თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2021, 12:40
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 27
ოლე "ბარნლისთან" მატჩის წინ
ოლე მატჩის წინ.
ოლე
ოლე გუნარ სოლსკიაერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე, ბარნლისთან გასამართი მატჩის წინ.

გუნდის მდგომარეობის შესახებ

"ყველა ფეხბურთელი დღეს ვარჯიშობს. პოლმა და ერიკმა ბოლომდე ვერ დაასრულეს სავარჯიშო პროგრამა, ხოლო ლუკმა და ვიქტორმა ის მთლიანად დაასრულეს. ასე რომ, მე მყავს საკმარისი მოთამაშეები, რომელთაგან არჩევანის გაკეთება უპრობლემიდ შეიძლება. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს ერიკი და პოლი ხვალინდელ მატჩში."

ორივე გუნდის ფორმაზე

"სეზონის რთული დაწყების შემდეგ, "ბარნლიმ" კარგ შედეგებს მიაღწია. მათთვის ძნელია ქულის წართმევა, რადგან მეტოქეს ისინი არ აძლევენ მრავალი შანსის შექმნის საშუალებას."

"სტაბილურობის თვალსაზრისით ყველა კლუბს აქვს აღმართ-დაღმართი. ვფიქრობ, ეს მატჩი გულშემატკივრებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, გასული სეზონისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ ერთი გუნდი იბრძოდა."


კავანს შეუძლია ისევ ითამაშოს

"დისკვალიფიკაციის დროს ედინსონი ძალიან კარგად ვარჯიშობდა. მან ასევე მიიღო დასვენების ორი დღე, მაგრამ ახლა მზად არის გამოსასვლელად. მასთან ერთად განვიხილავთ დამატებით ვარიანტებს. მოხარული ვარ, რომ ის დაბრუნდა და ისევ შეუძლია თამაში, რადგან სწორედ ამიტომ მოვეწვიეთ გუნდში, რომ რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის მოთამაშეზე გვქონდეს წვდომა შემადგენლობის დაყენების დროს. მას წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მატჩში და მჯერა იგი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ამ სეზონში."

გალიდერევის შანსებისა და პროგრესის შესახებ

"ამ სეზონში ჩვენ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე გასულ წელს იმავე დროს. ჩვენ უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ და უფრო მეტი მატჩი გვაქვს მოგებული ვიდრე გასულ სეზონში. რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა 12 იანვრის ცხრილი იუნაიტედისთვის, მაგრამ ჩვენ პროგრესს ვაგრძელებთ და უფრო უკეთესები გაბხდებით."

"სერ ალექსის შემდეგ პირველად შეგვიძლია ცხრილში პირველ ადგილზე ასვლა. ჩვენ ვიყავით მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეები და სეზონის ბოლოს ვცდილობდით შევსულიყავით საუკეთესო ოთხეულში. ჩვენ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ მოვახერხეთ სერ ალექსის წასვლის შემდეგ."

"მას შემდეგ რაც მე თვითონ ფეხბურთელი ვიყავი, ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ ძალიან ვღელავდით ყველა, ჩემპიონატს თუ ვერ მოვიგებდით ვიცოდით რომ კარგი დღე არ გველოდა (იცინის) და ახლა ამდენი გუნდი თავს ტიტულის პრეტენდენტად რომ თვლის და ბრძოლას აგრძელებს დამატებითი სტიმულია ბიჭებისთვის."


იანვარი მნიშვნელოვანი თვეა თქვენთვის?

"ცხრილს ახლა ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მხოლოდ ქულებს იძენთ და მეტ-ნაკლებად ყველაფერი მხოლოდ მარტი-აპრილის თვეში გაირკვევა."

"ვიცოდით, რომ ეს რთული სეზონი იქნებოდა ჩვენთვის და უნდა დავწეულიყავით ცხრილის სათავეში მყიფ მეტოქეებს. ჩვენ უნდა მოვიგოთ მატჩები ავიღოთ ქულები და მივიღოთ სასურველი შედეგები სეზონის ბოლოს."


ზამთრის ტრანსფერების შესახებ

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებულმა ტრანსფერებმა ნამდვილად გააძლიერა ჩვენი გუნდი. კარგი გაძლიერება, კარგი ფეხბურთელები. იანვარში ყოველთვის უფრო რთულია იგივეს მოქმედება, მაგრამ თუ რაიმე ვარიანტი გამოჩნდება, ეს სულ სხვა საკითხი იქნება და ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ. მაგრამ კარგ გუნდებს არ სურთ დაკარგონ თავიანთი საუკეთესო მოთამაშეები შუა სეზონში, ამიტომ დიდად არ ველოდები ახალ ტრანსფერებს. ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი შეიძლება წავიდეს და ეს ნამდვილად კარგი იქნება მათთვის და მათი კარიერისთვის."

რეზერვში თამაშის შესახებ

"ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ და თავმდაბლები ვიყოთ თითოეული თამაშის მიმართ. ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიული გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ყოველთვის რთულია თამაში, მიუხედავად მოწინააღმდეგის სიძლიერისა."

