თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2017, 09:56
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4215,
კომენტარები: 23
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
"სტოკ სიტისთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"სტოკთან" გასვლითი მატჩები

"სტოკთან" თამაში ყოველთვის რთულია. ისინი თავს ბევრი ფეხბურთელით იცავენ, სახიფათონი არიან კონტრშეტევებსა და სტანდარტებზე. მათი გულშემატკივრები თავის როლს თამაშობენ. ჩვენ კიდევ ერთი რთული თამაში გველის, მაგრამ იმედი მაქვს გასულ წლებთან შედარებით უკეთესად ვითამაშებთ და სასურველ შედეგსაც მივაღწევთ."

გუნდის მდგომარეობა

"15 დღეა რაც ერთად არ გვიმუშავია და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს ფორმაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა ვიცით რომ პატარა პრობლემები გვექნება. სულ სხვაა როდესაც ფეხბურთელებთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში მუშაობ და სხვა როდესაც ისინი სანაკრებო პაუზიდან ბრუნდებიან და მათთან მუშაობისთვის ნაკლები დრო გრჩება. ყველა მათგანი არც მინახავს, დღეს ვნახავ მათ. ბუნებრივია ვარჯიში არც გვექნება, უბრალოდ შემადგენლობას ავირჩევთ და სტოკში გავემგზავრებით.ვიმედოვნებ, რომ გუნდი თავის კარგ სათამაშო ფორმას შეინარჩუნებს."

მოახლოებული დაძაბული გრაფიკი

"ძლიერი შემადგენლობა გვყავს, სათამაშოდ ყველა მზადაა. ჩემთვის რთულია ამა თუ იმ ფეხბურთელის სკამზე თუ სახლში დატოვება. მალე ყოველ 3 დღეში გვექნება თამაშები და ეს ძალიან მახარებს, რადგანაც ყველას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა. სექტემბრის ბოლოს უკვე ყველა მათგანს ექნება სათამაშო პრაქტიკა და ყველას შეეძლება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. როტაცია ჩემთვის პრობლემა არ არის, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა მძიმე მატჩები გველის და არსებობს იმის საფრთხეც რომ ასეთ შემთხვევაში მატჩები იმ შედეგით არ დასრულდეს როგორითაც ჩვენ გვსურს."

გუნდის სიძლიერე და თავდაჯერებულობა

"გადამეტებული თავდაჯერებულობა ყოველთვის სახიფათოა, შიში კი უფრო სახიფათო. ვფიქრობ ჩემს ფეხბურთელებს შიში არ აქვთ, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ რომ ზომიერად თავდაჯერებულნი ვართ. ჩემი შეხედულებით გუნდი ძლიერია, ფეხბურთელები ერთად არიან, გუნდში კარგი და პოზიტიური ატმოსფეროა და ჩვენ არ გვეშინია არანაირი დაბრკოლების. ჩვენ ვიცით რომ შემდეგი 2-3 თამაში ძალზედ რთული იქნება. ამ თვეში მთლიანი შემადგენლობის გამოყენებას ვაპირებთ. ფეხბურთელისთვის რთულია 7-8 თამაშის ზედიზედ თამაში. შეუძლებელია ფეხბურთელმა ყოველ კვირას ითამაშოს, ამიტომ უნდა გყავდეს შენ გუნდში კარგი ფეხბურთელები, რომ შეძლო მათი შეცვლა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აგვისტოს თვე რთული იქნებოდა, რადგანაც კვირაში მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება გვიწევდა. სექტემბერში კი მათ დავპირდი, რომ სათამაშო დრო ექნებოდათ და ეს ასეც იქნება, ისინი მიიღებენ სათამაშო დროს."

სატრანსფერო ფანჯრის დახურვა სეზონის დაწყებამდე

"აქ ორი ასპექტია. მე როგორც მწვრთნელს მსურს, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხუროს და მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ახალ სეზონს იმ ფეხბურთელებით შევხვდე რომლებიც მინდა რომ ჩემ განკარგულებაში იყვნენ. ამის გამო მე ვეთანხმები ამ იდეას, მაგრამ გვაქვს მინუსებიც და სწორედ ამის გამო არ დაუჭირა მხარი ამ იდეას გუნდის ხელმძღვანელობამ. კერძოდ საქმე იმაშია, მანამ სანამ ჩვენთან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ის ღიაა სხვა ქვეყნებში. სხვა ქვეყნის ჩემპიონატიდან შეიძლება მოისურვონ ინგლისური კლუბების ფეხბურთელის შეძენა, ამ დროს კი ინგლისურ კლუბებს აღარ შეეძლებათ შემადგენლობის შევსება და მათი შეცვლა. ამ იდეის მინუსი მხოლოდ და მხოლოდ ესაა, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება, რადგანაც ინგლისს ბევრი სხვა ევროპული ჩემპიონატი მიბაძავს და სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხურება."

