თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2015, 13:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2391,
კომენტარები: 32
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ასოციაციის თასი)
აირჩიე შენი შემადგენლობა
ორშაბათს "იუნაიტედს" სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება, იმის გათვალისწინებით რომ ლუი ვან გაალს პირველივე წელს ტიტულის მოგება ძალიან სურს ძნელად სავარაუდოა ასეთ მეტოქესთან გუნდი გადაახალისოს, თუმცა რაღაც ცვლილებებს მაინც ველი. ჰოლანდიელი სპეციალისტი არაორდინალური გადაწყვეტილებებითაა ცნობილი და გული მიგრძნობს სწორედ "მეთოფეებთან" მატჩში დამტკიცდება ეს, არ გამიკვირდება თუ გუნდი ისევ 3 მცველით ითამაშებს, თუმცა უმჯობესია ჩემი გრძნობები გრძნობებადვე დარჩეს.

დაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო ორ შეხვედრაში დაცვის ცენტრში სმოლინგი-ევანსის წყვილი მოქმედებდა და უნდა ვაღიაროთ არცთუ ცუდად, მაგრამ FA-ს გადაწყვეტილების შემდეგ კრისი მეგობრის გარეშე დარჩა და სავარაუდოდ ახალ დუეტს მარკოს როხოსთან ერთად შექმნის. მარჯვენა მცველის პოზიცია უკვე რამდენიმე თამაშია ეკვადორელ, დაუღლელ, ანტონიო ვალენსიას აქვს დაჯავშნილი, თუმცა მოპირდაპირე ფლანგზე სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულადაა: კანდიდატი მაიკლ კეირიკის დაბრუნების შემდეგ ორია - დეილი ბლინდი და ლუკ შოუ, თუმცა ინგლისელს ბოლო ხანებში მცირე ტრავმა აწუხებს და მისი ხილვა უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

ნახევარდაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


გუნდს ერთგული და სანდო ჯარისკაცი, მაიკლ კერიკი დაუბრუნდა, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მაიკლმა ტრავმის შემდეგ უკვე გათელა მწვანე საფარი "ნიუკასლთან" მატჩში, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ინგლისელი სათამაშოდ მზადაა. მას ანდერ ერერა შეუწყვილდება, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და მოედნის ორივე ნახევარზე დიდ სამუშაოს ასრულებს. ორეულის წინ მარუან ფელაინიმ უნდა იმოქმედოს, თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომელიც ხუან მატას გულისხმობს ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ სათამაშო სტილს აირჩევს "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი - სწრაფს და კომბინაციურს თუ ძალისმიერს, ჩაწოდებებზე ორიენტირებულს. ამასთან არის კიდევ ერთი ფაქტორი: ბელგიელი ძალიან კარგად ეხმარება დაცვას, სტანდარტების დროს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟირუ, კოშელნი, მერტესაკერი და სანჩესი მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობენ ფელაინის გამწესება ორმაგად გამართლებულია. ფლანგებსაც მივადექით. მარცხენა გარემარბად უდავოდ ეშლი იანგი ითამაშებს, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეა გუნდში. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს უპირატესობას ისევ დი მარიას მივანიჭებ, თუნდაც ისეთ ცუდ ფორმაში, როგორშიც ახლა არგენტინელია. მას აქვს კლასი, გამოცდილება, არის ცივსისხლიანი რაც ჩემი აზრით გუნდს აუცილებლად გამოადგება.

თავდასხმა


აირჩიე შენი შემადგენლობა


როგორც უკვე ვნახეთ, გუნდი ერთი ფორვარდით უკეთ თამაშობს, ხოლო უეინი ახლად დაბადებულს გავს შეტევაში დაბრუნების შემდეგ. კაპიტანი ისევ წინა ხაზზე უნდა დარჩეს და "არსენალთან" შესანიშნავი სერია განაგრძოს.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, დი მარია, ფელაინი, იანგი, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
32 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
8 მარტი 2015 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ფელაინს რატო აყენებთ ათიანზე? მერე წუწუნებთ ვერ თამშობსო მაგის ადგილი შეტევაში არ არის მაგ პოზიციაზე ერერაც უკეთ ითამშებს მატა თავისთავად და იანუზაიც
0
№22
ავტორი: Wardell
8 მარტი 2015 16:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Malboro463,
მე ასე ვხედავ და თუ წაიკითხავ ტექსტს მანდაც მაქ ახსნილი თუ რატომ დავაყენე, თუ არ მეთანხმები ეგ შენი ნებაა და გამიხარდება თუ შენს აზრს გამიზიარებ. :)
0
№23
ავტორი: GeorgeBest
8 მარტი 2015 17:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატას დავაყენებდი ფელაინის ადგილას და მშვენიერი შემადგენლობაა. კერიკი დაგვჭირდება და იმედია სასტარტოში იქნება, მამენტ მარცხენა ფლანგზე არც როხოა ცუდი, მაგრამ მაინც ბლინდი მირჩევნია

ბედნიერებაა ევანსი რომ არ იქნება winked
0
№24
ავტორი: Jubo
8 მარტი 2015 17:35
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვფიქრობ შოუ დაბრუნდება მარცხენა ფლანგზე თუ რა თქმა უნდა ტრავმა არ აქვს, შესაბამისად ბლინდი ცენტრში გადაიწევს და კერიკი ისევ სკამზე იქნება. რუნის ყველა ვარიანტში ათამაშებს, თავდასხმაში აუცილებლად.
ყველაზე მეტად ვილსონის თამაშს ვვარაუდობ. სისწრაფე გვჭირდება ხვალ და ვილსონის გამოყენება კარგად შეიძლელბა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№25
ავტორი: RojoDiablo
8 მარტი 2015 18:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,


მგონი მაგრად უნდა იყოს ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№26
ავტორი: Wardell
8 მარტი 2015 18:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
აბა ერთი ვან გაალს კითხოს ჯერ რო ემზადება :D :D :D
0
№27
ავტორი: chudikone
8 მარტი 2015 19:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არამგონია ქერიქი იყოს ხვალ, ბლინდი დადგება ცენტრში და მარცხენა ფლაგზე შოუს ან იანგს დააყენებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№28
ავტორი: Count Alucard
8 მარტი 2015 23:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979

მე არ შემადგენლობას დავაყენედბი, თითქმის იგივეა რაც ნიუკასლთან გავაკეთე უბრალოდ ბლინდი კერიკით შევცვალე რადგან დაბრუნდა უკვე და იმედია თამაშს შეძლებს. არამგონია ვან გაალმა ოდესმე ისე გააკეთოს როგორც მე მინდა, მაგრამ ფერგი ამ სქემით თამაშობდა ხოლმე და რას უშვებოდა არსენალს და ზოგადად ყველას კარგად გვახსოვს.
0
№29
ავტორი: AkkRed
9 მარტი 2015 11:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფალკაოც იქნება ძირითადში რუნიც, მატაც, იანუზაიც, შოუც.
0
№30
ავტორი: SUPER-MAN
9 მარტი 2015 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მიდით მგლებო

დე ხეა
ვალენსია-სმოლინგი-როხო-შოუ
ბლინდი
იანგი-დი მარია
მატა
ფალკაო-რუნი
იანგი იმიტო რო სხვებთან შედარებით კარგ ფორმაშია და თან სისწრაფეც უწყობს ხელს.მგონი მაგან და ვალენსიამ საქმე უნდა გაუძნელონ არსენალს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top