თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2017, 14:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3309,
კომენტარები: 22
სატრანსფერო სამიზნე: ალვარო მორატა
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეების განხილვა.
სატრანსფერო სამიზნე: ალვარო მორატა
1 ივნის ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა. მას შემდეგ გუნდმა პირველი ოფიციალური ტრანსფერი განახორციელა. "იუნაიტედს" ვიქტორ ლინდელოფი შეუერთდა "ბენფიკადან". შესაძლოა მოედანზე "იუნაიტედი" დიდ ყურადღებას ვეღარ იქცევს მაგრამ სატრანსფერო ფანჯარაზე ამ გუნდს ყურადღება ნამდვილად არ აკლია. ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედისადმი" უდიდესი ყურადღებაა მიპყრობილი, გუნდს უამრავ სახელს უკავშირებენ. ყოველივე ეს "იუნაიტედის" პოპულარობითაა გამოწვეული, რადგანაც გუნდს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და სპორტული გამოცემების მიერ შემოთავაზებული ყოველი ახალი ჭორი თუ სიმართლე მათთვის დიდ ფინანსურ მოგებებთანაა დაკავშირებული.

ალვარო მორატა, ივან პერიშიჩი,ფაბინიო,ნემანია მატიჩი,ხამეს როდრიგეზი და კრიშტიანუ რონალდუ, ეს ის ფეხბურთელები არიან რომელთა სახელსაც "იუნაიტედს" ყველაზე მეტად უკავშირებენ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მე შევეცდები თითოეული სამიზნე თქვენთან ერთად განვიხილო და თქვენთან ერთად ვიმსჯელო მათ შესახებ. ყველაფერი კი ალვარო მორატათი დავიწყოთ.

ალვარო მორატა

ასაკი: 24
მატჩი: 43
გოლი: 20
საგოლე გადაცემა: 6

შენიშვნა: მოცემულია 2016/17 წლების სეზონის სტატისტიკა მადრიდის "რეალში"

ალვარო მორატას ტრანსფერს ბევრი გულშემატკივარი უყურებს სკეპტიკურად. ზოგის მტკიცებით ის ვერ გაამართლებს "იუნაიტედში", ზოგის მტკიცებით კი უბრალოდ წარმოუდგენელია "რეალის" სათადარიგოთა ფეხბურთელის შეძენა.

დავიწყოთ იმით რომ "რეალის" ეს "სათადარიგო ფეხბურთელი" ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალაა, რომელიც ეროვნული ნაკრების მომავალია მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში. ეროვნულ ნაკრებში მორატამ 20 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 13 ძირითადში, ჯამში კი 10 გოლის გატანა მოახერხა. გავითვალისწინოთ მისი ასაკი, ის ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა. თუმცა ამ მცირე მონაკვეთში მან შეძლო და ითამაშა ესპანეთის და იტალიის საუკეთესო გუნდებში. "რეალში" მან ორჯერ მოახერხა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება, "იუვენტუსში" კი გატარებულ ორ სეზონში ორჯერ მოახერხა სკუდეტოს მოგება.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მორატამ უკვე ითამაშა 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქედან ერთში მან ძირითადში დაიწყო და მოახერხა კიდეც გოლის გატანა. სანაკრებო დონეზე კი მონაწილეობა მიიღო ევროპის 2016 წლის გათამაშებაში.

ეჭვგარეშეა რომ ფეხბურთელს უკვე აქვს დიდი გამოცდილება. იტალიაში მან ორი წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი ასაკი 22-23 წელს შეადგენდა. მან ორ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ჩატარებულ 93 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იტალიის ჩემპიონატში ეს არ არის ცუდი მონაგარი, რადგანაც ყველასთვის ცნობილია იტალიის ჩემპიონატის სირთულე.

ესპანეთის ჩემპიონატის დონე ყველას კარგად მოეხსენება. "რეალში" მან 95 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.რა თქმა უნდა ეს არ არის სახარბიელო მაჩვენებელი, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი, კერძოდ ის რომ ამ 31 გოლიდან 20 მან მიმდინარე სეზონში გაიტანა, თან 14 სასტარტო შემადგენლობაში. ხოლო ის 11 გოლი მოდის მორატას სადებიუტო სეზონებზე (2010-2013). მორატა ამ დროს შესაბამისად 18,19,20 და 21 წლის იყო. ბუნებრივია ის არ იწყებდა სასტარტო შემადგენლობაში და ეს 11 გოლი მისთვის არათუ ცუდ, არამედ კარგ მაჩვენებლად უნდა ჩავთვალოთ.