ზაფხულის შენაძენები

"ჩვენ საბოლოო ჯამში კარგი სატრანსფერო ფანჯარა გამოგვივიდა. შევიძინეთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, თუმცა მაინც ვთვლი, რომ გუნდს კვლავ სჭირდება გაძლიერება და ამისთვის ჩვენ კიდევ ერთი სატრანსფერო ფანჯარა დაგვჭირდება. ვერ შევიძინეთ მეოთხე ფეხბურთელი, მაგრამ ყველა სხვა განხორციელებული ტრანსფერი დროული იყო და ის ფეხბურთელები რომლებიც გუნდში მოვიდნენ წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარებიან."
პრესკონფერენცია
23 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
9 სექტემბერი 2017 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დღეს 3ქულას ველოდები.რთული იქნება მაგრამ მაინც
0
№2
ავტორი: keano16
9 სექტემბერი 2017 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
მიდი ჯოზეე პედალს ფეხი მიაჭირეეეეე არ გაჩერდე. 5 წელია ესეთ ხოდზე არ ყოფილა გუნდი მიდიი მიხედე საქმეს მოიგე ყველაფერი
0
№3
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2017 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ დარწმუნებული ვარ ძალიან დაძაბული თამაში გველის რაა :)) შეიძლება 2 ბურთიანი სხვაობითაც მოვიგოთ ან სამ ბურთიანი თუნდაც მაგრამ ამავე დროს თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მომენტების გამოყენება წაგებაც არაა გამორიცხული. იმის თქმა მინდა რო ბოლომდე კონცეტრირებულები უნდა ვიყოთ და ისე ვითამაშით თითქოსდა მსოფლიო გრანდს ვხვდებით მოდინების დრო არაა:)
0
№4
ავტორი: rene harrison_
9 სექტემბერი 2017 10:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
კარგად ისაუბრა და თუ ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი გვქვია და თუ გვაქვს ჩემპიონობის მიზანი და თუნდაც ოთხეულის ამბიცია, მაშინ უნდა მოვუგოთ სტოკს. ადვილი არ იქნება, მარა შეუძლებელი არ არის ნამდვილად. აბა ჩვენ ვიცით ნავსი უნდა გატყდეს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
9 სექტემბერი 2017 10:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რთული თამაში იქნება მარა სტოკში კაი ხანია არ მოუგიათ და ნავსი უნდა გატეხონ
0
№6
ავტორი: PaLoMo
9 სექტემბერი 2017 10:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
davai bichebiii.martali tqva jozm 15dge ar iyvnen ertad da imedia es ar daetyobat.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: gache1991
9 სექტემბერი 2017 11:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არაუშავს,ვინც არ იყო ნახევარზე მეტს არ უთამასია,ვინც ითამაშა იმას თამაში და პრაქტიკა კიდე უფრო ჭირდებოდა,მაგალითად რეშფორდს,ლუკაკუმ გიბრალტართან ითამაშა და ასე შემდეგ..ამ კაცმა თავის საქმე მშვენივრად იცის მარა მე პირადად დღეს ერერას დავაყენებდი,ნაკრებში არ იყო,პირველი 3 ტური ფაქტიურად არ უთამაშია,დროა მოედნიდან დაეხმაროს გუნდს,სკამიდან რო ეხმარება ამაზე თქვა უკვე მოუმ და კიდე ერთხელ დასტურდება რო მაგ ბიჭს ალბათ ყველაზე მეტად უყვარს ეს გუნდი და იცის სად არი..ძაან მადლობელი ვარ მატიჩის და დიდი იმედიც მაქ მარა,მეტისმეტი იქნება ასე გაგრძელება,ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშე სკამზე იჯდეს ისე რო არანაირი რეგრესი არ ქონდეს..დადგნენ ერერა მატიჩი და პოგბა გაათავისუფლოს,მაინც ყველაზე მეტი დარტყმა აქ ყველაზე მეტ მომენტს ქმნის და ბარემ ის დროც არ დაკარგოს უკან როცა ხანდახან ზედმეტი მოდის და ფაქტიურად ბოლო კაცზე მდგომი კორპუსს აყენებს და ისე ცდილობს მოტყუებას.3 თამაში ერთი და იგივე ტაქტიკით ვითამაშეთ,დიდი პაუზა იყო დროა რაღაც ახალი გავაკეთოთ,და არა ქაჯივით ერთი და იგივე..მაგალითად რეშფორდი მარჯვნივ ფაქტია საუტგეტს აქ მანდედან სარგებელი..
0
№8
ავტორი: Manuille
9 სექტემბერი 2017 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
dzalian dadzabuli tamashi gvelis an piriqit :D
0
№9
ავტორი: gache1991
9 სექტემბერი 2017 12:18
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
გასაგებია რო ყველა მოწინააღმდეგე დასაფასებელია მარა,ჩვენ უნდა გადავეწყოთ იმ სიტუაციაზე რო ეს უნდა გახდეს საჩემპიონო გუნდი,საჩემპიონო გუნდს კიდე თამაშის წინ ვაიმე ძნელი თამაშI გვექნება არ უნდა ქონდეს.არც ხესე არც ჩუპო მოტინგი და ესეთები არ არიან იმ დონის რო გოლი გაგვიტანონ,გოლს თუ ვერ გაგვიტანენ ანუ ვერ მოგვიგებენ,გამოდის რო ჩვენ ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ,შოუკროსი არ ეყოლებათ სტოკის ოფიციალურმა საიტტმა დაადასტურა,რაც დიდი დანაკლისია მაგათთვის.ამიტო ლუკაკუს შედარებით გაუადვილდება საქმე..მთავარია ფლანგებმა იტამაშონ და ვალენსია ბლინდმა ჩაწოდება ისწავლონ,დაცვა თუ არ გავწელეთ კრაიდან ძაალიან ვიწვალებთ
0
№10
ავტორი: dachi_mu
9 სექტემბერი 2017 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოდი ჯერ იმას ვიტყვი რომ,ეს მოუ სხვაა და რაც ხალხმა აქამდე იცოდა ის სხვაა.... ეს ის შემთხვევაა როცა კლუბმა და მწვრთვნელმაა ერთმანეთი იპოვა love
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top