თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 02:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3627,
კომენტარები: 23
"რთული შეუძლებელს არ ნიშნავს"
ოლე გუნარი მატჩის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა პირველი მატჩი წააგო. გულშემატკივარსა და ფეხბურთელებთან ერთად ნორვეგიელიც იმედგაცრუებული და დამწუხრებულია, თუმცა პოზიტიურ განწყობას მაინც არ კარგავს და გულშემატკივარს "ჩელსისთვის" მზად ყოფნას ჰპირდება:

"ძალიან რთული საღამო იყო. პირველი ნახევარში ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე გუნდმა დიდი შანსები შექმნა. იყო რამდენიმე მომენტი, რომელიც საშიში ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მეორე ტაიმი კი დიდი იმედგაცრუება იყო, რა თქმა უნდა. პირველი გოლის გაშვების შემდეგ ბიჭებმა რწმენა დაკარგეს. თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ ვეცადეთ, ენერგია, განწყობა, შესაფერისი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორი გზის პოვნა ვერ მოვახერხეთ. მეორე გოლის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან, ძალიან გართულდა."

"რაც შეეხება ლინგარდსა და მარსიალს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მიზეზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორი კარგი ფეხბურთელის დაკარგვა მარტივი არ არის. ეს ტრიო ძალიან სწრაფია და კარგ კომბინაციებსაც ქმნის. თუმცა ჩვენ ალექსისი შემოვიყვანეთ, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს. ასე რომ ამ მიზეზს თავის გასამართლებლად ვერ გამოვიყენებთ. მათ ტრავმებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე დღეში შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას."

"რაც შეეხება პარიზში გასამართ თამაშს, მარტივ პასუხს გაგცემთ: რთული შეუძლებელს არ ნიშნავს. ჩვენ იქ ჩავალთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ორი გოლის გატანა მოგვიწევს და თანაც არ უნდა გავუშვათ. მაგრამ ეს ადრე გაგვიკეთებია, ყველაფერი შემოგვიტრიალებია. რა თქმა უნდა, პსჟ ძალიან კარგი გუნდია და მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა, მაგრამ ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და თანაც უნდა გვჯეროდეს, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ვცადოთ, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ."

"დღევანდელი მატჩიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, კარგად უნდა შევაფასოთ რა შეცდომები დავუშვით და რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ. პსჟ-ს დონის გუნდის წინააღმდეგ კი ასეთი გოლები არ უნდა გაუშვა, ასეთი სივრცეები არ უნდა დატოვო."

"ჩვენ წინ "ჩელსისა" და "ლივერპულთან" გასამართი მატჩები გვაქვს. ასე რომ საერთოდ არ გვაქვს მოდუნებისა და საკუთარი თავის შეცოდების დრო. "ჩელსისთვის" მზად ვიქნებით და მწუხარებას თავს არ დავამარცხებინებთ, ამაზე არ იდარდოთ."


წყარო: ManUtd.com
სხვა
23 კომენტარი
№11
ავტორი: onlyred
13 თებერვალი 2019 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
პირველი მერცხალივით დაგვემართა..
ვართ კარგები მაგრამ არა საუკეთესოები და ფაქტია ეს.
იანგმა რაც არ უნდა აკეთოს არასდროს ყოფილა ალვეში და არც ახლა არის.
რეში კარგია მაგრამ მბაპეს ნახევარი არ გაუკეთებია ჯერ.
დრაქსლერიც კი მარტო გუნდს ქაჩავდა გერმანიაში.
ტიაგო სილვას დონის მცველიც რო არ გვყავს ეგეც ფაქტია,იქით მუნიე, აქეთ კურჟავა. ვისი იმედიც გვქონდა, ისიც კი გაოცებული დარჩა როცა ბურთის ართმევა უჭირდა მოწიანაღმდეგეზე.
პოგბა აშკარად გაბრაზდა და იმედია როგორც რონალდუს მიუყვანეს ხალხი რეალში, ასე მოუყვანენ ამ კაცსაც ფეხბურთელებს გუნდში.
მატიჩი იანგი შოუ ლუკაკუ მატა ბაილი სათადარიგოზე კიდე შეიძლება.
0
№12
ავტორი: stepno
13 თებერვალი 2019 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე მგონია დიდ სურპრიზს მოგვიწყობს ოლე და გამოვაგდებთ პსჟ-ს <3
0
№13
ავტორი: Human
13 თებერვალი 2019 10:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
ეტყობა გუნდსაც და მწვრთნელსაც გამოუცდელობა ესეთ დიდ მატჩებში! რო გადაგეხედათ სასტარტოს ძალიან ახალგაზრდა გუნდით გავედით თუ არ ჩავთვლით მატიჩს და იანგს. მაგრამ ესეთ თამაშებში გამოცდილება მოდის, ხოლო რეგულარულად ლიგაზე თამაშს მოაქვს ესეთ მატჩებში თვითრწმენა.

