თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2017, 12:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3299,
კომენტარები: 21
მარსიალისა და მოურინიოს ურთიერთობა დაიძაბა
ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან.
მარსიალისა და მოურინიოს ურთიერთობა დაიძაბა
ენტონი მარსიალის ურთიერთობა ჟოზე მოურინიოსთან კიდევ ერთხელ დაიძაბა, რისი მიზეზიც "სტოკ სიტისთან" მატჩის განაცხადში ფრანგის არ შეყვანა გახდა.

მარსიალი და მისი წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი 18-კაციანი განაცხადის მიღმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დარჩა, "მეთუნუქეებთან" მატჩის შემდეგ კი მოურინიომ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მარსიალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნება და მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა შემადგენლობაში.

2016 წლის მიწურულს მარსიალმა თითქოს აღიდგინა თავისი ფორმა, გაიტანა რა "მიდლსბროსა" და "რედინგის" კარში გოლები, მაგრამ "ლივერპულის" მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ მისი თამაშით მოურინიო უკმაყოფილო დარჩა.

21 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში პერიფერიულ ფიგურად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო სეზონში მან 17 გოლი გაიტანა.

მარსიალი იმითაც უკმაყოფილო იყო, რომ მისი 9 ნომერი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადასცეს, ამ მიზეზებს კი ისიც ემატება, რომ ფრანგი ცოლს გაშორდა.

გასულ თვეში ენტონის აგენტმა, ფილიპ ლემბოლიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "სევილიაში" იჯარის წესით გადასვლით იყო დაინტერესებული, რის შემდეგაც მოურინიოსა და აგენტს შორის სიტყვიერი ორთაბრძოლა გაიმართა, რამეთუ პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ მარსიალმა მხოლოდ მწვრთნელს უნდა უსმინოს და არა თავის აგენტს.

"იუნაიტედი" არ აპირებს მარსიალის თაობაზე წინადადების განხილვას, რადგანაც მემფის დეპაიმ კლუბი უკვე დატოვა და იმავეს აპირებს ეშლი იანგიც, რის გამოც გუნდს მარცხენა ფლანგზე მოქმედი ფეხბურთელების ნაკლებობა ექნება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Temo-Mu
25 იანვარი 2017 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
არამგონია რომ გაუშვას. მე პირადად ასე მგონია რომ იცის მოუმ თუ რისთვისაა საჭირო, მარსიალის თამაში და მისი ესეთი ხასიათი ალბათ ცოლთან გაშორებამ მოიტანა. მოუმ ისიც იცის რომ წინა სეზონში მარსიალი რომ არა მანჩესტერი ალბათ 10-ულშიც ვერ მოხვდებოდა. ათამაშდება, ასე ვფიქრობ. თან ახალგაზრდაა ყველაფერი წინ აქვს smile უბრალოდ ვადროვოთ როგორც ჩანს პირადი პრობლემები აქვს. თანაც ყველასთვის ასე ადვილი არაა. გუნდში ახალი მწვრთნელი 4 ახალი ფეხბურთელი. ეს რთულია. მე ვფიქრობ რომ გუნდი ისევ ადაპტირებას გადის და ვიცი რომ კარგ პერიოდშია. ზოგი ადვილად შეეჩვია მწვრთნელს, ზოგი ცოტა აფერხებს, მაგრამ წელს რამენაირად უნდა მოვხვდეთ ლიგაზე და მომავალ წელს უკვე ისევ ის მანჩესტერი იქნება რომელიც ჩვენ გვიყვარს და რათქმაუნდა ფეხბურთელებიც უფრო კარგები დაბრუნდებია. am

0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top