თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2013, 22:35
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2730,
კომენტარები: 23
როდესაც ლეგენდები ცდებიან
სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის "ტოპ 5" დაუფიქრებელი ტრანსფერი
როდესაც ლეგენდები ცდებიან
"მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ისტორია და საამაყო წარსული აქვს. ეს კლუბი აგრეთვე ცნობილია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენით და აღზრდით. ამის ყველაზე თვალსაზინო მაგალითია ე.წ "92იანების თაობა", როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში სრულიად ახალმა და გამოუცდელმა "ბავშვებმა" მოიკიდეს ფეხი. ამ თაობის მიღწევებზე საუბარი ბევრს წაგვიყვანს, მოდით თვალი გადავავლოთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებმაც "იუნაიტედის" შემადგელობაში თავი ვერ გამოიჩინეს და დღეს სხვა კლუბების ღირსებას წარმატებით იცავენ. გთავაზობთ ასეთი ფეხბურთელების ჩამონათვალიდან "საუკეთესო" ხუთეულს...

მეხუთე ადგილი: რაველ მორისონი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


ბევრი იყტოდა იმას, რომ ჯერ ნაადრევია ამ ფეხბურთელზე დაკვირვებით იმის თქმა, რომ დაუშვა თუ არა "იუნაიტედის" თავკაცობამ შეცდომა, როდესაც იგი გუნდიდან გაუშვა. თუმცა იგი ამ სეზონში "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში თამაშით საპირისპიროს ამტკიცებს. მან ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. ეს შეუპოვარი ნახევარმცველი კლუბმა თავისუფალი აგენტის როლში გაუშვა, რამდენიმე მომხადარი ინციდენტის შემდეგ და ბევრიც თვლიდა რომ მას კლუბში სწორად მოექცნენ. მაგრამ რაველმა მოახერხა და დაგვანახა საპირისპირო "ვესტ ჰემის" მაისურით, მას თავის გამოჩენა არ უჭირს. დღეს იგი მიიჩნება ერთ-ერთ ახალგაზრდა ტალანტად, რომელსაც წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მეოთხე ადგილი: რაიან შოუკროსი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


ალბათ ცოტამ თუ იცის რომ ამ შესანიშნავმა მცველმა სწორედ "იუნაიტედში" დაიწყო თავის პროფესიუნალური კარიერა. ეს ყველაფერი ალბათ იმის ბრალია რომ მას პრემიერ ლიგაში "ეშმაკუნების" მაისურით არცერთი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. რაიანი კლუბის აკადემიაში თამაშობდა და სწორედ აქ ისწავლა მან ის, რითაც დღეს ბევრისგან გამოირჩევა.

26 წლის მცველმა თავისი პირველი ტიტული გასულ სეზონს მოიპოვა და დღეს იგი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ცენტრალური მცელია, რომელსაც "სტოკ სიტის" კაპიტნის სამკლაური ამშვენებს. შეიძლება სახელი "რაიან შოუკროსი" დიდს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მას სწორედ ის თვისებები და უნარი გააჩნია, რაც დღეს "იუნაიტედს" ნამდვილად ჭირდება.

მესამე ადგილი: ჯუზეპე როსი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


"პარმის" აკადემიაში თავის გამოჩენის შემდეგ 17 წლის ჯუზეპე "იუნაიტედს" შეუერთდა. იგი თავიდანვე მიიჩნეოდა პირველი გუნდის ამომავალ ვარსკვლავად, თუმცა მის ანგარიშზე მხოლოდ 14 მატჩია, რომელშიც მიიღო როსიმ მონაწილეობა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი 26 წლის ასაკში მიჰყდა "ვილიარელს" სადაც ამ უკანასკნელმა ფეხი მყარად მოიკიდა და 5 სეზონის განმავლობაში 82 გოლის გატანა მოახერხა. ეს "შეუმჩნეველი" ფორვარდი დღეს ისევ სერია A-ში თამაშობს, "ფიორენტინას" შემადგენლობაში. ტრავმების მოშუშების შემდეგ დღეს იგი თავის ძველ ფორმას იღდგენს.

მეორე ადგილი: პოლ პოგბა
როდესაც ლეგენდები ცდებიან

ამჯერად სერ ალექს ფერგიუსონი, ზემოთ მოცემულ შემთხვევებისგან განსხვავებით, მართლაც შეეცადა ნიჭიერი ფრანგის შენარჩუნებას, მაგრამ პოგბამ კლუბი მაინც დატოვა და "იუვენტუსში" გადაბარგდა. "იუნაიტედის" ფანებისთვის ამ ფაქტს ის უფრო ამძიმებს რომ, პოლი "ბებერ ქალბატონებში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

დღეს პოგბა მისი ამჟამინდელი კლუბის საკვანძო ფეხბურთელია და დიდი წვლილი მიუძღვის წინა სეზონის "სკუდეტოს" მოპოვებაში. იგი თავისი დღევანდელი ფორმით და ჩატარებული მატჩების ხარისხით სერ ალექს ფერგიუსონს ანიშნებს, რომ მის ყოფილ ბოსს ერჩივნა მიეცა მისთვის ის რასაც ფრანგი ითხოვდა "იუნაიტედში" ყოფნისას.

