თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2017, 12:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3299,
კომენტარები: 21
მარსიალისა და მოურინიოს ურთიერთობა დაიძაბა
ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან.
მარსიალისა და მოურინიოს ურთიერთობა დაიძაბა
ენტონი მარსიალის ურთიერთობა ჟოზე მოურინიოსთან კიდევ ერთხელ დაიძაბა, რისი მიზეზიც "სტოკ სიტისთან" მატჩის განაცხადში ფრანგის არ შეყვანა გახდა.

მარსიალი და მისი წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი 18-კაციანი განაცხადის მიღმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დარჩა, "მეთუნუქეებთან" მატჩის შემდეგ კი მოურინიომ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მარსიალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნება და მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა შემადგენლობაში.

2016 წლის მიწურულს მარსიალმა თითქოს აღიდგინა თავისი ფორმა, გაიტანა რა "მიდლსბროსა" და "რედინგის" კარში გოლები, მაგრამ "ლივერპულის" მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ მისი თამაშით მოურინიო უკმაყოფილო დარჩა.

21 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში პერიფერიულ ფიგურად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო სეზონში მან 17 გოლი გაიტანა.

მარსიალი იმითაც უკმაყოფილო იყო, რომ მისი 9 ნომერი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადასცეს, ამ მიზეზებს კი ისიც ემატება, რომ ფრანგი ცოლს გაშორდა.

გასულ თვეში ენტონის აგენტმა, ფილიპ ლემბოლიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "სევილიაში" იჯარის წესით გადასვლით იყო დაინტერესებული, რის შემდეგაც მოურინიოსა და აგენტს შორის სიტყვიერი ორთაბრძოლა გაიმართა, რამეთუ პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ მარსიალმა მხოლოდ მწვრთნელს უნდა უსმინოს და არა თავის აგენტს.

"იუნაიტედი" არ აპირებს მარსიალის თაობაზე წინადადების განხილვას, რადგანაც მემფის დეპაიმ კლუბი უკვე დატოვა და იმავეს აპირებს ეშლი იანგიც, რის გამოც გუნდს მარცხენა ფლანგზე მოქმედი ფეხბურთელების ნაკლებობა ექნება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
21 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
24 იანვარი 2017 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
სტაბილურობა აკლია
0
№12
ავტორი: Malboro463
24 იანვარი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ჩელსიდან ხომ გაუშვა ახალგაზრდა ტალანტები ეხლა მანჩესტერის დროა.
0
№13
ავტორი: stepno
24 იანვარი 2017 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
sad იმედია ჭორებია რაა
0
№14
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2017 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Araferia mogvardeba
0
№15
ავტორი: ROONEY-RUNI
24 იანვარი 2017 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ჭორია ასიანი ძმა მარსიალი აქ იქნება და არსადაც არ წავა მოუმ ტუ გაუშვა გუნდიდან ყველაზე დიდი შეცდმოა იქნება მოუსი
0
№16
ავტორი: kobinio
24 იანვარი 2017 17:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Manstark_United
ლივერპულთან ვერმოგება მარსიალის დიდი დამსახურებაა.უბრალოდ ვალდებული იყო ლივერპულის სუსტი წერტილი "გადაეყლაპა",მაგრამ მხოლოდ მატჩის რაღაც ნაწილს თამაშობს.თითქოს თავიდან ცდილობს და ორი ცდა რომ არ გამოვიდა,ნებდება და ხასიათი უფუჭდება.

Mec mase vpiqrob dzma.gaupuchdeba momenti da kris parxmals
0
№17
ავტორი: beqno
24 იანვარი 2017 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
es ra nagavi kacia tooo sul gaafuchebs ase fexburtelebs
0
№18
ავტორი: Mixito
24 იანვარი 2017 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Me vfiarob ro martialic depais dasgavseba radgan ar indomebs martalia amashi mwvrtnelic unda dagexmaros mara dzalian ufantazioa mistvis 10-15 wutshi mtavrdeba xolme tamashi
0
№19
ავტორი: Vikings
24 იანვარი 2017 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
მოუ და ფერგი დარწმუნებული ვარ ერთად მოქმედებენ ნუ რათქმაუნდა ეს ასე ნათლად არ ჩანს მაგრამ ასეა და აქედან გამომდინარე ფერგი და მოუ აკეთებენ იმას რაც გუნდისთვისაა მთავარი..დასასვენებელია მარსიალი და ისვენებს კიდეც.
0
№20
ავტორი: JuanMata
24 იანვარი 2017 22:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბოლო რამდენიმე თამაში ძირითადში დაიწყო და იქნებ უბრალოდ დაასვენა,

პლიუს პირადი პრობლემები აქვს და კაცმა არ იცის რა ხდება, მარსიალის პრობლემებზე ჟურნალისტებთან არ დაიწყბდა საუბარს.

მოუს გეგმებში რომ არ შედიოდეს გაუშვებდა სევილიაში იჯარით.
დეპაი არ მოწონდა და გაუშვა პირველივე ტრანსფერზე.

დაველოდოთ და გაირკვევა ყველაფერი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top