რა მოხდება თუ მორატას "იუნაიტედი" შეიძენს ? მოხდება ის, რომ გუნდი მოგებული დარჩება. ყველასათვის ნათელია, რომ ანტუან გრიზმანი მომავალ სეზონს მადრიდში გაატარებს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გუნდიდან გაშვებულია. კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი არათუ მანჩესტერში, არამედ სხვა გუნდში ჯერ საკმაოდ არარეალურია, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი რომ მისი ტრანსფერი იმდენადაა რეალური რამდენადაცაა არარეალური და პირიქით. დაგვრჩა მორატას ერთ-ერთი ალტერნატივა - ანდრეა ბელოტი.

ანდრეა ბელოტი რა თქმა უნდა არის ფეხბურთელი რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს. ასაკობრივი განსხვავება მორატასა და ბელოტის შორის ერთ წელს შეადგენს. მაგრამ ასაკი არ არის გადამწყვეტი რომლის გამოც მე მათ შორის მორატას ვირჩევ. ის ბელოტიზე 1 წლით დიდია, მაგრამ 24 წელი ფეხბურთი არაფერია. ამასთან ბელოტიმ მსოფლიოს თავი გააცნო ლიგით, სადაც მორატამ უკვე იასპარეზა და მიიღო გამოცდილება. მაშინ როცა ბელოტის მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის გამოცდილება აქვს, მორატამ უკვე ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და სამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ადაპტაცია პრემიერ ლიგასთან ? ესპანეთის ჩემპიონატიდან ინგლისში გადასულ ფეხბურთელებს საერთოდ არ უჭირთ ადაპტირება. ნათელი მაგალითია მატა,დავიდ სილვა,დიეგო კოშტა და სხვა. გამონაკლისი დიდი ალბათობით არც ალვარო მორატა იქნება. ამასთან უნდა ვთქვათ რომ რეშფორდი ჯერ კიდევ ბავშვია და გუნდი მას ჯერ ვერ დაეყრდნობა ბოლომდე, შეუძლებელია მთელი სეზონი "იუნაიტედი" რეშფორდს ხედავდეს ფორვარდის პოზიციაზე. ჯერ ცხრიანის პოზიციისთვის რეშფორდი ძალზედ ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა რეშფორდი არის ფეხბურთელი, რომელსაც წინ უდიდესი მომავალი აქვს, მაგრამ მას ჯერ დრო სჭირდება. ამიტომ ფორვარდის პოზიციაზე უკონკურენტოდ ვთვლი ესპანელის კანდიდატურას.

მორატას უკვე აქვს გამოცდილება, აქვს საფეხბურთო ინტელექტი, აქვს ტექნიკა და დრიბლინგი და კარგი საშემსრულებლო ოსტატობა. ჩვენ რეშფორდის ასაკზე ვსაუბრობთ მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ მორატასაც წინ აქვს ჯერ ყველაფერი. ამისთვის მას სჭირდება რეგულარული სათამაშო დრო და ეს სათამაშო დრო რა თქმა უნდა ექნება მას "მანჩესტერ იუნაიტედში".

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ალვარო მორატა "ოლდ ტრაფორდზე" აუცილებლად გადმობარგდება და ის "იუნაიტედში" იმაზე მეტად იქნება წარმატებული, ვიდრე ამას ჩვენი გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს. არ დაგვავიწყდეს ისიც რომ "რეალში" მისი დებიუტი ჟოზე მოურინიოს დროს შედგა და ჟოზემ ძალიან კარგად იცის თუ რას მისცემს მას მორატა.

ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვთვლი, რომ "იუნაიტედმა" მორატა უნდა შეიძინოს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შეძენით "იუნაიტედი" მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოიხსნის ფორვარდის პოზიციას და ესპანელთან ერთად დიდი ტიტულების მოგებისკენ გაემართება.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა

9.5/10

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება

£70-75 მილიონი

ავტორი: დავით სირაბიძე
ბლოგი
22 კომენტარი
№1
ავტორი: Barselona123
27 ივნისი 2017 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
Wadi chelsishi ra ginda sir mouriniostan tan eseni arafris momgebebi ar Arian kariera ar daingrio

Gamosirebuli gundia dzan chelsishi titulebs moigeb
0
№2
ავტორი: Dato Sirabidze
27 ივნისი 2017 14:59
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
აბა რა მეგობარა აბა რა... Barselonaa გუნდი თორემ Barcelona და მანჩესტერი რა გუნდებია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№3
ავტორი: Tyeshela
27 ივნისი 2017 15:02
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ციტატა: Barselona123
Wadi chelsishi ra ginda sir mouriniostan tan eseni arafris momgebebi ar Arian kariera ar daingrio

