თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2021, 12:40
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 27
ოლე "ბარნლისთან" მატჩის წინ
ოლე მატჩის წინ.
ოლე
ოლე გუნარ სოლსკიაერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე, ბარნლისთან გასამართი მატჩის წინ.

გუნდის მდგომარეობის შესახებ

"ყველა ფეხბურთელი დღეს ვარჯიშობს. პოლმა და ერიკმა ბოლომდე ვერ დაასრულეს სავარჯიშო პროგრამა, ხოლო ლუკმა და ვიქტორმა ის მთლიანად დაასრულეს. ასე რომ, მე მყავს საკმარისი მოთამაშეები, რომელთაგან არჩევანის გაკეთება უპრობლემიდ შეიძლება. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს ერიკი და პოლი ხვალინდელ მატჩში."

ორივე გუნდის ფორმაზე

"სეზონის რთული დაწყების შემდეგ, "ბარნლიმ" კარგ შედეგებს მიაღწია. მათთვის ძნელია ქულის წართმევა, რადგან მეტოქეს ისინი არ აძლევენ მრავალი შანსის შექმნის საშუალებას."

"სტაბილურობის თვალსაზრისით ყველა კლუბს აქვს აღმართ-დაღმართი. ვფიქრობ, ეს მატჩი გულშემატკივრებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, გასული სეზონისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ ერთი გუნდი იბრძოდა."


კავანს შეუძლია ისევ ითამაშოს

"დისკვალიფიკაციის დროს ედინსონი ძალიან კარგად ვარჯიშობდა. მან ასევე მიიღო დასვენების ორი დღე, მაგრამ ახლა მზად არის გამოსასვლელად. მასთან ერთად განვიხილავთ დამატებით ვარიანტებს. მოხარული ვარ, რომ ის დაბრუნდა და ისევ შეუძლია თამაში, რადგან სწორედ ამიტომ მოვეწვიეთ გუნდში, რომ რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის მოთამაშეზე გვქონდეს წვდომა შემადგენლობის დაყენების დროს. მას წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მატჩში და მჯერა იგი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ამ სეზონში."

გალიდერევის შანსებისა და პროგრესის შესახებ

"ამ სეზონში ჩვენ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე გასულ წელს იმავე დროს. ჩვენ უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ და უფრო მეტი მატჩი გვაქვს მოგებული ვიდრე გასულ სეზონში. რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა 12 იანვრის ცხრილი იუნაიტედისთვის, მაგრამ ჩვენ პროგრესს ვაგრძელებთ და უფრო უკეთესები გაბხდებით."

"სერ ალექსის შემდეგ პირველად შეგვიძლია ცხრილში პირველ ადგილზე ასვლა. ჩვენ ვიყავით მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეები და სეზონის ბოლოს ვცდილობდით შევსულიყავით საუკეთესო ოთხეულში. ჩვენ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ მოვახერხეთ სერ ალექსის წასვლის შემდეგ."

"მას შემდეგ რაც მე თვითონ ფეხბურთელი ვიყავი, ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ ძალიან ვღელავდით ყველა, ჩემპიონატს თუ ვერ მოვიგებდით ვიცოდით რომ კარგი დღე არ გველოდა (იცინის) და ახლა ამდენი გუნდი თავს ტიტულის პრეტენდენტად რომ თვლის და ბრძოლას აგრძელებს დამატებითი სტიმულია ბიჭებისთვის."


იანვარი მნიშვნელოვანი თვეა თქვენთვის?

"ცხრილს ახლა ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მხოლოდ ქულებს იძენთ და მეტ-ნაკლებად ყველაფერი მხოლოდ მარტი-აპრილის თვეში გაირკვევა."

"ვიცოდით, რომ ეს რთული სეზონი იქნებოდა ჩვენთვის და უნდა დავწეულიყავით ცხრილის სათავეში მყიფ მეტოქეებს. ჩვენ უნდა მოვიგოთ მატჩები ავიღოთ ქულები და მივიღოთ სასურველი შედეგები სეზონის ბოლოს."


ზამთრის ტრანსფერების შესახებ

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებულმა ტრანსფერებმა ნამდვილად გააძლიერა ჩვენი გუნდი. კარგი გაძლიერება, კარგი ფეხბურთელები. იანვარში ყოველთვის უფრო რთულია იგივეს მოქმედება, მაგრამ თუ რაიმე ვარიანტი გამოჩნდება, ეს სულ სხვა საკითხი იქნება და ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ. მაგრამ კარგ გუნდებს არ სურთ დაკარგონ თავიანთი საუკეთესო მოთამაშეები შუა სეზონში, ამიტომ დიდად არ ველოდები ახალ ტრანსფერებს. ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი შეიძლება წავიდეს და ეს ნამდვილად კარგი იქნება მათთვის და მათი კარიერისთვის."

რეზერვში თამაშის შესახებ

"ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ და თავმდაბლები ვიყოთ თითოეული თამაშის მიმართ. ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიული გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ყოველთვის რთულია თამაში, მიუხედავად მოწინააღმდეგის სიძლიერისა."

"სეზონის დასაწყისში მიღებულმა შედეგებმა ჩვენს ფეხბურთელებს ცხოვრება გაუძნელა. ამან საშუალება მისცა სხვებს გაეკრიტიკებინათ ისინი და ამბობდნენ ესა თუ ის თამაში მაინც უნდა მოიგოთ. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ, თუმცა კრისტალ პალასისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ წაგებული თამაშები ხელს გვიშლიდა ნორმალური გრძნობებით და ხასიათით შეგვეხედა მიმდინარე ცხრილისთვის და ხალხი მხოლოდ საუბრობდა იმაზე, თუ სად ვართ და რა ცუდად ვთამაშობთ."

"ჩვენი გუნდის მენტალიტეტი არ იცვლება. შემდეგი მატჩი კიდევ ერთი გამოწვევაა. ეს არის თამაში ბარნლისთან სტუმრად და ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ სად ვართ ცხრილში ახლა ან სად შეიძლება ვიყოთ ამ მატჩის შემდეგ - ჩვენ მზად ვართ."
პრესკონფერენცია
27 კომენტარი
№21
ავტორი: NikShali
13 იანვარი 2021 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
Goali ar chagcitvqles penalti ar dagvides imena liverpolis fania es axvari sudia fusheni msajijishi
0
№22
ავტორი: DaTo_O
13 იანვარი 2021 00:59
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ეს უკნიდან თამაში რატო იცის ამ არასწორმა კაცმა ბიჭო გავგიჟდი იმენაა მსაჯი კიდე რეებს ჩორტაობს ვერ გავიგე საერთოდ.. კაროჩე ფრე იქნება ან წავაგებთ ამ თამაშს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№23
ავტორი: manubro
13 იანვარი 2021 01:00
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
მეორე ტაიმში დავჩაგრავთ ნუ ნერვიულობთ:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№24
ავტორი: LASHQARA
13 იანვარი 2021 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
უფრო უნდა მიაწვეს კიდე გუნდი, აქ სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. fellow
0
№25
ავტორი: kashmara
13 იანვარი 2021 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
jer ar morchenila da wvagebto ra gchirt too tqven rac ar unda werot oles ar gaushveben da visac gvjera gvacadet sanam ea kacia mwvrtnelad eae dznelia nujeli tu rashia saqme
0
№26
ავტორი: LASHQARA
13 იანვარი 2021 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
სასწაული გოლი, პოგ ბუუუმ love am
0
№27
ავტორი: Svanchester
13 იანვარი 2021 01:40
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
წელს ჩემპიონები ვართ !!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top