თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2017, 09:56
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4215,
კომენტარები: 23
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
"სტოკ სიტისთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"სტოკთან" გასვლითი მატჩები

"სტოკთან" თამაში ყოველთვის რთულია. ისინი თავს ბევრი ფეხბურთელით იცავენ, სახიფათონი არიან კონტრშეტევებსა და სტანდარტებზე. მათი გულშემატკივრები თავის როლს თამაშობენ. ჩვენ კიდევ ერთი რთული თამაში გველის, მაგრამ იმედი მაქვს გასულ წლებთან შედარებით უკეთესად ვითამაშებთ და სასურველ შედეგსაც მივაღწევთ."

გუნდის მდგომარეობა

"15 დღეა რაც ერთად არ გვიმუშავია და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს ფორმაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა ვიცით რომ პატარა პრობლემები გვექნება. სულ სხვაა როდესაც ფეხბურთელებთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში მუშაობ და სხვა როდესაც ისინი სანაკრებო პაუზიდან ბრუნდებიან და მათთან მუშაობისთვის ნაკლები დრო გრჩება. ყველა მათგანი არც მინახავს, დღეს ვნახავ მათ. ბუნებრივია ვარჯიში არც გვექნება, უბრალოდ შემადგენლობას ავირჩევთ და სტოკში გავემგზავრებით.ვიმედოვნებ, რომ გუნდი თავის კარგ სათამაშო ფორმას შეინარჩუნებს."

მოახლოებული დაძაბული გრაფიკი

"ძლიერი შემადგენლობა გვყავს, სათამაშოდ ყველა მზადაა. ჩემთვის რთულია ამა თუ იმ ფეხბურთელის სკამზე თუ სახლში დატოვება. მალე ყოველ 3 დღეში გვექნება თამაშები და ეს ძალიან მახარებს, რადგანაც ყველას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა. სექტემბრის ბოლოს უკვე ყველა მათგანს ექნება სათამაშო პრაქტიკა და ყველას შეეძლება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. როტაცია ჩემთვის პრობლემა არ არის, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა მძიმე მატჩები გველის და არსებობს იმის საფრთხეც რომ ასეთ შემთხვევაში მატჩები იმ შედეგით არ დასრულდეს როგორითაც ჩვენ გვსურს."

გუნდის სიძლიერე და თავდაჯერებულობა

"გადამეტებული თავდაჯერებულობა ყოველთვის სახიფათოა, შიში კი უფრო სახიფათო. ვფიქრობ ჩემს ფეხბურთელებს შიში არ აქვთ, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ რომ ზომიერად თავდაჯერებულნი ვართ. ჩემი შეხედულებით გუნდი ძლიერია, ფეხბურთელები ერთად არიან, გუნდში კარგი და პოზიტიური ატმოსფეროა და ჩვენ არ გვეშინია არანაირი დაბრკოლების. ჩვენ ვიცით რომ შემდეგი 2-3 თამაში ძალზედ რთული იქნება. ამ თვეში მთლიანი შემადგენლობის გამოყენებას ვაპირებთ. ფეხბურთელისთვის რთულია 7-8 თამაშის ზედიზედ თამაში. შეუძლებელია ფეხბურთელმა ყოველ კვირას ითამაშოს, ამიტომ უნდა გყავდეს შენ გუნდში კარგი ფეხბურთელები, რომ შეძლო მათი შეცვლა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აგვისტოს თვე რთული იქნებოდა, რადგანაც კვირაში მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება გვიწევდა. სექტემბერში კი მათ დავპირდი, რომ სათამაშო დრო ექნებოდათ და ეს ასეც იქნება, ისინი მიიღებენ სათამაშო დროს."

