თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2017, 14:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3309,
კომენტარები: 22
სატრანსფერო სამიზნე: ალვარო მორატა
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეების განხილვა.
სატრანსფერო სამიზნე: ალვარო მორატა
1 ივნის ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა. მას შემდეგ გუნდმა პირველი ოფიციალური ტრანსფერი განახორციელა. "იუნაიტედს" ვიქტორ ლინდელოფი შეუერთდა "ბენფიკადან". შესაძლოა მოედანზე "იუნაიტედი" დიდ ყურადღებას ვეღარ იქცევს მაგრამ სატრანსფერო ფანჯარაზე ამ გუნდს ყურადღება ნამდვილად არ აკლია. ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედისადმი" უდიდესი ყურადღებაა მიპყრობილი, გუნდს უამრავ სახელს უკავშირებენ. ყოველივე ეს "იუნაიტედის" პოპულარობითაა გამოწვეული, რადგანაც გუნდს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და სპორტული გამოცემების მიერ შემოთავაზებული ყოველი ახალი ჭორი თუ სიმართლე მათთვის დიდ ფინანსურ მოგებებთანაა დაკავშირებული.

ალვარო მორატა, ივან პერიშიჩი,ფაბინიო,ნემანია მატიჩი,ხამეს როდრიგეზი და კრიშტიანუ რონალდუ, ეს ის ფეხბურთელები არიან რომელთა სახელსაც "იუნაიტედს" ყველაზე მეტად უკავშირებენ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მე შევეცდები თითოეული სამიზნე თქვენთან ერთად განვიხილო და თქვენთან ერთად ვიმსჯელო მათ შესახებ. ყველაფერი კი ალვარო მორატათი დავიწყოთ.

ალვარო მორატა

ასაკი: 24
მატჩი: 43
გოლი: 20
საგოლე გადაცემა: 6

შენიშვნა: მოცემულია 2016/17 წლების სეზონის სტატისტიკა მადრიდის "რეალში"

ალვარო მორატას ტრანსფერს ბევრი გულშემატკივარი უყურებს სკეპტიკურად. ზოგის მტკიცებით ის ვერ გაამართლებს "იუნაიტედში", ზოგის მტკიცებით კი უბრალოდ წარმოუდგენელია "რეალის" სათადარიგოთა ფეხბურთელის შეძენა.

დავიწყოთ იმით რომ "რეალის" ეს "სათადარიგო ფეხბურთელი" ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალაა, რომელიც ეროვნული ნაკრების მომავალია მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში. ეროვნულ ნაკრებში მორატამ 20 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 13 ძირითადში, ჯამში კი 10 გოლის გატანა მოახერხა. გავითვალისწინოთ მისი ასაკი, ის ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა. თუმცა ამ მცირე მონაკვეთში მან შეძლო და ითამაშა ესპანეთის და იტალიის საუკეთესო გუნდებში. "რეალში" მან ორჯერ მოახერხა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება, "იუვენტუსში" კი გატარებულ ორ სეზონში ორჯერ მოახერხა სკუდეტოს მოგება.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მორატამ უკვე ითამაშა 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქედან ერთში მან ძირითადში დაიწყო და მოახერხა კიდეც გოლის გატანა. სანაკრებო დონეზე კი მონაწილეობა მიიღო ევროპის 2016 წლის გათამაშებაში.

ეჭვგარეშეა რომ ფეხბურთელს უკვე აქვს დიდი გამოცდილება. იტალიაში მან ორი წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი ასაკი 22-23 წელს შეადგენდა. მან ორ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ჩატარებულ 93 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იტალიის ჩემპიონატში ეს არ არის ცუდი მონაგარი, რადგანაც ყველასთვის ცნობილია იტალიის ჩემპიონატის სირთულე.

ესპანეთის ჩემპიონატის დონე ყველას კარგად მოეხსენება. "რეალში" მან 95 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.რა თქმა უნდა ეს არ არის სახარბიელო მაჩვენებელი, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი, კერძოდ ის რომ ამ 31 გოლიდან 20 მან მიმდინარე სეზონში გაიტანა, თან 14 სასტარტო შემადგენლობაში. ხოლო ის 11 გოლი მოდის მორატას სადებიუტო სეზონებზე (2010-2013). მორატა ამ დროს შესაბამისად 18,19,20 და 21 წლის იყო. ბუნებრივია ის არ იწყებდა სასტარტო შემადგენლობაში და ეს 11 გოლი მისთვის არათუ ცუდ, არამედ კარგ მაჩვენებლად უნდა ჩავთვალოთ.

