თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2017, 14:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3309,
კომენტარები: 22
სატრანსფერო სამიზნე: ალვარო მორატა
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეების განხილვა.
სატრანსფერო სამიზნე: ალვარო მორატა
1 ივნის ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა. მას შემდეგ გუნდმა პირველი ოფიციალური ტრანსფერი განახორციელა. "იუნაიტედს" ვიქტორ ლინდელოფი შეუერთდა "ბენფიკადან". შესაძლოა მოედანზე "იუნაიტედი" დიდ ყურადღებას ვეღარ იქცევს მაგრამ სატრანსფერო ფანჯარაზე ამ გუნდს ყურადღება ნამდვილად არ აკლია. ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედისადმი" უდიდესი ყურადღებაა მიპყრობილი, გუნდს უამრავ სახელს უკავშირებენ. ყოველივე ეს "იუნაიტედის" პოპულარობითაა გამოწვეული, რადგანაც გუნდს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და სპორტული გამოცემების მიერ შემოთავაზებული ყოველი ახალი ჭორი თუ სიმართლე მათთვის დიდ ფინანსურ მოგებებთანაა დაკავშირებული.

ალვარო მორატა, ივან პერიშიჩი,ფაბინიო,ნემანია მატიჩი,ხამეს როდრიგეზი და კრიშტიანუ რონალდუ, ეს ის ფეხბურთელები არიან რომელთა სახელსაც "იუნაიტედს" ყველაზე მეტად უკავშირებენ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მე შევეცდები თითოეული სამიზნე თქვენთან ერთად განვიხილო და თქვენთან ერთად ვიმსჯელო მათ შესახებ. ყველაფერი კი ალვარო მორატათი დავიწყოთ.

ალვარო მორატა

ასაკი: 24
მატჩი: 43
გოლი: 20
საგოლე გადაცემა: 6

შენიშვნა: მოცემულია 2016/17 წლების სეზონის სტატისტიკა მადრიდის "რეალში"

ალვარო მორატას ტრანსფერს ბევრი გულშემატკივარი უყურებს სკეპტიკურად. ზოგის მტკიცებით ის ვერ გაამართლებს "იუნაიტედში", ზოგის მტკიცებით კი უბრალოდ წარმოუდგენელია "რეალის" სათადარიგოთა ფეხბურთელის შეძენა.

დავიწყოთ იმით რომ "რეალის" ეს "სათადარიგო ფეხბურთელი" ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალაა, რომელიც ეროვნული ნაკრების მომავალია მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში. ეროვნულ ნაკრებში მორატამ 20 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 13 ძირითადში, ჯამში კი 10 გოლის გატანა მოახერხა. გავითვალისწინოთ მისი ასაკი, ის ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა. თუმცა ამ მცირე მონაკვეთში მან შეძლო და ითამაშა ესპანეთის და იტალიის საუკეთესო გუნდებში. "რეალში" მან ორჯერ მოახერხა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება, "იუვენტუსში" კი გატარებულ ორ სეზონში ორჯერ მოახერხა სკუდეტოს მოგება.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მორატამ უკვე ითამაშა 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქედან ერთში მან ძირითადში დაიწყო და მოახერხა კიდეც გოლის გატანა. სანაკრებო დონეზე კი მონაწილეობა მიიღო ევროპის 2016 წლის გათამაშებაში.

ეჭვგარეშეა რომ ფეხბურთელს უკვე აქვს დიდი გამოცდილება. იტალიაში მან ორი წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი ასაკი 22-23 წელს შეადგენდა. მან ორ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ჩატარებულ 93 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იტალიის ჩემპიონატში ეს არ არის ცუდი მონაგარი, რადგანაც ყველასთვის ცნობილია იტალიის ჩემპიონატის სირთულე.

ესპანეთის ჩემპიონატის დონე ყველას კარგად მოეხსენება. "რეალში" მან 95 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.რა თქმა უნდა ეს არ არის სახარბიელო მაჩვენებელი, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი, კერძოდ ის რომ ამ 31 გოლიდან 20 მან მიმდინარე სეზონში გაიტანა, თან 14 სასტარტო შემადგენლობაში. ხოლო ის 11 გოლი მოდის მორატას სადებიუტო სეზონებზე (2010-2013). მორატა ამ დროს შესაბამისად 18,19,20 და 21 წლის იყო. ბუნებრივია ის არ იწყებდა სასტარტო შემადგენლობაში და ეს 11 გოლი მისთვის არათუ ცუდ, არამედ კარგ მაჩვენებლად უნდა ჩავთვალოთ.