"სეზონის დასაწყისში მიღებულმა შედეგებმა ჩვენს ფეხბურთელებს ცხოვრება გაუძნელა. ამან საშუალება მისცა სხვებს გაეკრიტიკებინათ ისინი და ამბობდნენ ესა თუ ის თამაში მაინც უნდა მოიგოთ. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ, თუმცა კრისტალ პალასისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ წაგებული თამაშები ხელს გვიშლიდა ნორმალური გრძნობებით და ხასიათით შეგვეხედა მიმდინარე ცხრილისთვის და ხალხი მხოლოდ საუბრობდა იმაზე, თუ სად ვართ და რა ცუდად ვთამაშობთ."

"ჩვენი გუნდის მენტალიტეტი არ იცვლება. შემდეგი მატჩი კიდევ ერთი გამოწვევაა. ეს არის თამაში ბარნლისთან სტუმრად და ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ სად ვართ ცხრილში ახლა ან სად შეიძლება ვიყოთ ამ მატჩის შემდეგ - ჩვენ მზად ვართ."
პრესკონფერენცია
27 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2021 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
კიდე კარგი სერიოზული ტრამვა არ აქვს არცერთ მოთამაშეს ❤️
0
№2
ავტორი: ILoveUtd
12 იანვარი 2021 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
დღეს აუცილებლად მოსაგები თამაშია. კავანის ველოდები ძირითადში
0
№3
ავტორი: makaveli
12 იანვარი 2021 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
დღეს ჯობია ქეთინო დააყენოს დაცვაში სა ერიკი ლივესთვის შემოინახოს :)) ეგეთი კაცი გვჭირდება ენფილდზე ხისტი და სწრაფი, ძაან მომწონს ეგ ფეხბურთელი და ტრავმები როარ ტანჯავდეს იდეალური იქნებოდა.. ფა თასზე თუ უნდათ რუნის შვილი დააყენონ ძირითადში მთავარია დღეს ბარნლის და აი 17-ში ლივეს უეჭველი უნდა მოვუგოთ, თუ უნდათ სუ ერთხელ დაარ*** კარში ოღონდ მოიგონ, ვან გაალი იყო მაგის მასტერი ლივეს სადაც შეხვდა უმოწყალოდ ხმარობდა :)))
4
№4
ავტორი: The Special One
12 იანვარი 2021 15:57
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძაან კარგად გავდივართ ამ დატვირთულ გრაფიკს,ყველა გუნდს დაელეწა ხალხი,ჩვენ ლაითად გამოვძვერით და ეს ექიმების დიდი დამსახურებაცაა,როგორც ვიცი ოლემ მოიყვანა კიდე მაგ საკითხში ახალი ხალხი.

დღეს იმედია ფრე მაინც იქნება,ენფილდზე პირველი ადგილით უნდა ჩავიდეთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: David_Beckham7
12 იანვარი 2021 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
არამგონია ისეც აკლდეთ შემართება მაგრამ მაინც მთელმა სამწვრთნელო შტაბმა უნდა იმიშაონ რო მოედანზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გაუშვან ბიჭები და პირიქით ფეცები არ უკანკალებდეთ ვაი რო ვერ მოგიგოთ დაგვასხავენო. განწყობა და თვითრწმენა შედეგის ამბავში ნახევარ საქმეს აკეთებს, აი პორველ ადგილს რო დავიკავებთ კიდე ყველა თამაში ომის ტოლფასი გვექნება
0
№6
ავტორი: levionok
12 იანვარი 2021 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
თუ ხანგრძლივი ჩავარდნა არ გვექნება სეზონის განმავლობაში ძალიან კარგი შანსია ვიბრძოლოთ!მაგრამ ფეხბურთში არასწორია ნახევარი სეზონის მერე ჩემპიონობაზე ლაპარაკი ფეხბურთელიწთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი თამაშია ხოდა მთავარი ახლა ბარნლია და ლუზერებზე ჯერ არც უნდა ვიფიქროთ
1
№7
ავტორი: NikShali
12 იანვარი 2021 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
Ramdeni xenia chempionoba mwyuria imedia wels vizeimebt win barlis gasanadgureblad midi mancheSTERRRRR UNDT AM TAMASHIS MOHEBIT LIVESTAN free superi iqneba
1
№8
ავტორი: Green street
12 იანვარი 2021 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ეშმაკებოო დაასახელეთ მანჩესტერი ტოპ 5 პრინციპულიი მეტოქეე როგორც ევროპაში ისეე ინგლისში

0
№9
ავტორი: Irakli_Kandelaki
12 იანვარი 2021 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ვაკვირდები, რომ როცა შემადგენლობა და ნახევარდაცვა დაკომპლექტებულია მაღალი მოთამაშეებით, მომენტების შექმნა და ბურთის კრეატიული თამაში ძალიან უჭირთ. პოგბაც სწორედ ამ კომპონენტის გამო ანელებს თამაშს, და არა იმიტომ, რომ ცუდი მოთამაშეა. ამიტომ, დღეს დაბალანსებული შემადგენლობა გვჭირდება მოსაგებად.
0
№10
ავტორი: Green street
12 იანვარი 2021 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ჩემი აზრი ასეთია, ლივერი, სიტი, ბარსა,ბაიერნი,იუვე)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top