თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2021, 12:40
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 27
ოლე "ბარნლისთან" მატჩის წინ
ოლე მატჩის წინ.
ოლე
ოლე გუნარ სოლსკიაერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე, ბარნლისთან გასამართი მატჩის წინ.

გუნდის მდგომარეობის შესახებ

"ყველა ფეხბურთელი დღეს ვარჯიშობს. პოლმა და ერიკმა ბოლომდე ვერ დაასრულეს სავარჯიშო პროგრამა, ხოლო ლუკმა და ვიქტორმა ის მთლიანად დაასრულეს. ასე რომ, მე მყავს საკმარისი მოთამაშეები, რომელთაგან არჩევანის გაკეთება უპრობლემიდ შეიძლება. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს ერიკი და პოლი ხვალინდელ მატჩში."

ორივე გუნდის ფორმაზე

"სეზონის რთული დაწყების შემდეგ, "ბარნლიმ" კარგ შედეგებს მიაღწია. მათთვის ძნელია ქულის წართმევა, რადგან მეტოქეს ისინი არ აძლევენ მრავალი შანსის შექმნის საშუალებას."

"სტაბილურობის თვალსაზრისით ყველა კლუბს აქვს აღმართ-დაღმართი. ვფიქრობ, ეს მატჩი გულშემატკივრებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, გასული სეზონისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ ერთი გუნდი იბრძოდა."


კავანს შეუძლია ისევ ითამაშოს

"დისკვალიფიკაციის დროს ედინსონი ძალიან კარგად ვარჯიშობდა. მან ასევე მიიღო დასვენების ორი დღე, მაგრამ ახლა მზად არის გამოსასვლელად. მასთან ერთად განვიხილავთ დამატებით ვარიანტებს. მოხარული ვარ, რომ ის დაბრუნდა და ისევ შეუძლია თამაში, რადგან სწორედ ამიტომ მოვეწვიეთ გუნდში, რომ რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის მოთამაშეზე გვქონდეს წვდომა შემადგენლობის დაყენების დროს. მას წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მატჩში და მჯერა იგი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ამ სეზონში."

გალიდერევის შანსებისა და პროგრესის შესახებ

"ამ სეზონში ჩვენ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე გასულ წელს იმავე დროს. ჩვენ უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ და უფრო მეტი მატჩი გვაქვს მოგებული ვიდრე გასულ სეზონში. რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა 12 იანვრის ცხრილი იუნაიტედისთვის, მაგრამ ჩვენ პროგრესს ვაგრძელებთ და უფრო უკეთესები გაბხდებით."

"სერ ალექსის შემდეგ პირველად შეგვიძლია ცხრილში პირველ ადგილზე ასვლა. ჩვენ ვიყავით მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეები და სეზონის ბოლოს ვცდილობდით შევსულიყავით საუკეთესო ოთხეულში. ჩვენ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ მოვახერხეთ სერ ალექსის წასვლის შემდეგ."

"მას შემდეგ რაც მე თვითონ ფეხბურთელი ვიყავი, ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ ძალიან ვღელავდით ყველა, ჩემპიონატს თუ ვერ მოვიგებდით ვიცოდით რომ კარგი დღე არ გველოდა (იცინის) და ახლა ამდენი გუნდი თავს ტიტულის პრეტენდენტად რომ თვლის და ბრძოლას აგრძელებს დამატებითი სტიმულია ბიჭებისთვის."


იანვარი მნიშვნელოვანი თვეა თქვენთვის?

"ცხრილს ახლა ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მხოლოდ ქულებს იძენთ და მეტ-ნაკლებად ყველაფერი მხოლოდ მარტი-აპრილის თვეში გაირკვევა."

"ვიცოდით, რომ ეს რთული სეზონი იქნებოდა ჩვენთვის და უნდა დავწეულიყავით ცხრილის სათავეში მყიფ მეტოქეებს. ჩვენ უნდა მოვიგოთ მატჩები ავიღოთ ქულები და მივიღოთ სასურველი შედეგები სეზონის ბოლოს."


ზამთრის ტრანსფერების შესახებ

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებულმა ტრანსფერებმა ნამდვილად გააძლიერა ჩვენი გუნდი. კარგი გაძლიერება, კარგი ფეხბურთელები. იანვარში ყოველთვის უფრო რთულია იგივეს მოქმედება, მაგრამ თუ რაიმე ვარიანტი გამოჩნდება, ეს სულ სხვა საკითხი იქნება და ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ. მაგრამ კარგ გუნდებს არ სურთ დაკარგონ თავიანთი საუკეთესო მოთამაშეები შუა სეზონში, ამიტომ დიდად არ ველოდები ახალ ტრანსფერებს. ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი შეიძლება წავიდეს და ეს ნამდვილად კარგი იქნება მათთვის და მათი კარიერისთვის."

რეზერვში თამაშის შესახებ

"ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ და თავმდაბლები ვიყოთ თითოეული თამაშის მიმართ. ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიული გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ყოველთვის რთულია თამაში, მიუხედავად მოწინააღმდეგის სიძლიერისა."