რა კომენენტარებსაც აქ ვკითხულობ ერთი არავის აღუნიშნია, რო ცენტრი დავთმეთ პირველ რიგში და იცით რის ხარჯზე? იმის ხარჯზე რო ფოგბა, მატიჩი და ერერამ ითამაშეს 10 ზედიზედ (თუ არ ვცდები) და მეორე ტაიმში აშკარად იჩინა თავი დაღლილობამ და შესაბამისად პესეჯემ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა სათავისოდ, თორე რეალურად რო შევხედოთ ტუხელს რაიმე ტაქტიკური ცვლილება არ განუხორციელებია და არც მოედანზე ჩანდა რამე გადაადგილება, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სანჩესი და მატა მარტივად, რომ ვთქვათ არ შეუძლიათ თამაშის გამწვავება ლინგარზე და მარსიალზე უკეთესად, ნუ ამ ეტაპზე ესეა!

რაც შეეხება ოლეს, ერთადერთი იმაში ვადანაშაულებ, რომ ლუკაკუ არ შემოიყვანა სანჩესის ან მატას მაგივრად. აუცილებლად უნდა შემოეყვანა მეორე ტაიმის დასაწყიში. რეში უნდა გადაეწია ფლანგზე და ჩაწოდებებსაც აზრი ექნებოდა + ლუკაკუს მარცხნიდანაც რაღაცას შექმნიდა. ყოველშემთხვევაში მგონია რო მატაზე და სანჩესზე უკეთესად ითამაშებდა. ასევე შეეძლო მესამე ცვლილება გამოეყენებინა უფრო ადრე და ლუკაკუ ერერას მაგივრად შემოეყვანა სადღაც 60 მაქს 75 წუთზე და პოგბას დაეწია ერერას ადგილზე 10იანზე მატა, სანჩესი და რეში ფლანგებიდან ან შემტევ 4ეულს (ლუკაკუს, რეშს, მატას და სანჩეს) ადგილები ეცვალათ მუდმივად და თავგზის აბნეევდნენ + პოგბაც უფრო შეტევაზე იქნებოდა ორიენტირებული და გარკეულწილად წნეხს შექმნიდნენ ბოლო წუთებზე, რავი ჩემი აზრი ესეთია რო ლუკაკუ ან შესვენების მერე შემოეყვანა ან უფრო ადრე, მაგრამ არაუშავს ასეთ ეტაპზე ოლეს გამოცდილება არ ჰქონია მწვრთნელის რანგში და კაი გაკვეთილი იქნება ყველასთვის.