რა მოხდება თუ მორატას "იუნაიტედი" შეიძენს ? მოხდება ის, რომ გუნდი მოგებული დარჩება. ყველასათვის ნათელია, რომ ანტუან გრიზმანი მომავალ სეზონს მადრიდში გაატარებს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გუნდიდან გაშვებულია. კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი არათუ მანჩესტერში, არამედ სხვა გუნდში ჯერ საკმაოდ არარეალურია, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი რომ მისი ტრანსფერი იმდენადაა რეალური რამდენადაცაა არარეალური და პირიქით. დაგვრჩა მორატას ერთ-ერთი ალტერნატივა - ანდრეა ბელოტი.

ანდრეა ბელოტი რა თქმა უნდა არის ფეხბურთელი რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს. ასაკობრივი განსხვავება მორატასა და ბელოტის შორის ერთ წელს შეადგენს. მაგრამ ასაკი არ არის გადამწყვეტი რომლის გამოც მე მათ შორის მორატას ვირჩევ. ის ბელოტიზე 1 წლით დიდია, მაგრამ 24 წელი ფეხბურთი არაფერია. ამასთან ბელოტიმ მსოფლიოს თავი გააცნო ლიგით, სადაც მორატამ უკვე იასპარეზა და მიიღო გამოცდილება. მაშინ როცა ბელოტის მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის გამოცდილება აქვს, მორატამ უკვე ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და სამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ადაპტაცია პრემიერ ლიგასთან ? ესპანეთის ჩემპიონატიდან ინგლისში გადასულ ფეხბურთელებს საერთოდ არ უჭირთ ადაპტირება. ნათელი მაგალითია მატა,დავიდ სილვა,დიეგო კოშტა და სხვა. გამონაკლისი დიდი ალბათობით არც ალვარო მორატა იქნება. ამასთან უნდა ვთქვათ რომ რეშფორდი ჯერ კიდევ ბავშვია და გუნდი მას ჯერ ვერ დაეყრდნობა ბოლომდე, შეუძლებელია მთელი სეზონი "იუნაიტედი" რეშფორდს ხედავდეს ფორვარდის პოზიციაზე. ჯერ ცხრიანის პოზიციისთვის რეშფორდი ძალზედ ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა რეშფორდი არის ფეხბურთელი, რომელსაც წინ უდიდესი მომავალი აქვს, მაგრამ მას ჯერ დრო სჭირდება. ამიტომ ფორვარდის პოზიციაზე უკონკურენტოდ ვთვლი ესპანელის კანდიდატურას.

მორატას უკვე აქვს გამოცდილება, აქვს საფეხბურთო ინტელექტი, აქვს ტექნიკა და დრიბლინგი და კარგი საშემსრულებლო ოსტატობა. ჩვენ რეშფორდის ასაკზე ვსაუბრობთ მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ მორატასაც წინ აქვს ჯერ ყველაფერი. ამისთვის მას სჭირდება რეგულარული სათამაშო დრო და ეს სათამაშო დრო რა თქმა უნდა ექნება მას "მანჩესტერ იუნაიტედში".

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ალვარო მორატა "ოლდ ტრაფორდზე" აუცილებლად გადმობარგდება და ის "იუნაიტედში" იმაზე მეტად იქნება წარმატებული, ვიდრე ამას ჩვენი გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს. არ დაგვავიწყდეს ისიც რომ "რეალში" მისი დებიუტი ჟოზე მოურინიოს დროს შედგა და ჟოზემ ძალიან კარგად იცის თუ რას მისცემს მას მორატა.

ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვთვლი, რომ "იუნაიტედმა" მორატა უნდა შეიძინოს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შეძენით "იუნაიტედი" მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოიხსნის ფორვარდის პოზიციას და ესპანელთან ერთად დიდი ტიტულების მოგებისკენ გაემართება.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა

9.5/10

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება

£70-75 მილიონი

ავტორი: დავით სირაბიძე
ბლოგი
22 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
27 ივნისი 2017 16:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
ციტატა: Barselona123
Wadi chelsishi ra ginda sir mouriniostan tan eseni arafris momgebebi ar Arian kariera ar daingrio

Gamosirebuli gundia dzan chelsishi titulebs moigeb

shen getyoba fzan gamwarebuli xar 1skintli tituli dzlivs ro moiget shuriani barsas fani gaichita.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: ikeoni
27 ივნისი 2017 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
მოდი ჩვენთან მოდიიი
0
№13
ავტორი: Phil Jones
27 ივნისი 2017 18:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კარგად ჩამოყალიბებულია ყველაფერი, ისედაც ამ აზრზე რომ არ ვიყო ამის წაკითხვის შემდეგ მაინც შევიცვლიდი და დაგეთანხმებოდი )) კაია!
0
№14
ავტორი: mufc1878
27 ივნისი 2017 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Barselona123
Wadi chelsishi ra ginda sir mouriniostan tan eseni arafris momgebebi ar Arian kariera ar daingrio

Gamosirebuli gundia dzan chelsishi titulebs moigeb



მაგისთვის გამზრდელი რო გაგინოთ ხო გირსი ხარ?

ჰა
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
27 ივნისი 2017 20:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
მოკლედ კაცი შვლმა არ იცის მორატა რას იზამს.რამდენიმე პლიუსი ისაა რო ახალგაზრდაა და მოტივაციაც ბევრი ექმება რო დაამტკიცოს რა შეუძლია.მაგრამ ავტორ როდესაც მაგალითებად ესპანელები მოიყვანე ერთადერთი კოშტაა ცხრიანი მაგათგან და რაც მახსენდება ტორესი იყო ესპანელი რომელმაც ამ პოზოციაზე იფრინა მაგრამ მერე რაც დაემართა ჩელსში ისიც გვახსოვს.მე უბრალოდ აქ ზოგიერთებს ვისაც კეინი ურჩევნია იმათ მხარეს ვარ.მოვიდეს ბაზარი არაა კარგი ტრანსფერი იქნება და შეიძლება იფრინოს კიდეც მაგრამ კეინი რომელიც სტაბილურად აჩვენებს თავის კლასს და ეპლშია ჭიპმოჭრილი ის რო ამ ეტაპზე მერჩივნოს არაა დასაძრახი.რაც შეეხება კეინის შეძენის შანსებს.ისეთივე რეალურია როგორც ბერბატოვის ისეთივე როგორიც კერიკის და ისეთივე ბოლოს როგორც ბეილის.ფული ანათებდა და სულ გაანათებს ჯოჯოხეთს
0
№16
ავტორი: Dato Sirabidze
27 ივნისი 2017 20:35
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Dato kutaisi
მოკლედ კაცი შვლმა არ იცის მორატა რას იზამს.რამდენიმე პლიუსი ისაა რო ახალგაზრდაა და მოტივაციაც ბევრი ექმება რო დაამტკიცოს რა შეუძლია.მაგრამ ავტორ როდესაც მაგალითებად ესპანელები მოიყვანე ერთადერთი კოშტაა ცხრიანი მაგათგან და რაც მახსენდება ტორესი იყო ესპანელი რომელმაც ამ პოზოციაზე იფრინა მაგრამ მერე რაც დაემართა ჩელსში ისიც გვახსოვს.მე უბრალოდ აქ ზოგიერთებს ვისაც კეინი ურჩევნია იმათ მხარეს ვარ.მოვიდეს ბაზარი არაა კარგი ტრანსფერი იქნება და შეიძლება იფრინოს კიდეც მაგრამ კეინი რომელიც სტაბილურად აჩვენებს თავის კლასს და ეპლშია ჭიპმოჭრილი ის რო ამ ეტაპზე მერჩივნოს არაა დასაძრახი.რაც შეეხება კეინის შეძენის შანსებს.ისეთივე რეალურია როგორც ბერბატოვის ისეთივე როგორიც კერიკის და ისეთივე ბოლოს როგორც ბეილის.ფული ანათებდა და სულ გაანათებს ჯოჯოხეთს

