თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 02:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3626,
კომენტარები: 23
"რთული შეუძლებელს არ ნიშნავს"
ოლე გუნარი მატჩის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა პირველი მატჩი წააგო. გულშემატკივარსა და ფეხბურთელებთან ერთად ნორვეგიელიც იმედგაცრუებული და დამწუხრებულია, თუმცა პოზიტიურ განწყობას მაინც არ კარგავს და გულშემატკივარს "ჩელსისთვის" მზად ყოფნას ჰპირდება:

"ძალიან რთული საღამო იყო. პირველი ნახევარში ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე გუნდმა დიდი შანსები შექმნა. იყო რამდენიმე მომენტი, რომელიც საშიში ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მეორე ტაიმი კი დიდი იმედგაცრუება იყო, რა თქმა უნდა. პირველი გოლის გაშვების შემდეგ ბიჭებმა რწმენა დაკარგეს. თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ ვეცადეთ, ენერგია, განწყობა, შესაფერისი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორი გზის პოვნა ვერ მოვახერხეთ. მეორე გოლის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან, ძალიან გართულდა."

"რაც შეეხება ლინგარდსა და მარსიალს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მიზეზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორი კარგი ფეხბურთელის დაკარგვა მარტივი არ არის. ეს ტრიო ძალიან სწრაფია და კარგ კომბინაციებსაც ქმნის. თუმცა ჩვენ ალექსისი შემოვიყვანეთ, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს. ასე რომ ამ მიზეზს თავის გასამართლებლად ვერ გამოვიყენებთ. მათ ტრავმებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე დღეში შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას."

"რაც შეეხება პარიზში გასამართ თამაშს, მარტივ პასუხს გაგცემთ: რთული შეუძლებელს არ ნიშნავს. ჩვენ იქ ჩავალთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ორი გოლის გატანა მოგვიწევს და თანაც არ უნდა გავუშვათ. მაგრამ ეს ადრე გაგვიკეთებია, ყველაფერი შემოგვიტრიალებია. რა თქმა უნდა, პსჟ ძალიან კარგი გუნდია და მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა, მაგრამ ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და თანაც უნდა გვჯეროდეს, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ვცადოთ, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ."

"დღევანდელი მატჩიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, კარგად უნდა შევაფასოთ რა შეცდომები დავუშვით და რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ. პსჟ-ს დონის გუნდის წინააღმდეგ კი ასეთი გოლები არ უნდა გაუშვა, ასეთი სივრცეები არ უნდა დატოვო."

"ჩვენ წინ "ჩელსისა" და "ლივერპულთან" გასამართი მატჩები გვაქვს. ასე რომ საერთოდ არ გვაქვს მოდუნებისა და საკუთარი თავის შეცოდების დრო. "ჩელსისთვის" მზად ვიქნებით და მწუხარებას თავს არ დავამარცხებინებთ, ამაზე არ იდარდოთ."


წყარო: ManUtd.com
სხვა
23 კომენტარი
№21
ავტორი: mishiko1
13 თებერვალი 2019 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
თითქოს დაძაბულები თამაშობდნენ და ძლიან ბევრი წუნი პასებში ბევრი არაზუსტი პასი კეთდებოდა მანიუს მხრიდან, მეტოქის საჯარიმოში გამბედაობა გვაკლდა, ამ შეხვედრამ დაგვანახა ტრანსფერების აუცილებლობა ჩემი აზრით ნახევარი გუნდი გასაშვებია, ყველა რგოლში გაძლიერება გვჭირდება. ერთი 9-ნომერი აუცილებლად გვჭირდება გოლების გატანა ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში გვიჭირს, გოლეადორი გვჭირდება.

რათქმაუნდა ოლეს შეცდომაც იყო. სამწუხაროდ ტუხელმა ტაქტიკურად აჯობა სოლსკიაერს, მთავარია სოლსკიაერმა გაანალიზოს შეცდომები და გამოასწოროს, მოგვეგო ძაან მინდოდა მაგრამ მინიმუმ ფრეს მაინც ველოდი, სუსტად გამოვიყურებოდით სამწუხაროდ. დროა მიწაზე დავეშვათ და ოთხეულისთვის ვიბრძოლოთ ქულების მაქსიმუმი მოვაგროვოთ ლიგაზე თუ ვერ გავედით ბევრს წამყვან მოთამაშეს წასვლა მოუნდება, პოგბას ძმამ თქვა თუ მანიუ ლიგაზე ვერ გავა ჩემი ძმა გუნდს დატოვებსო, და ეს დიდი დანაკლისი იქნება, ასევე ბევრი კარგი ფეხბურთელი შეიკავებს თავს მანიუში გადმოსვლაზე.
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 22:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: mishiko1
თითქოს დაძაბულები თამაშობდნენ და ძლიან ბევრი წუნი პასებში ბევრი არაზუსტი პასი კეთდებოდა მანიუს მხრიდან, მეტოქის საჯარიმოში გამბედაობა გვაკლდა, ამ შეხვედრამ დაგვანახა ტრანსფერების აუცილებლობა ჩემი აზრით ნახევარი გუნდი გასაშვებია, ყველა რგოლში გაძლიერება გვჭირდება. ერთი 9-ნომერი აუცილებლად გვჭირდება გოლების გატანა ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში გვიჭირს, გოლეადორი გვჭირდება.

რათქმაუნდა ოლეს შეცდომაც იყო. სამწუხაროდ ტუხელმა ტაქტიკურად აჯობა სოლსკიაერს, მთავარია სოლსკიაერმა გაანალიზოს შეცდომები და გამოასწოროს, მოგვეგო ძაან მინდოდა მაგრამ მინიმუმ ფრეს მაინც ველოდი, სუსტად გამოვიყურებოდით სამწუხაროდ. დროა მიწაზე დავეშვათ და ოთხეულისთვის ვიბრძოლოთ ქულების მაქსიმუმი მოვაგროვოთ ლიგაზე თუ ვერ გავედით ბევრს წამყვან მოთამაშეს წასვლა მოუნდება, პოგბას ძმამ თქვა თუ მანიუ ლიგაზე ვერ გავა ჩემი ძმა გუნდს დატოვებსო, და ეს დიდი დანაკლისი იქნება, ასევე ბევრი კარგი ფეხბურთელი შეიკავებს თავს მანიუში გადმოსვლაზე.

მე იმ ფეხბურთელის დედაც რომელიც აკადემიის აღზრდილად ითვლება გუნდის ლიდერად და ლიგაზე ვერ გასვლის გამო თუ წავა გუნდიდან
0
№23
ავტორი: picxela
13 თებერვალი 2019 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
Magari kacia ole oqros goli magrad mevaseba da minda datovon rac sheexeba psg s iqac mogvigeben didi albatobit radgan dacva ashkarad ar ari eseti tamashebistvis mzad aserom logikurad wavaget da imedimaq premier ligashi upro frtxilad iqneba exla prochi tamashebi dahvemtxva da qulebis shenarchuneba gaasworebda
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top