თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2017, 09:56
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4215,
კომენტარები: 23
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
"სტოკ სიტისთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"სტოკთან" გასვლითი მატჩები

"სტოკთან" თამაში ყოველთვის რთულია. ისინი თავს ბევრი ფეხბურთელით იცავენ, სახიფათონი არიან კონტრშეტევებსა და სტანდარტებზე. მათი გულშემატკივრები თავის როლს თამაშობენ. ჩვენ კიდევ ერთი რთული თამაში გველის, მაგრამ იმედი მაქვს გასულ წლებთან შედარებით უკეთესად ვითამაშებთ და სასურველ შედეგსაც მივაღწევთ."

გუნდის მდგომარეობა

"15 დღეა რაც ერთად არ გვიმუშავია და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს ფორმაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა ვიცით რომ პატარა პრობლემები გვექნება. სულ სხვაა როდესაც ფეხბურთელებთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში მუშაობ და სხვა როდესაც ისინი სანაკრებო პაუზიდან ბრუნდებიან და მათთან მუშაობისთვის ნაკლები დრო გრჩება. ყველა მათგანი არც მინახავს, დღეს ვნახავ მათ. ბუნებრივია ვარჯიში არც გვექნება, უბრალოდ შემადგენლობას ავირჩევთ და სტოკში გავემგზავრებით.ვიმედოვნებ, რომ გუნდი თავის კარგ სათამაშო ფორმას შეინარჩუნებს."

მოახლოებული დაძაბული გრაფიკი

"ძლიერი შემადგენლობა გვყავს, სათამაშოდ ყველა მზადაა. ჩემთვის რთულია ამა თუ იმ ფეხბურთელის სკამზე თუ სახლში დატოვება. მალე ყოველ 3 დღეში გვექნება თამაშები და ეს ძალიან მახარებს, რადგანაც ყველას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა. სექტემბრის ბოლოს უკვე ყველა მათგანს ექნება სათამაშო პრაქტიკა და ყველას შეეძლება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. როტაცია ჩემთვის პრობლემა არ არის, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა მძიმე მატჩები გველის და არსებობს იმის საფრთხეც რომ ასეთ შემთხვევაში მატჩები იმ შედეგით არ დასრულდეს როგორითაც ჩვენ გვსურს."

გუნდის სიძლიერე და თავდაჯერებულობა

"გადამეტებული თავდაჯერებულობა ყოველთვის სახიფათოა, შიში კი უფრო სახიფათო. ვფიქრობ ჩემს ფეხბურთელებს შიში არ აქვთ, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ რომ ზომიერად თავდაჯერებულნი ვართ. ჩემი შეხედულებით გუნდი ძლიერია, ფეხბურთელები ერთად არიან, გუნდში კარგი და პოზიტიური ატმოსფეროა და ჩვენ არ გვეშინია არანაირი დაბრკოლების. ჩვენ ვიცით რომ შემდეგი 2-3 თამაში ძალზედ რთული იქნება. ამ თვეში მთლიანი შემადგენლობის გამოყენებას ვაპირებთ. ფეხბურთელისთვის რთულია 7-8 თამაშის ზედიზედ თამაში. შეუძლებელია ფეხბურთელმა ყოველ კვირას ითამაშოს, ამიტომ უნდა გყავდეს შენ გუნდში კარგი ფეხბურთელები, რომ შეძლო მათი შეცვლა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აგვისტოს თვე რთული იქნებოდა, რადგანაც კვირაში მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება გვიწევდა. სექტემბერში კი მათ დავპირდი, რომ სათამაშო დრო ექნებოდათ და ეს ასეც იქნება, ისინი მიიღებენ სათამაშო დროს."

სატრანსფერო ფანჯრის დახურვა სეზონის დაწყებამდე

"აქ ორი ასპექტია. მე როგორც მწვრთნელს მსურს, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხუროს და მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ახალ სეზონს იმ ფეხბურთელებით შევხვდე რომლებიც მინდა რომ ჩემ განკარგულებაში იყვნენ. ამის გამო მე ვეთანხმები ამ იდეას, მაგრამ გვაქვს მინუსებიც და სწორედ ამის გამო არ დაუჭირა მხარი ამ იდეას გუნდის ხელმძღვანელობამ. კერძოდ საქმე იმაშია, მანამ სანამ ჩვენთან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ის ღიაა სხვა ქვეყნებში. სხვა ქვეყნის ჩემპიონატიდან შეიძლება მოისურვონ ინგლისური კლუბების ფეხბურთელის შეძენა, ამ დროს კი ინგლისურ კლუბებს აღარ შეეძლებათ შემადგენლობის შევსება და მათი შეცვლა. ამ იდეის მინუსი მხოლოდ და მხოლოდ ესაა, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება, რადგანაც ინგლისს ბევრი სხვა ევროპული ჩემპიონატი მიბაძავს და სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხურება."