"სეზონის დასაწყისში მიღებულმა შედეგებმა ჩვენს ფეხბურთელებს ცხოვრება გაუძნელა. ამან საშუალება მისცა სხვებს გაეკრიტიკებინათ ისინი და ამბობდნენ ესა თუ ის თამაში მაინც უნდა მოიგოთ. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ, თუმცა კრისტალ პალასისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ წაგებული თამაშები ხელს გვიშლიდა ნორმალური გრძნობებით და ხასიათით შეგვეხედა მიმდინარე ცხრილისთვის და ხალხი მხოლოდ საუბრობდა იმაზე, თუ სად ვართ და რა ცუდად ვთამაშობთ."

"ჩვენი გუნდის მენტალიტეტი არ იცვლება. შემდეგი მატჩი კიდევ ერთი გამოწვევაა. ეს არის თამაში ბარნლისთან სტუმრად და ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ სად ვართ ცხრილში ახლა ან სად შეიძლება ვიყოთ ამ მატჩის შემდეგ - ჩვენ მზად ვართ."
პრესკონფერენცია
27 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
12 იანვარი 2021 20:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგუიერმა დღეს თუ ყვითელი მიიღო შემდეგ თამაშს ტოვებს ლივერპულთან, არადა როგორ გინდა ბარნლისთან არ დააყენო ჰარი, წელს მანჩესტერი ძალიან სუსტია სტანდარტულების დროს და ოპონენტი ისეთი გვყავს რო მაგ ასპექტში პრემიერ ლიგაში ალბათ ყველაზე ძლიერია და წლებია ისეთ სტილს თამაშობს სადაც სტანდარტულებია მათი უძლიერესი მხარე, ვიტყოდი ჰარი დაასვენოსთქო(ყვითლის პონტში) მარა ფიფქია ლილდელოფის იმედზე ვერ იქნება კაცი, ბაილიც დიდად არ ბრწყინავს საჰაეროებზე, აი გარისკვა შეიძლება და მე მატიჩს დავაყენებდი ჰარის მაგივრად მარა მაშინ გვერდით ჩამოყალიბებული მცველი ჭირდება ნემანიასაც რო ჯამში ბალანსი მოახდინონ ხარისხის. მოკლედ არ ვიცი რას იზამს ოლე მარა ადვილი გადასაწყვეტი არ იქნება ცენტრალური დუეტის შერჩევა ერთი აჰრის ბარათის ფაქტორი მეორე ბაილის დაყენება კიდე რამდენად სარისკოა ლივერპულამდე მატჩში. იმედია დაცვაში ვისაც დააყენებს დღეს ერთ ერთ საუკეთესო მატჩს ჩაატარებს თორე ბარნლი ძაან აპასნია მეორე სართულზე
0
№12
ავტორი: rooney77
12 იანვარი 2021 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ვიგეეეეებთ
0
№13
ავტორი: LASHQARA
12 იანვარი 2021 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ბარნლის გადაგლეჯვამდე დარჩენილია 3 საათი და 15 წუთი wink am
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2021 21:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უეჭველი მოსაგები თამაშია
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
12 იანვარი 2021 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Green street
ეშმაკებოო დაასახელეთ მანჩესტერი ტოპ 5 პრინციპულიი მეტოქეე როგორც ევროპაში ისეე ინგლისში

ლივერპული რეალ მადრიდი ბარსელონა ბავარია ჩემი აზრია ))
0
№16
ავტორი: Karanadze
12 იანვარი 2021 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 470
Dges vfiqrob ro tavdasxma saxifato iqneba da reshis meimedeba dges ragac ise chaagdo bolo tamashebi ro droa tavisi sityva tqvas mnishvnelovan tamashhi.
0
№17
ავტორი: PaLoMo
13 იანვარი 2021 00:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
დიდი სხვაობით უნდა მოვიგოთ,მთავარია მალევე გავუტანოთ გოლი,არადა დამესიზმრა ვითომ 2:0 მიყვდა ბარნლის თამაში და მერე 2:2 გავხადეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: Karanadze
13 იანვარი 2021 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 470
Damagja nervi. Ver chavrte verafrit. Gooool ze ver vuyireb da rame aricit iqneb meore taims mainc vuyuro blin
0
№19
ავტორი: Chesterman
13 იანვარი 2021 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 695
ციტატა: Karanadze
Damagja nervi. Ver chavrte verafrit. Gooool ze ver vuyireb da rame aricit iqneb meore taims mainc vuyuro blin

Hesgoal.com ზე ნახეე ძმაა
0
№20
ავტორი: Lev
13 იანვარი 2021 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ციტატა: Chesterman
ციტატა: Karanadze
Damagja nervi. Ver chavrte verafrit. Gooool ze ver vuyireb da rame aricit iqneb meore taims mainc vuyuro blin

Hesgoal.com ზე ნახეე ძმაა

http://www.hesgoal.com/news/71395/Burnley_vs_Manchester_United.html
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top