დრო შეიცვალა... როდესაც ქერიქი ან ბერბატოვი შევიძინეთ მაშინ მანჩესტერი სუპერ დომინანტი გუნდი იყო ინგლისში და ერთ-ერთი ევროპაში... ვან პერსიც კი შევიძინეთ... დღეს მხოლოდ ფულზე არაა ლაპარაკი... ტოტენჰემი იუნაიტედს გაუთანაბრდა და რაღაც დონით სჯობნის... ორი წელია გვისწრებენ და რატო დატოვენს კეინი ახლა გუნდა რომელსაც წინ აქვს ყველაფერი ? მერეც ფული 150 მილიონი მაინც დაჯდება მისი მოყვანა, თუმცა ფულს არავინ ჩივის,საქმე იმაშია რომ კეინი მინიმუმ 1 წელი არ დატოვებს ტოტენჰემს... ამიტომ ვიძახი რომ მორატაა საუკეთესო ვარიანტი... კეინი მეც მირჩევნია მაგრამ ის წელს არ მოვა... უფორვარდოდ კი ვერ დავიწყებთ სეზონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№17
ავტორი: mufc1878
28 ივნისი 2017 05:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Dato kutaisi
მოკლედ კაცი შვლმა არ იცის მორატა რას იზამს.რამდენიმე პლიუსი ისაა რო ახალგაზრდაა და მოტივაციაც ბევრი ექმება რო დაამტკიცოს რა შეუძლია.მაგრამ ავტორ როდესაც მაგალითებად ესპანელები მოიყვანე ერთადერთი კოშტაა ცხრიანი მაგათგან და რაც მახსენდება ტორესი იყო ესპანელი რომელმაც ამ პოზოციაზე იფრინა მაგრამ მერე რაც დაემართა ჩელსში ისიც გვახსოვს.მე უბრალოდ აქ ზოგიერთებს ვისაც კეინი ურჩევნია იმათ მხარეს ვარ.მოვიდეს ბაზარი არაა კარგი ტრანსფერი იქნება და შეიძლება იფრინოს კიდეც მაგრამ კეინი რომელიც სტაბილურად აჩვენებს თავის კლასს და ეპლშია ჭიპმოჭრილი ის რო ამ ეტაპზე მერჩივნოს არაა დასაძრახი.რაც შეეხება კეინის შეძენის შანსებს.ისეთივე რეალურია როგორც ბერბატოვის ისეთივე როგორიც კერიკის და ისეთივე ბოლოს როგორც ბეილის.ფული ანათებდა და სულ გაანათებს ჯოჯოხეთს



ტორესმა ლივერპულში იფრინა და ჩელსიში ტრავმებმა გატანჯა მიუხედავად ამისა ლიგა დადო.

არცერთ ესპანელს არგაჭირვებია ინგლისში.ამიტომ მორატა მაგარი ვარიანტია.კეინს ჯობია აშკარათ მორატა.უფრო კლასნი იგროკია.საერთოდ ინგლისელი ფორვარდები ვერ აჯობებენ ესპანელებს.
0
№18
ავტორი: krekera
28 ივნისი 2017 05:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მორატა მაგრად გვჭირდება, იმედია ვიყიდით, ფაბინიოც გვინდა, რაც შეეხება მატიჩს ტყუილად ლანძღავთ, მაგ პოზიციაზე მინ 5 ეულში მაინცაა დღესდღეობით ევროპაში, პასი გინდა, მოედნის ხედვა, დარტყმა აზროვნება არ აკლია, გამოუცდელ ბაკაიოკოს ჯობია.. ასე რომ იმედია ცოტა დააჩქარებენ კარგ ტრანსფერებს
0
№19
ავტორი: nika_nikusha
28 ივნისი 2017 07:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ჰალამადრიდზე დაიწერა მორატაზეც და ხამესზეც რომ მანჩესტერთან შეთანხმება მიღწეულიაო, ნეტაა ნეტაა ნეტაა მართალი იყოს derpwhy
0
№20
ავტორი: mogeba
28 ივნისი 2017 08:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
Morata magari.dadgeba EGA eapanetis.momavali to ra keini.morata mxecia da maour gachita da da
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top