ზაფხულის შენაძენები

"ჩვენ საბოლოო ჯამში კარგი სატრანსფერო ფანჯარა გამოგვივიდა. შევიძინეთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, თუმცა მაინც ვთვლი, რომ გუნდს კვლავ სჭირდება გაძლიერება და ამისთვის ჩვენ კიდევ ერთი სატრანსფერო ფანჯარა დაგვჭირდება. ვერ შევიძინეთ მეოთხე ფეხბურთელი, მაგრამ ყველა სხვა განხორციელებული ტრანსფერი დროული იყო და ის ფეხბურთელები რომლებიც გუნდში მოვიდნენ წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარებიან."
პრესკონფერენცია
23 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
10 სექტემბერი 2017 01:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რადგან არ შეგვიძლია პოზიციური შეტევიდან გავარღვიოთ დაცვა, მაშინ ერთადერთი ვარიანტი რჩება, კლოპის სტილი ავწიოთ ზევით ხაზი და მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ბურთი ნორმალურად ვერ გამოიტანონ, მერე ძალიან სწრაფად შევუტიოთ.

წინა თამაშებშიც გაგვიჭირდა პირველი გოლის გატანა,მერე გახსნილ გუნდთან ადვილად შევყარეთ. მიუხედავად იმ მოგებებისა, შეტევაში მაინც გვიჭირს თამაში.

ნუ ეს ერთი ფრე არაუშავს, სტოკთან გასვლა ცუდი სათამაშოა, მთავარია ეს ფრე ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

P.S. ლუკაკუ ძაან კარგ მომენტებს მაზავს. მხითოს რა პასი გაუფუჭა. კი გაიტანა საბოლოოდ, მაგრამ გული დამყდა.

ის მომენტიც უნდა გამოეყნებინა ბოლოსკენ, ძაან მაგრი პასი იყო და ნორმალურად შეეძლო შეესრცენზურაბინა.

იმედია ბაზელთან ისეთ თამაშს ვაჩვენებთ, რომ ეს ფრე არც გაგვახსენდეს.
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
10 სექტემბერი 2017 01:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: gache1991
რა სეილება თამაშზე ითქვას,დაწყებამდე დავწერე რო რამე სიახლე უნდა შეგვეტანა ან მცველებს დავალება ქონოდათ მეტად ეაქტიურათ შეტევის დროს რო მძიმე მცველები გაგვეწელა და მეტი სივრცეები გამოჩენილიყო მაგრამ არა.არა ჩაწოდება არა ფლანგი ძაან ძნელია მოიგო.კატასტროფა არაფერია სეზონის წინ რო ვინმეს ეკიტხა 4 ტურში 10 ქულაო ყველა თანახმა ვიქნებოდით მარა ცუდი ის არი რო ერთპიროვნული ლიდერობა დავკარგეთ.არავინ არაფერს არ ამბობდა სიტიზე პირველ მეორე მესამე ტურის მერე რომელიც ზღაპარში მოიგეს მარა ფაქტია მათაც 10 ქულა აქვთ უკვე,ეგაა ზუსტად საჩემპიონო გუნდის ხელწერა რო ის თამაშიც უნდა მოიგოს სადაც ვერ ბრწყინავს,მაგალითად ის რაც სიტიმ ბორნმუთს მოუგო.ამ ყველაფერს იმას თუ დავუმატებთ რო ამხელა დონის გუნდი სტოკს ეთამასება ზონურად ცენტრის ქვემოთ და პრესინგს ცდილობს ერთი კაცი ლუკაკუზე მაქ ლაპარაკი,ეგრე არაფერი არ გამოვა.როცა გუნდები მეკარესაც კი აწუხებენ და ყველა გაგრძელებას უკლავენ გარდა იმისა რო წინ დაარტყას.არანორმალურად გვჭირდება გრიზმანი რომელიც იდეალურად შეეწყობა ლუკაკუს,ნახევარი თამაში გადის როგორ უგორავებენ ლუკაკუს მცველები უაზროდ ბურთს ასე იყო იბრას დროსაც და რატო არ ვამატებთ მეორე ფორვარდს ცრუ ფორვარდს ან რავიცი..ცოტა უცნაურია.

