძნობებადვე დარჩეს.

დაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო ორ შეხვედრაში დაცვის ცენტრში სმოლინგი-ევანსის წყვილი მოქმედებდა და უნდა ვაღიაროთ არცთუ ცუდად, მაგრამ FA-ს გადაწყვეტილების შემდეგ კრისი მეგობრის გარეშე დარჩა და სავარაუდოდ ახალ დუეტს მარკოს როხოსთან ერთად შექმნის. მარჯვენა მცველის პოზიცია უკვე რამდენიმე თამაშია ეკვადორელ, დაუღლელ, ანტონიო ვალენსიას აქვს დაჯავშნილი, თუმცა მოპირდაპირე ფლანგზე სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულადაა: კანდიდატი მაიკლ კეირიკის დაბრუნების შემდეგ ორია - დეილი ბლინდი და ლუკ შოუ, თუმცა ინგლისელს ბოლო ხანებში მცირე ტრავმა აწუხებს და მისი ხილვა უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

ნახევარდაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


გუნდს ერთგული და სანდო ჯარისკაცი, მაიკლ კერიკი დაუბრუნდა, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მაიკლმა ტრავმის შემდეგ უკვე გათელა მწვანე საფარი "ნიუკასლთან" მატჩში, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ინგლისელი სათამაშოდ მზადაა. მას ანდერ ერერა შეუწყვილდება, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და მოედნის ორივე ნახევარზე დიდ სამუშაოს ასრულებს. ორეულის წინ მარუან ფელაინიმ უნდა იმოქმედოს, თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომელიც ხუან მატას გულისხმობს ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ სათამაშო სტილს აირჩევს "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი - სწრაფს და კომბინაციურს თუ ძალისმიერს, ჩაწოდებებზე ორიენტირებულს. ამასთან არის კიდევ ერთი ფაქტორი: ბელგიელი ძალიან კარგად ეხმარება დაცვას, სტანდარტების დროს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟირუ, კოშელნი, მერტესაკერი და სანჩესი მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობენ ფელაინის გამწესება ორმაგად გამართლებულია. ფლანგებსაც მივადექით. მარცხენა გარემარბად უდავოდ ეშლი იანგი ითამაშებს, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეა გუნდში. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს უპირატესობას ისევ დი მარიას მივანიჭებ, თუნდაც ისეთ ცუდ ფორმაში, როგორშიც ახლა არგენტინელია. მას აქვს კლასი, გამოცდილება, არის ცივსისხლიანი რაც ჩემი აზრით გუნდს აუცილებლად გამოადგება.

