თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2013, 22:35
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2730,
კომენტარები: 23
როდესაც ლეგენდები ცდებიან
სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის "ტოპ 5" დაუფიქრებელი ტრანსფერი
როდესაც ლეგენდები ცდებიან
"მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ისტორია და საამაყო წარსული აქვს. ეს კლუბი აგრეთვე ცნობილია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენით და აღზრდით. ამის ყველაზე თვალსაზინო მაგალითია ე.წ "92იანების თაობა", როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში სრულიად ახალმა და გამოუცდელმა "ბავშვებმა" მოიკიდეს ფეხი. ამ თაობის მიღწევებზე საუბარი ბევრს წაგვიყვანს, მოდით თვალი გადავავლოთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებმაც "იუნაიტედის" შემადგელობაში თავი ვერ გამოიჩინეს და დღეს სხვა კლუბების ღირსებას წარმატებით იცავენ. გთავაზობთ ასეთი ფეხბურთელების ჩამონათვალიდან "საუკეთესო" ხუთეულს...

მეხუთე ადგილი: რაველ მორისონი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


ბევრი იყტოდა იმას, რომ ჯერ ნაადრევია ამ ფეხბურთელზე დაკვირვებით იმის თქმა, რომ დაუშვა თუ არა "იუნაიტედის" თავკაცობამ შეცდომა, როდესაც იგი გუნდიდან გაუშვა. თუმცა იგი ამ სეზონში "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში თამაშით საპირისპიროს ამტკიცებს. მან ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. ეს შეუპოვარი ნახევარმცველი კლუბმა თავისუფალი აგენტის როლში გაუშვა, რამდენიმე მომხადარი ინციდენტის შემდეგ და ბევრიც თვლიდა რომ მას კლუბში სწორად მოექცნენ. მაგრამ რაველმა მოახერხა და დაგვანახა საპირისპირო "ვესტ ჰემის" მაისურით, მას თავის გამოჩენა არ უჭირს. დღეს იგი მიიჩნება ერთ-ერთ ახალგაზრდა ტალანტად, რომელსაც წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მეოთხე ადგილი: რაიან შოუკროსი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


ალბათ ცოტამ თუ იცის რომ ამ შესანიშნავმა მცველმა სწორედ "იუნაიტედში" დაიწყო თავის პროფესიუნალური კარიერა. ეს ყველაფერი ალბათ იმის ბრალია რომ მას პრემიერ ლიგაში "ეშმაკუნების" მაისურით არცერთი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. რაიანი კლუბის აკადემიაში თამაშობდა და სწორედ აქ ისწავლა მან ის, რითაც დღეს ბევრისგან გამოირჩევა.

26 წლის მცველმა თავისი პირველი ტიტული გასულ სეზონს მოიპოვა და დღეს იგი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ცენტრალური მცელია, რომელსაც "სტოკ სიტის" კაპიტნის სამკლაური ამშვენებს. შეიძლება სახელი "რაიან შოუკროსი" დიდს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მას სწორედ ის თვისებები და უნარი გააჩნია, რაც დღეს "იუნაიტედს" ნამდვილად ჭირდება.

მესამე ადგილი: ჯუზეპე როსი
როდესაც ლეგენდები ცდებიან


"პარმის" აკადემიაში თავის გამოჩენის შემდეგ 17 წლის ჯუზეპე "იუნაიტედს" შეუერთდა. იგი თავიდანვე მიიჩნეოდა პირველი გუნდის ამომავალ ვარსკვლავად, თუმცა მის ანგარიშზე მხოლოდ 14 მატჩია, რომელშიც მიიღო როსიმ მონაწილეობა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი 26 წლის ასაკში მიჰყდა "ვილიარელს" სადაც ამ უკანასკნელმა ფეხი მყარად მოიკიდა და 5 სეზონის განმავლობაში 82 გოლის გატანა მოახერხა. ეს "შეუმჩნეველი" ფორვარდი დღეს ისევ სერია A-ში თამაშობს, "ფიორენტინას" შემადგენლობაში. ტრავმების მოშუშების შემდეგ დღეს იგი თავის ძველ ფორმას იღდგენს.