პირველი ადგილი: ხერარდ პიკე
როდესაც ლეგენდები ცდებიან

ეჭვგარეშეა, რომ პიკეს გაყიდვა "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკის ყველაზე დიდი შეცდომაა, მაგრამ პოგბას და მორისონს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ და შეიძლება ეს ფაქტი სულ მალე სხვაგვარად აღმოჩნდეს. ახალგაზრდა ხერადს გაუჭირდა ინგლისში დამკვიდრება და ოთხწლიანი კონტრაქტის შემდეგ გუნდმა "ბარსელონას" თავისი შეგირდი 5 მილიონ დოლარად დაუბრუნა.

მას შემდეგ რაც პიკე "ნოუ კამპს" დაუბრუნდა, კარლეს პუიოლთან ერთად, იგი გარდაიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად. ამ უკანასკნელმა "ბარსელონასთან" ერთად მრავალი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ტურნირი მოიგო.

დღეს იუნაიტედში მრავალი იმედის მომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებმაც უკვე უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო. იმედი ვიქონიოთ რომ მსგავს შეცდომებს "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი აღარ დაუშვებს და მეტ ყურადღებას დაუთმობს გუნდში ახალგაზრდებს დამკვიდრებას და განვითარებას.

წყარო: DailyStar
---
23 კომენტარი
№11
ავტორი: Luka Gelashvili
15 ოქტომბერი 2013 07:52
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Donkirvala,
მართალი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№12
ავტორი: ლადო
15 ოქტომბერი 2013 08:54
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნუ რა შეიძლება ითქვას...საღოლ ავტორ გიწვალია, მაგრამ მე აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან არც ერთის გაშვებას არ ვთვლი შეცდომათ....ყველას თავისი მინუსი ჰქონდა და მაგიტომაც გაუშვა ბაბუმ...შოუკროსი და როსი რატო გაუშვა არ ვიცი, მაგრამ პოგბას და მორისონს რო **ე ხასიათი ჰქონდათ ეგ ნაღდია...კიდე პიკე რომც დაგვეტოვებინა მერე მაგარი მცველი დადგებოდა და ათამაშდებოდა, მოუნდებოდა ისევ ბარსელონაში თამაში და რო გადავიდოდა ათმაგათ დაგვწყდებოდა გული...
0
№13
ავტორი: chudikone
15 ოქტომბერი 2013 10:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვერ ვიგებ რატომ გამოიწვია ამ სტატიამ ამხელა აჟიოტაჟი ? სიაში მოყვანილია ისეთი ფეხბურთელები ვინც იუნაიტედში თავი ვერ გამოიჩინა და სხვა კლუბში წასვლის შემდეგ გაამრთლა.. ზოგს ვინ მიაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად, ზოგს ვინ.. მე რაც მოვიძია ეგ იყო და გარკვეულ წილად ვეთანხმები..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№14
ავტორი: UTD-Rule
15 ოქტომბერი 2013 11:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
პოგბაზე გული არ დამწყენია იმიტო რო ბალოტელის პონტის ფეხბურთებია,შეიძლება ტალანტია ნიჭიერია,მაგრამ მე არ მინდოდა ეგეთი მოთამაშე გუნდში,რაც შეეხება მორისონს ისე დაიწყეს ლაპარაკი მგონი დავიბრუნებთ მართლა ნიჭიერი ნახევარმცველია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№15
ავტორი: Zizou
15 ოქტომბერი 2013 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ჩემი აზრით ფერგის ყველაზე დიდი შეცდომა რონალდინიოს არყიდვა იყო თავის დროზე, რამდენიმე ერთეული მილიონით მეტი მისცა ბარსამ და..
0
№16
ავტორი: Malboro463
15 ოქტომბერი 2013 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
შოუკროსი გასაშვები იყო . პიკეს კიდე თავის ყოფილ გუნდში უნდოდა დაბრუნება და გაუშვეს. პოგბამ თვითონ უნდოდა და წავიდა. მორისონის დატოვება შეიძლებოდა მარა ხასიათის გამო გაუშვეს
0
№17
ავტორი: Shako Jones
15 ოქტომბერი 2013 14:24
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
შოუკროსიიიიიი რაა შეცდომააა :დდ პიკე ბარსელონას ფანია იგაა გაზრდილი და ცხადი იყო მაინც იქ წავიდოდა
0
№18
ავტორი: ViDa
15 ოქტომბერი 2013 15:23
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მორისონი და პოგბა გუნდშ გასაჩერებლები აღარ იყვნენ მათი საქციელის გამო. რა თქმა უნდა, ორივე ძალიან ნიჭიერია მაგრამ ასეთი ხასიათის ფეხბურთელები არ გვაწყობს ჩვენ (ფელანმა გარკვევით ილაპარაკა მორისონზე). რაც შეეხება პიკეს, გუნდში მის გარდა ორი უძლიერესი მცველი იყო ფერდინანდი და ვიდიჩი და აქედან ფერგიუსონმა ვიდიჩზე და ფერდინანდზე გააკეთა. იმის გამო რო დღეს არცერთი არარი ფორმაში არ ნიშნავს იმას, რო ფერგიუსონმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. პიკეს ან რომელიმე ზემოთ ხსენებული მცველის სკამზე დაჯენა სისულელე იქნებოდა ჩემი აზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№19
ავტორი: manchestera1
15 ოქტომბერი 2013 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
pikeeeeeee:(
0
№20
ავტორი: darcmela
15 ოქტომბერი 2013 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ფერგიუსონს მთელი გუნდი რო დაეშალა მაინც ყველაზე მაგარი კაცი იქნებოდა ; ))) და იქნება ყოველთვის ; ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top