თავდასხმა


აირჩიე შენი შემადგენლობა


როგორც უკვე ვნახეთ, გუნდი ერთი ფორვარდით უკეთ თამაშობს, ხოლო უეინი ახლად დაბადებულს გავს შეტევაში დაბრუნების შემდეგ. კაპიტანი ისევ წინა ხაზზე უნდა დარჩეს და "არსენალთან" შესანიშნავი სერია განაგრძოს.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, დი მარია, ფელაინი, იანგი, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
32 კომენტარი
№1
ავტორი: De_Gea
8 მარტი 2015 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
-------------Rooney---------------
-------------Fellaini----------------
----Young------------Di Maria----
-----------------Herera------------
---------Carrick--------------------
--Blind------------------Rafael----
---------Rojo----Smalling---------
-------------De Gea
0
№2
ავტორი: Wardell
8 მარტი 2015 13:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
De_Gea,
თავად რაფაელს აღარ სჯერა, რომ ლუი დააყენებს :D :D
0
№3
ავტორი: Goginashvili777
8 მარტი 2015 13:38
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ცუდ ხასიეთზე ვარ და უბრალოდ ვერ დავიწყებ სურათზე ჩალიჩს. ავტორს ვეთანხმები, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს შევცლი.. მატა იდგება დღეს ფელაინის ნაცვლად ჩემი აზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: vincent
8 მარტი 2015 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ყველა იმას წერს კომენტარებში,მატას რატომ არ ათამაშებენო,და თითქმის ყველას ფელაინი უწერია სასტავში გამთამაშებლად. ვარსკვლავი ზამენაზე ზის და ბოძს ვათამაშებთ. რაღაც არამგონია ფელაინმა არსენალთან გაქაჩოს,ცენტრი და საყრდენი საკმაოდ სწრაფები ყავათ და მაგის სიმაღლე მარტო იმიითა ამ თამაშში კარგი რომ მაღალი მცველები არ ყავს არსენალს,სხვა მე ვერანაირ კოზირს ვერ ვხედავ ფელაინისას.
0
№5
ავტორი: Wardell
8 მარტი 2015 14:02
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
vincent,
მაღალი მცველები არ ჰყავთ? what მერტესაკერი და კოშელნი გაყიდეს თუ მეშლება რამე? სტანდარტებზე სულ მეტრანახევრები რო იყვნენ ეგენი უგებენ ჩვენ მცველებს თავზე ბურთს და როცა ფელაინია ცოტა წყნარად ვარ ხოლმე.
0
№6
ავტორი: vincent
8 მარტი 2015 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
Wardell,
მერტესაკერს რამდენიმე თამაშია აღარ უთამაშია,კოშელნი კი ნამდვილად არაა მაღალი მცველი. ბოლო თამაშს რომ ვუყურე არსენალის დაცვა ძალიან სტაბილურად თამაშობდა,სახელი არ მახსოვს ,კოშელნისთან ერთად დგას ცენტრში და საკმაოდ კარგად თამაშბდა. რავი მე ვერ ვიტყვი რომ ფელაინი მეორე სართულზე კარგად დამაშობს თავით,მაგრამ იმედია ერთს ან ორ ჩაწოდებას მოგებს,თუ იყო სასტავში.

ბოლო თამაშში იყო მერტერსაკერი შემეშალა :)
0
№7
ავტორი: Wardell
8 მარტი 2015 14:19
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
vincent,
მერტესაკერი გუნდის კაპიტანია და რავი რომელ თამაშებს უყურებ ვერ გეტყვი, ბოლო თამაშშიც იყო მერტესაკერი და ბოლოს წინაშიც, უბრალოდ ქუინს პარკთან კოშელნის ნაცვლად პაულისტა იყო, რომელიც სულ ახლახანს იყიდეს და დაიმტვრა. კოშელნის სიმაღლეს რაც შეეხება 1.88 არის და რავი მგონი მაღლად ითვლება. 94ია ფელაინი და 5-6 სანტიმეტრი დიდი ვერაფერია.
0
№8
ავტორი: vincent
8 მარტი 2015 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
Wardell,
ორ თამაშს ვუყურე არსენალისას და არცერთსი არიყო მერტერსაკერი,კოშელნი 1.86 და ეს სიმაღლე ფელაინის სიმაღლესთან და მის გაბარითეტებთან შედარებით პატარაა,მაგრამ მაგ სიმაღლეებსაც 10 -იდან 3 ჩაწოდებას თუ მოუგებს.
0
№9
ავტორი: Wardell
8 მარტი 2015 14:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
vincent,
არ ვიცი შენ რომელ თამაშს უყურებ მარა კოშელნი მეორე სართულზე ერთ-ერთი საუკეთესოა შკრტელის მერე პრემიერ ლიგაში, ფელაინის კი არა კრაუჩს უგებს 10-დან 6ს ორთაბრძოლას. მოკლედ არც მე ვარ ნათელმხილველი და ალბათ არც შენ და ვნახავთ ხვალ რა მოხდება და როგორ მთავარია მოვიგოთ და სულ გიგზმა გაიხადოს და ითამაშოს კაცო.
0
№10
ავტორი: vincent
8 მარტი 2015 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
Wardell,
გეთანხმები რომ საკმაოდ კარგია მეორე სართულზე,ამიტომ ვამბობ მატა უნდა დააყენოსთქო და არა ეგ ბოძი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top