მეორე ადგილი: პოლ პოგბა
როდესაც ლეგენდები ცდებიან

ამჯერად სერ ალექს ფერგიუსონი, ზემოთ მოცემულ შემთხვევებისგან განსხვავებით, მართლაც შეეცადა ნიჭიერი ფრანგის შენარჩუნებას, მაგრამ პოგბამ კლუბი მაინც დატოვა და "იუვენტუსში" გადაბარგდა. "იუნაიტედის" ფანებისთვის ამ ფაქტს ის უფრო ამძიმებს რომ, პოლი "ბებერ ქალბატონებში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

დღეს პოგბა მისი ამჟამინდელი კლუბის საკვანძო ფეხბურთელია და დიდი წვლილი მიუძღვის წინა სეზონის "სკუდეტოს" მოპოვებაში. იგი თავისი დღევანდელი ფორმით და ჩატარებული მატჩების ხარისხით სერ ალექს ფერგიუსონს ანიშნებს, რომ მის ყოფილ ბოსს ერჩივნა მიეცა მისთვის ის რასაც ფრანგი ითხოვდა "იუნაიტედში" ყოფნისას.

პირველი ადგილი: ხერარდ პიკე
როდესაც ლეგენდები ცდებიან

ეჭვგარეშეა, რომ პიკეს გაყიდვა "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკის ყველაზე დიდი შეცდომაა, მაგრამ პოგბას და მორისონს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ და შეიძლება ეს ფაქტი სულ მალე სხვაგვარად აღმოჩნდეს. ახალგაზრდა ხერადს გაუჭირდა ინგლისში დამკვიდრება და ოთხწლიანი კონტრაქტის შემდეგ გუნდმა "ბარსელონას" თავისი შეგირდი 5 მილიონ დოლარად დაუბრუნა.

მას შემდეგ რაც პიკე "ნოუ კამპს" დაუბრუნდა, კარლეს პუიოლთან ერთად, იგი გარდაიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად. ამ უკანასკნელმა "ბარსელონასთან" ერთად მრავალი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ტურნირი მოიგო.

დღეს იუნაიტედში მრავალი იმედის მომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებმაც უკვე უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო. იმედი ვიქონიოთ რომ მსგავს შეცდომებს "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი აღარ დაუშვებს და მეტ ყურადღებას დაუთმობს გუნდში ახალგაზრდებს დამკვიდრებას და განვითარებას.

წყარო: DailyStar
---
23 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
14 ოქტომბერი 2013 22:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იანუზაიმ დარეკა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Rooney
14 ოქტომბერი 2013 23:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
პოგბა და მორისონიი : ( ჩემი ტკივილია
0
№3
ავტორი: UNITEDFAN
14 ოქტომბერი 2013 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
პიკეს მე ფერგის შეცდომათ არ ვთვლი აი პოგბა და მორისონი არ უნდა გაგვეშვა =(((
0
№4
ავტორი: mindo_96
15 ოქტომბერი 2013 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
აბაა ეხლა ის დაწერეთ რამდენ ტრანსფერიი გაამართლა და ამათ დროს ისეთი კონკურენცია იყო ამათ პოზიციებზე თვითონ ფეხბურთელები წავიდნენ ალბათ თორე ფერგი არასდროს ცდებოდა love
0
№5
ავტორი: Z A C K™
15 ოქტომბერი 2013 00:19
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
იანუზაი არ უნდა დავკარგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: zatara
15 ოქტომბერი 2013 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ტოსიჩიც და იგლზიც მაგრები იყვნენ მაგრამ :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№7
ავტორი: Macklemore
15 ოქტომბერი 2013 01:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მხოლოდ ჯუზეპე როსიზე ვიტყოდი, რომ გაფლანგულია! პიკე ყველა ვარიანტში წავიდოდა და ჩვენ ვერ დავაკავებდით! პოგბას და მორისონს რაც შეეხებათ, ხასიათის ფეხბურთელები იყვნენ და მაგას მირჩევნია ისევ მონდომებული ვუტონი და კინი იყვნენ გუნდში ვიდრე ეგეთი როჟები! და შოუკროსი დიდი ვერაფერი ფეხბურთელია! შეიძლება მანჩესტერის ხელში კარგი ფეხბურთელი დამდგარიყო მაგრამ განსაკუთრებული არაფერი!!!

და სტატიის ასეთი სათაური არ მიმაჩნია მიზანშეწონილად!!!
0
№8
ავტორი: Donkirvala
15 ოქტომბერი 2013 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
დიეგო ფორლანი სიის პირველ პოზიციას იმსახურებს ალბათ
0
№9
ავტორი: MANUTD FAN.
15 ოქტომბერი 2013 02:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
პიკე და პოგბა ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემი აზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№10
ავტორი: red devil
15 ოქტომბერი 2013 06:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Pike mainc wavidoda azri ar qonda ase ro eg shecdoma ar aris
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top