გეთანხმები 100%.ვითომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ დაცვის ასპექტში მაგრამ აი ბაიმაც მიქარა პოზიციურად და ჯონსმა გაიხსენა რო ჯონსია.მოკლედ გრიზმანი დაგვხატავდა მაგრამ ფლანგის მცველები განსაკუთრებით მარცხნივ გვჭირდება და ამას წყალი არ გაუვა.ბლინდის და დარმიანის გამწვავებული არ გაიშვას არსად.რომელია ამათგან მანეს გამჩერებელი?კაი სირბილში და ორთაბრძოლებში ვალენსიას საყვედური არ ეთქმისმაგრამ ზედმეტად სწორხაზოვანი ტიპია აი წინასწარ ვიცი რას გააკეთებს.გამონაკლისი დღეს იყო ერთი შეხებით რო შეუყოლა მხითოს და იკაიფე ამისგან არ ელოდა მხითოც ამას როგორ იზამსო.მოკლედ მე ვერ გავიგე ერთი ამ მარსიალს და რეშს თუ ვინგერებად ვაყალიბებთ მაშინ ორივე ერთად უნდა დააყენოს რეში მთელი თამაში მაინც მარჯვნივ დარბოდა(მაგის თამაშს მეტი არ ეთქმის)და მატას დიდი პატივისცემის მიუხედავად ეგ კაცი როცა თამაშის მოგება გინდა და დაცვას ვერ არღვევ რად გინდა რო შემოგყავს ვერ ვხვდები.მესმისმისი კლასიმაგრამ კაცი ერერასავით 100პასიდან 92 ს უკან აკეთებს და რაა ამით მერე.ამ დროს გინდა ახალგაზრდულად თავხედი რეში და მარსო აქეთ იქეთ.აი ხო გახსოვს ბოლო თამაში ჰაროპს რო ათამაშა ტიპმა გაისწორა თავისი აიკლო ფლანგი და რატო?იმიტო რო თავისუფალი იყო და შეზღუდული არა.დღეს ვუყურებდი ერერას და რა ვქნა ვერ დავინახე როპოგბა გამოთავისუფლდა.მაგის გადასაზღვევად სულ უკან იყო.აი მარჯვენა ფლანგზე მხითოს ან მატას დაყენებას რეში არ ჯობია?თუნდაც მარსიალი რომელმაც მარჯვნიდან გააკეთა უმაღლესი კლასის "პრასტრელი".მოკლედ აწი ბევრი თამაშიიქნება ამ თვეში და უფრო გამოჩნდება ვის რისი საჯდომი აქ ჩვენთან
0
№23
ავტორი: gache1991
10 სექტემბერი 2017 11:36
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Dato kutaisi. Zuustad magas vambobdi to siaxle gvi datqo,gamovida ro 4ve turi erti sqemit vitamashet.tan zedmetad primitiulit.amas ki Ara xalxma barsas saswauli taqtika daamugama..mdzime gundia stoki da flange is gareshe tu ar gavwelavdit dacvas dzaan gagvichirdebatqo ki vtqvi da egrec moxda..reshfordis da marsialis orives moedanze yopnac sachiro iyo,kide vambob magat orives sheudzliat flangebi cvalon.calke saqmea es chawodebebis ar qona.erti chaawoda marsialma uklasnesad da egeti 10dan 7 goli gava.arada 4turia da me egeti chawodeba jer ar mqonda nanaxi chvenebis.arada es amxela tankivit kaci aba ristvis Ari..an 3mcveliani taqtika sad Ari ramdenjerme to cada.gasagebia ro blindi ar Ari top igroki mara faqtia valensiac da darmianic(romelic idealurad asrulebs italiashi davalebas) da blindic metnaklebad dadgebian da eset gundebs stokisnairs gashla mouwevt.tragedia ar Ari 10 qula prosta sitim zgaparshi gadzvra bornmuttan da eg mitydeba ro ertpirovnuli lideroba davkarget Roca yvela chven 10-0 shefardebaze laparakobda da sitis aravin axsenebda...mitumetes magat ukve liverpuli evertoni aqvt natamashebi...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top