რა მოხდება თუ მორატას "იუნაიტედი" შეიძენს ? მოხდება ის, რომ გუნდი მოგებული დარჩება. ყველასათვის ნათელია, რომ ანტუან გრიზმანი მომავალ სეზონს მადრიდში გაატარებს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გუნდიდან გაშვებულია. კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი არათუ მანჩესტერში, არამედ სხვა გუნდში ჯერ საკმაოდ არარეალურია, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი რომ მისი ტრანსფერი იმდენადაა რეალური რამდენადაცაა არარეალური და პირიქით. დაგვრჩა მორატას ერთ-ერთი ალტერნატივა - ანდრეა ბელოტი.

ანდრეა ბელოტი რა თქმა უნდა არის ფეხბურთელი რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს. ასაკობრივი განსხვავება მორატასა და ბელოტის შორის ერთ წელს შეადგენს. მაგრამ ასაკი არ არის გადამწყვეტი რომლის გამოც მე მათ შორის მორატას ვირჩევ. ის ბელოტიზე 1 წლით დიდია, მაგრამ 24 წელი ფეხბურთი არაფერია. ამასთან ბელოტიმ მსოფლიოს თავი გააცნო ლიგით, სადაც მორატამ უკვე იასპარეზა და მიიღო გამოცდილება. მაშინ როცა ბელოტის მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის გამოცდილება აქვს, მორატამ უკვე ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და სამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ადაპტაცია პრემიერ ლიგასთან ? ესპანეთის ჩემპიონატიდან ინგლისში გადასულ ფეხბურთელებს საერთოდ არ უჭირთ ადაპტირება. ნათელი მაგალითია მატა,დავიდ სილვა,დიეგო კოშტა და სხვა. გამონაკლისი დიდი ალბათობით არც ალვარო მორატა იქნება. ამასთან უნდა ვთქვათ რომ რეშფორდი ჯერ კიდევ ბავშვია და გუნდი მას ჯერ ვერ დაეყრდნობა ბოლომდე, შეუძლებელია მთელი სეზონი "იუნაიტედი" რეშფორდს ხედავდეს ფორვარდის პოზიციაზე. ჯერ ცხრიანის პოზიციისთვის რეშფორდი ძალზედ ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა რეშფორდი არის ფეხბურთელი, რომელსაც წინ უდიდესი მომავალი აქვს, მაგრამ მას ჯერ დრო სჭირდება. ამიტომ ფორვარდის პოზიციაზე უკონკურენტოდ ვთვლი ესპანელის კანდიდატურას.

მორატას უკვე აქვს გამოცდილება, აქვს საფეხბურთო ინტელექტი, აქვს ტექნიკა და დრიბლინგი და კარგი საშემსრულებლო ოსტატობა. ჩვენ რეშფორდის ასაკზე ვსაუბრობთ მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ მორატასაც წინ აქვს ჯერ ყველაფერი. ამისთვის მას სჭირდება რეგულარული სათამაშო დრო და ეს სათამაშო დრო რა თქმა უნდა ექნება მას "მანჩესტერ იუნაიტედში".

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ალვარო მორატა "ოლდ ტრაფორდზე" აუცილებლად გადმობარგდება და ის "იუნაიტედში" იმაზე მეტად იქნება წარმატებული, ვიდრე ამას ჩვენი გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს. არ დაგვავიწყდეს ისიც რომ "რეალში" მისი დებიუტი ჟოზე მოურინიოს დროს შედგა და ჟოზემ ძალიან კარგად იცის თუ რას მისცემს მას მორატა.

ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვთვლი, რომ "იუნაიტედმა" მორატა უნდა შეიძინოს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შეძენით "იუნაიტედი" მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოიხსნის ფორვარდის პოზიციას და ესპანელთან ერთად დიდი ტიტულების მოგებისკენ გაემართება.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა

9.5/10

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება

£70-75 მილიონი

ავტორი: დავით სირაბიძე
ბლოგი
22 კომენტარი
№21
ავტორი: dzia_David
28 ივნისი 2017 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: Barselona123
Wadi chelsishi ra ginda sir mouriniostan tan eseni arafris momgebebi ar Arian kariera ar daingrio

Gamosirebuli gundia dzan chelsishi titulebs moigeb


აიკრიფები შენით აქედან თუ საგინებლად უნდა გაიხადო თავი მაინც ? ლაწირაკიი სოსკი ყლაპია ბალღები, სექტანტები უფრო არიან ვიდრე ნამდვილი ფეხბურთის ბალეშიკები. ბევრი არ მევასება ბარსაში მეც მარაა არ შემოვდივარ და პედიგრზე გაზრდილ სუარესს დედის მ***ელს არ ვაგინებ.
0
№22
ავტორი: stepno
28 ივნისი 2017 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ზოგზოგიერთი გუნდის ფანების გასაგონად ცენზურა დააყენეთ სანამ დედის მ უ ტ ლები არ მოგი***ით და ნორმალური კომემტარები დაწერეთ.
მორატა მანჩესტერში გადმოდის ეს უკვე გადაწყვეტილია თუ რაიმე სასწაული არ მოხდა და რეალმა არ ჩაშალა ტრანსფერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top