თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2013, 22:35
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2730,
კომენტარები: 23
როდესაც ლეგენდები ცდებიან
სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის "ტოპ 5" დაუფიქრებელი ტრანსფერი
როდესაც ლეგენდები ცდებიან
"მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ისტორია და საამაყო წარსული აქვს. ეს კლუბი აგრეთვე ცნობილია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენით და აღზრდით. ამის ყველაზე თვალსაზინო მაგალითია ე.წ "92იანების თაობა", როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში სრულიად ახალმა და გამოუცდელმა "ბავშვებმა" მოიკიდეს ფეხი. ამ თაობის მიღწევებზე საუბარი ბევრს წაგვიყვანს, მოდით თვალი გადავავლოთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებმაც "იუნაიტედის" შემადგელობაში თავი ვერ გამოიჩინეს და დღეს სხვა კლუბების ღირსებას წარმატებით იცავენ. გთავაზობთ ასეთი ფეხბურთელების ჩამონათვალიდან "საუკეთესო" ხუთეულს...

მეხუთე ადგილი: რაველ მორისონი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


ბევრი იყტოდა იმას, რომ ჯერ ნაადრევია ამ ფეხბურთელზე დაკვირვებით იმის თქმა, რომ დაუშვა თუ არა "იუნაიტედის" თავკაცობამ შეცდომა, როდესაც იგი გუნდიდან გაუშვა. თუმცა იგი ამ სეზონში "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში თამაშით საპირისპიროს ამტკიცებს. მან ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. ეს შეუპოვარი ნახევარმცველი კლუბმა თავისუფალი აგენტის როლში გაუშვა, რამდენიმე მომხადარი ინციდენტის შემდეგ და ბევრიც თვლიდა რომ მას კლუბში სწორად მოექცნენ. მაგრამ რაველმა მოახერხა და დაგვანახა საპირისპირო "ვესტ ჰემის" მაისურით, მას თავის გამოჩენა არ უჭირს. დღეს იგი მიიჩნება ერთ-ერთ ახალგაზრდა ტალანტად, რომელსაც წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მეოთხე ადგილი: რაიან შოუკროსი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


ალბათ ცოტამ თუ იცის რომ ამ შესანიშნავმა მცველმა სწორედ "იუნაიტედში" დაიწყო თავის პროფესიუნალური კარიერა. ეს ყველაფერი ალბათ იმის ბრალია რომ მას პრემიერ ლიგაში "ეშმაკუნების" მაისურით არცერთი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. რაიანი კლუბის აკადემიაში თამაშობდა და სწორედ აქ ისწავლა მან ის, რითაც დღეს ბევრისგან გამოირჩევა.

26 წლის მცველმა თავისი პირველი ტიტული გასულ სეზონს მოიპოვა და დღეს იგი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ცენტრალური მცელია, რომელსაც "სტოკ სიტის" კაპიტნის სამკლაური ამშვენებს. შეიძლება სახელი "რაიან შოუკროსი" დიდს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მას სწორედ ის თვისებები და უნარი გააჩნია, რაც დღეს "იუნაიტედს" ნამდვილად ჭირდება.

მესამე ადგილი: ჯუზეპე როსი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


"პარმის" აკადემიაში თავის გამოჩენის შემდეგ 17 წლის ჯუზეპე "იუნაიტედს" შეუერთდა. იგი თავიდანვე მიიჩნეოდა პირველი გუნდის ამომავალ ვარსკვლავად, თუმცა მის ანგარიშზე მხოლოდ 14 მატჩია, რომელშიც მიიღო როსიმ მონაწილეობა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი 26 წლის ასაკში მიჰყდა "ვილიარელს" სადაც ამ უკანასკნელმა ფეხი მყარად მოიკიდა და 5 სეზონის განმავლობაში 82 გოლის გატანა მოახერხა. ეს "შეუმჩნეველი" ფორვარდი დღეს ისევ სერია A-ში თამაშობს, "ფიორენტინას" შემადგენლობაში. ტრავმების მოშუშების შემდეგ დღეს იგი თავის ძველ ფორმას იღდგენს.

მეორე ადგილი: პოლ პოგბა
როდესაც ლეგენდები ცდებიან

ამჯერად სერ ალექს ფერგიუსონი, ზემოთ მოცემულ შემთხვევებისგან განსხვავებით, მართლაც შეეცადა ნიჭიერი ფრანგის შენარჩუნებას, მაგრამ პოგბამ კლუბი მაინც დატოვა და "იუვენტუსში" გადაბარგდა. "იუნაიტედის" ფანებისთვის ამ ფაქტს ის უფრო ამძიმებს რომ, პოლი "ბებერ ქალბატონებში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

დღეს პოგბა მისი ამჟამინდელი კლუბის საკვანძო ფეხბურთელია და დიდი წვლილი მიუძღვის წინა სეზონის "სკუდეტოს" მოპოვებაში. იგი თავისი დღევანდელი ფორმით და ჩატარებული მატჩების ხარისხით სერ ალექს ფერგიუსონს ანიშნებს, რომ მის ყოფილ ბოსს ერჩივნა მიეცა მისთვის ის რასაც ფრანგი ითხოვდა "იუნაიტედში" ყოფნისას.

პირველი ადგილი: ხერარდ პიკე
როდესაც ლეგენდები ცდებიან

ეჭვგარეშეა, რომ პიკეს გაყიდვა "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკის ყველაზე დიდი შეცდომაა, მაგრამ პოგბას და მორისონს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ და შეიძლება ეს ფაქტი სულ მალე სხვაგვარად აღმოჩნდეს. ახალგაზრდა ხერადს გაუჭირდა ინგლისში დამკვიდრება და ოთხწლიანი კონტრაქტის შემდეგ გუნდმა "ბარსელონას" თავისი შეგირდი 5 მილიონ დოლარად დაუბრუნა.

მას შემდეგ რაც პიკე "ნოუ კამპს" დაუბრუნდა, კარლეს პუიოლთან ერთად, იგი გარდაიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად. ამ უკანასკნელმა "ბარსელონასთან" ერთად მრავალი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ტურნირი მოიგო.

დღეს იუნაიტედში მრავალი იმედის მომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებმაც უკვე უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო. იმედი ვიქონიოთ რომ მსგავს შეცდომებს "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი აღარ დაუშვებს და მეტ ყურადღებას დაუთმობს გუნდში ახალგაზრდებს დამკვიდრებას და განვითარებას.

წყარო: DailyStar
---
23 კომენტარი
№21
ავტორი: BERDI
15 ოქტომბერი 2013 22:01
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
პიკე ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდებოდა ბარსაში, პოგბა კიდე თავში ავარდნილი ყაზირალი იყო და მორისონი კი დასანანია რო წავიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№22
ავტორი: Berba 9
16 ოქტომბერი 2013 12:42
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Donkirvala,
ფორლანი 10 მილიონად გვყავს ნაყიდი და უფრო ტალანტს ვერ დავარქმევთ, 24-25 წლის იყო როდესაც გაყიდა ფერგიმ. პირველივე სეზონში ძალიან ცუდად ითამაშა, ჰქონდა შანსიც და მოკლედ ყველაფერი რა მთელი სეზონი ითამაშა და 4 თუ 5 გოლი გაიტანა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№23
ავტორი: gio(kosheichi)
16 ოქტომბერი 2013 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
pogba:(
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top