Gamosirebuli gundia dzan chelsishi titulebs moigeb

მესმის, რომ ყვლა გუნდის ქომაგს შეუძლია საიტზე რეგისტრაცა და საკუთრი აზრის დაფიქსირება კომენტარის სახით, ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ მსგავის პროვოკაციული კომენტარების ავტორს გაფრთხილება უნდა მიეცეს და იგივეს განმეორების შემთხვევაში ბანით უნდა ისჯებოდეს.
თუ გაკრიტიკება გინდა გააკრიტიკე, მაგრამ ეგეთი სიტყვებით ჩვენი საყვარელი გუნდის და მისი მწვრთნელის შეურაცხყოფა რა საჭიროა. დარწმნებული ვარ არავის სიამოვნებს მსგავსი რამ.
იმაშიც დარწმნებული ვარ, რომ 14 წელზე ზემოთ არ იქნება შენი ასაკი, მაგრამ იქნებ თავი შეიკავო ხოლმე მომავალში.

პ.ს სტატისს ავტორს რესპექტი.
6
№4
ავტორი: Gigo
27 ივნისი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ციტატა: Barselona123
Wadi chelsishi ra ginda sir mouriniostan tan eseni arafris momgebebi ar Arian kariera ar daingrio

Gamosirebuli gundia dzan chelsishi titulebs moigeb

შვილო წადი ფაფა ჭამე თორე გაგიცივდა wink

მორატა იდეალური არიანტია კეინის შემდეგ. ძაან მაგრა მინდა რა კეინი ჩვენთან.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
27 ივნისი 2017 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მშვენიერი ჩამოყალიბება, მადლობ ავტორ, არის მაინც შანსი რომ ვერ მოერგოს, მე მაინც კეინს ავირჩევდი რომ იყოს ასარჩევად საქმე.
0
№6
ავტორი: GRIEZMANN 7
27 ივნისი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ავტორ მადლობა ამომწურავი იყოო აბსოლიტურად გეთანხმები ამჯერზე მშვენიერი 9იანია მორატა ამ ფეხბურთელს ყველაფერიაქ ცოტ ცოტაა და მგონია რო თუ შევიძენთ ერთერთი კანდიდატი იქნება ბომბარდირობის 20 25 გოლს უეჭველი შეაგდებს
0
№7
ავტორი: Dato Sirabidze
27 ივნისი 2017 15:33
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: giorgi_mg
მშვენიერი ჩამოყალიბება, მადლობ ავტორ, არის მაინც შანსი რომ ვერ მოერგოს, მე მაინც კეინს ავირჩევდი რომ იყოს ასარჩევად საქმე.

კეინს უსიტყვოდ დავაყენებდი მეც... მაგრამ პრობლემა კეინის შეძენაშია... კეინს ვერ შეიძენს ჯერ ვერცერთი ინგლისური გუნდი... ტოტენჰემი თუ არ შესუსტდა კეინს მიზეზი არ აქვს რომ დატოვოს გუნდი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№8
ავტორი: GRIEZMANN 7
27 ივნისი 2017 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: giorgi_mg
მშვენიერი ჩამოყალიბება, მადლობ ავტორ, არის მაინც შანსი რომ ვერ მოერგოს, მე მაინც კეინს ავირჩევდი რომ იყოს ასარჩევად საქმე.

კეინს უსიტყვოდ დავაყენებდი მეც... მაგრამ პრობლემა კეინის შეძენაშია... კეინს ვერ შეიძენს ჯერ ვერცერთი ინგლისური გუნდი... ტოტენჰემი თუ არ შესუსტდა კეინს მიზეზი არ აქვს რომ დატოვოს გუნდი

კეინი იდეალურია მაგრამ შანსი არგვაქვს მისი ყიდვის
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2017 15:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თითქმის განხორციელებული ტრანსფერია მარა ძაან გაიწელა, რონალდოს ამბებმა კიდე უფრო დაატორმუზა. მე პირადად მგონია რო გაამართლებს და ვნახოთ...
0
№10
ავტორი: ßeckham
27 ივნისი 2017 15:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 34
მადლობა ავტორ wink love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "რასიზმის ვერანაირ გამოვლინებას ვერ მივიღებ, თუ ვინმე ქუჩაში ბანანს მესვრის, მას უბრალოდ მოვკლავ, დაე დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან"-მარიო ბალოტელი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top