მე მაინ მჯერა ოლესი love და არასდროს არ დამავიწყდება მისი სახე მეორე ბურთის მერე, აშკარად ეტყობოდა, რო ყველაზე გულნატკენი იყო და უზომოდ განიცდიდა შედეგს sad
0
№14
ავტორი: OzBeTa
13 თებერვალი 2019 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ოლე შენი მთავარი შეცდომა ის იყი რომ შენი თამაში არ ათამაშე გუნდს რაც გამოგვდიოდა და მოგვწონდა, აი პსჟსთა. ბურთს თუ დათმობ ფაქტიურად წაგებული ხარ, მათი სუსტი წერტილი დაცვაა და უნდა შეგვეტია რონეგ სუსტინწერტილი გამოგვეყენებინა და ჩვენ კიდე ბურთი მათ დავუმთმეთ და იასნად გავიყრიდით კიდეც. თან რა იყო ეს მაღალი პასები სადაც სანჩესი და მატა არიან თავზე კი რააა აი ძაან ბევრი შეცდომა და ტაქტიკურად ძააან ცუდი გუნდი ვიყავით. ეს თამაში ოლემ წააგო იტოკში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№15
ავტორი: shotkin
13 თებერვალი 2019 11:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სანჩესი თუ უდათ დღესვე გაყიდონ ან გააგდონ არაფერი ხეირი მაგისგან არარის და არც იქნება სამომავლოდ დარწმუნებული ვარ უკვე
0
№16
ავტორი: 100%Red
13 თებერვალი 2019 12:05
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ნახევარდაცვაში ჩავვარდით რა იმათ რა კარგათ ამოქონდათ ბურთი მოკლე პასებით
აუ არ ვიცი რაა რა ვთქვა(((((((((((( შეილება წააგო მარა შეუტიოდა კარში დაარტყა და არ დაზოგო თავი, ეს იყო ყველაზე ცუდი რო 2-0 აგებ ვსო უნდა შეუტიო და შეუტიო
სანჩესს დაადონ ეშლი ზევიდან ლუკაკუ და ნა##
ვუდვარდმა უნდა გამეჩხრიკოს თვალები და მოიყვანოს ამ ზაფხულზე ვინმე წესიერი თუარა იქითა სეზონზე ძაან დავიჩაგრებით
0
№17
ავტორი: M.Rashford
13 თებერვალი 2019 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
მწვრთნელმა წააგო ეს შეხვედრა... ტრამვებმაც დიდი როლი ითამაშეს, მარსიალი და ლინგარდი საჭირო იყო აშკარად გუნდისთვის მეორე ნახევარში
0
№18
ავტორი: khmelo
13 თებერვალი 2019 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ერთი დიდი მოჯ$ლიდან ამოიყვანა გუნდი ოლემ, დააყენა ფეხზე და 4ეუში შეგვიყვანა თან ისე რომ საკუთარი 1 ტრანსფერიც კი არ გაუკეთებია, მწვრთნელმაა წაააგოოო ხო იცი როდის თქვით? საკუთარ გუნდს რო დააყენებს წელს თავის ტრანსფერებს რო განახორციელებს და მერე რო წააგებს... დაფიქრდით ხალხო, ეს კაცი იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე შესაძლებელი იყო! წელს რომ ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არვართ მაგაზე საუბარიც ზედმეტია :)
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
13 თებერვალი 2019 13:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამაუხაროდ პირველი ათი წუთის მერე ერყობოდა რო ძაან გაუჭირდებოდათ მოგება, პესეჟემ გამოავლონა გამოცდილება და ეგრევე მოკლა თამაში, ოლესაც ცოტა მეტი უნდა გაერისკა, მოკლედ ბევრი მიზეზია და ამ ეტაპზე მართალია ტრაგედია არაა მარა ასე უშანსოდ არ უნდა წაეგოთ, იუვესთან თამაშს გავდა ერთი-ერთში.
0
№20
ავტორი: JuanMata
13 თებერვალი 2019 13:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: khmelo
ერთი დიდი მოჯ$ლიდან ამოიყვანა გუნდი ოლემ, დააყენა ფეხზე და 4ეუში შეგვიყვანა თან ისე რომ საკუთარი 1 ტრანსფერიც კი არ გაუკეთებია, მწვრთნელმაა წაააგოოო ხო იცი როდის თქვით? საკუთარ გუნდს რო დააყენებს წელს თავის ტრანსფერებს რო განახორციელებს და მერე რო წააგებს... დაფიქრდით ხალხო, ეს კაცი იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე შესაძლებელი იყო! წელს რომ ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არვართ მაგაზე საუბარიც ზედმეტია :)


გეთანხმები, ჯერ ერთი ორი წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ პირველ ტაიმში, ლინგარდი კი დგას იდეაში მარჯვნივ, მაგრამ ნახევარდაცვაში აკეთებს ძალიან დიდ საქმეს და ზუსტად მაგიტო დავკარგეთ ცენტრი.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო კიდევ, გუშინ ვუყურებდი მბაპეს და განსაკუთრებული არაფერი უქნია, ერთი იანგს გაექცა და ყვითელი აკიდა, ეგეთი მომენტი რეშფორდსაც ჰქონდა ოღონდ რატომღაც კიმპემბე არ გააგდეს მოედნიდან და შემობრუნდა მერე გოლი გაგვიტანა.

პირველი გოლის მომენტში მატიჩის ინდივიდუალური შეცდომა, საბოლოო ჯამში გატყდნენ და აირივნენ. ეს იყო გამოუცდელობა და მღელვარება.

რაც შეეხება ოლეს, მეეჭვება რამე სხვა ვარიანტი ჰქონოდა, გააკეთა ერთადერთი რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა.

ორი თვის აქ ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო, ოთხეულთან ერთად ლიგაც მოგვინდა, ცუდია, რომ წავაგეთ, მაგრამ ერთ თვეში ლიგის მომგებ გუნდს ვერ დააყენებ. ისედაც წარმოუდგენელი შედეგი აქვს გუნდს.

ერთი რაზეც გული მწყდება, ეს ორი ტრავმა ძაან დაგვარტყამს ჩემპიონატში.
ჩემი აზრით, ლიგის მეორე მატჩიც და თასიც უნდა დავიკიდოთ და ოთხეულზე ვკონცენტრირდეთ მთლიანად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top