სატრანსფერო ფანჯრის დახურვა სეზონის დაწყებამდე

"აქ ორი ასპექტია. მე როგორც მწვრთნელს მსურს, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხუროს და მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ახალ სეზონს იმ ფეხბურთელებით შევხვდე რომლებიც მინდა რომ ჩემ განკარგულებაში იყვნენ. ამის გამო მე ვეთანხმები ამ იდეას, მაგრამ გვაქვს მინუსებიც და სწორედ ამის გამო არ დაუჭირა მხარი ამ იდეას გუნდის ხელმძღვანელობამ. კერძოდ საქმე იმაშია, მანამ სანამ ჩვენთან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ის ღიაა სხვა ქვეყნებში. სხვა ქვეყნის ჩემპიონატიდან შეიძლება მოისურვონ ინგლისური კლუბების ფეხბურთელის შეძენა, ამ დროს კი ინგლისურ კლუბებს აღარ შეეძლებათ შემადგენლობის შევსება და მათი შეცვლა. ამ იდეის მინუსი მხოლოდ და მხოლოდ ესაა, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება, რადგანაც ინგლისს ბევრი სხვა ევროპული ჩემპიონატი მიბაძავს და სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხურება."

ზაფხულის შენაძენები

"ჩვენ საბოლოო ჯამში კარგი სატრანსფერო ფანჯარა გამოგვივიდა. შევიძინეთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, თუმცა მაინც ვთვლი, რომ გუნდს კვლავ სჭირდება გაძლიერება და ამისთვის ჩვენ კიდევ ერთი სატრანსფერო ფანჯარა დაგვჭირდება. ვერ შევიძინეთ მეოთხე ფეხბურთელი, მაგრამ ყველა სხვა განხორციელებული ტრანსფერი დროული იყო და ის ფეხბურთელები რომლებიც გუნდში მოვიდნენ წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარებიან."
პრესკონფერენცია
23 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
9 სექტემბერი 2017 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
რთული თამაში გველოდება მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ am
0
№12
ავტორი: ROI
9 სექტემბერი 2017 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Dges 3 qula chvenia darwmunebuli var
0
№13
ავტორი: ALEXFERGUSON
9 სექტემბერი 2017 13:52
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ვაბშე არ ვფიქირობ,რომ რთული თამაში გველის. ადვილად მოვუგებთ მინიმუმ 2 ბურთით
0
№14
ავტორი: Vincent Vega
9 სექტემბერი 2017 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
Movigebt dges mjera

Silk universalze xoar achveneben tu icit?

ციტატა: O Neil
ციტატა: Vincent Vega
Movigebt dges mjera

Silk universalze xoar achveneben tu icit?
kompit tu xar shegilia myvideoze silkipdzebno da mis programebs gadaxedo me teleti var da ver vnaxulob.siti ager anadgurebs 4:0liverpoolz

Eg vici ki,prosta mec telefonit var.facebookshi ragac gverdma dawera AR achvenebeno,mag DROS holandiis chempionatis romeligac tamashi da imas achvenebeno. Sitis RAC sheexeba AR megona egre tu gadaurbenda lives.
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
9 სექტემბერი 2017 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დღეს ველი მოგებას აუცილებლათ დაიდება 3 ქულა და მერე გადავერთვებით ჩემპიონთა ლიგაზე მიდით მგლებო
0
№16
ავტორი: gache1991
9 სექტემბერი 2017 21:24
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ცოცხლები ხართ?:)))არაუშავს რო ვერ მოვიგეთ თავს ლივერპულის წატახსირებით ვინუგეშებ:D
0
№17
ავტორი: Manuille
9 სექტემბერი 2017 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
რახდება საიტი სადაა :დ შეგვეძლო არადა მოგება რაა გოლები გაუვარდათ
0
№18
ავტორი: Dato kutaisi
9 სექტემბერი 2017 21:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ორი მცველის შეცდომა და ორო გოლი.აშკარად არეული იყო გუნდი ამ სანაკრებო პაუზებს მიტო ვერ ვიტან.თამაში საერთოდ არ წაუვიდა რეშს,ბაის(მიუხედავად ბრძოლისა) არადამაჯეებელი იყო მატიჩი,პოგბა როგორც აქამდე ისე ამ თამაშშიც ცუნდრუკობდა,საღოლ დეხეას იმ ერთი სეივის გამო თორე წაგებული იყო.ერერა ვეფშე რასბაკეთებდა ვერ გავიგე.უკან პასი მუდამ ეგ არ ვიცი რაა.სანამ ფლანგის მცველები არ გაამწვავებენ თამაშს სულ დავკარგავთ წინ რაც პოტენციალი გვაქ შეტევითი.მარსიალი სხვა დონე როა მერამდენედ უნდა დაამტკიცოს ამკაცმა არ ვიცი რა.ან რა პასი გაუჩითა ლუკაკუს ან რა უქნა ფლანგზე მცველს.მოკლედ ეს არაფერი არაა ერთი არევა ავირევით ოქტომბრის სანაკრებოზე და მერე ვსიო
0
№19
ავტორი: giorgisamnidze99
9 სექტემბერი 2017 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ბაზარი არააა რო ვერ მოვიგეთ ჯერესერთი გუნდი ახლოს არის ლიგის თამაშთან და
ლიგაზე არიან გადართულები რაც შეეხება დღევანდელ თამაშს ყველაფერი ვცადეთ მოსაგებათ რა არ გააკეთეს ბიჭებმა რა მოხსნა დე ხეამ ჩვენმა ოსტატმა ჯერ ვაგებდით მერე გავანიჩიავეთ მერე ვიგებდით გაგვინიჩიავეს ნუ მოკლეთ 4 თამაშშია გუნდი არ აგებს და ეგ კარგია ესე გაგძელდეს ეს 10 ტურის თამაშები და მახსიმუმი ქულები ავიღოთ ან 25 ან 28 ან 26 ცუდი არ იქნება ნამდვილად ბიჭებიც იგრძნობენ ლიდერობას და მერე შეუბერავენ შვა სეზონისკენ უფრო ჯილკით ნუ მოკლეთ არაუშავს არ მოგება რათქმაუნდა ტეხავს მარა ეგ კატასტროფა არ არი ნამდვილად
0
№20
ავტორი: gache1991
9 სექტემბერი 2017 23:12
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა სეილება თამაშზე ითქვას,დაწყებამდე დავწერე რო რამე სიახლე უნდა შეგვეტანა ან მცველებს დავალება ქონოდათ მეტად ეაქტიურათ შეტევის დროს რო მძიმე მცველები გაგვეწელა და მეტი სივრცეები გამოჩენილიყო მაგრამ არა.არა ჩაწოდება არა ფლანგი ძაან ძნელია მოიგო.კატასტროფა არაფერია სეზონის წინ რო ვინმეს ეკიტხა 4 ტურში 10 ქულაო ყველა თანახმა ვიქნებოდით მარა ცუდი ის არი რო ერთპიროვნული ლიდერობა დავკარგეთ.არავინ არაფერს არ ამბობდა სიტიზე პირველ მეორე მესამე ტურის მერე რომელიც ზღაპარში მოიგეს მარა ფაქტია მათაც 10 ქულა აქვთ უკვე,ეგაა ზუსტად საჩემპიონო გუნდის ხელწერა რო ის თამაშიც უნდა მოიგოს სადაც ვერ ბრწყინავს,მაგალითად ის რაც სიტიმ ბორნმუთს მოუგო.ამ ყველაფერს იმას თუ დავუმატებთ რო ამხელა დონის გუნდი სტოკს ეთამასება ზონურად ცენტრის ქვემოთ და პრესინგს ცდილობს ერთი კაცი ლუკაკუზე მაქ ლაპარაკი,ეგრე არაფერი არ გამოვა.როცა გუნდები მეკარესაც კი აწუხებენ და ყველა გაგრძელებას უკლავენ გარდა იმისა რო წინ დაარტყას.არანორმალურად გვჭირდება გრიზმანი რომელიც იდეალურად შეეწყობა ლუკაკუს,ნახევარი თამაში გადის როგორ უგორავებენ ლუკაკუს მცველები უაზროდ ბურთს ასე იყო იბრას დროსაც და რატო არ ვამატებთ მეორე ფორვარდს ცრუ ფორვარდს ან რავიცი..ცოტა უცნაურია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top